სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“.

შეხვედრაში მონაწილეობდა 8 მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების 16 ორგანიზაცია. გაანალიზდა, თუ რა ვითარებაა ამ მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის და დაფინანსების კუთხით და განვითარების რა შესაძლებლობები გააჩნიათ.

მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ორგანიზაციების უმრავლესობას არც დიდი გამოცდილება აქვს და არც დონორებთან მუშაობის პრაქტიკა.

აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში უფრო რეგიონალური ორგანიზაციები შემოდიან სამუშაოდ, ამიტომ პროექტში მონაწილეობით მათ საშუალება ეძლევათ, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და გაიმდიდრონ გამოცდილება.

 

ახალი პროექტის „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება ნდობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებების კვლევა დაიწყო. საველე სამუშაოების შემსრულებლებთან შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა სამომავლო საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებზე.

კვლევის გეოგრაფია მოიცავს კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე 6 სოფელს და ქალაქ ზუგდიდს. კვლევის დროს შეგროვდება რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაცია.

 

ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო სერვისების გაცნობა, პრობლემების გამოვლენა ადვოკატრებისთვის - ამ საკითხებს მიეძღვნა სამობილიზაციო შეხვედრები მარტში.

ინფორმაციის მისაღებად აქტიური კომუნიკაცია შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთანაც. შეხვედრები  ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში ჩაერთნენ ორგანიზაციის იურისტი, ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი, რომლებმაც მონაწილეებს  მიაწოდეს ინფორმაცია ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე.

 

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელი  ეკატერინე გამახარია ჩართული იყო ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობას და მათ გადაუდებელ საჭიროებებს. ეკატერინე გამახარიამ გააცნო შეხვედრის მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის შედეგად გამოკვეთილი ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც დღეს მწვავედ დგას ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თავად ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები.

დღეს გაიმართა პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა მიმდინარე საპროექტო აქტივობები, კერძოდ, საჯარო მმართველობის რეფორმის მესამე მონიტორინგის ანგარიშების მომზადების პროცესი, მარტის თვეში დაგეგმილი მორიგი ტრენინგი ფორუმის წევრი ორგანიზაციებისთვის და ასევე სხვა სამომავლო გეგმები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

„ძალიან საჭირო პროექტია“, „ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ“, „ამ თემებზე სწავლება მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ტარდებოდეს“, „მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, „უკვე მეორე წრეზე მუშაობს კონფლიქტოლოგი ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა ყოველთვის ღიაა თქვენს მისაღებად,“ „დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის“, „გელით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აქტიურად ვითანამშრომლებთ, გპირდებით!“, „თვალს გადევნებთ და აღფრთოვანებული ვარ ასეთი ახალგაზრდებით“ - ეს და ამგვარი მოსაზრებები გამოითქვა და დაიწერა ჩათში Zoom-ის პლატფორმაზე შეხვედრის დროს.

10-11 თებერვალს საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ცაგერსა და ამბროლაურში მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციების და ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან,  სადაც განხილული იქნა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში დაგეგმილი მესამე მონიტორინგის კითხვარი, განისაზღვრა რესპონდენტები. გამოიკვეთა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და ინკლუზიურობის კუთხით დღის წესრიგში მდგარი დასაძლევი გამოწვევები, რომელზედაც ქვეგრანტების ფარგლებში შემუშავდება მინიპროექტები ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მიერ.

ოზურგეთის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო მმართველობის საქმეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარებასა და სამოქალაქო საზოგადოების როლის წარმოჩენას.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიეძღვნა საჯარო მმართველობის პროცესში ახალგაზრდობის როლისა და მათი საჭიროებების განხილვას.  სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში ახლახან შექმნილი ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  - „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“ და „რუდუნი“ - წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისაუბრეს აქტუალურ პრობლემებზე საჯარო მმართველობის დანერგვის მიმართულებით. გამოიკვეთა ახალგაზრდების მაღალი მოტივაცია და მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციების - ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს სასოფლო დარბაზი - წარმომადგენლებმა.

ახალი წლიდან აქტიური მუშაობის გეგმა - ეს იყო ძირითადი თემა ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვანის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა: „თანადგომა 2020“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“. შეხვედრაზე შეირჩა პრეზენტატორი, რომელიც თვის ბოლოს ფორუმზე წარადგენს ორგანიზაციების მუშაობის შედეგებს და გავლენას მუნიციპალიტეტზე.

ასევე საუბარი შეეხო მესამე მონიტორინგს და საგრანტო კონკურსს, რომელშიც ორგანიზაციები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები