ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის მორიგ ანგარიშს „COVID 19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“. ანგარიში ასახავს ფონდი „სოხუმის“ სამიზნე რეგიონებში, კერძოდ კი დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში COVID-19 პანდემიით გამოწვეულ, ოჯახში ძალადობის კუთხით შექმნილ მდგომარეობას და მის გავლენას ქალებისა და გოგონების ცხოვრებაზე.
მონიტორინგმა ცხადყო, რომ პანდემიამ გაამწვავა არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა უკვე არსებული პრობლემები, არამედ დააჩქარა პოტენციური მოძალადეების გამოვლენა. გაუარესდა იმ ქალების მდგომარეობაც კი, ვინც მანამდე შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა სახელმწიფოს პროაქტიული მუშაობა, განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის შესაბამის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ჩართულობით. დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები პრობლემების დროული და ადეკვატური გადაჭრისთვის.
პუბლიკაცია მომზადდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
კარანტინის პირობებში გახშირდა ძალადობის შემთხვევები. ბევრი მსხვერპლი მოძალადესთან ერთად დარჩა სახლში... მათთვის, მათ დასახმარებლად ფონდმა „სოხუმმა“ საგანგებოდ შეიმუშავა საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების შესახებ.
ფონდი „სოხუმის“ იურიდიულმა სამსახურმა გამოსცა ბროშურა „STOP ძალადობას!!!“
მასში მოცემულია ხშირად დასმული კითხვები ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით და მოცემულია პასუხები/განმარტებები: რა არის ოჯახში ძალადობა, ძალადობის რა ფორმები არსებობს, ვინ ითვლება მსხვერპლად, ვინ არის მოძალადე და ა.შ.
ბროშურაში მითითებულია ფონდი „სოხუმის“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორების ნომრები და ის საჭირო საკონტაქტო მონაცემები, რომლებზე დარეკვაც შეუძლია მსხვერპლს ძალადობის შემთხვევაში.
ბროშურების ნაწილი დარიგდება კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დღეებში.
„სიყვარულს მოვლა უნდა, ქორწინება ყოველდღიურად უნდა განამტკიცო. გთავაზობთ წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამაში. იქნებ, ეს არც ისე ადვილია, მაგრამ სცადეთ...“ - ნათქვამია ამ პატარა გამოცემის შესავალში.
ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის მიერ მომზადებული რჩევები ქალებს: ურთიერთობის 4 ოქროს წესი, 5 იდეა ოჯახის სიმყარისთვის, ოჯახური ბედნიერების 9 საიდუმლო, უკონფლიქტო ოჯახის 10 მცნება.
სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის 14 თემში ჩატარდა გამოკითხვა ქალთა მიმართ ძალადობის სიტუაციური ანალიზის მიზნით. შედეგ კი გამოიცა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის სიტუაციური ანალიზი სენაკის მუნიციპალიტეტში“.
გამოიცა ფონდი „სოხუმის“ საანგარიშო ჟურნალი „ქალთა ხმა“. ჟურნალის პირველ ნაწილში შეჯამდა წარმატებით განხორციელებული სამწლიანი პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. მეორე ნაწილში შეკრებილია ყოველთვიური ინტერნეტ გამოცემა - საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებშიც განხილულია ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა შეხვედრაზე წამოჭრილი აქტუალური თემები და კონკრეტული ქეისები. სწორედ ამ ისტორიებითაა წარმოდგენილი ჩვენი მუშაობის ანგარიში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საკონსულტაციო მუშაობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციისთვის - ასეთია #11 საინფორმაციო ბიულეტენის თემა.
ფონდი „სოხუმის“ საქმიანობაში განსაკუთრებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა. ამ მხრივ ფასდაუდებელია ფსიქოლოგის და იურისტების წვლილი. ბიულეტენში დაბეჭდილია მაგალითები ფსიქოლოგისა იურისტების ქეისებიდან და მოცემულია გარკვეული რჩევები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„სამი სახის ჭეშმარიტება არსებობს: ჩემი ჭეშმარიტება, შენი ჭეშმარიტება და ზოგადი ჭეშმარიტება.“ - ეს ჩინური გამონათქვამი უძღვის ოქტომბრის საინფორმაციო ბიულეტენს.
ბიულეტენი ეძღვნება ოჯახური კონფლიქტების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს - განსხვავებებს პიროვნულ ფასეულობებსა და ტრადიციებს შორის.
პრობლემის აქტუალობასთან ერთად ბიულეტენში წარმოდგენილია ფსიქოლოგის რჩევებიც და ის დაეხმარება მკითხველს სწორი გადაწყვეტილების, ტოლერანტული დამოკიდებულების და ზოგადი ჭეშმარიტების პოვნაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოჯახური ძალადობის განვითარების მრავალწახნაგოვან პრიზმაში ერთ-ერთი სერიოზული ადგილი უჭირავს ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიც არის აზარტული თამაშები, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია. ამიტომაც საინფორმაციო ბიულეტენის სექტემბრის ნომრის თემად იქცა „მავნე ჩვევები და ოჯახური ძალადობა“.
მასში ნაჩვენებია პრობლემის აქტუალობა, არის რჩევები, რომელთა შორის ერთ-ერთია - ფსიქოლოგის კვალიფიციური კონსულტაციის მიღება.
ბიულეტენი არის ნაწილი პროექტისა „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ადვოკატირება - ერთ-ერთი სეგმენტი ძალადობის პრევენციის დროს“ - ასეთია ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის აგვისტოს ნომერის თემა.
სიტყვა „advocacy“ წარმოიშვა სიტყვიდან „advocare“ და ნიშნავს „მოწოდებას, მხარდაჭერას ცვლილებისათვის.“
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ადვოკატირება არის: აქტიურობა საკუთარი და სხვისი ინტერესების დასაცავად, მოქმედებები ცვლილებების მისაღწევად, ზემოქმედება საზოგადოებრივ აზრზე, გაერთიანება, მხარდაჭერა ცვლილებების მოსახდენად.
ნომერში წარმოდგენილია წარმატებული და წარუმატებელი ადვოკატირების ქეისები. აქვეა რჩევები - რისი ცოდნა არის აუცილებელი ადვოკატირების კამპანიის წამოწყებამდე.
ბიულეტენი გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)