ტრენინგი ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისათვის

პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ პირველი საერთო ღონისძიება საირმეში ჩატარდა 27-28 მარტს. ეს იყო ტრენინგი თემაზე „კონფლიქტების ნაადრევი პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემა (GREWS)“. მასში მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში შექმნილი ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.

ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის გამოყენებით საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან კვლევებში, რომლებიც სამიზნე მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

განახლდა ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021 15:44
ასევე ამ კატეგორიაში « ტრენინგი ახალგაზრდებისთვის

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები