საახალწლოდ,ფონდის ხელმძღვანელების ინიციატივით, აქტიურ ყოველდღიურ შრომაში ჩაბმული თანამშრომლებისთვის რეაბილიტაცია მოეწყო.
ტრენინგი ჩაატარეს სპეციალურად მოწვეულმა ფსიქოლოგ-რეაბილიტოლოგებმა ინა აირაპეტიანმა და ხედა ომარხაჯიევამ (გროზნოს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელები).
ტრავმის სიმპტომების გამოვლენა, დაძაბულობის მოხსნა, ემოციური წვის სინდრომი, ფსიქოკორექცია და ფსიქოთერაპია - ამ და უამრავ სხვა საკითხზე მუშაობდნენ ფონდელები ორი დღის განმავლობაში.
ემოციური იყო ყოველი სავარჯიშო, რადგანაც მათი მეშვეობით მონაწილეებმა ჩაიხედეს საკუთარ სულში, გრძნობებში, წარსულში და შეეცადნენ იმ რესურსების პოვნას, რომელთა დახმარებითაც უნდა შეძლონ გამკლავება ტკივილთან, სტრესთან, ავადმყოფობასთან, პრობლემებთან...
და შეძლონ სხვათა დახმარებაც, რადგანაც წინ ახალი, არანაკლებ დატვირთული და აქტიური წელიწადი ელოდებათ...
ფონდი „სოხუმის" ოფისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე - „ადვოკატირება - სამოქალაქო ინტერესებისდაცვის ეფექტური საშუალება". მასში მონაწილეობადასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის ამომრჩეველ ქალთა ლიგის ადვოკატირების ჯგუფების24წევრმა მიიღო. ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენსტუდენტები, პედაგოგები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდაროგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებსჯგუფებში.
მონაწილეებიადვოკატირებისცნებას, ეტაპებსადაამ პროცესში განსახორციელებელი ეფექტური ქმედებებისგანსაზღვრის მეთოდებსგაეცნენ.
ქალაქების მიხედვით ჯგუფური მუშაობისას მონაწილეებმა დაასახელეს თითო პრობლემა დამის გადასაჭრელადსტრატეგიაშეიმუშავეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჯგუფების პრეზენტაციების შემდეგ გამართული დისკუსიები.
ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა ადვოკატირებისთვის საჭირო ახალი უნარ-ჩვევები შეიძინეს,სამომავლოერთობლივი სამუშაოები დაგეგმეს და ერთმანეთსგამოცდილებაგაუზიარეს.
ფონდი „სოხუმის" მიერ ნიჟნი ნოვგოროდიდან მოწვეულმა პარა-ფსიქოლოგებმა
სამდღიანი ტრენინგი - „პარა-სპეციალისტების მომზადება რეგიონებში მუშაობისათვის" -
ჩაატარეს. ტრენინგში ქალთა მხარდაჭერის 6
ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ტრენინგის მთავარი ამოცანა იყო ადგილობრივი
პარა-სპეციალისტებისათვისკონფლიქტის
დარეგულირების უნარ-ჩვევების სწავლება, ურთიერთგაგების, პირველადი კონტაქტების
უნარების განვითარება და ფორმირება.
გაიმართაფსიქოლოგიური ტრენინგის თამაშები, სადაც ხელოვნური, მოთამაშეთა ინტერესების
მაპროვოცირებელი კონფლიქტური სიტუაციები იქმნება.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ფსიქოლოგიური
კონსულტირება, მითები ძალადობაზე, აქტიური მოსმენის ძირითადი ხერხები, კრიზისების
ტიპები და მათზეაქტიური რეაგირების გზები.
ქუთაისში, სასტუმრო "იმერში” ლიდერთა სკოლის პირველი და მეორე
კურსის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე "ორგანიზაციული განვითარება”.
ტრენინგი დაიწყო ლიდერ ქალებთან შეხვედრით.
"ეფექტური კომუნიკაცია.
კონფლიქტები გუნდში და მისი გადაჭრის გზები”, - ამ თემის განხილვის შემდეგ ახალგაზრდები
ჩაუფიქრდნენ საკუთარ ჩვევებს და მათი გაუმჯობესების აუცილებლობაც დაინახეს.
"ტრენინგიდან მიღებული ინფორმაცია იმდენად კონკრეტული და
ამომწურავი იყო, რომ შეკითხვის დასმა არც მჭირდებოდა”, "სამი დღის განმავლობაში მიღებული
ცოდნა დამეხმარება, როგორც 16-დღიანი კამპანიის დროს დაგეგმილი ღონისძიებების კარგად
ჩატარებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში”, - ასეთია პირველკურსელთა მოსაზრებები.
არასამთავრობო ორგანიზაციის მისიას, ფუნქციებს, ამოცანებს
და პროექტის წერის სტრუქტურას დიდი მონდომებით გაეცნენ დემოკრატიის კურსის მონაწილეები.
"ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის იდეა ჯერ
კიდევ პირველ ტრენინგზე გაგვიჩნდა. ახლა მიღებული ცოდნა გამოგვადგება ჩვენი იდეის განხორციელებაში”,
- ამბობენ გოგონები.
ტრენინგის მესამე დღეს ლიდერთა სკოლის ორივე კურსი ერთად
შეიკრიბა, რათა ემსჯელათ კამპანიის დაგეგმვასა და ორგანიზაციაზე. შეხვედრა მეტად საინტერესო
და ორიგინალური გამოდგა, რადგან გოგონებს ერთად მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების
საშუალება მიეცათ.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL
KVINNA) მხარდაჭერით.
„ლიდერთა სკოლაში ვიღებთცოდნას, რომელიც ჩვენთვის სხვაგან ხელმისაწვდომი არ არისდა ძალიან მნიშვნელოვანია"; „ტრენინგზე ყველაზე უფრო ჯგუფური სამუშაოები დამამახსოვრდა", „ძალიან მომეწონა საქმიან ეტიკეტსადა ლიდერი ქალის იმიჯზემუშაობა"; „მოუთმენლად ველოდებით ტრენინგების ახალ ეტაპს"; „დროული და მნიშვნელოვანი იყო ეფექტური კომუნიკაციის თემა, რადგან წინ ბევრი სამუშაო გველის",-ეს ფრაზები ტრენინგის შეჯამების დროს ისმოდა, როდესაც სამი დღის დაძაბული მუშაობა ფინალს მიუახლოვდა და მომავალი კამპანიისა და საშინაო დავალებების კონტურებიც შემოიხაზა.
ტრენერების შეფასებით, სატრენინგო თემატიკა ოპტიმალურად იყო შერჩეული და ჯგუფის საჭიროებებს მორგებული,ტრენინგ-სემინარიმხოლოდ დასაბამს აძლევს ლიდერთა სკოლაში მისაღებ განათლებას და დანარჩენიგოგონებმა თავისი მონდომებით, დაძაბული შრომით უნდა მოიპოვონ.რაც მთავარია, ჯგუფი მოტივირებული დაცოდნაზე ორიენტირებულია, ეს კი წარმატების საწინდარია. ტრენინგზე დაბადებული მრავალი კრეატიული იდეა კი დახვეწას და გოგონების საქმიანობაში ხორცშესხმას ელოდება!
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
- აღფრთოვანებულები მივდივართ საქართველოდან, ჩვენს მოსწავლეებს ვუამბობთ ნანახსა და განცდილზე, თუმცა ეს ყველაფერი თავად უნდა იგრძნო, - ამბობდნენ ბოლო დღეს რუსეთიდან ჩამოსული მასწავლებლები...
შთაბეჭდილებების საწყისი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იყო. მერე - სტეფანწმინდა, ფასანაური, ექსკურსია თბილისში და ყველაზე ამაღელვებელი - გრიბოედოვის საფლავთან მიახლება მთაწმინდაზე.
სამმა დღემ უჩვეულოდ ბევრი რამ დაიტია: ზღვისპირას გატარებული ულამაზესი წუთები, ექსკურსიები ბათუმში, ქუთაისში, სათაფლიაში. და განსაკუთრებით შთამბეჭდავი - სტუმრობა ბაღდათში, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში.
ყველაზე მთავარი, რამაც რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის24 მასწავლებელი შეკრიბა, იყო ქობულეთში ჩატარებული სამდღიანი სემინარი "შერიგების სასკოლო სამსახურები" (მწვრთნელი - რუსტემ მაკსუდოვი,საზოგადოებრივი ცენტრის „სასამართლო-სამართლებრივი რეფორმა" პრეზიდენტი). მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ახალ გზებს, მედიაციისა და შერიგების სასკოლო სამსახურის პრინციპებს. ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები, ახლებურად შეხედეს სასწავლო პროცესს, მოსწავლეებს, კოლეგებს.
სემინარი არის ნაწილი პროექტისა „ცხოვრება მშვიდობით - მშვიდობიან გარემოში", რომელსაც ახორციელებენ კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო). პროექტი ლოგიკური გაგრძელებაასაქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის მონაწილეთა დიალოგისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2009 წლის დეკემბერში.
როგორც სემინარის ბოლოს აღინიშნა, მისი ყოველი მონაწილე ახალ შტრიხებს შესძენს პედაგოგიურ საქმიანობას. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ ახალი ინფორმაციების მიღებით, ცოდნის გამდიდრებით და ერთმანეთთან ურთიერთობით, რასაც დანატრებულნი არიან მასპინძლებიცა და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც...
რაც ყველაზე მთავარია, სემინარის შედეგად შეიქმნა აქტიურ მშვიდობისმყოფელთაქალთა გუნდი, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მშვიდობიანი სულისკვეთებით აღზრდას.
ლიდერთა სკოლის ტრენინგები ფონდ „სოხუმში" სამი დღე გრძელდებოდა. „კონფლიქტი და ქალის როლი კონფლიქტში"-ტრენინგების ამ საერთო თემისგანხილვაში ლიდერთა სკოლის გოგონები აქტიურობდნენ.
- ქალს, მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობითა და შორსმჭვრეტელობით, შეუძლია კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა;
-კონფლიქტი იმდენად ხშირი მოვლენაა ჩვენს რეალობაში, რომ უფრო მეტის გაგება გვსურს მის შესახებ, რათა მშვიდობიანად შევძლოთ გადაწყვეტა,-ამბობენ ტრენინგის მონაწილე გოგონები.
ლიდერთა სკოლის გოგონებმა სურვილი გამოთქვეს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხში საკუთარიწვლილის შეტანისა.
ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა პიროვნების ლიდერულ თვისებებზე. გოგონების აზრით, ურთიერთობებს პიროვნული თვისებები განაპირობებს. ლიდერს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ხელში აყვანა, გრძნობების, ემოციების მართვა.
23-25 ივლისს ფონდი "სოხუმის”
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დემოკრატიის კურსის წარმომადგენლებს საკრებულოში სემინარი
ჩაუტარდათ. მწვრთნელები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ქალთა პოლიტიკური
რესურს ცენტრის ხელმძღვანელი.
სამდღიანი სემინარის განმავლობაში
მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების არსს, საქართველოს პოლიტიკურ სისტემას,
პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთმიმართებას, ფემინიზმის ისტორიასა
და ეტაპებს, ქალთა როლს პოლიტიკაში.
საკრებულოში ჩატარებულმა სემინარმა
და ექსკურსიამ, შეხვედრამ საკრებულოს წევრებთან, ახალგაზრდა გოგონებს გაუმყარა სურვილი
გახდნენ იდეალური ლიდერები, ზოგმა მათგანმა საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელიც მოირგო.
"მას, ვინც ჩაჯდება ამ სავარძელში,
დიდი მომავალი ელოდება. გახსოვდეთ, განათლება და ინტელექტი საწინდარია ადგილობრივ თვითმმართველობაში
მოსასვლელად და შემდგომი წინსვლისათვის”, - მიუთითა მათ საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან
ხვადაგიანმა და გოგონებს საკრებულოში სტაჟირების გავლაც შესთავაზა.
ექსკურსიისას გოგონებს მიეცათ
საშუალება გაცნობოდნენ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა საქმიანობას. მათთვის სამაგალითო
ლიდერი ქალებიც აღმოაჩინეს და დაასკვნეს, რომ "უშუალობა - ერთ-ერთი საუკეტესო გზაა
ადამიანთ გულებისაკენ”.
საარჩევნო უფლების გაცნობამ ახალგაზრდებს
თვითდაჯერებულობა შემატა. დღეს ისინი თამამად ამბობენ, რომ მომავალ არჩევნებში სრულყოფილად
გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციას და დაიცავენ თავიანთ უფლებებს.
10–12 ივნისს ქ. ბათუმში, სასტუმრო "ჩაოში” ჩატარდა ტრენინგი თემაზე "პრევენციული სტრატეგიები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”. ტრენინგს ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის 16 წარმომადგენელი, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ ქუთაისიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან, ხონიდან.
ტრენინგის ჩატარება განაპირობა იმან, რომ ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის გარეშე, ისინი კი, როგორც წესი, ამოვარდნილნი არიან ძალადობასთან ბრძოლის საერთო კონტექსტიდან და არ მოიაზრებიანრეფერალურ მექანიზმებში.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგის მსვლელობაში. მათი პროდუქტიული მუშაობის შედეგად ყოველი ქალაქისათვის შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეალობაზე მორგებული ორიგინალური კონცეფციების მოდელები, რაც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლისსამომავლო სტრატეგიებს დაუდებს სათავეს.
ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლაში შერჩეულ გოგონებთან 28- 29 მაისს პირველი ტრენინგი ჩატარდა. ჯგუფში ქუთაისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, სოფელ კოკში დანაბაკევში მცხოვრები გოგონები შეიკრიბნენ.
ტრენინგის თემა - „ეფექტური ლიდერობა" გოგონებისთვის ძალიან საინტერესო გამოდგა. მათთვის მისაღები იყო მუშაობის ინტერაქტიური მეთოდიც, რომელიც ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობას, აქტიურ დისკუსიებსა და თემატურ სავარჯიშოებს ითვალისწინებდა. მუშაობის პროდუქტიულობა გოგონების მაღალმა მოტივაციამაც განაპირობა.
ტრენინგის ყველაზე სამახსოვრო მომენტი გელათის ტაძრის მონახულება გამოდგა, სადაც ზოგი მათგანი პირველად იყო.
ლიდერთა სკოლის ოცდაოთხმა გოგონამ თეორიული კურსით გათვალისწინებული თემები წარმატებით გაიარა. მათ საშინაო დავალებაც მიიღეს და მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო ეტაპს.
ტრენინგი
- „ქალის თვალით დანახული მშვიდობიანი მომავალი" ქ.ბათუმში ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები
16 ახალგაზრდა გოგონა - ფონდი „სოხუმის" დემოკრატიის სკოლის მოსწავლეები.
ტრენინგის
დროს მონაწილეები ცდილობდნენ კრეატიული ინოვაციური ხერხების გამოყენებით - ხატვით,
სკულპტურის შექმნით, როლური თამაშებით, არსებული სტერეოტიპების მსხვრევით და ახალი
ტერმინების გამოყენებით გამოეხატათ ქალთა ხედვა მშვიდობიანი მომავლის მშენებლობაში.
...
ქალის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ქალთა ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს კონფლიქტის მშვიდობიანი
დარეგულირების დროს. აუცილებელია რომ არ სამყაროში გვქონდეს ჩვენი
ხედვა, ჩამოვაყალიბოთისეთი მოდელი, რომელიც
ჩვენვე შეგვიძლია განვახორციელოთ ოფიციალური თუ სახალხო დიპლომატიის პროცესში - აღინიშნა
ტრენინგზე.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
26-30 აპრილს გორში, ჩატარდა ტრენინგი სოციალური მეწარმეებისათვის, რომელშიც
მონაწილეობდნენ დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აღმოსავლეთ და
დასავლეთ საქართველოდან, მათ შორის ერთი ორგანიზაცია სომხეთიდან. ფონდ „სოხუმს"
წარმოადგენდნენ ლელა ჯალაღონია და თეა თორინავა.
ტრენინგის ორგანიზატორი იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. ტრენერები იყვნენ
პარტნიორი ორგანიზაცია - ვიშეგრადის
საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ინფორმაციები სოციალური
მეწარმეობის ცალკეული ასპექტების თაობაზე. მიღებული ინფორმაციისა და უნარ-ჩვევების
გამოყენებით მომზადდა ბიზნეს-პროექტის მონახაზები. აღნიშნული საპროექტო
მონახაზების საფუძველზე ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მოამზადონ სრულყოფილი
სოციალური ბიზნეს-პროექტები, რომელთა შესაძლო დაფინანსება განიხილება ევრაზიის
თანამშრომლობის ფონდის მიერ საგანგებოდ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც
გამოცხადდება მაისის ბოლოს.
სენაკში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე: "ოჯახური ძალადობის პრევენცია". მონაწილეთა უმრავლესობა ზედაპირულად იცნობდა ტრენინგზე განხილულ თემებს. საკითხთა ცალკეულ პუნქტებად განხილვამინფორმირებულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც შემდგომ ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციების დროს კარგად გამოჩნდა. მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვამეთოდები: სიტუაციური ამოცანები, ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოები.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისათვის გაეზიარებინათსაკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, წარმოდგენები ჯანსაღი კომუნიკაციისა და ჰარმონიული ურთიერთობების შესახებ.
მონაწილეთა სიტყვით, ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაციები მიიღეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლამ პირველი გამოშვება გასულ წელს გამოუშვა. გოგონებმა ერთწლიანი სწავლების კურსი გაიარეს და შესაბამისად, დიპლომებიც მიიღეს. 15 აპრილს ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულებმა სწავლა მომდევნო ეტაპზე, დემოკრატიის სკოლაში გააგრძელეს.
ორდღიანი ტრენინგის პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავდა: კარიერის დაგეგმვა,საკუთარი შესაძლებლობებისდა უნარების შეფასება, CV-ის ფორმების გაცნობა, საქმიანი ეტიკეტის ნორმები და მათი მიზნობრივი გამოყენება.
პროექტის იდეის ჩამოყალიბება, მიზნები, ამოცანები, აქტივობები, დაწერის ტექნოლოგიები...
მონაწილეებმა ტრენინგს მნიშვნელოვანი უწოდეს და შემდეგი მოსაზრებები გამოთქვეს:
- საჭირო და მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ: როგორ შეიძლება საკუთარი თავის წარმოჩენა, გავეცანით პროექტის წერის ტექნოლოგიებს, ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოგვადგება.
- იმედი მაქვს, დემოკრატიის სკოლა მოგვცემს საშუალებას, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ და ლიდერისათვის საჭირო უნარებიგანვავითაროთ. გასული წელი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. დარწმუნებული ვარ, დემოკრატიისსკოლაც ასეთივე საინტერესო იქნება.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
ფონდი „სოხუმის" ოფისში, პროექტისSIDA 508-665 (DRS) ფარგლებში ჩატარდა პირველი ტრენინგი პროგრამით „ადვოკატირება და სამოქმედო გეგმის დასახვა".
ტრენინგი იყო ერთდღიანი, ტრენერი - ინგა მაღლაფერიძე.
ესწრებოდნენ დევნილები ხუთი სხვადასხვა კოლექტიური ცენტრიდან, აბრეშუმკომბინატის საერთო საცხოვრებელი; ფიზიკა-მათემატიკური ლიცეუმი; ბაგა-ბაღი №45; ბაგა-ბაღი №30; სამთო კოლეჯი; ელ.ტექნიკის ლიცეუმი; სასტუმრო „თბილისი"; სამხედრო ლიცეუმი; სულ 26 ადამიანი, აქედან 20 ქალი, ექვსი - მამაკაცი.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეთა მიერ ფორმირებული იქნა 15 მესიჯი, საერთო პრობლემებიდან გამომდინარე.
ფონდი „სოხუმის" მიერ ლიდერთა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგი სოფელ ხურჩაში (აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელი) ჩატარდა.
გოგონები ინტერესით გაეცნენ ორდღიან პროგრამას, რომელიც სხვადასხვა თემებს ითვალისწინებდა: ქალთა ლიდერობა, კონფლიქტები, კომუნიკაცია და მართვა...
ტრენინგის შეჯამებისას დააფიქსირეს, რომ მსგავსი ტრენინგები საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ დაეუფლონ დისკუსიაში ჩართვის, საკუთარი აზრის დაფიქსირების ტექნიკას.
პროექტის მიხედვით ეს ბოლო მე-6 შესარჩევი ტრენინგია.
ჩატარებული თითო ტრენინგიდან აპრილის ბოლოს, ოთხ-ოთხი აქტიური გოგონა შეირჩევა, რომლებიც შემდგომ ლიდერთა სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.