გოგონებთან შეხვედრებზე აქტიურად აისახა ქალთა
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის საკითხები.
აღნიშნული კაპანიიდან გამომდინარე, შეხვედრების
თემა იყო: საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი დოკუმენტაცია ქალთა უფლებებთან
დაკავშირებით. ეს ინფორმაცია საჭირო და დროული აღმოჩნდა დევნილი გოგონებისათვის.
გვანცა ადამია (სენაკი): „ჩემს თაობას, რომელსაც
დევნილის სტატუსი აქვს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია საკუთარ
უფლებებზე."
ანა ხასია (კოკი): „მე მომწონს შეხვედრებზე
დასწრება.ახალ თვისებებს ვიძენ, საკუთარი
თავის რეალიზებას ვსწავლობ."
გოგონებთან ჩატარებულ ოთხ შეხვედრაზე 68 გოგონამ
მიიღო მონაწილეობა.
ლიდერთა სკოლის პირველკურსელმა ირინა ფუტკარაძემ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში წყალტუბოს გამგეობაში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურების თანამშრომლები.
დეკემბერში კლუბის ოთხი შეხვედრა ჩატარდა ( ფონდი „სოხუმი", ხონი, წყალტუბო, სენაკი ). მასში 75 გოგონა მონაწილეობდა.
შეხვედრებზე გოგონებმაქალთა მიმართ ძალადობის16-დღიანი საერთაშორისოკამპანიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, დაურიგდათ კალენდრები. პოსტერები, ბუკლეტები.
ქუთაისში გამართული შეხვედრა განსაკუთრებული იყო, რადგან აფხაზეთზე ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ ცნობილ ტელეჟურნალიტ ნინო ძოწენიძეს გოგონები ინტერესით უსმენდნენ.
„ პროექტმა გვასწავლა დამოუკიდებლობა, დროის ფასი. აფხაზეთზე მეტის გაგებისა და შესწავლის სურვილი გაგვიჩნდა",- აღნიშნეს გოგონებმა.
ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში 16-დღიანი
კამპანიის ფარგლებში შედგა შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრას ესწრებოდა 17-დან
60-წლამდე ასაკის 18 ქალი. მონაწილეებმა მიიღესინფორმაცია კამპანიასთან დაკავშირებით. შემდეგ ერთმა მონაწილემ
შემოგვთავაზა მისი პირადი პრობლემის განხილვა, რაც მშობლებსა და შვილებს შორის
კონფლიქტს ეხებოდა. საუბარმა იმდენად საინტერესო ხასიათი მიიღო, რომ შეხვედრის
მონაწილეები წასვლას არ ჩქარობდნენ.
შეკითხვაზე, რას აძლევთ მათ ფსიქოლოგთან
შეხვედრები, პასუხიერთმნიშვნელოვანი იყო
- ჩვენ დავიღალეთ ერთფეროვნებისაგან, თქვენთან ცოდნასაც ვიძენთ და განტვირთვასაც
ვახერხებთ.
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ელექტროტექნიკური ლიცეუმისა და „ანკომის"
კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა, მათი სოციალური და
საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლას, დემოგრაფიული მაჩვენებლების დადგენასა და
აქტიური ჯგუფების შერჩევას ითვალისწინებდა.
„შეხვედრების მიზანია, დახმარება გაეწიოთ დევნილებს თავიანთი პრობლემების
ადვოკატირების მეთოდებისა და შესაძლებლობების შესწავლაში. კოლექტიური ცენტრების
დევნილებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ყველა იმ სამართლებლივი საკითხის გარშემო,
რომელიც ეხება საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციას ან ჩასახლებას," - ითქვა
შეხვედრაზე.
დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია განსახლების საკითხთან დაკავშირებით.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოდან
მიღებული ინფორმაციით, „ანკომს" ჰყავს კერძო მესაკუთრე, ამ ეტაპზე განსახლების
ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი. რაც შეეხება ელექტროტექნიკურ ლიცეუმს, გარემონტდება
და დევნილებს გადაეცემა.
დასასრულს დევნილებმა დასვეს შეკითხვები, რომელთა უმრავლესობასაც ადგილზე
გაეცა პასუხი.
ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ლუქსემბურგის ქუჩაზე (ყოფილი საბავშვო ბაღი №30)აფხაზეთიდან დევნილებით ჩასახლებულ კოლექტიურ ცენტრში ფსიქოლოგთან შეხვედრას 21-დნ 47-წლამდე ასაკის ცხრა ქალი ესწრებოდა. მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის შესახებ, შემდეგ კი გაიმართა მსჯელობა თემაზე: „რატომ უნდა უყვარდეს ქალს საკუთარი თავი".
ფსიქოლოგის რჩევა: „ძვირფასო, ქალებო, უპირველესად - ვიყოთ ბუნებრივები, არ დავფაროთ ჩვენი ძლიერი თუ სუსტი მხარეები. თუ საჭიროა, მოუყევით მამაკაცს თქვენს ღელვაზე, შფოთვასა და შიშზე. რატომღაც ძლიერი ქალები ხშირად ამის უფლებას თავს არ აძლევენ და სრულიად ტყუილუბრალოდ.
კოკის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანა ხასიამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ოცდახუთი დევნილი თუ ადგილობრივი ახალგაზრდა. მონაწილეებს მიეწოდათ ფონდი „სოხუმის" პრეს - რელიზი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ. დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები, კალენდრები, პოსტერები, წიგნები.
შეხვედრაზე 16-დღიან კამპანიასთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები. გაიმართა დისკუსია, იმაზე თუ როგორაღმოიფხვრას საზოგადოებაში ძალადობა, როგორდავიცვათ თავი ძალადობისაგან.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მათ ცნობიერებას დადებითად ცვლის.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრას ესწრებოდა 22-დან 58-წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი19 ქალი.
თემა „ოჯახის არსი, მისი ფასეულობები და პრიორიტეტები" შეხვედრაში მონაწილე ქალებისათვის ახლობელი აღმოჩნდა და საინტერესო დისკუსიაც გამოიწვია.
„თუ ერთმანეთი არ გვეყვარება, არ ვიცი, რატომ უნდა გავთხოვდე. მეუღლეები ერთმანეთსინტუიტიურად, უსიტყვოდ უნდა უგებდნენ - მაშინ იქნება ჰარმონია და ბავშვებიც ბედნიერები იქნებიან",- თქვა შეხვედრის ერთ - ერთმა მონაწილემ.
მათ მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა
მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანიის შესახებ. სტუდენტებმა
აღნიშნეს, რომქალების მიმართგამოჩენილი ძალადობა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევაა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს
დაურიგდათ ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები, პოსტერები და
ბროშურები.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ფსიქოლოგი შეხვდა ტოლბუხინის ქუჩაზე №1 კოტეჯში ჩასახლებულ დევნილებს. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთიდან დევნილი ცხრა ქალი.
შეხვედრის თემა იყო შიდსი და მისი პრევენცია. თემის გარშემო ინფორმაციის მიღების შემდეგ, ქალებმა ისაუბრეს სოციალურ, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე.
„ დღეს ერთმანეთის მიმართ ძალიან აგრესიულად ვიყავით განწყობილნი, ვინაიდან კოტეჯში კანალიზაცია მოიშალა. თქვენთან შეხვედრამ და საუბარმა კი აგრესიულობა მოგვიხსნა, ერთმანეთთანშეგვარიგა, პრობლემებიც უფრო მსუბუქი მოგვეჩვენა. რა კარგია, რომ ეს პროგრამა არსებობს ",- აღნიშნეს შეხვედრის მონაწილე ქალებმა.
ლიდერთა სკოლის მოსწავლე ანა ყურაშვილმა ქალთა
მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებშიწყალტუბოს შვიდ სანატორიუმში („მედეა",
„საქართველო", „თბილისი", „ინტურისტი",
„მეგობრობა", „აია", „კოლხეთი") ჩაატარა შეხვედრები.
სენაკის თ. ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე
საჯარო სკოლაშიქალთა მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებშისაინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის
ფასილიტატორიმარიამ კვანჭიანი იყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოც წლამდე ასაკის ახალგაზრდები, პედაგოგი ქალბატონი.
შეხვედრის მონაწილეებს16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ
მოკლე ინფორმაცია მიეწოდათ, ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული პოსტერები,
ბუკლეტები და კალენდრები დაურიგდათ.
შემდეგ ახალგაზრდებს შორის დისკუსია გაიმართა.
მოსწავლეებმა
გამოთქვეს სურვილი, ერთი დღე დაუთმონ მსჯელობას ძალადობის საკითხებზე, ხოლო
პედაგოგმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებთან ერთად იმუშავებს სასკოლო გაზეთზე
ძალადობის პრობლემაზე.
სტუდენტები უჩვეულო ღონისძიებაზე შეიკრიბნენ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში მათთვის აჩვენეს ფილმი „ერთ ჩვეულებრივ დღეს" (ფილმი ახალგაზრდებმა გადაიღეს ფონდი „სოხუმის" მხარდაჭერით).
ფილმი ოჯახში ძალადობასა და მის ტრაგიკულ შედეგებზეა...
ფილმის ნახვის შემდეგ სტუდენტები ნელ-ნელა ჩაერთნენ დისკუსიაში. განსაკუთრებით გოგონები აქტიურობდნენ, რადგან, მათი აზრით, ძალადობას არავინ არ უნდა შეურიგდეს.
ახალგაზრდა მამაკაცთა ნაწილი კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ ისინი ქალებზე მაღლა დგანან და ქალი უსათუოდ მორჩილი უნდა იყოს.
თუმცა არაერთხელ გაიჟღერა ფრაზებმა: „სიყვარულით შექმნილ ოჯახში ძალადობის ადგილი არ არის", „ქალის უფლებები უკანა პლანზე არ უნდა იყოს გადაწეული".
„ეს სიტყვები ეხმიანება კამპანიის წლევანდელ სლოგანს, რომ ბედნიერი ოჯახი ბედნიერი სახელმწიფოს და, საერთოდ, მშვიდობიანი მსოფლიოს საწინდარია", - აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მონაწილე ანა ლეფსაია.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიფსიქოლოგთან კონსულტაცია გაიმართა, რომელსაც 21-დან 46-წლამდე ასაკის ქალები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
16-დღიანი კამპანიის შესახებ ინფორმაციით დაიწყო და გაგრძელდა სადისკუსიო თემით
„საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნება".
„ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცდეს, ეს
ბუნებრივია, მაგრამ საკუთარ თავზეყველას
მყარი მოსაზრება - საბაზო თვითშეფასება - უნდა ჰქონდეს. ადამიანს, შეიმეცნებს რა
საკუთარ თავს, არა სტიქიურად, არამედ გაცნობიერებულადშეუძლია მართოს საკუთარი ქცევები და დაკავდეს
თვითაღზრდით,-ხსნის ფსიქოლოგი."
„სხვა ჩემისთანა არც იყო და არც იქნება, ამიტომაც,
ვფიქრობ, უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ საკუთარ თავს",-თქვა შეხვედრის ერთ-ერთმა
მონაწილემ .
ქუთაისის საერო დამოუკიდებელი სკოლა ,,დვირეს” მასწავლებლები
და მოსწავლეებიც გაეცნენინფორმაციას 16-დღიანი
კამპანიის შესახებ.
გაიმართა საუბარი ძალადობის პრობლემის შესახებ. ითქვა კამპანიის
მნიშვნელობაზე და ფონდი ,,სოხუმის” აქტივობებზე.
მსმენელებმა დიდი ინტერესით მოისმინეს
ძალადობის პრობლემის იურიდიული ასპექტები. მათიმხრიდან დაფიქსირდა შემდეგი აზრი: დაუშვებელია ძალადობასთან
შერიგება, რადგან ძალადობა ბოროტებაა.
მათ მხარი დაუჭირეს ფონდი „სოხუმის" პოზიციას და აღნიშნეს,
რომმიიღეს ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაცია,
რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
შეხვედრის ბოლოს მსმენელებს დაურიგდათ ფონდი ,,სოხუმის” მიერ
გამოცემული საინფორმაციო ბუკლეტები, პოსტერები და ბროშურები.