ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ქალაქის მერიაში შედგა.
კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა აღნიშნა, რომადგილობრივ თვითმმართველობას სასმელი წყლის, სადაზღვევო პოლისებისა და ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა. მიუხედავად პრობლემების სიმწვავისა, მათი გადაჭრისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრები გაეცნენინფორმაციებს - რეზოლუცია 1325 - სამოქმედო გეგმა და ცვლილება კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დოკუმენტების ფართო საზოგადოებისათვისგაცნობააუცილებელია და მნიშვნელოვანი.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ
და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს - ადვოკატირებისხუთკაციანმა ჯგუფმა კლუბზე დასმული საკითხების ( ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის
ჩართვით) გადაჭრის სტრატეგიაც შეიმუშავა.
შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა
წარმატება მიულოცეს კლუბის აქტიურ წევრს, ოლგა კიკავას, რომელმაც პედაგოგთა სასერთიფიკაციო
გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მოზარდთა
აღზრდისადმი შემოქმედებითი და პროფესიული მიდგომისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.
დასასრულს, კლუბის წევრებმა
ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
შეხვედრაზე ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი ოცი ქალი შეიკრიბა. დაისვა მე-11 ბაგა-ბაღის საკითხი. „მეთერთმეტე ბაგა-ბაღს წყალი არ მიეწოდება, რაც ანტისანიტარიას იწვევსდა მოსამსახურე პერსონალს ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის", - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აფხაზეთიდან დევნილმა ფატიმა ლაკერბაიამდასუფთავების საკითხი წამოჭრა, ითქვა, რომ დევნილთათვის ახალაშენებული კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები დანაგვიანებულია.
შეხვედრის მონაწილეებმა გაზიფიცირების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება. „სოკარჯორჯიას" წარმომადგენლის (სოფო ბილიხოძე) თქმით, ფოთში მხოლოდ ერთი ქუჩაა გაზიფიცირებული, უახლოეს მომავალში კიდევ 5 ქუჩის გაზიფიცირება იგეგმება.
აღნიშნული პრობლემები შეხვედრაზე კლუბის წევრებმა საკრებულოს წევრ დარეჯან ცხვიტარიას წარუდგინეს. ქალბატონ დარეჯანის თქმით, მოსახლეობის პრობლემებს ადგილობრივი მთავრობა ეტაპობრივად აგვარებს, ზემოთაღნიშნულზე რეაგირებაცდროულად მოხდება.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კლუბში
ადვოკატირების, საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის სამუშაო
ჯგუფების შექმნა.
კლუბზე ისევ გამახვილდა ყურადღება ქალაქში არსებულ
პრობლემებზე (ტრანსპორტის განრიგის მოუწესრიგებლობა,წყლის გადასახადების არასწორი დარიცხვა,
მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესების საკითხი).
„სასიხარულოა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის
საქმიანობა გრძელდება. ის ხელს შეუწყობს ქალთა შორის ინფორმირებულობის ზრდას, ადვოკატირების
თვალსაზრისით კლუბის გააქტიურებას. ქალბატონებმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა
შეიტანონ თავიანთი ქალაქისა თუ დასახლების პრობლემების მოგვარებაში,"-აღნიშნა
კლუბის შეხვედრაზე თეონა გოგიშვილმა (სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოების რეგიონული კოორდინატორი).
30 აქტიური ქალი შეიკრიბა ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბში, რათა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები კიდევ ერთხელ განეხილათ. კლუბის წევრმა ციცი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ხშირია მიგრაცია უმუშევრობის მიზეზით, მიგრანტთა უმეტესობა კი ქალია.
კლუბზე ისევ შეირჩა ორი მათგანი: წყლით მომარაგებისა (არის ქუჩები, სადაც მოსახლეობა მხოლოდ ჭის წყლით მარაგდება) და ტრანსპორტით მომსახურების საკითხი ( ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს).
კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი აღნიშნული პრობლემების დასმას ადგილობრივ თვითმმართველობაში ისევ გეგმავს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
წყალტუბოს
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი პოლიტიკური პარტიების რეგიონულ ორგანიზაციებში
არსებულ გენდერულ ბალანსზე გაკეთდა. კლუბზე შეიქმნა ადვოკატირების,
საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის ჯგუფები.
გამოითქვა მოსაზრება, რომ კლუბის ადვოკატირების
ჯგუფმა წყალტუბოში არსებულსოციალურ პრობლემებთან (ქუჩები, სადაც
პრაქტიკულად არ მოძრაობს ტრანსპორტი; წყლით მომარაგების საკითხი და სხვა)
დაკავშირებით მუშაობა კვლავ უნდა განაგრძოს.
შეხვედრის ბოლოს ადვოკატირების ჯგუფმა წამოაყენა
წინდადება, საახალწლო მილოცვა-საჩუქარი გაუკეთონ ღვაწლმოსილ - დევნილ პედაგოგ
ქალებს.
შეხვედრას ამომრჩეველ ქალთა კლუბის ბათუმელი და ქობულეთელი წევრები
ესწრებოდნენ. მოწვეული იყო ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი,
ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ქალბატონი ლამარა ქათამაძე. მან აღნიშნა, რომ ფონდი
„სოხუმის" მუშაობას კარგად იცნობს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობა დადებითად შეაფასა
და თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.
კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა შესრულებული სამუშაოების
მოკლე ანგარიში წარმოადგინა (ჯგუფმა ქობულეთის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ერთ-ერთი ბაგა-ბაღის გათბობის საკითხი დასვა. პრობლემა
დროულად მოგვარდა).
ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი აჭარაში ჩასახლებული აფხაზეთიდან
დევნილების პრობლემების შესწავლასა და ადვოკატირებას გეგმავს.
კიდევ ერთხელ გაკეთდა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის შესახებ. კლუბის წევრებმა აღნიშნეს: „ ოცდახუთ ნოემბერს ჩავერთეთ მასობრივ აქციაში და ამ გზით უარი ვუთხარით ძალადობას!"
კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემები დაასახელა. მთავარი პრობლემა საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მაღალი გადასახადია. ასევე დაისვა გაზიფიცირებისა და ამბულატორიის გახსნის საკითხი. შეხვედრის მონაწილე დევნილი ქალები აცხადებენ,რომ ამ უკანასკნელი პრობლემის ადვოკატირება არაერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს,რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების საარჩევნო კომისიის წევრებად თუ დამკვირვებლებად ჩართვას ისურვებდნენ.
კლუბის შეხვედრაზე აქცენტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიაზე გაკეთდა.
შეხვედრის მონაწილე ქალბატონებმა ადგილობრივ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ყველაზე აქტუალური მაინც ოჯახში ძალადობის პრობლემაა. ქალბატონმა მანანა შულაიამ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი დაგანათლების დაბალი დონე იწვევს, ქალთა უმრავლესობა საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს.
აღნიშნული პრობლემების გადაჭრას ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მედიასა თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით აპირებს.
დასასრულს ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა მირანდა გვანცელაძემ ლიდერი ქალების მონაცემთა ბაზის შექმნაზე ისაუბრა.
წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის
შეხვედრაზე ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი პროექტისა და მიმდინარე წლის სამოქმედო
გეგმის შესახებ.
კლუბის წევრებმა გასული წლის შედეგებზეც
ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა მოსახლეობაში
არსებული პრობლემების ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიტანა და მათი გადაჭრისათვის გარკვეული
კონკრეტული სამუშაოს ჩატარება შეძლო.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს: „ახალი
პროექტი მნიშვნელოვანია, ის საშუალებას მოგვცემს არჩევნების წელს საარჩევნო პროცესებში
აქტიურად ჩავერთოთ".
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მიერ თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიის შენობაში გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მამაკაცები მონაწილეობდნენ.
ახალ პროექტს, მიეწოდათ ინფორმაცია16 - დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ. გაიმართა დისკუსია თემაზე - ოჯახში ძალადობა. დიდი ინტერესი გამოიწვია გაეროს რეზოლუციამ 1325. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გაეროს ეს დოკუმენტიმრავალმხრივია -იცავს ქალს ძალადობისგან, ხელს უწყობსპოლიტიკაში მის ჩართვას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბრიდან ფოთის ქალთა კლუბს ახალი წევრები შეემატნენ. - ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება, დავესწრებით საკრებულოს სხდომებს, ვიზრუნებთ გავააქტიუროთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ქალბატონები, - ითქვა შეხვედრაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
შეხვედრაზე კლუბის სამომავლო საქმიანობა განისაზღვრა - თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ ქალებმა პრობლემების ადვოკატირებისა და საპარლამენტო არჩევნებში ქალთა მხარდაჭერისათვის. ქალების უმრავლესობამ საკრებულოს სხდომებზე დასწრების სურვილიც გამოთქვა.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კაპანიის შესახებ.
-აქციაში ვმონაწილეობდით ადგილობრივი და დევნილიქალები, დიდი იყო დაინტერესება საზოგადოების მხრიდან, - ნანა კეკელიძე.
შეხვედრაზე დასახელდა კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნებისათვის - ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი- ჟურნალისტი ნინო ნიკოლაიშვილი. კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ნინო ნიკოლაიშვილი პარლამენტში თანაქალაქელების ინტერესების დაცვას შეძლებს.
შეხვედრას გაზეთ „ალიონის" რედაქტორი ნუგზარ ასათიანი დაესწრო. მან აღნიშნა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობას ოზურგეთში კარგად იცნობენ, „ალიონში"სისტემატურად იბეჭდა ინფორმაციები ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობის შესახებ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდ „სოხუმში" მცირე პაუზის შემდეგ კვლავ შეიკრიბნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. ყოველი მათგანი სიხარულით შეხვდა პროექტის გაგრძელებას, რადგან კლუბი მათთვის აქტიურობის ასპარეზი და ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზაა. ამიტომაც კლუბი პოპულარული გახდა და ამან განაპირობა მასში ახალი წევრების შემოსვლა.
პირველ შეხვედრაზე შეკრებილები გაეცნენ წლის სტრატეგიულ გეგმას, რაც მათი წინადადებებითა და მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად შემუშავდა.
კლუბის შეკრების ნაწილი დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობის თემას, რადგან ის ჩატარდა 16-დღიანი კამპანიის წინადღეს. ქალებმა, ტრადიციულად, 25 ნოემბერს ქუთაისის აქციაზე გასვლის სურვილი გამოხატეს.
შეხვედრას აფხაზეთიდანდევნილი დაადგილობრივი ქალბატონები ესწრებოდნენ - მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.
შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ. მათ დიდი სურვილი აქვთ, კვლავაც აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში.კლუბის წევრები გაეცნენ გაეროს რეზოლუცია 1325-ს და ისაუბრეს საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიის შესახებ „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".
ცხარე დისკუსია გაიმართა ოჯახური ძალადობის თემაზე. ითქვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ხშირია, თუმცა მასზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ.
კლუბზე განსაკუთრებით აქტუალური იყო არჩევნების თემა. ქალბატონებმა მომავალ არჩევნებში აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. მათი თქმით, აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო კომისიის წევრები.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
განახლებული კლუბის შეხვედრა ახალ ადგილას, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში გაიმართა.
იმ დღეს კლუბის წევრები გაეცნენ ინფორმაციას ახალი პროექტის შესახებ, რომლის მიზანია ქალთა როლის ამაღლება დემოკრატიულ პროცესებში. აღნიშნეს, რომ მუშაობაში თავადაც აქტიურად ჩაერთვებიან.
კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ". გაეცნენ გაეროს რეზოლუციას 1325. აღნიშნული ინფორმაციები მათ იმ დღეს ჟორდანიას ქუჩაზეფეხით მოსიარულე ადამიანებშიც გაავრცელეს - დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, ჟურნალი „ქალთა ხმა პოლიტიკაში". 16-დღიანი კამპანიის თაობაზეც ესაუბრებოდნენ მოქალაქეებს და
25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს - აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ქობულეთის ნომერ მეორე ბაგა-ბაღის გათბობის საკითხი დასვა. სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ლამარა ქათამაძემ აღნიშნა, რომ პრობლემა აუცილებლად გადაწყდება.
როგორც შევიტყვეთ, ბაგა-ბაღს უკვემიეწოდა შეშა და ბავშვები ზამთარს თბილად გაატარებენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
გაზეთ „ხობის მოამბის" რედაქციის შენობაში შეკრებილი ქალბატონები გაეცნენ ინფორმაციას ახალი პროქტის შესახებ.
აღინიშნა, რომ პროექტის გეოგრაფია წელსაც მოიცავს დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქს, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობაიქნება ბევრად უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი. შეხვედრებზე განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემები. ჩამოყალიბდება ადვოკატირების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბლოკები. კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველთვიურად დაესწრონ საკრებულოს სხდომებს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად.
ქალბატონები გაეცნენ გაეროს რეზოლუციას 1325 - აღნიშნული დოკუმენტიწევრ ქვეყნებს პოლიტიკაშიქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
იმ დღესვე გაკეთდა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებაც, რაც რეზოლუცია 1325-ის ერთგვარი გამოხმაურებაა.
ხობელმა ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ 16-დღიანკამპანიაში, როგორც წინა წლებში, წელსაც აქტიურად ჩაერთვებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდი „სოხუმის" ოფისში შეიკრიბნენ
ამომრჩეველ ქალთა ლიგის რვა კლუბის ლიდერებიდა განიხილეს
მომავალი ერთწლიანი მუშაობის სტრატეგია ახალი პროექტის ფარგლებში (მხარდაჭერა
- დემოკრატიისეროვნულიფონდი- NED).
საინტერესო
წინადადებები დაფიქსირდა მონაწილეების მხრიდან - კლუბებში შეიქმნას საზოგადოებასთან
და პოლიტიკურ პარტიებთან მომუშავე ჯგუფები,თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან და მასმედიასთან, მუდმივი ინფორმაციის
გაცვლა კლუბებს შორის, ლიგის მუშაობის შესახებ ბროშურის გამოცემა, სხვადასხვა ღონისძიებებში
ლიგის წევრებისმონაწილეობის ხელშეწყობა და
სხვა.
ლიგის
მუშაობის უმთავრესი მიზანია ამომრჩეველ ქალთა გავლენის გაზრდა და დიალოგის გაფართოება
ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.
კლუბებისწარმატება იძლევა საფუძველს, რომ მიმდინარე პროექტის
განხორციელებაც ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის პოლიტიკურ
ცხოვრებაში ქალთა როლის ამაღლებაზე, რაც მიგვიყვანს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებამდე.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)