ფონდ „სოხუმში" ჩატარდა საინფორმაციო ვორკშოპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებისათვის.
ვორკშოპი ჩაატარეს ზურაბ მჭედლიშვილმა (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი), გია გოგიბერიძე (იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი, იურისტი).
ვორკშოპზეშემდეგი თემები განიხილეს:
-სახელმწიფოს კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის) მონაწილეობის ფორმები.
-საკანონმდებლო (კანონქვემდებარე) აქტის მომზადებისა და განხილვის პროცედურა, იურიდიული ტექნიკის თავისებურებები.
-ლობირების პროცესი და სტრატეგია საკანონმდებლო (კანონქვემდებარე) აქტის მომზადებისა და მიღებისას.
ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
-ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები.
-ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებლივი დაცვის რეფერალური მექანიზმები.
-სახელმწიფოს „ღია პოლიტიკა" ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის) წარმომადგენელთა ჩართულობის თვალსაზრისით.
ფონდი „სოხუმის" იურისტი ფიქრია ქლიბაძე: „განსაკუთრებით დავინტერესდიპეტიციით, თუ რა შემთხვევაში მზადდება მსგავსი ხასიათის დოკუმენტი და რით განსხვავდება ის განცხადებისგან. მსმენელთა მონაწილეობით პეტიცია ადგილზე
ფონდი "სოხუმის" ლიდერთა სკოლის წევრებმა ქუთაისში, წყალტუბოში, სამტრედიასა და კოკში თორმეტივორკშოპი ჩაატარეს თემაზე "ლიდერობა და კონფლიქტი".
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივ გოგონები. მათ აქტიურად იმსჯელესთავიანთ ლიდერულ თვისებებსა და შესაძლებლობებზე. დაფიქრდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა გააკეთონ კონფლიქტურ სიტუაციებში საკუთარი ემოციების სამართავად.
გოგონებიძალაუფლებასთან ერთად ლიდერს დიდ პასუხისმგებლობასაც ანიჭებენ.
მათი მოსაზრებით, ლიდერს გრძნობების მართვა უნდა შეეძლოს, რადგანაც "ლიდერს მეტი მოეთხოვება. ის არ შეიძლება იმპულსური და გაუწონასწორებელი იყოს და აფექტის დროს მიიღოს გადაწყვეტილება".
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისეფექტური მუშაობის განვითარებისა და გაფართოების მიზნით, ქალაქ სენაკში 6 მხარდაჭერის ცენტრის
11 მობილიზატორის მონაწილეობით ჩატარდა ვორკშოპი.
ვორკშოპზე შემდეგი თემები განიხილეს:
-საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები;
- გეგმის ფორმულირება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის გასაფართოებლად- ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
- აღწერით ანგარიშთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები;
-ღონისძიების მიზნებისა და ინდიკატორების განსაზღვრა;
ვორკშოპი მოიცავდა თეორიულ მასალებს, ბრეინშტორმინგებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
„ვორკშოპმა გვასწავლა მიზნების, ინდიკატორებისა და გეგმების ფორმულირება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ეფექტური მუშობის გასაფართოებლად, ადგილობრივ სტრუქტურებთან, პროექტის ბენეფიციარებთან ნაყოფიერი საქმიანობის დასაგეგმად",-ზ. კოპალიანი.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ. 16 დღიანი კამპანია ძალადობის წინააღმდეგ - ამ ინფორმაციით გაიხსნა ვორკშოპი. რის შემდეგაც მონაწილეებისგან წამოვიდა შეკითხვები კამპანიის ისტორიასთან დაკავშირებით.
მონაწილეებმა განსახილველად დასვეს საკითხი,- ირღვევა თუ არა დევნილთა უფლებები და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა, რომ არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.
მონაწილეებმა მიიღეს ფონდი „სოხუმის" მიერკამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები, ბლოკნოტები.
„მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხდება კონფლიქტები ჩემს გარშემო, არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ხასიათი, პიროვნული ელემენტები, გავლენას მოახდენდა კონფლიქტისმიმდინარეობასა და განვითარებაზე. საინტერესო ინფორმაციები მოვისმინე. საკუთარ თავს სხვა კუთხით შევხედე და ბევრი რამ ახლებურად გავაცნობიერე."
„საინტერესოა, როცა ისმენ თეორიულ მასალას კონფლიქტზე, კიდევ უფრო საინტერესოა, როცა ამ ყველაფერს პრაქტიკულად აკეთებ. ვფიქრობ, როლური თამაშები და სავარჯიშოები ინფორმაციის აღსაქმელად საუკეთესო საშუალებაა".
ასეთი იყო ვორკშოპის მონაწილეთა მოსაზრებები.
12-დან 22 ოქტომბრამდე სენაკში, ქუთაისში, ხონში, ფონდი „სოხუმის" ლიდერმა გოგონებმახუთი ვორკშოპი ჩაატარეს თემაზე „ლიდერობა და კონფლიქტი". შეხვედრას დევნილი გოგონები ესწრებოდნენ. მონაწილეთა აზრით, მიღებული ინფორმაციები მნიშვნელოვანი იყო და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენებენ.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
8-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისში, ხონსა და ფოთში ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლის გოგონებმა შვიდი ვორკშოპი ჩაატარეს თემაზე - „ლიდერობა და კონფლიქტი".
შეხვედრის მონაწილე გოგონებმა აქტიურად იმსჯელეს აღნიშნული საკითხების ირგვლივ. დაფიქრდნენ თავიანთ ლიდერულ თვისებებზე, შესაძლებელობებზე, რა უნდა გააკეთონ კონფლიქტურ სიტუაციებში საკუთარი ემოციებისა და გრძნობების სამართავად.
მათი მოსაზრებით, ლიდერს საკუთარი თავის ხელში აყვანა და გრძნობების, ემოციების მართვა უნდა შეეძლოს. ის არ შეიძლება იმპულსური, გაუწონასწორებელი იყოს გადაწყვეტილების მიღებისას.
ქალთა ლიდერობისა და კონფლიქტის საკითხებზე დევნილი გოგონების ინფორმირების მიზნით ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები თავიანთ ქალაქებში ვორკშოპების ჩატარებას შეუდგნენ.
წყალტუბოში, სენაკსა და ფოთში უკვე ჩატარდა ხუთი ვორკშოპი თემაზე - „ლიდერობა და კონფლიქტი". ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი დააფიქსირეს აღნიშნული თემისადმი.
- კონფლიქტები ყოველდღიური მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში, გვინდა უფრო მეტი შევიტყოთ მის შესახებ, რათა შევძლოთ მშვიდობიანად მოგვარება.- აღნიშნეს მონაწილეებმა.
აქტიურიდისკუსიაგაიმართასაკითხზე - პიროვნულიელემენტებიდანგამომინარე, რაგავლენაშეიძლებაიქონიოსლიდერობამკონფლიქტისგანვითარებაზე. მონაწილეთა აზრით, პიროვნებას უნდა შეეძლოს პიროვნული თვისებების მართვა, რადგან კონფლიქტურ სიტუაციაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
ზუგდიდშისაარჩევნო თემაზე ოთხი ვორკშოპი ჩატარდა. შეხვედრების მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ფუქციებზე, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე და, ზოგადად, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის აუცილებლობაზე. ვორკშოპებისულ 61-მა ქალმაგაიარა და მათ შორის იყო სამი მაჟორიტარი ქალი კანდიდატი.
თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ, ვორკშოპებზეგამოყენებულმა პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა დიდიინტერესიგამოწვია. აღსანიშნავიაცენტრალურიდაადგილობრივიხელისუფლებებისკომპეტენციების გამიჯვნადადისკუსიებისაარჩევნოკანონმდებლობაშიშეტანილიცვლილებებისდადებითდაუარყოფითმხარეებზე.
ვორკშოპებზეადგილობრივითვითმმართველობისარჩევნებშიმონაწილექალ-კანდიდატებსსაშუალებაჰქონდათწარმოედგინათწინასაარჩევნოპროგრამა. საუბარი შეეხო ქალთა მხარდაჭერის აუცილებლობას და იმ დადებით შედეგებს, რაც შეიძლება მოიტანოს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდამ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე მთლიანად ქართულ პოლიტიკაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
14 მაისს, ფოთში ახალგაზრდა ქალები შეიკრიბნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ვორკშოპში თემაზე, - გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი. მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ფემინიზმის საკითხებთან დაკავშირებით.
- მე მომწონს როცა გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობ, საინტერესო იყო ის, რომ აქ პირველად განვიხილეთ მიზანი და სტრატეგია - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ ვორკშოპის შეფასებისას.
ვორკშოპის წამყვანი იყო ანია ვესტბერგი - სტაჟიორი შვედეთიდან. მან მონაწილეებს ესაუბრა ფემინიზმის ისტორიაზე და მოუთხრო ცნობილ ფემინისტ ქალებზე.
ვორკშოპის მსვლელობისას მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ დისკუსიებში და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება გენდერულ სტერეოტიპებთან მიმართებაში.
ინტერაქტიული სავარჯიშოებით მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით.
ანია ვესტბერგი - სტაჟიორი შვედეთიდან -აგრძელებს ვორკშოპებს თემაზე: „გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი". ოთხი მაისის მზიან დღეს ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ. მონაწილეებმა დასაწყისშივე დიდი ინტერესი გამოხატეს ქალთა უფლებების საკითხების გარჩევისას. მათ უკვე ჰქონდათ საბაზისო ცოდნა გენდერზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდნენ, რომ ვორკშოპი დაეხმარა მათ გაერკვიათ ფემინიზმთან დაკავშირებული საკითხები: რას მოიაზრებს ფემინიზმის არსში გარკვევა და რას ნიშნავს იყო ფემინისტი. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ როლურ თამაშებში და თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს გენდერთან დაკავშირებით.
ვორკშოპის დასასრულს, მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და შეხედულებები გამოხატეს გენდერის საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
ბათუმში საარჩევნო თემაზე ოთხი ვორკშოპი ჩატარდა. მათ შორის ერთი - ხელვაჩაურის ნარკოლოგიური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ქალებთან. სულ 60-მა მონაწილემ (სტუდენტები, პედაგოგები, ჟურნალისტები, დიასახლისები) გაიარა ვორკშოპები.
ჯგუფებთან მუშაობამ აჩვენა, რომ ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებულნი საარჩევნო კანონმდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებზე. სურვილი გამოთქვეს, უკეთ გააცნობიერონ საკუთარი უფლებები დაგაიაზრონ პასუხისმგებლობა არჩევანის გაკეთების დროს. ისინი მზად არიან ვორკშოპებზე მიღებული ინფორმაციები სხვებსაც გააცნონ და ამით ხელი შეუწყონ საზოგადოებაში საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.
ვორკშოპებზე გამოყენებული პრაქტიკული სავარჯიშოების დროს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათგაემიჯნათ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენციები და გაემართათ დისკუსიები საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გარშემო.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
27 აპრილს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მეორე ვორკშოპი გაიმართა თემაზე, ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა. ვორკშოპის მსვლელობისას მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებში. გოგონებისათვის ნაცნობი იყო გენდერული თანასწორობის საკითხები. განსაკუთრებით დაინტერესდნენ ფემინიზმის თეორიით. შეხვედრის წამყვანმა, ფონდი „სოხუმის" მოხალისემ - ანია ვესტბერგმა მონაწილეებს გააცნო ინფორმაციები ფემინიზმის ისტორიაზე და მიზნებზე. მოუთხრო მათ ცნობილ ფემინისტ ქალებზე.
დასასრულს, გოგონებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მეტი გაეგოთ გენდერისა და ფემინიზმის საკითხებზე და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. მომდევნო ვორკშოპი ფოთში, ოთხ მაისს გაიმართება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
ოზურგეთში საარჩევნო თემატიკაზე ჩატარებულმა ვორკშოპებმა ამომრჩეველი ქალები განსაკუთრებით დააინტერესა. ოთხ შეხვედრას სულ 59 მონაწილე დაესწრო.
მათი დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ამიტომაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გაცნობა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში გარკვევა. აღინიშნა, რომ ხშირად მოქალაქეები საკრებულოს მიმართავენ იმ საკითხების გადასაჭრელად, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის. ამიტომაც საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მეტი ინფორმირება ამ ორგანოს უფლებამოსილებაზე.
იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში ამომრჩევლებად განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.
მსმენელები მომავალ არჩევნებს უკავშირებენ სასიკეთო სიახლეებს. პირველ რიგში,ქალაქში არსებული სოციალური და სხვა პრობლემების მოგვარებას. ამისათვის მათ აუცილებლად მიაჩნიათ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
წყალტუბოშისაარჩევნოთემაზეჩატარებულიოთხივორკშოპისმონაწილეებსშორისიყვნენპედაგოგები, მშობლები და 18 წლისახალგაზრდები, რომლებიცპირველადმიდიანარჩევნებზე.
ვორკშოპების თემა: ცვლილებები საარჩენო კანონმდებლობაში და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
ვორკშოპების მსვლელობისას გამოყენებული მინი-ლექციის დროს საუბარი შეეხო ქალთა მონაწილეობის გაზრდას არჩევნებში, სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკას პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის საკითხზე, ადგილობრივ თვითმმართველობას და ძირითად საარჩევნო ტერმინებს.
მონაწილეების შეფასება: მონაწილეებისთვის საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა ჩატარებული ვორკშოპი.მათთვის განსაკუთრებით ეფექტური იყო მუშაობის ფორმა, როდესაც პრაქტიკული სავარჯიშოების დროს შეძლეს მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენება.
მიღწეული შედეგები: მონაწილეებმა გააცნობიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებასმოსილებები და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა, ასევე ქალთა სოლიდარობის მნიშვნელობა ქალი კანდიდატების წარმოსაჩენად. გაიზარდაარჩევნებში მონაწილეობის მიღების მოტივაცია.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ვორკშოპები საარჩევნო თემატიკაზე,რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამომრჩეველ ქალთა ინფორმირებულობის გაზრდა საარჩევნო კანონმდებლობაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებზე ხობის რაიონშიც ჩატარდა. სულ ოთხი შეხვედრა მოეწყო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ამომრჩეველმა ქალმა. მათ შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც პირველად მიდიან არჩევნებზე.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნების დაფინანსება, ამომრჩევლის საარჩევნო უფლებები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული სავარჯიშოები, დისკუსიები და სიტუაციური ამოცანები დაეხმარა მონაწილეებსმიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებაში.
მონაწილეებმა დადებითი შეფასება მისცეს ჩატარებულ შეხვედრებს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამომრჩეველი ქალების ინფორმირება,რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებშიდა სოლიდარობა გაუწიონ ქალ კანდიდატებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
„ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რადგან ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ მეთოდით უფრო მალე მოხდება საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლება”, - ქუთაისში ჩატარებული ვორკშოპის (სულ ოთხი ვორკშოპი ჩატარდა) ერთ-ერთი მონაწილის მოსაზრებას უმრავლესობა ეთანხმება, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის თანამონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევას და მასში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას ეხება.
შეხვედრებში მონაწილება მიიღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა (სულ64ქალი), მათ შორის ერთი ჯგუფი დევნილი ახალგაზრდებისაგან შედგებოდა .
ვორკშოპების თეორიული ნაწილი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცააადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, წინასაარჩევნო კამპანია, დაფინანსება და ა.შ.
პრაქტიკული სავარჯიშოები გათვლილი იყო იმაზე, რომ მონაწილეებს კარგად გაეაზრებინათ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება და ბიუჯეტის გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით.
ჩატარებული შეხვედების ანალიზმა აჩვენა, რომ მონაწილეების მხრიდან გაჩნდა მზაობა აქტიური მონაწილეობისა საარჩევნო პროცესებში. მნიშვნელოვანია, რომ მიიღეს საჭირო ინფორმაციები საკუთარ უფლებამოსილებაზე. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „არ ვიცოდი, რომ უფლება მქონდა, დავსწრებოდი საკრებულოს სხდომას და ჩავრთულიყავი ქალაქის ბიუჯეტის განხილვაში. სურვილი გამიჩნდა, უფრო აქტიურად ჩავერთო ამ პროცესებში".
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)