მრგვალი მაგიდები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 24.05.2012, 14:54
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მრგვალი მაგიდები

 

2 მაისს ქუთაისში, დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში გაიმართა პუბლიკაციის  „ქალები მშვიდობის ძიებაში" პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის" დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. სპეციალურად ამ დღისათვის ჩამობრძანდნენ ქუთაისში სარა ლაგინდერ (Kvinna till Kvinna-ს კოორდინატორი საქართველოში) და ზურაბ მჭედლიშვილი (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი).

შეკრებილებმა მოისმინეს ინფორმაციები ქართულ-აფხაზური პროექტის მიმდინარეობისა და კვლევის პროცესის შესახებ, გაეცნენ პუბლიკაციას და აღნიშნეს, რომ „ქალები მშვიდობის ძიებაში" არის საქართველოში მცხოვრებ ქალთა სამშვიდობო პოზიციის დაფიქსირება, სერიოზული განაცხადი მშვიდობისმყოფელობაში და ასეთი შესანიშნავი მარგალიტი, რომლითაც ფონდი „სოხუმი" ანებივრებს სახალხო დიპლომატიით დაინტერესებულ ადამიანებს, მათ  სახელმძღვანელოდ უნდა გამოიყენონ. 

პრეზენტაცია სასიამოვნოდ შეერწყა ქუთაისობის ულამაზეს დღესასწაულს.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 10 | დაამატა: admin | თარიღი: 02.05.2012 | კომენტარი (0)


 

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში ჩატარებული მრგვალი მაგიდის თემა იყო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა ინტეგრაცია საზოგადოებაში".

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები. სულ ოცი მონაწილე.

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას გამოიკვეთა პრობლემები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები: მუშაობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სწორი ტერმინების გამოყენება, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის მიწოდება, ტრენინგების ჩატარება.



კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 109 | დაამატა: moderatori | თარიღი: 10.12.2011 | კომენტარი (0)

9 დეკემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმების პრინციპები და შესაძლებლობები”. შეხვედრას  ადგილობრივი თვითმმართველობის, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, პედაგოგები და დევნილი ქალბატონები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა არჩეული თემის  აქტუალობა.  დაფიქსირდა კანონის არსებობის აუცილებლობა, რომელზე დაყრდნობითაც ადგილობრივ თვითმმართველობას შესაძლებლობა ექნება, დაეხმაროს მსხვერპლს.

  მრგვალი მაგიდის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ მუნიციპალური პროგრამების არსებობის აუცილებლობას მსხვერპლთა დასახმარებლად,  ასევე კვლევების ჩატარებას ძალადობრივი ფონის გასარკვევად.

„სოციალური სამსახურები, სანამ ვინმე არ მიმართავს, არ რეაგირებენ. მათგან მხოლოდ კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ უნდა იმუშაონ პრევენციის კუთხით”.

"სოციალურმა მუშაკმა, რომელიც მოზარდებთან მუშაობს უნდა ითანამშრომლოს სკოლასთან.  მხოლოდ ინფორმაციის გაცვლით, კოორდინირებული ქმედებითაა შესაძლებელი პრობლემის მოგვარება”.

„საჭიროდ მივიჩნევთ ისეთი ცენტრების შექმნას, სადაც ოჯახის წევრებს შეუძლიათ კვალიფიციური კონსულტაციების მიღება".

მრგვალი მაგიდა არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის კუთხით, არამედ კომპეტენტური მოსაზრებებით იყო მნიშვნელოვანი და აშკარად ჩანდა  მონაწილეთა განწყობა -  უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა პრობლემის მოგვარებაში.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 47 | დაამატა: admin | თარიღი: 09.12.2011 | კომენტარი (0)

ლიდერთა სკოლის პირველკურსელების მიერ ფონდ "სოხუმში” ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე თემა "არაძალადობრივი კულტურის ჩამოყალიბება ახალგაზრდებში" განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები და ფსიქოლოგები.  კულტურულ აღზრდაზე, სოციალურ ფონზე, არაჯანსაღი ცხოვრების წესზე, არასამთავრობოების დაბალ აქტივობასა და კონფლიქტებზე გამართულმა  დისკუსიამ აჩვენა, რომ თემა მართლაც აქტუალურია. მონაწილეების აზრით, მსგავსი შეხვედრები ინფორმაციულ ვაკუუმს ავსებს და არაძალადობრივ კულტურას აყალიბებს.

გენდერული განათლების ხელშეწყობა, კვალიფიციური ფსიქოლოგის ინსტიტუტის არსებობა, ახალგაზრდული  არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება,  ფსიქოლოგის საჯარო  სემინარები მშობლებისათვის, საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა, სამართლებრივი ბაზის შექმნა, ინფორმაციის გაცხრილვა, - აი, რეკომენდაციები, რომლებიც  მრგვალი მაგიდის ირგვლივ გამართულ დისკუსიაზე მიიღეს.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 48 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2011 | კომენტარი (0)


"კარი მომხვდა”...”აბაზანაში დავეცი”... - ეს ის შაბლონებია, რომლითაც ძალადობის მსხვერპლი "ხელს აფარებს” ხოლმე მოძალადეს.

როგორი მასშტაბები აქვს ოჯახში ძალადობას რეგიონში, როგორ ხდება პრობლემის დარეგულირება, რა სტრუქტურები არის ჩართული მსხვერპლისთვის დახმარების გაწევის, მოძალადის დასჯის, ძალადობის პრევენციის საკითხში. როგორ მუშაობს ძალადობასთან ბრძოლის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმები და რა კუთხით სჭირდება მათ დახვეწა.

ამ საკითხების ირგვლივ შედგა მსჯელობა ფოთში, ფონდი "სოხუმის” მიერ ორგანიზებული ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე, რომელსაც დევნილი ქალები, ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სოციალური სამსახურების წარმომადგენლები, პედაგოგები, იურისტები, ახალგაზრდების ჯგუფები ესწრებოდნენ.

ძალიან გულწრფელი საუბრების ფონზე გამოიკვეთა ის სუსტი რგოლები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლის დაცვის კუთხით არსებობს. კონკრეტული მაგალითები მოწმობენ, რომ აუცილებელია  სოციალური მუშაკებისათვის სამოქმედო არეალის გაზრდა, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცების რეფერირების პროგრამების კუთხით; ხაზგასმულ იქნა ფსიქოლოგიური სამსახურების დანერგვის აუცილებლობა; გაჟღერდა ინიციატივა - შესაბამისმა ორგანიზაციებმა, სამინისტროსთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყონ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა ტრენინგებს. დასახელდა შემთხვევები, რამაც ცხადი გახადა, რომ ზოგ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის მიმართვა არათუ უპასუხოდ დარჩა, არამედ ქილიკის საგანიც გახდა. ამავე დროს, ძალიან ხშირად, რიგი თანამშრომელი მაღალ კომპეტენციასა და საკითხის ღრმა ცოდნას ავლენს.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ამ კუთხით პატრულის მუშაობა უფრო მისასალმებელია, ვიდრე საუბნო პოლიციისა, რომელიც, როგორც წესი, ინფორმაციას ფლობს, მაგრამ შესაბამისად არ რეაგირებს. ითქვა ისიც, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურ მუშაობას სერიოზულად აბრკოლებს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების არარსებობა. დაისვა ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან მეტი ქმედითობის აუცილებლობისა და საზოგადოებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რეფერალური მექანიზმების სუბიექტებს შორის მეტი კონტაქტის აუცილებლობის საკითხი.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 58 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.11.2011 | კომენტარი (1)

ფონდ „სოხუმთან" თანამშრომლობის პროდუქტად აღიარეს წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა - სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში გამოიყოს სპეციალისტი, რომელიც სპეციალურად  ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევის კუთხით მომზადდება, ითანამშრომლებს სახელმწიფო რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან, ამ საკითხის გადაწყვეტით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

24 ოქტომბერს, ქალაქ წყალტუბოში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა ჩატარდა  თემაზე - „ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმები - პრინციპები და შესაძლებლობები". შეხვედრას ესწრებოდა დევნილი საზოგადოება, პედაგოგები, უფროსკლასელები, ჟურნალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შექმნისა და დანერგვის  გარეშე.  აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება, რათა ადამიანებმა  სახელმწიფოს მიერ გამართული მექანიზმები პრაქტიკულად გამოიყენონ.

გამოიკვეთა სოციალური დაცვის ახალი შესაძლებლობები, სოციალური მუშაკების ინსტიტუტის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის ტენდენცია, დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივებიც.     

  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 62 | დაამატა: admin | თარიღი: 24.10.2011 | კომენტარი (0)

29 სექტემბერს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: "ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმების პრინციპები და შესაძლებლობები”. შეხვედრას  ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოსა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, პედაგოგები, მოქმედი ადვოკატები, ახალგაზრდები და დევნილი ქალბატონები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა არჩეული თემის  აქტუალობა. როგორც მრგვალ მაგიდაზე აღინიშნა,  ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია სახელმწიფოს მიერ პრობლემის გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შექმნის, დანერგვისა და შესაბამისი ინფორმირების   გარეშე.

საზოგადოებისა და პრობლემის მოგვარებით დაკავებული სტრუქტურების თანამშრომლობის,| ინფორმაციის გაცვლის  აუცილებლობა; სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის რესურსების მაქსიმალური გამოყენება; კვალიფიციური ტრენინგები პოლიციელთათვის; სამოქალაქო განათლების პროგრამაში რეფერალური მექანიზმების შესახებ ინფორმაციის შეტანა; სოციალური მუშაკების ინსტიტუტის პროპაგანდა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ წინადადებებისა, რომლებიც მრგვალ მაგიდაზე გაჟღერდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 80 | დაამატა: admin | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარი (0)


სექტემბერს, ამერიკის საელჩოს პროექტის „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით"  ფარგლებში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა ჩატარდა, ამჯერად მონაწილეები  ხონის მუნიციპალიტეტის შენობაში შეიკრიბნენ.

დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, საკრებულოსა და გამგეობის წევრებს ფონდი „სოხუმის" მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინეს, რომელშიც თვითმმართველობის ბიუჯეტის განათლების, სოციალური და ანმრთელობის დაცვის პროგრამებში გენდერული ასპექტები განიხილეს.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ ხონის საზოგადოება სოციალური აქტიურობით არ გამოირჩევა, რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს, მიუხედავად სურვილისა,  მოქალაქეებთან კონსტრუქციული დიალოგის პრაქტიკა ჯერ კიდევ აკლიათ, რისი აუცილებლობაც მონაწილეებმა აღიარეს.

გამოიკვეთა საერთო მოსაზრება, რომ  საქართველოს ყველა მოქალაქისთვის  ერთნაირ სასტარტო პირობები უფრო სამართლიანი იქნება. მაგალითად, თუ თბილისის მცხოვრებს  არ ექნება რაიმე სოციალური პრივილეგი-ხონის მცხოვრებთან შედარებით მხოლოდ იმის გამო, რომ თბილისის ბიუჯეტი უფრო მეტია, ვიდრე ხონისა.

გამოიხატა პოზიცია, რომ სოციალური სტრატეგია უნდა მოდიოდს ზევიდან. უნდა იყოს პოლიტიკური ნება.   თუმცა იქვე დასახელდა საკითხები, რომლებიც ნებისმიერი მწირი ბიუჯეტის შემთხვევაშიც კი საჭიროებს უცილობელ გადაწყვეტას,  აგალითად-წყლის  პრობლემა, რომლის გადაჭრას, მიუხედავად საკითხის პერმანენტული ადვოკატირებისა, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ბოლომდე  ვერ ახერხებენ.

რაც შეეხება ფონდი „სოხუმის" მიერ ინიცირებული თანამშრომლობ  პრაქტიკას, დადებითად  შეფასდა.

 


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 76 | დაამატა: moderatori | თარიღი: 02.09.2011 | კომენტარი (0)

 
 

 წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი მრგვალი მაგიდა ჩატარდა  აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში.

ამჯერად განხილვის საგანი ფონდი „სოხუმის" მონიტორ ქალთა ჯგუფის მიერ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  2011 წლის ბიუჯეტის გენდერული ასპექტების  გათვალისწინებით ჩატარებული მონიტორინგის ანგარიში იყო ( ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში).

მრგვალ მაგიდას ესწრებოდა მონიტორინგის ჯგუფი, საკრებულოსა და ფონდი "სოხუმის”  წარმომადგენლები,  დევნილი და ადგილობრივი საზოგადოება, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი წყალტუბოში, ჟურნალისტები. ასევე შვედეთის ქალთა ფონდის „Kvinna Till Kvinna"-ს კოორდინატორი საქართველოში მარი ვირდე.

მონიტორებმა წამოადგინეს  მოკლე ანგარიში - რა მიმართულებით ჩატარდა  მონიტორინგი, როგორ იყო გათვალისწინებული გენდერული ასპექტები, რა გამოვლინდა ჩატარებული მუშაობის შედეგად. რის შემდეგაც მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა.

საკრებულოს წარმომადგენლებმა კარგი შეფასება მისცეს ფონდ „სოხუმის" მიერ ჩატარებულ მუშაობას, მონიტორინგის ჯგუფის ქალების მაღალ პროფესიონალიზმს და წარმოდგენილი რეკომენდაციებისადმი  თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს.

პირველ რიგში მათ განმარტეს: წყალტუბოს სოციალური პაკეტი მიზერული მთლიან ბიუჯეტთან შედარებით, რადგან ეს რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მცირეშემოსავლიანი მთელ საქართველოში, რაც წლების განმავლობაში მოშლილი საკურორტო ინფრასტრუქტურით არის გამოწვეული. ძირითადად მისი შევსება ცენტრალიზებული ტრანსფერებით ხდება, რომელსაც თანხის დახარჯვის შესახებ  რეკომენდაციაც ახლავს.

მომავალში დაგეგმილია საკურორტო ინფრასტრუქტურის სერიოზული აღორძინება, ომლის პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ბიუჯეტი და შესაბამისად  სოციალური პაკეტების შინაარსი შეიცვლება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარში გამოჩნდა, რომ ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ მოქალაქეთა პრობლემებს. გამოვლინდა ნეგატიური დამოკიდებულება სადაზღვეო კამპანიების მომსახურების ხარისხისადმი.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეეხნენ იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაზეც დიდად არის დამოკიდებული ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება: პირველ რიგში ეს ქალთა  პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისა ხელშეწყობაა ბაზრის ახალი მოთხოვნების შსაბამისად.

ღონისძიება მედიასაშუალებებისათვისაც მიმზიდველი აღმოჩნდა, რაც ტელეკომპანია „რიონის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში აისახა.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 329 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (0)


ფონდი „სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის გარშემო დასავლეთ საქართველოს 7 ქალაქის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი)  ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები შეიკრიბნენ.

ამომრჩეველ ქალთა ლიგის ერთწლიანი მუშაობა დადებითად შეფასდა. ჩატარებული  ვორკშოპების- ადვოკატირება და ლობირება, ლიდერი და მისი გუნდი, მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში-შედეგად  ქალთა აქტიურობის და ინფორმირებულობის დონე ამაღლდა. შეიქმნა ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფები, რომელთაც შეძლეს   ელექტროენერგიით, წყლით მომარაგებისა და სხვა საყოფაცხოვრებო    პრობლემების  ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაჭრა. გამოიცა საინფორმაციო კალენდარი, რომელიც ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობას ასახავს. ჩატარდა ბევრი კულტურული თუ გაცვლითი ღონისძიება.

მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თემებმა-პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი,  კანონის გენდერული თანასწორობის შესახებ (სამოქმედო გეგმა) გაცნობა და ანალიზი.

დღის ბოლოს ჩატარდა ჯგუფური  სამუშაო-საპარლამენტო არჩევნები-პრობლემები და გადაჭრის გზები.

შეხვედრას ესწრებოდა ფონდი „სოხუმის" დონორი შვედური ორგანიზაციის - „Kvinna Till Kvinna"-ს წარმომადგენელი მარი ვირდე.

- მიხარია, რომ ვარ თქვენთან. დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ფონდ „სოხუმთან".  ჩვენი მიზანია, მეტი ქალი ლიდერი იყოს, რათა მსოფლიოში მივაღწიოთ მშვიდობას! ვგეგმავთ ვორკშოპებსა და ტრენინგებს ქალბატონებისათვის საქართველოს სხვდასხვა რეგიონში,-აღნიშნა მარი ვირდემ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 80 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (0)

 
 

22 აგვისტოს  აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში ჩატარდა „მრგვალი მაგიდა" თემაზე - „თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის ანგარიში გენდერული ასპექტების  გათვალისწინებით (ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში)".

მრგვალ მაგიდას ფონდის მესვეურები, საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ჟურნალისტები, საზოგადოების წევრები დაესწრნენ.

მონიტორების მოკლე ანგარიშის შემდეგ  -  რა მიმართულებით ტარდებოდა მონიტორინგი, როგორი იყო გენდერული მიდგომები ამ კუთხით, რა გამოვლინდა ჩატარებული მუშაობის შედეგად, როგორი იყო სამოქალაქო პოზიციების შესწავლის შედეგები და უკუკავშირი - მოხდა აზრთა ურთიერთგაზიარება.

საკრებულოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავისი დამოკიდებულების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციებისადმი, შეეხნენ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია, დადგეს დღის წესრიგში; არის საკითხები, რომლებიც მხოლოდ ლობირების დონეზე შეიძლება იქნეს განხილული. ზოგი საკითხის მიზანშეწონილობას კი ისინი კატეგორიულად არ დაეთანხმნენ და საამისო  არგუმენტაციაც მოიყვანეს. (მაგალითად - მუნიციპალური საავადმყოფოს დაფინანსების საკითხი).

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაზეც დიდად არის დამოკიდებული ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება. არ არსებობს გენდერულად ბოლომდე ნეიტრალური საკითხი და ის თანამშრომლობა, რომელიც პროექტის განხორციელების მანძილზე არსებობდა საკრებულოსა და ქალთა ფონდს შორის, არის საუკეთესო პრეცედენტი სახელისუფლებო და სამოქალაქო თანამშრომლობისა.

„რამდენიმე წელია, ქუთაისში არსებობს კარგი პრაქტიკა , რაც მდგომარეობს საკრებულოს ბიუჯეტის საზოგადოების ჩართვით ფორმირებაში. გარწმუნებთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოქალაქეების ნების გათვალისწინებას. ყველანაირად ვეცდებით, დღეს გაჟღერებული ქალთა საზოგადოების დაკვეთა შესაძლებლობის ფარგლებში აისახოს საკრებულოს პროგრამებში", - ასეთი იყო საკრებულოს წარმომადგენლების პოზიცია.

ღონისძიების მიმართ დაინტერესება  რეგიონალურმა მედიასაშუალებებმაც გამოხატეს. თემას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ტელეკომპანია „რიონმა".

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 173 | დაამატა: admin | თარიღი: 22.08.2011 | კომენტარი (0)


 

პროექტი "იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში მათი ჩართვის გზით” (დაფინანსებულია საქართველოში აშშ საელჩოს მიერ) დამთავრების სტადიაშია.

თვითმმართველი ქ. ქუთაისის და წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების 2011 წლის ბიუჯეტიდან გამომდინარე გაკეთდა ანალიზი გენდერული ასპექტების გათვალისწინებით სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებში, მომზადდა ანგარიში და  გაკეთდა დასკვნები, შემუშავდა რეკომენდაციები. ანგარიში გადაეცა სამივე ქალაქის საკრებულოებს განხილვისათვის.

22 აგვისტოს იგეგმება მრგვალი მაგიდის ჩატარება საზოგადოების ფართო სპექტრის მონაწილეობით თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ანგარიშის საბოლოო განხილვისათვის.

აგვისტოში ასევე იგეგმება მრგვალი მაგიდის ჩატარება ქ. წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში.                


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 436 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.07.2011 | კომენტარი (0)

   
 

ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში"  გამართულ გაერთიანებული მრგვალი მაგიდის სხდომაზე  ფონდმა „სოხუმმა" ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.

ათამდე მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტი: სამშვიდობო საქმიანობა, ქალთა მხარდაჭერა, ახალგაზრდებთან მუშაობა, დევნილთა უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაცია, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, ამომრჩეველ ქალთა კლუბი, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო სექტორი, - ამ და სხვა მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს ფონდის ხელმძღვანელებმა, პროექტის კოორდინატორებმა, ასისტენტებმა, მოხალისე ლიდერებმა.

შემაჯამებელი ანგრიშებით ფონდმა „სოხუმმა" ერთწლიანი მუშაობა დაასრულა. საახალწლო არდადეგები 2011 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 221 | დაამატა: admin | თარიღი: 29.12.2010 | კომენტარი (0)

რას ეწოდება გენდერი, რა არის გენდერული თანასწორობა, როგორ იმოქმედა ოჯახურ კლიმატზე სოციალურ-პილიტიკური მდგომარეობის ცვლილებამ. ამ საკითხების გარშემო გაიმართა მრგვალი მაგიდა 20 დეკემბერს  სოფელ ხურჩაში(ზუგდიდის რაიონი), რომლის თემაც იყო: "გენდერული როლები და სოციალურ-კულტურული გარემო”.  შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები, უფროსკლასელები, სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლები და  ქალბატონები ნაბაკევიდან, ხურჩიდან და კოკიდან.

დასაწყისში ფასილიტატორმა და ექსპერტებმა შეკრებილთ მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც მოყვა საინტერესო დისკუსია.

შეხვედრაზე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ: "გენდერული სტერეოტიპი-"ქალი სუსტი არსებაა”, აქ, ამ რეგიონში კარგა ხანია დარღვეულია”.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. ეს თავად შეხვედრის მონაწილეების მიერ იქნა არნიშნული: "ყოვეთვის მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას, ეს ჩვენთვის აუცილებელიცაა”.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 238 | დაამატა: moderatori | თარიღი: 20.12.2010 | კომენტარი (0)

 

- რა გავლენას ახდენს მიგრაცია ახალგაზრდებზე, როგორ ცხოვრობენ, ან რას გრძნობენ ის მოზარდები, რომელთა დედები საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასული - ამ საკითხების გარშემო ორი საათის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა ფონდ „სოხუმში" გამართული მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელიც ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს. მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები.

აღინიშნა, რომ სამუშაოდ საძებნელად საზღვარგარეთ წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობით არის გამოწვეული. მონაწილეთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ შვილებს განსაკუთრებით სჭირდებათ დედა და მას ვერავინ შეცვლის, ამიტომაც მიგრაცია ნეგატიურად აისახება მოზარდების ცხოვრებაზე.

შეხვედრაზე გაიჟღერა, რომ აუცილებელია გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომაც, რათა იმ მიზეზების წინააღმდეგ იმუშაოს, რომელიც მიგრაციის ზრდას უწყობს ხელს. 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 240 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2010 | კომენტარი (0)

როგორ ანაწილებენ ახალგაზრდები თავისუფალ დროს, რა სახის ღონისძიებები ტარდება ქალაქში, ადგილობრივ ბიუჯეტში არის თუ არა ჩადებული თანხები ახალგაზრდული პროგრამებისათვის- მსგავს საკითხებზე გაიმართა  მსჯელობა  ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელიც ფონდის ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს. ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს, გამგეობის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები, სკოლის მოსწავლეები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებში ნიჰილიზმი და უინიციატივობა შეიმჩნევა.

გამოიკვეთა, რომ სერიოზული პრობლემა გახდა სკოლებში მოსწავლეთა არ დასწრების საკითხი.  

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია, რომ არსებობს პროგრამები ახალგაზრდებისათვის: ინტელექტუალური შეჯიბრებები, ოლიამპიადები... ამიტომაც აუცილებელია მეტი ინიციატივა, მეტი იდეები სწორედ ახალგაზრდებისგან წამოვიდეს, რათა თავისუფალი დრო სწორად და ეფექტურად გაანაწილონ.   

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 189 | დაამატა: moderatori | თარიღი: 08.12.2010 | კომენტარი (0)

ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა წყალტუბოში. ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მრგვალი მაგიდა ჩაატარეს.

- ახალგაზრდების დასაქმების საკითხი- ამ საკითხების ირგვლივ ცხარე დისკუსია გაიმართა. მონაწილეთა საერთო მოსაზრებით დასაქმების თვალსაზრისით საქართველოში რთული მდომარეობაა, წყალტუბოში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილი ან თბილისშია წასული, ან საზღვარგარეთ. ანალოგიური სიტუაციაა დანარჩენ საქართველოში.

ყურადღება გამახვილდა პროფესიონალ კადრებზე. აღინიშნა, რომ მაღალი გადასახადების მიუხედავად ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტების მაღალკვალიფიცირებულ მომზადებას. რის გამოც დასაქმებისას მეტი ყურადღება ეთმობა იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც განათლება საზღვარგარეთა აქვთ მიღებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდა გაშუქდა ტელეკომპანია „რიონის" მიერ.

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 181 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.12.2010 | კომენტარი (0)

1 2 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 99
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0