ოცდაათ იანვარს ტელეკომპანია „რიონის" სტუდიაში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა გაიმართა, რომელსაც ფონდის აქტივისტები, ექსპერტები დაესწრნენ.
გადაცემაზე საინტერესო დისკუსიები გაიმართაიმასთან დაკავშირებით, ზრდის თუ არა ქალთა შანსებს პოლიტიკაში მოსასვლელად დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესაძლებლობა, რასაც დღემდე ბევრი მათგანი ერთერთ სერიოზულ ბარიერად მიიჩნევდა;
დაფიქსირდა, რომ ბოლო არჩევნებთან შედარებითბევრი მექანიზმი გაჩნდა, რომელიც ამყარებს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობისათვის, მათ შორის - გენდერული თანასწორობის კანონი; რეზოლუცია 1325-ისა და გენდერული თანასწორობის კანონის შესრულების ნაციონალური სამოქმედო გეგმები და ა.შ.
„მივესალმებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს და ვისურვებთ, რომ მას მოყვეს რეალურინაბიჯები ქალთა მხარდაჭერისათვის, რადგან ქალთა უფრო მეტი გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, ჩვენი შვილების მომავალს", - ითქვა გადაცემაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ახალი დიზაინი, ახალი სათაური, ახალი შინაარსი - ასეთიაჟურნალი „ქალთა ხმა - ქალი და დემოკრატია", რომელიც განაგრძობს ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის პოპულარიზაციისექვსწლიან ტრადიციას.
ჟურნალის პირველი ნომრის თემაა ამომრჩეველ ქალთა ლიგის თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ჟურნალის ფურცლებზე დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის საკრებულოთა ხელმძღვანელები ქალთა აქტიურ მონაწილეობაზე ლაპარაკობენ, აშკარად იგრძნობა თანამშრომლობის სურვილი. ქალთა ლიგის წევრები კი მზად არიან, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონპრობლემების მოგვარების პროცესში სასიკეთო ცვლილებებისათვის.
უფრო კონკრეტულად -მკითხველს ჟურნალის გაცნობას ვურჩევთ.
საახალწლოდ,ფონდის ხელმძღვანელების ინიციატივით, აქტიურ ყოველდღიურ შრომაში ჩაბმული თანამშრომლებისთვის რეაბილიტაცია მოეწყო.
ტრენინგი ჩაატარეს სპეციალურად მოწვეულმა ფსიქოლოგ-რეაბილიტოლოგებმა ინა აირაპეტიანმა და ხედა ომარხაჯიევამ (გროზნოს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელები).
ტრავმის სიმპტომების გამოვლენა, დაძაბულობის მოხსნა, ემოციური წვის სინდრომი, ფსიქოკორექცია და ფსიქოთერაპია - ამ და უამრავ სხვა საკითხზე მუშაობდნენ ფონდელები ორი დღის განმავლობაში.
ემოციური იყო ყოველი სავარჯიშო, რადგანაც მათი მეშვეობით მონაწილეებმა ჩაიხედეს საკუთარ სულში, გრძნობებში, წარსულში და შეეცადნენ იმ რესურსების პოვნას, რომელთა დახმარებითაც უნდა შეძლონ გამკლავება ტკივილთან, სტრესთან, ავადმყოფობასთან, პრობლემებთან...
და შეძლონ სხვათა დახმარებაც, რადგანაც წინ ახალი, არანაკლებ დატვირთული და აქტიური წელიწადი ელოდებათ...
ფონდი „სოხუმის" ოფისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე - „ადვოკატირება - სამოქალაქო ინტერესებისდაცვის ეფექტური საშუალება". მასში მონაწილეობადასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის ამომრჩეველ ქალთა ლიგის ადვოკატირების ჯგუფების24წევრმა მიიღო. ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენსტუდენტები, პედაგოგები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდაროგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებსჯგუფებში.
მონაწილეებიადვოკატირებისცნებას, ეტაპებსადაამ პროცესში განსახორციელებელი ეფექტური ქმედებებისგანსაზღვრის მეთოდებსგაეცნენ.
ქალაქების მიხედვით ჯგუფური მუშაობისას მონაწილეებმა დაასახელეს თითო პრობლემა დამის გადასაჭრელადსტრატეგიაშეიმუშავეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჯგუფების პრეზენტაციების შემდეგ გამართული დისკუსიები.
ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა ადვოკატირებისთვის საჭირო ახალი უნარ-ჩვევები შეიძინეს,სამომავლოერთობლივი სამუშაოები დაგეგმეს და ერთმანეთსგამოცდილებაგაუზიარეს.
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ქალაქის მერიაში შედგა.
კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა აღნიშნა, რომადგილობრივ თვითმმართველობას სასმელი წყლის, სადაზღვევო პოლისებისა და ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა. მიუხედავად პრობლემების სიმწვავისა, მათი გადაჭრისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრები გაეცნენინფორმაციებს - რეზოლუცია 1325 - სამოქმედო გეგმა და ცვლილება კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დოკუმენტების ფართო საზოგადოებისათვისგაცნობააუცილებელია და მნიშვნელოვანი.
ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებულ რადიოგადაცემაში ძირითადი ყურადღება გამახვილდა ქალთა აქტიურობაზე საზოგადოებრივ საქმიანობასა და პოლიტიკაში.
ფონდი „სოხუმის" თანათავმჯდომარემ, პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა აღნიშნა: „ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ქალთა აქტიურობა შესამჩნევია, ხოლო სახელისუფლო უწყებებსა და პარტიულ ორგანოებში ისინი სათანადოდ წარმოდგენილნი არ არიან."
მზია კიკალიშვილმა (საქართველოს დემოკრატიული პარტიის წყალტუბოს ორგანიზაციის ლიდერი) თქვა: „ ყოველთვის ვეცდები, დავარწმუნო ქალები- გააქტიურდნენ. მამაკაცები, განსაკუთრებით ქართველი მამაკაცები, პარტიის მმართველ რგოლში ქალს ძნელად ეგუებიან."
„სამი ქალბატონი დეპუტატი გვყავს საკრებულოში, აპარატშიც ბალანსი დაცულია, სამი განყოფილებიდან ორს ქალი ხელმძღვანელობს. ქალების გააქტიურება უდაოდ საჭიროა,"- ალეკო მამეშვილი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე).
პროექტის ასისტენტი გულნარა ლაკერბაია: „ამომრჩეველ ქალთა კლუბებში აქტივობები გრძელდება, ავირჩიეთ ადვოკატირებისა დასაზოგადოების ინფორმირებულობაზე მომუშავე ჯგუფები. ვფიქრობ, პროექტი ქალთა გააქტიურებას კვლავაც შეუწყობს ხელს და ჯანსაღი კონკურენციაც იქნება."
მეექვსე ნომრის გამოშვებით დამთავრდა 2011 წელს ფონდი „სოხუმის" საინფორმაციო მუშაობა ძალადობის პრევენციის საკითხებზე.
ჟურნალის ბოლო ნომერმა შეაჯამა წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა. მკითხველს დაანახა ფონდის აქტიური ძალისხმევისშედეგები და, რაც მთავარია - მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ
და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს - ადვოკატირებისხუთკაციანმა ჯგუფმა კლუბზე დასმული საკითხების ( ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის
ჩართვით) გადაჭრის სტრატეგიაც შეიმუშავა.
შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა
წარმატება მიულოცეს კლუბის აქტიურ წევრს, ოლგა კიკავას, რომელმაც პედაგოგთა სასერთიფიკაციო
გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მოზარდთა
აღზრდისადმი შემოქმედებითი და პროფესიული მიდგომისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.
დასასრულს, კლუბის წევრებმა
ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
შეხვედრაზე ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი ოცი ქალი შეიკრიბა. დაისვა მე-11 ბაგა-ბაღის საკითხი. „მეთერთმეტე ბაგა-ბაღს წყალი არ მიეწოდება, რაც ანტისანიტარიას იწვევსდა მოსამსახურე პერსონალს ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის", - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აფხაზეთიდან დევნილმა ფატიმა ლაკერბაიამდასუფთავების საკითხი წამოჭრა, ითქვა, რომ დევნილთათვის ახალაშენებული კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები დანაგვიანებულია.
შეხვედრის მონაწილეებმა გაზიფიცირების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება. „სოკარჯორჯიას" წარმომადგენლის (სოფო ბილიხოძე) თქმით, ფოთში მხოლოდ ერთი ქუჩაა გაზიფიცირებული, უახლოეს მომავალში კიდევ 5 ქუჩის გაზიფიცირება იგეგმება.
აღნიშნული პრობლემები შეხვედრაზე კლუბის წევრებმა საკრებულოს წევრ დარეჯან ცხვიტარიას წარუდგინეს. ქალბატონ დარეჯანის თქმით, მოსახლეობის პრობლემებს ადგილობრივი მთავრობა ეტაპობრივად აგვარებს, ზემოთაღნიშნულზე რეაგირებაცდროულად მოხდება.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კლუბში
ადვოკატირების, საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის სამუშაო
ჯგუფების შექმნა.
კლუბზე ისევ გამახვილდა ყურადღება ქალაქში არსებულ
პრობლემებზე (ტრანსპორტის განრიგის მოუწესრიგებლობა,წყლის გადასახადების არასწორი დარიცხვა,
მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესების საკითხი).
„სასიხარულოა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის
საქმიანობა გრძელდება. ის ხელს შეუწყობს ქალთა შორის ინფორმირებულობის ზრდას, ადვოკატირების
თვალსაზრისით კლუბის გააქტიურებას. ქალბატონებმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა
შეიტანონ თავიანთი ქალაქისა თუ დასახლების პრობლემების მოგვარებაში,"-აღნიშნა
კლუბის შეხვედრაზე თეონა გოგიშვილმა (სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოების რეგიონული კოორდინატორი).
ფონდ „სოხუმში" ჩატარდა საინფორმაციო ვორკშოპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებისათვის.
ვორკშოპი ჩაატარეს ზურაბ მჭედლიშვილმა (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი), გია გოგიბერიძე (იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი, იურისტი).
ვორკშოპზეშემდეგი თემები განიხილეს:
-სახელმწიფოს კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის) მონაწილეობის ფორმები.
-საკანონმდებლო (კანონქვემდებარე) აქტის მომზადებისა და განხილვის პროცედურა, იურიდიული ტექნიკის თავისებურებები.
-ლობირების პროცესი და სტრატეგია საკანონმდებლო (კანონქვემდებარე) აქტის მომზადებისა და მიღებისას.
ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
-ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები.
-ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებლივი დაცვის რეფერალური მექანიზმები.
-სახელმწიფოს „ღია პოლიტიკა" ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის) წარმომადგენელთა ჩართულობის თვალსაზრისით.
ფონდი „სოხუმის" იურისტი ფიქრია ქლიბაძე: „განსაკუთრებით დავინტერესდიპეტიციით, თუ რა შემთხვევაში მზადდება მსგავსი ხასიათის დოკუმენტი და რით განსხვავდება ის განცხადებისგან. მსმენელთა მონაწილეობით პეტიცია ადგილზე
30 აქტიური ქალი შეიკრიბა ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბში, რათა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები კიდევ ერთხელ განეხილათ. კლუბის წევრმა ციცი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ხშირია მიგრაცია უმუშევრობის მიზეზით, მიგრანტთა უმეტესობა კი ქალია.
კლუბზე ისევ შეირჩა ორი მათგანი: წყლით მომარაგებისა (არის ქუჩები, სადაც მოსახლეობა მხოლოდ ჭის წყლით მარაგდება) და ტრანსპორტით მომსახურების საკითხი ( ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს).
კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი აღნიშნული პრობლემების დასმას ადგილობრივ თვითმმართველობაში ისევ გეგმავს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
წყალტუბოს
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი პოლიტიკური პარტიების რეგიონულ ორგანიზაციებში
არსებულ გენდერულ ბალანსზე გაკეთდა. კლუბზე შეიქმნა ადვოკატირების,
საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის ჯგუფები.
გამოითქვა მოსაზრება, რომ კლუბის ადვოკატირების
ჯგუფმა წყალტუბოში არსებულსოციალურ პრობლემებთან (ქუჩები, სადაც
პრაქტიკულად არ მოძრაობს ტრანსპორტი; წყლით მომარაგების საკითხი და სხვა)
დაკავშირებით მუშაობა კვლავ უნდა განაგრძოს.
შეხვედრის ბოლოს ადვოკატირების ჯგუფმა წამოაყენა
წინდადება, საახალწლო მილოცვა-საჩუქარი გაუკეთონ ღვაწლმოსილ - დევნილ პედაგოგ
ქალებს.
ფონდი „სოხუმის" მიერ ნიჟნი ნოვგოროდიდან მოწვეულმა პარა-ფსიქოლოგებმა
სამდღიანი ტრენინგი - „პარა-სპეციალისტების მომზადება რეგიონებში მუშაობისათვის" -
ჩაატარეს. ტრენინგში ქალთა მხარდაჭერის 6
ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ტრენინგის მთავარი ამოცანა იყო ადგილობრივი
პარა-სპეციალისტებისათვისკონფლიქტის
დარეგულირების უნარ-ჩვევების სწავლება, ურთიერთგაგების, პირველადი კონტაქტების
უნარების განვითარება და ფორმირება.
გაიმართაფსიქოლოგიური ტრენინგის თამაშები, სადაც ხელოვნური, მოთამაშეთა ინტერესების
მაპროვოცირებელი კონფლიქტური სიტუაციები იქმნება.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ფსიქოლოგიური
კონსულტირება, მითები ძალადობაზე, აქტიური მოსმენის ძირითადი ხერხები, კრიზისების
ტიპები და მათზეაქტიური რეაგირების გზები.
ტელეკომპანია „რიონის" ეთერით გასულმა ტელეგადაცემამ მაყურებელს დასავლეთ საქართველოში ფონდი „სოხუმის" ინიცირებით ჩატარებული საზოგადოებრივი კამპანიის შედეგებზე მოუთხრო.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდეყოველწლიურად ტარდება და, როგორც ფონდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ხელშესახებია ცვლილებები, რაც საზოგადოების ცნობიერებაში ხდება.
„შეუდარებლად იზრდება საზოგადოების ჩართულობა კამპანიაში, მედია სულ უფრო სოლიდარული ხდება, სახეზეა არა ფაქტების კონსტატაცია, არამედ ანალიზიც: რაში მდგომარეობს პრობლემის არსი, რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსწორებისათვის". „მადლიერებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ცენტრალური და რეგიონული ტელე-რადიოსაშუალებები აშუქებდნენ კამპანიას, გადიოდა ჩვენი სოციალური რეკლამები".
კამპანიის უშუალო მონაწილეები მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ საუბრობდნენ. თავისი პოზიცია გამოხატეს გადაცემის სტუმრებმა - საზოგადოების წარმომადგენლებმა. მათ კამპანიის საზოგადოებრივ რეზონანსზე გაამახვილეს ყურადღება: „ნორჩი მსახიობების მიერ გათამაშებულმა სცენებმა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი მოიცვა. დისკუსიები მათ მიერ ინიცირებულ საკითხებზე დღემდე გრძელდება. ჩვენი ქარხნის მრავალრიცხოვანი კოლექტივის სახელით მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ".
„რესპუბლიკური ტელევიზიების მეტი ყურადღება ძალადობის პრობლემის მიმართ მეტ საზოგადოებრივ პროტესტს, საკითხისმიმართ შეურიგებელ დამოკიდებულების დაუდებს სათავეს".
„მსგავსი ფაქტები ყოველდღე ხდება ჩვენს ირგვლივ, მაგრამ არ ვაკეთებთ მათ ანალიზს".
-გადაცემის განმავლობაში უწყვეტად ისმოდა ზარები, რაც საკითხის აქტუალობას კიდევ ერთხელ ცხადყოფდა.
ვუერთდებით პათოსს, რომელიც ერთ-ერთ ღონისძიებაზე მყოფმა ახალგაზრდებმა გამოხატეს: „გვინდა, კამპანიის განწყობა და საზოგადოების ერთიანობა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიასთან ერთად არდამთავრდეს. გვინდა, ეს იყოს საზოგადოების ბუნებრივი მდგომარეობა ყველა ჩვეულებრივ დღეს".