კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა გაწეულიმუშაობის შესახებ საუბარი სოფელ პირველ ხორგაში წლების განმავლობაში არსებული ხიდ-ბოგირების პრობლემით დაიწყო. ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა საკითხი შეისწავლა და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასვა, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ადვოკატირების ჯგუფმა ისაუბრა სოფელ ბიაშიწყალგაყვანილობასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და გამრიცხველიანების დასრულებაზე. პრობლემის ადვოკატირებაში კლუბის აქტიური წევრები ( ნაირა ბერაია და მანანა შულაია) იყვნენ ჩართულები.
კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ადვოკატირება,სამომავლოდ, უფასო სამედიცინო გამოკვლევის საკითხს გაუწიოს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი მუშაობა ფონდი „სოხუმის" ახალი პუბლიკაციის „ქალები მშვიდობის ძიებაში" ( ავტორი - ეკატერინე გამახარია) პრეზენტაციით დაასრულა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
14 მაისს, წყალტუბოში, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" თავმჯდომარემ - ალლა გამახარიამ დაწყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ -მამუკა საღარეიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც განისაზღვრაერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - საინფორმაციო სივრცის ორგანიზება, ინფორმაციის გაცვლა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ქალთა ჩართულობის ხარისხისა და როლის გაზრდა, თანამშრომლობა ადვოკატირებისა დალობირების საკითხებსა და საზოგადოებრივი კამპანიების ჩატარებაში და ა.შ.
განისაზღვრა, ასევე, მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, მემორანდუმისმოქმედების ვადა.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მხარდასაჭერად, მთლიანადდემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში.
კლუბის წევრებმა ერთ-ერთ აქტიურ წევრს ელზა კვარაცხელიას ზუგდიდის მე-3- სკოლის დირექტორად დანიშვნა მიულოცეს.
მილოცვა მიიღო კლუბის მოდერატორმა მანანა ნაჭყებიამ, რადგანაცწმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიამ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. ეს სიახლე მიულოცეს პედაგოგებსაც, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ამომრჩეველ ქალთაკლუბთან.
ხათუნა ბეჭვაიამ დამსწრეთ ამერიკული შთაბეჭდილებები გაუზიარა - ის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ამერიკაში ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
კლუბის წევრებმა გაიგეს, რომ დადებითად გადაწყდაადვოკატირების ჯგუფის მიერ დასმული პრობლემა - ქალაქის ცენტრში მდებარე შენობას (ყოფილი სასტუმრო „ოდიში)", სადაც დევნილებიც არიან ჩასახლებული, არ მიეწოდებოდა წყალი. მას შემდეგ, რაც ადვოკატირების ჯგუფმა წერილობით მიმართა ქალაქის წყალმომარაგების კომპანიას, საკითხი დადებითად გადაწყდა (მრიცხველები დაიდგა და განახლდა წყლის მიწოდება).
კლუბზე ამჯერადაც დაისვა ადგილობრივი პრობლემები - ქალაქის ქუჩებში არ არის განათება, არასაკმარისია პარკირების ადგილი, მოუწესრიგებელია შიდაგზები, რეაბილიტაციას საჭიროებს ბოტანიკური ბაღი.
პრობლემების გადაჭრის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა მოწვევა და მათთვის სპეციალურად შემუშავებელი პრობლემების პაკეტის შეთავაზება იგეგმება. კლუბის წევრები მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვაშიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
ზუგდიდის კლუბი სამშვიდობო ინიციატივებით გამოირჩევა, ამიტომაცკლუბის წევრები ინტერესით გაეცნენ ფონდი „სოხუმის" ახალ პუბლიკაციას „ქალები მშვიდობის ძიებაში".
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩატარებული მუშაობის ანგარიში გააკეთა. ჯგუფმა ქალაქ ბათუმის (ბენზეს) ტერიტორიაზე თავმოხდილი ჭების საკითხი შეისწავლა( ნაგვით სავსე თავმოხდილი ჭები ანტისანიტარიას იწვევდა, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა). კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა, პრობლემის მოგვარების მიზნით, ცხელ ხაზზე დარეკა,შემდეგ კი ქალაქის წყალმომარაგების ხელმძღვანელობას მიმართა. ამჯერად პრობლემა მოგვარებულია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მწვანე კონცხზე ქვეწარმავლების მომრავლების საკითხი ადვოკატირების ჯგუფმა ადგილობრივ მედიაში გააჟღერა. კლუბის წევრები იმედოვნებენ. რომ მოსახლეობისათვის მტკივნეულ ამ პრობლემას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
კლუბზე გაკეთდა პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის"პუბლიკაციისა „ქალები მშვიდობის ძიებაში" (ავტორი - ეკატერინე გამახარია). წიგნი კლუბის აქტიურ წევრებს საჩუქრად გადაეცათ. ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში გამოცმულმა წიგნმა შეხვედრის მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი პრობლემის ადვოკატირებისმაგალითი მოიყვანეს - თაყაიშვილის ქუჩაზეუკვე დაწყებულია ბუნებრივი აირის დამონტაჟება...
პარკირებისა დაწყლის ხარისხის საკითხი ამჯერადაც დაისვა.აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ამჯერად წერილობით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას.
მოკლე ინფორმაცია გაკეთდა ქალაქში მიმდინარე ცვლილებებზე. აღინიშნა, რომ ოზურგეთში მიმდინარეობს შენობების ფასადების რეაბილიტაცია, იცვლება ქალაქის იერსახე.
კლუბში გაკეთდა პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის"პუბლიკაციისა „ ქალები მშვიდობის ძიებაში" (ავტორი: ეკატერინე გამახარია). ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნი საჩუქრად გადაეცა კლუბის წევრებს. მათ აღნიშნეს, რომ ინტერესით გაეცნობიან პუბლიკაციას და თვითონაც ჩაერთვებიან მშვიდობის ძიებაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კლუბის შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილეს ყურადღება. დაისვა პარკირებისა და პირველი სკოლის წინ გადასასვლელის საკითხი (ვიწრო ქუჩა, გადატვირთული მოძრაობა ხელს უშლის ფეხით მოსიარულეთა (განსაკუთრებით, ბავშვების) უსაფრთხო გადაადგილებას.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ჩამოთვლილი პრობლემების ეფექტურად ადვოკატირებაში ვორკ-შოპზე („სამოქალაქო ადვოკატირების სტრატეგია და ტაქტიკა") მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარებათ: „ადვოკატირება არის ადგილობრივ ხელისუფლებასთან თუ მედიასათან თანამშრომლობით ადამიანთა ინტერესების დასაცავად მიმართული ქმედება. ვფიქრობთ, ჩვენი კლუბის ადვოკატირების ჯგუფის აქტიურობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას".(ესმა თოდუა, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი.)
შეხვედრის ბოლოს, კლუბის წევრებმა აღნიშნული პრობლემების ადვოკატირების სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ამომრჩეველ ქალთა კლუბის ბათუმელმა და ქობულეთელმა წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს.
ეთერ დიასამიძემ კლუბზე ბათუმის ქუჩებში თავმოხდილი ჭების საკითხი დასვა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა უკვე მიმართა ქალაქის წყალმომარაგების ხელმძღვანელობას.
ნათია კიკვაძემ ქობულეთის ქუჩების შუქნიშნების პრობლემაზე გააკეთა აქცენტი. მანანა როყვამ მწვანე კონცხზე ქვეწარმავლების მომრავლებაზე ისაუბრა. აღნიშნული პრობლემა ადვოკატირების ხუთაციანმა ჯგუფმა ადგილობრივ მედიაში გაახმოვანა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში ადვოკატირების თემაზე ჩატარებულ ვორკ-შოპზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარებათ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ქალთა კლუბის წევრმა ეკა ბახტაძემ „სასწავლო ცენტრში" ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილების პრობლემაზე ისაუბრა. „სასწავლო ცენტრის" წინ არსებულ გზატკეცილზეარ არის შუქნიშანი, რაც ხელს უშლის მოსახლეობის ნორმალურ, უსაფრთხო გადაადგილებას.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა კოლექტიური განცხადება უკვე შეადგინეს,დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება - ადგილობრივ ხელისუფლებაში წარსადგენად.
კლუბის შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია თემაზე - „მედიის როლი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებაში". ითქვა, რომ პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მიზნით, აუცილებელია მედიასთან თანამშრომლობა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები პრობლემების მოგვარებაში ვორკ-შოპზე („სამოქალაქო ადვოკატირების სტრატეგია და ტაქტიკა") მიღებულ გამოცდილებას დაეყრდნობიან.
კლუბის შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული ტელესიუჟეტის ჩვენება მოეწყო (სიუჟეტი წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის მუშაობას ასახავს).
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კლუბის წევრებმა - ჟურნალისტებმა, პედაგოგებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში თემაზე - მედიის როლი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებაში.
შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში არ არის პარკირების ადგილი, გადათხრილია შიდა გზები, უხარისხოა სასმელი წყალი.
ერთსაათიან ვორკ-შოპზე - „სამოქალაქო ადვოკატირების სტრატეგია და ტაქტიკა" - კლუბი წევრებმა, მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად, ადვოკატირების ჯგუფის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
ჯგუფი პრობლემების ეფექტური ადვოკატირების მიზნით აქტიურად ითანამშრომლებსადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კლუბის შეხვედრაზე ორი საკითხი განიხილეს: მასმედიის როლი სამოქალაქო ადვოკატირებაში; კლუბის ადვოკატირების ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის შეჯამება.
დოდო დევიძემ ( ჟურნალისტი, გაზეთი „წყალტუბო"), ისაუბრა მასმედიის როლზე სამოქალაქო ადვოკატირებაში. ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა ადვოკატირების პროცესში საზოგადოების ჩართულობის დაბალ ხარისხსა და გამომწვევ მიზეზებზე (მიმდინარე მოვლენების პასიური აღქმა და სხვა).
კლუბზე აჩვენეს ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის ძალისხმევით,აფხაზეთიდან დევნილი ხანდაზმული პედაგოგებისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთჯერადი დახმარების ( 200-200 ლარი) გადაცემას ასახავდა.სიუჟეტმა გვიჩვენა, რომ თუ საზოგადოება იაქტიურებს, ბევრი პრობლემა გადაიჭრება.
დასასრულს, კლუბის წევრებმა შეაჯამეს ჩატარებული მუშაობა და ახალი პრობლემა (მრავალსართულიანი სახლებიდან ნაგვის ბუნკერების გატანისა და სანაგვე ურნებისსახლებთან განლაგების საკითხი) დასვეს.
წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრას ოცდახუთი ქალბატონი ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კლუბზე განიხილეს შემდეგი თემები: მასმედიის როლი სამოქალაქო ადვოკატირებაში; კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ (ზოგადი დებულებების გაცნობა); კლუბის ადვოკატირების ჯგუფის მიერ შესრულებული მუშაობის შეჯამება.
თამუნა გოგიშვილმა (სამართლიანი არჩევნების კოორდინატორი იმერეთის რეგიონში) კლუბის წევრებს „კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ (ზოგადი დებულებები)" - ახალი ვერსია გააცნო.
მოწვეულმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს მასმედიის როლზე სამოქალქო ადვოკატირების საქმეში. „მასმედიის თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ნებისმიერი პრობლემის ადვოკატირების დროს, ეფექტურია."- ლელა ხაჭაპურიძე.
კლუბზე შეჯამდა ადვოკატირების ჯგუფის მიერ წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ჩატარებული მუშაობა. აღინიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება, ქალაქის წყალმომარაგების კომპანია და სემეკი.
დასასრულს, კლუბის წევრებმა მრავალსართულიან სახლებში ნაგვის ბუნკერების პრობლემა წამოჭრეს. ბუნკერები ხელს უწყობს ვირთხების გამრავლებას და სხვადასხვა სახის ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი ხდება. ითქვა, რომ ქუჩებში განლაგებული ნაგვის თავღია ყუთები ზაფხულში საჭიროა დაიხუროს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
შეხვედრაზე ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა გასულ თვეს ჩატარებული მუშაობის მოკლე ანგარიში წარმოადგინა.
ჯგუფის წევრების
თქმით, ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა პრობლემები (ნაგვისა და
წყლის მოსაკრებელთან დაკავშირებით) გააცნეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოადგილეს, ბესარიონ ჭელიძეს. პასუხიც მალე მიიღეს: „მუნიციპალიტეტში განიხილება ხონის
სამხედრო დასახლებაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველიოჯახების წყლისა და ნაგვის მოსაკრებლისგან გათავისუფლებისსაკითხი (ასეთი ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან
დაფინანსდებიან)", - ელისო ჯიქია (ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერი,
ჟურნალისტი).
კლუბის შეხვედრაზე ჩატარდა ერთსაათიანი ვორკ-შოპი
ადვოკატირების თემაზე: „სამოქალაქო ადვოკატირების სტრატეგია და ტაქტიკა".
დასასრულს, ფონდი „სოხუმის" მიერ წყალტუბოს ამომრჩეველ
ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის მიერ გაწეულ მუშაობაზეგაკეთებული ტელესიუჟეტის ჩვენება გაიმართა.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
შეხვედრაზე ადვოკატირების ჯგუფის მუშაობის მოკლე ანგარიში გაკეთდა.
სოფელ ხორგაში, ადვოკატირების
ჯგუფის აქტიური მუშაობითა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" დახმარებით, სოფლის ხიდი
აღადგინეს.
სოფელ ბიაშიწყლის პრობლემა გადაწყდა - მოსახლეობის ნაწილს სასმელი
წყალი გამრიცხველიანებისა და გრაფიკის გარეშე მიეწოდებოდა, რაც წყლის უმიზნოდ
ხარჯვას იწვევდა. მანანა შულაიას (ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერი, ხობის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი) თქმით, აღნიშნულ სოფელში მალე გამრიცხველიანება დაიწყება.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ერთსაათიან ვორკშოპს თემაზე: „სამოქალაქო
ადვოკატირების სტრატეგია და ტაქტიკა".
მონაწილეები თვლიან, რომ ვორკშოპი ძალიან საინტერესო იყო და შეძენილ
უნარ-ჩვევებს ადვოკატირების დაგეგმარებასა და განხორციელებაში გამოიყენებენ.
შეხვედრის ბოლოს, ფონდი „სოხუმის" მიერ წყალტუბოსკლუბის ადვოკატირების ჯგუფის მიერ გაწეულ
მუშაობაზეგაკეთებული ტელესიუჟეტი იქნა
ნაჩვენები.
პროექტიხორციელდებადემოკრატიისნაციონალურიფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და სოციალური პროგრამები;
ამ საკითხების განხილვაში კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ. აღინიშნა, რომ პრობლემების
მოგვარებისათვის აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, ადგილობრივ თვითმმართველობასთან
მჭიდრო ურთიერთობა.
შეხვედრაზე მთავარ პრობლემადზუგდიდში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილების საკითხი
დაისვა (დაბალია დევნილთა ინფორმირებულობა განსახლებასთან დაკავშირებით). გამოიკვეთა
წყალმომარაგების პრობლემაც - „მოუწესრიგებელი
საკანალიზაციო მილები მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის",- ითქვა შეხვედრაზე.
კლუბის ახალმა წევრმა -ქალბატონმა ლია ჭურღულიამ წამოჭრა დადვანის ქუჩის საკითხი. ამ ქუჩაზე, წვიმების
დროს, პირველი სართულები მთლიანად იტბორება.
კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, აღნიშნულ საკითხს ადვოკატირება
გაუწიონ - ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართონ.
კლუბზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ბიუჯეტის განხილვისას,
განსაკუთრებული ყურადღებასოციალური პროგრამების
განხილვას დაეთმო. ითქვა, რომ მთელს დასავლეთ საქართველოში ფოთს საუკეთესო სოციალური
პაკეტი აქვს ( შეღავათებით სარგებლობენ მრავალშვილიანი ქალები, რომელთაცყოველთვიური ფულადი დახმარება ეძლევათ).
შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილების პრობლემებიც დაისვა. აღინიშნა,
რომ დევნილთა ახალი დასახლება არ არის გაზიფიცირებული, წყალი მიეწოდება მხოლოდ გრაფიკით,
დაუსაქმებელია დევნილთა 90 პროცენტი, დაბინძურებულია ის ტერიტორია, სადაც დევნილები
ცხორობენ.
აღნიშნულ პრობლემებს ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების
ხუთკაციანი ჯგუფი მედიასა თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში
დასვამს.
შეხვედრაზე შეკრებილმა სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის ქალბატონმა ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მოსახლეობას აღელვებს წინა წლებში მოქმედი სატარიფო შეღავათების გაუქმებისა და გადასახადის ფაქტიური სულადობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით გადახდის საკითხი, წყლის მიწოდების მოუხერხებელი გრაფიკი და სხვა. კლუბის წევრების აზრით, პრობლემებს ხანგრძლივი და ჯეროვანი შესწავლა სჭირდება.
აღნიშნული საკითხი ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმასაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში უკვე დასვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები უახლოეს მომავალში მოგვარდება.
შეხვედრის დასასრულს,სადაზღვევო კომპანია „ალდაგიდან"სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა - როლანდ ბრეგვაძემ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციის
საკითხზე გაამახვილეს: „მიმდინარე სამუშაოების შედეგად გადათხრილი ქუჩები მოსახლეობას
პრობლემებს უქმნის (შეფერხებულიმოძრაობა,
მტვერი)". კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა გადაწყვიტა, აღნიშნულ პრობლემაზე ადგილობრივ
თვითმმართველობასთან ერთად იმუშაოს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბზე
მისი ერთ-ერთი აქტიური წევრის, ბათუმის ევროპული უნივერსიტეტის ლექტორის მზია რამიშვილის
საკითხი დაისვა (მან ტრავმა მიიღო და საჭიროებს
სასწრაფო ოპერაციას).
ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა დაწერეს განცხადება ქალაქ ბათუმისმერის სახელზე და კლუბის ყველა წევრმა ხელი მოაწერა.
კლუბის წევრები თხოვნით მიმართავენ ქალაქის მერიას, რომ მზია
რამიშვილს (ის შვილმკვდარი დედაა, მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს) ბიუჯეტიდან გამოუყონ დაფინანსება, ან რეკომენდაცია
გაუწიონ რომელიმე სამედიცინო კლინიკაში უფასო მკურნალობისათვის.
ადვოკატირების ჯგუფმა განცხადება უკვე მიიტანა მერიაში და კლუბი
დადებითი პასუხის მოლოდინშია.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)