- რომელი ისტორიული ძეგლები იცით აფხაზეთში, რა გსმენიათ ამ ძეგლების შესახებ - ამ შეკითხვით დაიწყო გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მუშაობა, რომელიც ფონდ „სოხუმში" ჩატარდა.
მონაწილე გოგონები ყვებოდნენ მშობლებისგან გაგონილსა თუ სხვადასხვა ჟანრისლიტერატურაში წანაკითხ ისტორიებს ილორის, ბედიის ტაძარზე, ახალ ათონზე.
აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებს ადგილობრივი გოგონებიც შეუერთდნენ.
- მე არა ვარ აფხაზეთიდან, მაგრამ ბევრი დევნილი მეგობარი მყავს. აფხაზეთი ჩემი სამშობლოს ნაწილია და მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე მასზე. კლუბის შეხვედრას სიამოვნებით ვესწრები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თაობას ამის საშუალება აქვს.
მომდევნო შეხვედრაზე, 17 მაისს,კლუბის წევრებმა ფოტოგამოფენა მოაწყვეს: „ფოტოგრაფიები საოჯახო ალბომიდან".
აფხაზეთში სხვადასხვა დროს გადაღებულმა შავთეთრმა სურათებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს წარსული, ის ბედნიერი წლები, რომელიც აფხაზებისა და ქართველების თანაცხოვრებას უკავშირდებოდა.
კლუბი მომდევნო თვეში კვლავ შეიკრიბება, შეხვედრის თემა ისევ აფხაზეთი იქნება.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში სასიამოვნო სიახლით დაიწყო - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანებისკანდიდატი, სიით მეორე ნომერი, ნაზიბროლა ქობულაძე სერიოზულ პოლიტიკურ კარიერას იწყებს. უნდა აღნიშინოს, რომ ნაზიბროლა ქობულაძე 2010 წლიდან ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა.
კლუბის ლიდერებმა ინგა მებონიამ და ნონა ჩხეიძემ მონაწილეებს გააცნეს ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით,რა მდგომარეობაა წინასაარჩევნოდ აჭარაში, რა რაოდენობით არიან წარმოდგენილები საარჩევნო სიებში ქალები.
კლუბის წევრები თვლიან, რომ წინა წლებთან შედარებით ქალთა ჩართულობა გაიზარდა და სამომავლოდ უკეთეს შედეგებს უნდა ველოდოთ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბზე წინასაარჩევენო განწყობაა.
შეკრებილებმა მაჟორიტორობის კანდიდატებისაგან საარჩევნო პროგრამები მოისმინეს. აღნიშნული კანდიდატები ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები არიან.
პროგრამების გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა შეკითხვებით მიმართეს კანდიდატები: რამდენად პრიორიტეტულია დევნილთა საკითხები, რას გააკეთებენ კანდიდატები საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში.
შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სისტემაში არსებული პრობლემებიც წამოჭრეს და კანდიდატებისაგან მოისმინეს ინფორმაციები გამარჯვების შემთხვევაში რა სახის ცვლილებებს შეიტანენ ამ სფეროში.
მაჟორიტარმა კანდიდატებმა წამოჭრილ საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს, ისინი ვარაუდობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების რიცხვი გაიზრდება, რაც იმის დასტურია, რომ ქალთა საკითხები უფრო პრიორიტეტული გახდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
წინასაარჩევნო პერიოდში ქალთა კლუბებს განსაკუთრებული გამოცოცხლება ეტყობათ. კლუბის წევრები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც ქალთა გააქტიურებას უკავშირდება.
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ზუგდიდში წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლისაგან მიიღეს ინფორმაცია 28 აპრილს, თბილისში ჩატარებული კონფერენციის შესახებ, რომელიც გულისხმობდა- ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას.განხილულ იქნა- ამავე კონფერენციაზე მიღებული სამოქმედო გეგმა.
მონაწილეებმა მოისმინეს აგრეთვე ინფორმაციები ახალციხეში ჩატარებული ტრენინგის შესახებ,რომელიცკვინას მხარდაჭერით ჩატარდა და გენდერულ საკითხებს მოიცავდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა არაერთი მაგალითიუცხო ქვეყნების გამოცდილებაზე, მათ შორის გამოიყო - შვედეთი, - რომელმაც ეტოპობრივად, დაახლოებით 100 წლის შემდეგ მიაღწია გენდერულთანასწორობას და რუანდა, - მან დაახლოებით 3 არჩევნების შემდეგ56 პროცენტამდე გაზარდა ქალთა წარმომადგენლობა.
- თუკი უცხო ქვეყნების გამოცდილებას დავეყრდნობით, საქართველომ რაღაც ახალი, თავისი გზა უნდა აირჩიოს- აღნიშნეს კლუბის წევრებმა.
შეხვედრას კლუბის წევრი და მაჟორიტარი კანდიდატი - „ალიანსი საქართველოსათვის" ნონა თოლორაია ესწრებოდა. მან კლუბის წევრებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
საინტერესო ინფორმაციებით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთში.
„2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში" - ინფორმაცია 28 აპრილს, თბილისში გამართული კონფერენციის შესახებკლუბის წევრებმა ფონდი „სოხუმის" წარმოდგენლისაგან მიიღეს. მონაწილეები გაეცნენ ასევე, ამავე კონფერენციაზე მიღებულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწერენ ხელს. მასში გაწერილია თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ სამოქმედო გეგმა პოლიტიკურ პარტიებს ერთგვარ პასუხისგებლობას აკისრებს, რაც იმის გარანტი იქნება, რომ ამ გზით ქალები პოლიტიკაში ღირსეულ ადგილებს დაიკავებენ.
ქალთა კლუბის წევრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ახალციხეში ჩატარებული ტრენინგის შესახებ, რომელიც ქალთა პოლიტიკური აქტიურობის გაზრდას ეხებოდა.
გაეცნენ იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც გენდერული პრობლემები ქვეყანაში წარმატებით გადაჭრეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
29 აპრილს ქუთაისში, ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენსალაპარაკო ინგლისური ენის კლუბზე. კლუბის წამყვანია ანია ვესტბერგი შვედეთიდან, რომელიც ფონდ „სოხუმში" მარტიდან ივნისამდე სტაჟირებაზე იმყოფება.
სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბი - ეს ის ადგილია, სადაც გოგონები სწავლობენ ენას, მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში იღებენ პრაქტიკას. ეს არ არის სასწავლო კლასი, არამედ ადგილია არაფორმალური დისკუსიისათვის.
კლუბის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათინგლისურად ილაპაროკონ მათთან, ვისაც ენდობიან და ვისთანაც თავს მხიარულად გრძნობენ. კლუბზე განსახილველ მასალებს თავად მონაწილეები ირჩევენ. მათი ინტერესებიდან გამომდინარე სვამენ შეკითხვებს გენდერულ თანასწორობაზე, კულტურაზე, ყვებიან აგრეთვე პირად გამოცდილებაზე და ინტერესებზე.
კლუბის შეხვედრები გაიმართება 17 ივნისამდე.ყოველ ხუთშაბათს, 15: 00 სთ-ზე ფონდი „სოხუმის"ოფისში.ნებისმიერი ასაკის ქალებს, ნებისმიერ დროსშეუძლიათ შემოგვიერთდნენ.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
როგორც ყოველთვის, ნაყოფიერი იყო წყალტუბოში ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები საარჩევნო კანონთან და მასში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორი წევრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, მაია შალანბერიძე და ნანა იოსელიანი(ახალი მემარჯვენეები).
დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კლუბის მუშაობამ.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
ხონში, როგორც სხვა ქალაქებში,წინასაარჩევნო განწყობა შეინიშნება, რაც ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობასაც ეტყობა. დევნილთა სოციალური პრობლემები, განსახლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოები კვლავაც დღის წესრიგშია და გადაწყვეტას საჭიროებს.
კლუბის წევრთა თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრები დევნილ ამომრჩევლებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, არ იცნობენ მათ საარჩევნო პროგრამებს.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია მოეწყოს შეხვედრებისხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, რადგან არაერთი შეკითხვა დაუგროვდათკანდიდატებთან.აინტერესებთ, რომელი სფეროებია პრიორიტეტული ამა თუ იმ პარტიისათვის, რამდენად არის გათვალისწინებული დევნილთა პრობლემები, როგორ არის დაკომპლექტებული კანდიდატთა სიები და რა ადგილები უჭირავთ ამ სიებში ქალბატონებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ზუგდიდში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარობისკანდიდატები (რესპუბლიკური პარტია) ნონა თოლორაია და ნანა ხუფენია ესწრებოდნენ.
კანდიდატებმა თავიანთი საარჩევნო პროგრამები გააცნეს დამსწრეთ. აღნიშნეს, რომ სოფლებში არაერთი პრობლემაა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს.
-ვეცდები, მოსახლეობის ყველა პრობლემა წამოვჭრა საკრებულოში: აღსადგენია სოფლის კლუბი, მოსაწესრიგებელია გზები, არ არის ბაგა-ბაღი, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური რობლემაა, ბაგა-ბაღის შენობაში დევნილები არიან შესახლებული, - აღნიშნა ნონა თოლორაიამ.
მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება სწორედ ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი. - ვეცდები ჩემი მხარდამჭერების იმედები გავამართლო! - განაცხადა კანდიდატმა.
ნონა თოლორაიასა და ნანა ხუფენიას წინასაარჩევნო განწყობა ოპტიმისტურია. ზუგდიდის კლუბის წევრები წინასაარჩევნოდ კანდიდატთა მხარდამჭერ აქციას გეგმავენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
"ჩვენ უნდა წავიდეთ წინ - მოდერნიზაციისაკენ, ევროკავშირისაკენ! ჩვენი მთავარი მესიჯი საზოგადოების მიმართ სწორედ ეს არის", - არმაზ კახიძე, ახალი მემარჯვენეები.
ბათუმში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბსპოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი მამაკაცებიც ესწრებოდნენ: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - ავთანდილ ჩიხვაძე, „ახალი მემარჯვენეები" - არმაზ კახიძე და შალვა გოგოტიძე.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და პრიორიტეტულ სფეროებზე გაამახვილეს ყურადღება: ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, გზები, ტრანსპორტი.
აქცენტი მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაკეთდა. აღინიშნა ისიც, რომ ბათუმის სარკრებულოში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი. მიზეზად ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი არმაზ კახიძე ქალთა მხრიდან პასიურობას ასახელებს.
შეხვედრის დასასრულს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალბატონთა მისამართით ერთგვარი მოწოდებაც კი გააკეთეს - "დიდი სიამოვნებით მივიღებდით ქალბატონებს ჩვენს რიგებში".
ბათუმის კლუბის წევრი ქალბატონები იმედოვნებენ, რომ აჭარაში მოქმედ პოლიტიკურ პატიებს სულ მალე ქალბატონებიც შეუერთდებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
რას გვპირდებიან პოლიტიკური პარტიები, როგორია მათი წინასაარჩევნო პროგრამები, რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი საარჩევნო სიებში - ამ თემებზე სასაუბროდ ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესტუმრნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები(ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, ქრისტიან-დემოკრატები).
საარჩევნო პროგრამების განხილვის პარალელურად შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საარჩევნო სიებში არსებულ გენდერულ დისბალანსზე. პარტიის წარმომადგენლები უმთავრეს მიზეზად ქალთა ნაკლებ აქტიურობას მიიჩნევენ და თვლიან, რომ მეტი ინიციატივა უნდა წამოვიდეს ქალებისგან.
შეხვედრაზე საუბარი იყო ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მოსვლის აუცილებლობაზე. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალებისათვის ყოველთვის პრიორიტეტულია სოციალური საკითხები, საკრებულოში მათი მოსვლის შემთხვევაში გაიზრდება ხელმისაწვდომობა პრობლემის მოგვარებისადმი.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაერთი ქალი კანდიდატია წარმოდგენილი. როგორც გაირკვა, ნაციონალურ პარტიას ოთხი ქალბატონი ყავს წარმოდგენლი თავის სიაში. მეოთხე ნომერი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი დარეჯან ცხვიტარიაა.
ის უკვე მეორედ იყრის კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მიიჩნევს, რომმეტი ქალი პოლიტიკაში უფრო მეტად დაარეგულირებს სოციალურ პრობლემებს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ამჯერად ნაბადას მუნიციპალიტეტში გაიმართა - კანდიდატი დარეჯან ცხვიტარია თავის ამომრჩევლებს შეხვდა. საკრებულოში ყოფნის პერიოდში შესრულებულ საქმიანობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მონაწილეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ. მათი შეკითხვებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის სფეროებია პრიორიტეტული.
კანდიდატი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სწორედ ამ საკითხებით იყო დაკავებული და საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში უფრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღებაინფორმაციის საჯაროობაზე გამახვილდა. ხაზგასმით ითქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესების დროს, რადგან მეტი კავშირები უნდა არსებობდეს ამომრჩეველსა თუ კანდიდატებს შორის.
ფონდი სოხუმის პროექტის ასისტენტმა მონაწილეებს გააცნო საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციები.
ოზურგეთში ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრაკანდიდატ ქალებთანაა დაგეგმილი. კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საარჩევნო პროგრამების შესახებ და ამასთანავე მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებს უკავშირდება.
კლუბის წევრები თვლიან, რომ საარჩევნო პროცესებში ბევრი ქალია ჩართული, რაც მათი აზრით ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების სამართლიან და ობიექტურ წარმართვას.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდი „სოხუმის" იურისტმა ოზურგეთის ამომჩეველ ქალთა კლუბის წევრებს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და დამატებები გააცნო -
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხს, ამომრჩევლის უფლებებსა და მოვალეობებს.
შეკრებილებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებულ საკონონმდებლო სიახლეებზე. გაჩნდა შეკითხვები, რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. როგორ ხდება ვადების დანიშვნა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს შორის არიან ისეთები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში - კომისიის წევრებად, დამკვირვებლებად. კლუბის წევრები ინტერესით ელოდებიან მოახლოებულ არჩევნებს, ისინი მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება და ახალ საკრებულოში ქალთაწარმომადგენლობა გაიზრდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ქალაქ ფოთში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები არიან შეკრებილები.
რა ცვლილებები განიცადა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმა, როგორიასაარჩევნო პროცედურები, რას გულისხმობს ამომრჩევლის უფლებები, რა ვადებში უნდა მოხდეს გასაჩივრება - ამ და სხვა საკითხებზე მოისმინეს ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებმა.
კლუბისწევრებიმიიჩნევენ, რომმსგავსიშეხვედრებისჩატარებააუცილებელიასაზოგადოებასთან მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით.
საკრებულოს წევრი დარეჯან ცხვიტარია უკვე გეგმავს თავის ამომრჩევლებთან შეხვედრას.წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში მას ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები აქტიურად დაეხმარებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდი „სოხუმის" იურისტმა ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებსსაარჩევნო კანონში შესული ცვლილებები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ იურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო დროული და სასარგებლო, რადგან არჩევნები მოახლოებულია და კანონში შესულილი ცვლილებების გაცნობა მნიშვნელოვანია.
წინასაარჩევნო განწყობა ოპტიმისტურია, კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეტ ქალბატონს იხილავენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ხობში ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ფონდი „სოხუმის" იურისტმა ინგა მაღლაფერიძემ მონაწილეებთან ჩაატარა ვორკ-შოპი, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობს არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებას. რაც შეეხება ქალთა რიცხვის გაზრდას ადგილობრივ თვითმმართველობაში, საკრებულოს წევრი წევრი მანანა შულაია თვლის, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა (ექვსი ქალი), მაგრამ იმედოვნებს, რომ მომავალი თვითმმარველობის არჩევნებში ქალთა კლუბის მუშაობა ამ მაჩვენებელზე დადებითად იმოქმებს და საკრებულო ქალთა ახალი სახეებით შეივსება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)