ტრენინგ-სემინარები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამშაბათი, 22.05.2012, 18:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

26-30 აპრილს გორში, ჩატარდა ტრენინგი სოციალური მეწარმეებისათვის, რომელშიც მონაწილეობდნენ დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, მათ შორის ერთი ორგანიზაცია სომხეთიდან. ფონდ „სოხუმს" წარმოადგენდნენ ლელა ჯალაღონია და თეა თორინავა.

ტრენინგის ორგანიზატორი იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. ტრენერები იყვნენ პარტნიორი ორგანიზაცია -  ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები.

მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ინფორმაციები სოციალური მეწარმეობის ცალკეული ასპექტების თაობაზე. მიღებული ინფორმაციისა და უნარ-ჩვევების გამოყენებით მომზადდა ბიზნეს-პროექტის მონახაზები. აღნიშნული საპროექტო მონახაზების საფუძველზე ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მოამზადონ სრულყოფილი სოციალური ბიზნეს-პროექტები, რომელთა შესაძლო დაფინანსება განიხილება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ საგანგებოდ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადდება მაისის ბოლოს.

 

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 241 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.04.2011 | კომენტარი (0)

სენაკში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი  თემაზე: "ოჯახური ძალადობის პრევენცია". მონაწილეთა უმრავლესობა ზედაპირულად იცნობდა ტრენინგზე განხილულ თემებს. საკითხთა ცალკეულ პუნქტებად განხილვამ  ინფორმირებულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც შემდგომ ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციების დროს კარგად გამოჩნდა. მუშაობისას გამოყენებული იყო  სხვადასხვა  მეთოდები: სიტუაციური ამოცანები, ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოები.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ  საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, წარმოდგენები ჯანსაღი  კომუნიკაციისა და ჰარმონიული ურთიერთობების შესახებ.

მონაწილეთა სიტყვით, ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაციები მიიღეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 141 | დაამატა: admin | თარიღი: 20.04.2011 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლამ პირველი გამოშვება გასულ წელს გამოუშვა. გოგონებმა ერთწლიანი სწავლების კურსი გაიარეს და შესაბამისად, დიპლომებიც მიიღეს. 15 აპრილს ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულებმა სწავლა მომდევნო ეტაპზე, დემოკრატიის სკოლაში გააგრძელეს.

ორდღიანი ტრენინგის პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავდა: კარიერის დაგეგმვა,  საკუთარი შესაძლებლობების  და უნარების შეფასება, CV-ის ფორმების გაცნობა, საქმიანი ეტიკეტის ნორმები და მათი მიზნობრივი გამოყენება.

პროექტის იდეის ჩამოყალიბება, მიზნები, ამოცანები, აქტივობები, დაწერის ტექნოლოგიები...

მონაწილეებმა ტრენინგს მნიშვნელოვანი უწოდეს და შემდეგი მოსაზრებები გამოთქვეს:

- საჭირო და მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ: როგორ შეიძლება საკუთარი თავის წარმოჩენა, გავეცანით პროექტის წერის ტექნოლოგიებს, ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოგვადგება.

- იმედი მაქვს, დემოკრატიის სკოლა მოგვცემს საშუალებას, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ და ლიდერისათვის საჭირო უნარები  განვავითაროთ. გასული წელი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. დარწმუნებული ვარ, დემოკრატიის  სკოლაც ასეთივე საინტერესო იქნება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 189 | დაამატა: admin | თარიღი: 16.04.2011 | კომენტარი (0)


ფონდი „სოხუმის" ოფისში, პროექტის SIDA 508-665 (DRS) ფარგლებში ჩატარდა პირველი ტრენინგი პროგრამით „ადვოკატირება და სამოქმედო გეგმის დასახვა".
 ტრენინგი იყო ერთდღიანი, ტრენერი - ინგა მაღლაფერიძე.
 ესწრებოდნენ დევნილები ხუთი სხვადასხვა კოლექტიური ცენტრიდან, აბრეშუმკომბინატის საერთო საცხოვრებელი; ფიზიკა-მათემატიკური ლიცეუმი; ბაგა-ბაღი №45; ბაგა-ბაღი №30; სამთო კოლეჯი; ელ.ტექნიკის ლიცეუმი; სასტუმრო „თბილისი"; სამხედრო ლიცეუმი; სულ 26 ადამიანი, აქედან 20 ქალი, ექვსი - მამაკაცი.
 ტრენინგის ბოლოს მონაწილეთა მიერ ფორმირებული იქნა 15 მესიჯი, საერთო პრობლემებიდან გამომდინარე.

  


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 207 | დაამატა: moderatori | თარიღი: 12.04.2011 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" მიერ ლიდერთა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგი სოფელ ხურჩაში (აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელი) ჩატარდა.

გოგონები ინტერესით გაეცნენ ორდღიან პროგრამას, რომელიც სხვადასხვა თემებს ითვალისწინებდა: ქალთა ლიდერობა, კონფლიქტები, კომუნიკაცია და მართვა...

ტრენინგის შეჯამებისას დააფიქსირეს, რომ მსგავსი ტრენინგები საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ დაეუფლონ დისკუსიაში ჩართვის, საკუთარი აზრის დაფიქსირების ტექნიკას.

პროექტის მიხედვით ეს ბოლო მე-6 შესარჩევი ტრენინგია.

ჩატარებული თითო ტრენინგიდან აპრილის ბოლოს, ოთხ-ოთხი აქტიური გოგონა შეირჩევა, რომლებიც შემდგომ ლიდერთა სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 211 | დაამატა: admin | თარიღი: 26.03.2011 | კომენტარი (0)

ლიდერთა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგები გრძელდება. ქუთაისში გოგონათა ახალი ჯგუფი შეიკრიბა. ორდღიან ტრენინგზე მათ განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს. ტრენერთა აზრით, მონაწილეთა ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ მათ შორის საუკეთესოების შერჩევა ოდნავ რთული იქნება. ისინი, რომლებიც სკოლის მიღმა დარჩებიან, ფონდი „სოხუმის"  სხვადასხვა პროგრამებში გადანაწილდებიან.

გოგონები მიიჩნევენ, რომ ტრენინგზე მიღებული ინფორმაციები ქალთა ლიდერობასთან, კონფლიქტთან დაკავშირებით მათთვის მნიშვნელოვანია. კარგადა აქვთ გაცნობიერებული, რომ ლიდერთა სკოლაში ყველა ვერ მოხვდება, მაგრამ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ტრენინგზე გამოუმუშავდათ  საკუთარი თავის წარმოჩენაში და შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარებათ.   

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 203 | დაამატა: admin | თარიღი: 19.03.2011 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" ტრენერთა ჯგუფი, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში  სამი დღის განმავლობაში  მუშაობდა ისეთ თემაზე, როგორიცაა „ოჯახური ძალადობის პრევენცია".

საგანგებოდ შერჩეულმა აუდიტორიამ, რომელიც შედგებოდა პედაგოგების,  მშობლების, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტების და მედიცინის მუშაკებისაგან,  ტრენინგის მუშაობა საინტერესო  გახადა და ხელი შეუწყო ოჯახური ძალადობის პრობლემის სხვადასხვა პოზიციიდან დანახვას და განხილვას.

შეკრებილებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ძალადობის პრობლემის იურიდიული ასპექტები. ერთად იფიქრეს გამოსავალზე და ძალადობის პრობლემის მოგვარების მექანიზმებზე.

მონაწილეთა სიტყვით, ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაციები მიიღეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 184 | დაამატა: admin | თარიღი: 17.03.2011 | კომენტარი (0)


11-12 მარტს ლიდერ გოგონათა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგი წყალტუბოს ჯგუფთან ჩატარდა. მონაწილეთა დიდი ნაწილი პირველად ესწრებოდა მსგავსი ტიპის ღონისძიებას, მათთვის ახალი იყო ტრენინგის სპეციფიკა, თუმცა ამას მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია. დაძაბულობა მალევე განიმუხტა და გოგონები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში.
 - ძალიან საინტერესო თემები განვიხილეთ. არასოდეს მქონია საშუალება საკუთარი აზრი გამომეთქვა ქალთა ლიდერობასთან, კონფლიქტთან, კომუნიკაციასთან დაკავშირებით. სხვა მონაწილეებსაც სიამოვნებით მოვუსმინე. ვერ წარმოვიდგენდი თუ ყველაფერი ასე საინტერესოდ ჩაივლიდა.
 - მივდივარ საინტერესო ემოციით დატვირთული. ვფიქრობ, მოვახერხე საკუთარ თავის წარმოჩენა. დარწმუნებული ვარ, ამ წუთას, ტრენინგის ყველა მონაწილე ოცნებობს, რომ მოხვდეს ლიდერთა სკოლაში. რადგან ეს სკოლა საუკეთესო საშუალება იქნება საკუთარი  შესაძლებლობების რეალიზებისა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის.
 ანალოგიური შეფასებები ჰქონდათ ტრენინგის დანარჩენ მონაწილეებსაც. ისინი  მზად არიან საშინაო დავალების შესასრულებლად: ოთხი დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ ესსე - „მინდა გავხდე ლიდერი, იმიტომ რომ...".
 აღნიშნული დავალება კიდევ ერთხელ გამოკვეთავს მათ მოტივაციას, მიზანს, რატომ სურთ ისწავლონ ლიდერთა სკოლაში.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 220 | დაამატა: moderatori | თარიღი: 12.03.2011 | კომენტარი (0)





„საკუთარი აზრის გამოთქმა, დისკუსიაში ჩართვა ძალიან მიჭირს, ამ კუთხით ტრენინგმა ძალიან გამათამამა, უფრო თავისუფალი გავხდი."

„ლიდერთა სკოლაში მოხვედრა ძალიან მინდა, დარწმუნებული ვარ ბევრ საჭირო და მნიშვნელოვან თვისებებს შევიძენ, პიროვნულად გავიზრდები და საკუთარი თავის დამკვიდრებას შევძლებ საზოგადოებაში."

- ასეთი იყო იმ გოგონების  მოსაზრება, რომლებიც ლიდერთა სკოლის შესარჩევ ტრენინგზე მოხვდნენ. ტრენინგი სამტრედიაში, გამგეობის შენობაში გაიმართა.   

 პროგრამით გათვალისწინებული თემატიკა მონაწილეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა, მათი აზრით, ლიდერი ქალისა და ლიდერი მამაკაცის თვისებებს შორის ძნელია განსხვავება იპოვო, ამიტომაც ქალსაც უფლება აქვს აქტიურად იყოს ჩართული საქვეყნო საქმეებში.

ჯგუფი განსაკუთრებით გააქტიურდა პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების დროს. როცა ფორუმ-თეატრის ელემენტების გამოყენებით წარმოადგინეს კონფლიქტის სცენები და იმსჯელეს კონფლიქტურ სიტუაციებში კომუნიკაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

მონაწილეები თვლიან, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოხვდება ლიდერთა სკოლაში, ორდღინი ტრენინგისგან მათ უკვე შეიძინეს ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარებათ.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 168 | დაამატა: moderatori | თარიღი: 05.03.2011 | კომენტარი (0)


გრძელდება ლიდერ გოგონათა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგები. 25-26 თებერვალს წყალტუბოში გამართულ ორდღიან ტრენინგს 15 გოგონა დაესწრო.

ქალთა ლიდერობის თემამ მონაწილეებში განსაკურებული ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომელიც განაპირობებს ლიდერ ქალთა დეფიციტს საზოგადოებაში.

არანაკლებ საინტერესო იყო ინფორმაციები კონფლიქტზე, მის მიმდინარეობაზე, სხვადასხვა ფორმებზე. ფორუმ-თეატრის ელემენტების გამოყენებით მონაწილეებმა წარმოადგინეს სცენა, სადაც გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მართვისას ეფექტური კომუნიკაციის გამოყენება.

 ტრენინგის შეფასებისას მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ  თბილი უშუალო გარემო შეიქმნა. მოეხსნათ ყოველგვარი კომპლექსები და  საშუალება ჰქონდათ, საკუთარი აზრი თემასთან დაკავშირებით თამამად გამოეთქვათ.   

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 199 | დაამატა: moderatori | თარიღი: 26.02.2011 | კომენტარი (0)

21-23 თებერვალ ფონდ „სოხუმში" გაიმართა სამდღიანი ტრენინგი  თემაზე: "ოჯახური ძალადობის პრევენცია". მონაწილეობას ღებულობდა შერეული ჯგუფი - სხვადასხვა  ასაკის, სქესისა და პროფესიის ადამიანები, ამან ტრენინგი ბევრად უფრო საინტერესო და პროდუქტული გახადა.

ამ დღეების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის საკითხზე, კომუნიკაციასა და კონფლიქტის თეორიაზე, მიეღოთ ფსიქოლოგისა და იურისტის  რჩევები, ხმამაღლა გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება.

მუშაობისას გამოყენებული იყო  სხვადასხვა სახის მეთოდები: სიტუაციური ამოცანები,    ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოები. განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა ფორუმ-თეატრის ელემენტების მიმართ, როცა თავად ხდებოდნენ კონფლიქტის მონაწილენი, შეეძლოთ მისი შეჩერება და მართვა.

მონაწილეებმა სურვილი გამოხატეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნეს ჩართული მსგავს ღონისძიებებში. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა - "აქ მიღებული ცოდნის შემდეგ დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი თავის ცხოვრებას სხვანაირად შეხედავს და ეცდება, შეცვალოს იგი..."

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 187 | დაამატა: admin | თარიღი: 23.02.2011 | კომენტარი (0)

ქუთაისში, ფონდ „სოხუმში" ლიდერ გოგონათა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგი დაიწყო.  მონაწილეობდა 15 გოგონა 16-დან 27 წლამდე. ორდღიანი ტრენინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ქალთა ლიდერობა; კონფლიქტის არსი, ტიპები, კლასიფიკაცია; კომუნიკაცია; კონფლიქტის მართვა; თეორიულ მასალას თან ახლდა პრაქტიკული სავარჯიშოები.

მონაწილეთა შეფასებით ტრენინგზე კარგი სამუშაო ატმოსფერო შეიქმნა, ყველას ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, დისკუსიაში აქტიურად ჩართვის საშუალება.

დასასრულს მონაწილეებმა საშინაო დავალებაც მიიღეს: ოთხი დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ ესე - „მინდა გავხდე ლიდერი, იმიტომ რომ..."

მომდევნო შესარჩევი ტრენინგი გეგმის მიხედვით წყალტუბოში გაიმართება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 200 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2011 | კომენტარი (0)

- ლიდერთა სკოლამ გვასწავლა თვითშეფასება, საკუთარი შეცდომების აღიარება.

- ჩვენ უკვე ვიცით, რას ფიქრობენ ქალთა ლიდერობაზე ახალგაზრდები სენაკში, ფოთში, ხონში, ქუთაისში, რა პრობლემები აქვთ და რას აკეთებენ ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

 -  მთელი წლის განმავლობაში საკუთარ თავში ბევრი ცვლილება აღმოვაჩინე: გავიზარდე, თავისუფალი აზროვნება და საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა ვისწავლე.

- არაჩვეულებრივად იყო შერჩეული ტრენინგის თემატიკა, გვყავდა საუკეთესო ტრენერები,  პროდუქტიული და ნაყოფიერი მუშაობა გქონდა.

- ეს სიტყვები ლიდერ გოგონათა სკოლის ბოლო - გამოსაშვებ ტრენინგზე ისმოდა. ერთწლიანი პროგრამა დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში გოგონებმა მიღეს მნიშვნელოვანი თეორიული მასალები ქალთა ლიდერობაზე, ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებზე, პიარ-ტექნოლოგიების საფუძვლებზე, ზოგად მენეჯმენტზე...

დაეუფლნენ პრაქტიკულ მუშაობის მეთოდებს, ჩაატარეს სოციოლოგიური კვლევები საკუთარ ქალაქებში, ვორკშოპები, მრგვალი მაგიდები. აქტიური მონაწილეობა მიიღეს ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებმა მიიღეს დიპლომი, იმის დასტურად, რომ ისინი  ერთი წლის განმავლობაში ნამდვილად სწავლობდნენ ფონდი „სოხუმის"ლიდერ გოგონათა სკოლაში.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 312 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.12.2010 | კომენტარი (0)

ფონდ „სოხუმში" სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე - მონიტორინგი და ადვოკატირება. მონაწილეობდნენ აქტიური დევნილი ქალები ხონიდან, წყალტუბოდან, ქუთაისიდან,  რომლებიც ამავე ქალაქებში ჩატარებული შესარჩევი ტრენინგებიდან იქნენ არჩეულნი. მონაწილეთა აზრით, ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციული თვალსაზრისით:

- საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, გავეცანით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, - ამის  ცოდნა თითოეული ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანია.

- სიტყვა მონიტორინგი არაერთხელ გამიგია, მაგრამ მისი არსი არ მესმოდა, ტრენინგზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები მივიღეთ რა არის მონიტორინგი, როგორ ხდება მისი დაგეგმვა. რა არის გენდერული ანალიზი. ჩვენ თვითონ ვმონაწილეობდით ამ პროცესებში პრაქტიკული სავარჯიშოებით.

ტრენერთა შეფასებით ჯგუფი აქტიურობით გამოირჩეოდა, ისინი შეძლებენ თეორიული მასალების პრაქტიკულად გამოყენებას,რაც მომავალში მონიტორინგის  ჩატარებას გულისხმობს.    

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 259 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2010 | კომენტარი (0)

29-31 ოქტომბერს ბათუმში ლიდერთა სკოლის მორიგი ტრენინგი გაიმართა. პირველი დღე საშინაო დავალების განხილვას მიეძღვნა. როგორ ჩატარდა ვორკშოპები, რა პრობლემებს წააწყდნენ, რა გამოიკვეთა, რას მიაღწიეს - ამ შეკითხვების ირგვლივ გოგონებმა გულახდილად ისაუბრეს.

კომუნიკაციის  სახეები, კამპანიის დაგეგმვა, შიდა და გარე სტრატეგიები, ლიდერი ქალის პროფესიული იმიჯი, საქმიანი წერილები, სატელეფონო ზარები, მრგვალი მაგიდის დაგეგმვა - ტრენინგის თემატიკა მონაწილეებისთვის ახალი იყო, რამაც განაპირობა მისი საინტერესოდ წარმართვა.

- მოვისმინეთ ახალი თემები. გავეცანით კამპანიის დაგეგმვის  მეთოდებს. რომელიც შემდეგ პრაქტიკულად განვახორციელეთ, ყველა ჯგუფს საინტერესო იდეა ჰქონდა.

- ბევრი რამ წამიკითხავს ლიდერი ქალის იმიჯზე, მაგრამ ის, რაც ტრენინგზე მოვისმინე ბევრად მნიშვნელოვანი იყო. რამდენი რამე არ გვცოდნია.

- ჩემთვის საინტერესო იყო იმ მეთოდოლოგიის გაცნობა, რომელიც მრგვალი მაგიდის ჩატარებას ეხებოდა, რადგან ტრენინგის შემდეგ ჩვენი საშინაო დავალება სწორედ მრგვალი მაგიდის ჩატარებას გულისხმობს.

ტრენინგზე ყველა მონაწილეს ჰქონდა დისკუსიაში ჩართვის, საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 203 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2010 | კომენტარი (0)

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია იგპ ქალთა მობილიზაცია და მათი ადგილობრივ თემში ინტეგრაცია იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკის მონიტორინგის გზით, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგები ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში.

თითოეულ რეგიონში შერჩეულ იქნა 15 აქტიური ქალი.

ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი თემები: აქტივიზმი, მოხალისეობა, კომუნიკაცია...

ტრენინგის მეორე დღე ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს: ადვოკაცია, საკითხის შერჩევა, სტრატეგიის შემუშავება, მიზნები, ტაქტიკა, ხელისუფლებასთან დაკავშირება. რის შემდეგაც მონაწილეთა მიერ შემუშავებულ იქნა სამოქმედო გეგმის კონკრეტული ნიმუშები:

- ხონის №4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ქუთაისში იგპ-თა კომპაქტური ჩასახლების ცენტრებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, წყალტუბოში შიდა საქალაქო სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფა.

სამივე სამოქმედო გეგმა შერჩეულ იქნა პრიორიტეტების გათვალისწინებით. სამივე საკითხი გადაწყვეტადია, რაც ლობირებული უნდა იქნეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან.   

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 174 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2010 | კომენტარი (0)

პროექტის „მოძრავი სადისკუსიო კლუბებიმომავალი ჟურალისტების როლი დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციის პროცესში" ფარგლებში 23, 24, 28 და 29 სექტემბერს ფონდ „სოხუმში" ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ოთხდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემებზე:

1. ჟურნალისტის თვალით დანახული პრობლემა (დევნილთა ინტეგრაცია და ჟურნალისტის როლი);

2. ინდივიდუალური და კოლექტიური რესპონდენტები; ინტერვიუს აღების ხერხები;

3. დებატების წარმართვის ხელოვნება;

4. ინტეგრაციის პრობლემის გაშლა სხვადასხვა ჟანრში. წერის ხელოვნება.

ტრენინგში 12 სტუდენტმა (გოგონები და ვაჟები) მიიღო მონაწილეობა.

პროექტის მიზანია, დაეხმაროს დევნილ ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაში; მედიისთვის დევნილთა ინტეგრაციის თემა გახადოს პოპულარული და ახლობელი.

პროექტის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. მომდევნო ეტაპზე ახალგაზრდა ჯურნალისტენი სხვადასხვა ქალაქში ჩავლენ, დევნილ ახალგაზრდებს შეხვდებიან და მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებენ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 212 | დაამატა: admin | თარიღი: 29.09.2010 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 98
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0