16-დღიან კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ ლიდერთა სკოლის მონაწილენი.
ერთ-ერთმა მათგანმა ილონა ყურაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა წყალტუბოში, სანატორიუმგეოლოგში" ჩასახლებულ დევნილ ქალებთან.
ზოგიერთმა მათგანმა არაფერი იცოდა კამპანიის შესახებ და ამიტომაც მათი ინტერესი განსაკუთრებული იყო.
-მე არაერთ ამგვარ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა და დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ბევრი რამგავიგო . მიმაჩნია, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქალთა უფლებების დასაცავად და ძალადობის აღმოსაფხვრელად, -აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, სტუდენტმა ეთერ ხაჭაპურიძემ.
საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში, ხურჩაში, კოკსა და ნაბაკევში გაიმართა.
ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია კამპანიის მიმდინარეობის შესახებ. მონაწილეებს პოსტერები, კალენდრები, საინფორმაციო ფურცლები და სხვადასხვა სახის სახელმძღვანელო დაურიგდათ.
შეხვედრებზე ქალებმა აღნიშნეს: „ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საშუალება მოგვეცა შევუერთდეთ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო საერთაშორისო კამპანიას. ასეთი ტიპის კამპანიების ორგანიზებააუცილებელია, ყველამ ერთხმად უნდა ავიმაღლოთ ხმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად."
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ მობილიზატორთა ყოველ შეხვედრაზე დევნილებს ჩასატარებელი ღონისძიებებისა და კონსულტაციების შესახებამომწურავიინფორმაცია ეძლევათ.
მობილიზატორთა დახმარებით დევნილთა ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემა მოგვარდა(დევნილებით ჩასახლებული შენობების გარემონტება; ელექტროენერგიით მომარაგების, ნაგვის გატანისა თუ ტრანსპორტით გადაადგილების საკითხი).
ოქტომბერში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარადჭერის ცენტრებში მობილიზატორთა 56 შეხვედრა ჩატარდა.
„ამას ჩვენ არ გვასწავლიან მშობლები, არც სკოლა, არც ქუჩა, კარგია, რომცხოვრების ასეთ გაკვეთილებს შეხვედრებზე ვიღებთ."
- ჩვენ იშვიათად ვუფიქრდებით, რომ სხვასთან კონტაქტში, იმ მეორე მხარესაც აქვს თავისი კონკრეტული მიზანი. სხვა ადამიანი შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს მოლოდინს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მეორე მხარეს აქვს უფლება გულწრფელობას გულწრფელობითვე არ უპასუხოს; არ იყოს კეთილი, გულისხმიერი, გამგები. ჩვენი პრეტენზიები საკმაოდ გულუბრყვილო გამოჩნდება. ჩვენი სხვებთან ურთიერთობა ეფექტური იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ შევიგნებთ, რომ იმ მეორესაც აქვს უფლებები, - განმარტავსფსიქოლოგი.
ქალაქ ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ფსიქოლოგთან 8 შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრებს19-დან 63-წლამდე ასაკის 67 ქალი ესწრებოდა.
„არასწორ გენდერულ ღირებულებებს,ფუნქციებისა და მოვალეობების არასწორ გადანაწილებას, უსამართლო დამოკიდებულებას, დაპირისპირებებს ოჯახში პირდაპირ მივყავართ ძალადობამდე”, - ეს მოსაზრება დაფიქსირდახონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ დებატებზე („გენდერული ღირებულებები, ქალისა და მამაკაცის ფუნქციური როლები (ოჯახში ძალადობის კონტექსტში)”, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფსიქოლოგი, იურისტები, პედაგოგები, უფროსკლასელები, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ საზოგადოებაში გენდერული ღირებულებებისჩამოყალიბებამჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებასთან. დიდი როლი ეკისრება კულტურის განვითარებას, იმას, თუ რა ფასეულობებზე ხდება მოზარდი თაობის აღზრდა.დაფიქსირდა ფსიქოლოგის ინსტიტუტისა დასხვადასხვა სტრუქტურისხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზის მნიშვნელობა. მაგალითად, შს სამინისტროს დავალებით იქმნება საოჯახო კონფლიქტების ბარათები, რომელშიცოჯახებშიმომხდარი კონფლიქტები ფიქსირდება და რისკ-ფაქტორის მქონე ოჯახები იკვეთება. თუმცახდება ამ ინფორმაციის აკუმულირება, არადა ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურებისათვის და ამ ოჯახებთან მუშაობა. გამოიკვეთა თავშესაფრების აუცილებლობის საკითხი, სამართალდამცავები იძულებულნი არინ, შემოიფარგლონ ხელწერილით, რაც, როგორც მათ აღნიშნეს,იურიდიული ძალის არმქონეა.
შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, რომ ძალადობის ფაქტის გაშუქება უნდა მოხდეს ისე, რომ ეს ახალ პრეცენდენტად არ იქცეს სხვა მოძალადისათვის. მედიას, მსგავ თემებზე საუბრისას,ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება.
გოგონებთან ჩატარებული შეხვედრების თემა იყო:
„კომუნიკაცია და კომუნიკაბელური ურთიერთობანი ადამიანებს შორის".
შეხვედრებზე გამართულმა გულახდილმა საუბრებმა
ცხადყო, რომ აღნიშნული თემა გოგონებისათვის ძალიან საინტერესოა. თამუნა ფაცაცია (ხურჩა) თვლის: „თაობა,
რომლისთვისაც ურთიერთობა ადამიანებს შორის არის ინტერნეტი, სოციალური ქსელები,
მესიჯები, მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები აუცილებელია, რათა მეტი სითბო გამოვავლინოთ
ერთმანეთისადმი."
„საკუთარ
თავს ყოველთვის კომუნიკაბელურ ადამიანად მივიჩნევდი, მაგრამ ზოგჯერ უხეშობა
გამომდიოდა. ტრენინგებისა და ვორკშოპების შემდეგ მივხვდი, რომ კომუნიკაბელურობასა
და თავხედობას შორის დიდი განსხვავებაა. ახლა ურთიერთობებში უფრო მშვიდი და
დაკვირვებული ვარ,"-ირინა ფუტკარაძე (წყალტუბო).
პროექტის ფარგლებში ოქტომბერშიოთხი შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში, წყალტუბოში,
ხონსა და ხურჩაში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სამოცდასამმა გოგონამ.
ფონდი „სოხუმის"ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ( ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი და სოფელი ხურჩა (ზუგდიდის რაიონი) მობილიზატორები სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციას „ქალები განვითარებისათვის" დასამ სასოფლო თემს ეწვივნენ.
ვიზიტის მიზანი იყო აღნიშნული არასამთავრობო ორგანზაციისა და სასოფლო თემთა მუშაობის გამოცდილების შესწავლა. მობილიზატორები გაეცნენ ორგანიზაციის მუშაობის მიმართულებებს: მშვიდობის შესწავლა, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება; თემთა ჯანდაცვა და განვითარება.
პირველი შეხვედრაარასამთავრობო ორგანიზაციის „ ქალები განვითარებისათვის" ოფისში შედგა. მობილიზატორებმა დაათვალიერეს სოფლების-გოგოვითის, ტოროსგიუხისა და ცოგომარგის სათემო ცენტრები. საინტერესო იყო ორგანიზაციის ახალგაზრდებთან, კონკრეტულადგოგონებისა და ბიჭებისჯგუფებთან ცალ-ცალკე ჩატარებული მუშაობის გამოცდილება; ასევე სასოფლო თემების ინიციატივები.
ფონდ „სოხუმის" მობილიზატორები მზად არიან, შეხვედრებისას მიღებული გამოცდილებები თავიანთი ცენტრების მუშაობაში დანერგონ.
თბილისში, საკონფერენციო დარბაზ "ჯაზუში" საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე „ქალები დემოკრატიული არჩევნებისათვის". შეხვედრის ორგანიზატორმა - მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ქალბატონმა მარიამ ცაცანაშვილმა მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის თანახმად,ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი არჩევნებში დაბალია,მაღალმთიან რეგიონებში ის 5-10 პროცენტს არ აღემატება.
შეხვედრის მონაწილეები ქალთა პასიურობას საარჩევნო პროცესებში სხვადასხვა მიზეზით ხსნიან - ოჯახური მდგომარეობა, საარჩევნო უბნამდე გადაადგილების პრობლემა, სტერეოტიპი - რა უნდა ქალს არჩევნებზე და სხვა.
შეხვედრას სტუდენტები და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - ფონდი „სოხუმი", „უნივერსიტეტელი", ქალთა საინფორმაციო ცენტრი, „ბაზალეთი", „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ესწრებოდნენ.
მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი სამომავლოდაც აპირებს.
ვინაიდან სექტემბერი სკოლასთან და მოსწავლეებთან ასოცირდება, ქალებისაგან წამოვიდა შეკითხვები შვილების აღზრდასთან დაკავშირებით.
ფსიქოლოგის აზრით, მშობელთა ნაწილი თვლის, რომ შვილი მათი საკუთრებაა, ხოლო ფიზიკური დასჯა- აღზრდის ადეკვატური საშუალება. მშობელს რომ შეეძლოს წარმოიდგინოს, თუ როგორ იძაბება ბავშვის შინაგანი ორგანოები ფიზიკური დასჯისას, ამას არასდროს იზამდა. როცა მშობელს არ ყოფნის ძალა, არა აქვს საკმარისი შინაგანი სიახლოვე ბავშვთან, ისადგურებს „პედაგოგიური უძლურება", რომელიც გადადის ძალადობაში.
ფსიქოლოგმა ქალებს შეახსენა, რომ დასჯა ერთგვარი გაკვეთილია:„ თუ დასჯა სასტიკია, შეიძლება ბავშვმა შემდეგი დასკვნა გამოიტანოს:„ არ ვუყვარვართ".
მშობლის ვალია, შვილს ასწავლოს და თუმოთმინება, გულმოწყალება ბავშვებისადმი მათ ხშირად არ ყოფნით,საზოგადოებისაგან რას უნდა ველოდოთ?" ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა)ჩატარდა ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები ფსიქოლოგთან,რომლებსაც ესწრებოდა17-დან 55-წლამდე ასაკის 113 ქალი.
მობილიზატორთა შეხვედრებმა ქალები უფრო გახსნილები გახადა, მოიხსნა უნდობლობა (მობილიზატორთა დიდი ძალისხმევითა და საკრებულოს თავმჯდომარის აქტიური მხარდაჭერით სენაკში გადაიჭრა წყლით მომარაგების, დასუფთავების საკითხი; ასევე, მოგვარდა მუზეუმის შენობაში ჩასახლებულ დევნილთა მეზობლური კონფლიქტი).
მობილიზატორთა ყოველ შეხვედრაზე ქალებს ეძლევათ ინფორმაცია კონკრეტული ქალაქების ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩასატარებელი კონსულტაციებისა და სხვა სახის ღონისძიებათა შესახებ.
სექტემბერშიქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერისცენტრებში მობილიზატორთა 56 შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ სხვადასხვა სახის საინფორმაციო ლიტერატურა.
„უარყოფითი ემოციები, რა ზეგავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე",- ფსიქოლოგის მიერ ამ თემაზე გამართულმა საუბრებმა ქალებში აღძრა ინტერესი, აეხსნათ, თუ საიდან მოდის ამდენი უარყოფითი ემოცია, რომელიც აიძულებს თავი შებოჭილად იგრძნონ. „შიში და ბრაზი გვიპყრობს და ჩვენი ყურადღება ფოკუსირდება იმაზე, რომსასწრაფოდ თავდაცვაზე უნდა გადავიდეთ. უარყოფითი ემოციები კეტავენ ჩვენი შემეცნებისველს, რადგან ის მძიმეა და სულს უფრო ადვილად იპყრობს,"-ასკვნიან ქალები.
ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში, რომლებშიც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, გაიმართა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდა 18-დან 58- წლამდე ასაკის 79 ქალი.
რეპროდუქტოლოგებთან შეხვედრებზე დასწრების მსურველ ქალთა რიცხვი არ იკლებს. ექიმი-რეპროდუქტოლოგები საკითხით დაინტერესებულ თითოეულ ქალბატონს გულდასმით უსმენენ და შეკითხვებზე ამომწურავად პასუხობენ.
სექტემბერში შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოს, ხონისა და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. განიხილებოდა შემდეგი კონკრეტული თემები: „ორსულობა და მასთან დაკავშირებული საკითხები"; „სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები"; „შაქრიანი დიაბეტი". შეხვედრებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკის დევნილი და ადგილობრივი ქალები.
აღსანიშნავია ისიც, რომ სენაკში გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი თვეში ერთხელ სამ ქალს უფასო კონსულტაციას უტარებს.
რეპროდუქტოლოგები ყველა შეხვედრაზე ურჩევენ ქალებს,გინეკოლოგიური შემოწმებები მუდმივად გაიარონ, რადგანქალებში სხვადსხვა სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
სექტემბრის თვეში ჩატარებული გოგონათა შეხვედრების თემა იყო-ძალადობისაგან თავდაცვის მექანიზმები. შეხვედრებითვის დასაწყისში შედგენილიმოდულის მიხედვით მიმდინარეობდა.
ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის თემა გოგონებისათვის ახალი არ არის: „თაობები იცვლებიან, საზოგადოებაც სხვანაირად განიხილავს ძალადობის თემას. ძალადობა ყოველთვის იყო განსჯის საგანი, მაგრამ არა ასეთი მასშტაბით ,"-ითქვა შეხვედრებზე.
„ჩემს ნათესავს ქმართან დიდი პრობლემები ჰქონდა. მან პატრულს განცხადებით მიმართა, რის გამოც ოჯახის წევრები გაუნაწყენდნენ და დიდხანს ხმას არ სცემდნენ;"
„ახლახან ჩემმა მეზობელმაც გამოიძახა პატრულიმოძალადე ძმის გამო. მას მეზობლებიც გვერდით დაუდგნენ. აქედან ჩანს, რომ საზოგადოების მიდგომა ძალადობის პრობლემისადმიშეიცვალა,"- კლუბის გოგონებსმაგალითები მოჰყვთ.
სექტემბრში ( წყალტუბოში, ხონში, სენაკსა და ფოთში) კლუბის ოთხი შეხვედრა ჩატარდა, მასში ორმოცდათოთხმეტი გოგონა მონაწილეობდა.
13-14 სექტემბერს ქუთაისში ჩატარდა ხუთი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები. შეხვედრა გაიმართა აშშ-ს საელჩოს პროგრამის „იგპ ქალთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის" მონიტორების მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილები ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიური ცენტრიდან, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა მოიწონეს ქუთაისის საკრებულოში ჩატარებული მრგვალი მაგიდის რეკომენდაციები. გამოითქვა ეჭვიც: „ იქნებ, საკრებულომ არ დაამტკიცოს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოთაღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას".
დიდი ინტერესი გამოიწვია რეკომენდაციამ საშუალო ასაკის დაუსაქმებელ ქალთა პროფესიული გადამზადების შესახებ.
12-14 სექტემბერს წყალტუბოში ხუთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები. შეხვედრა ჩატარდა პროექტის: „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს აშშ-ს საელჩო.
ფონდი „სოხუმის" მონიტორებმაწყალტუბოს სანატორიუმებში ჩასახლებულ დევნილებს გააცნეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები ( სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში) და საკრებულოში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შედეგად მიღებული რეკომენდაციები.
მონაწილეებმა ერთსულოვნად მიუთითეს: „ასეთი შეხვედრები მოსახლეობასა და საკრებულოს შორის ინფორმაციების გაცვლას უწყობს ხელს".
12-დან 14 სექტემბრის ჩათვლით ხონში ჩატარდა ხუთი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ხონის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები.
შეხვედრა გაიმართა პროგრამის „იგპ ქალთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში. პროექტი დააფინანსა ამერიკის საელჩომ.
ფონდი „სოხუმის" მონიტორი ქალების მიერ ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილები ხონის სამხედრო დასახლებიდან. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა წამოაყენეს წინადადებები:
1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაითვალისწინოს სამხედრო დასახლების სასმელი წყლით მომარაგების 12 საათიანი გრაფიკი; უზრუნველყოს სასმელი წყლის ხარისხი.
2. გათვალისწინებულ იქნას უფასო სამედიცინო გამოკვლევა 6 თვეში ერთხელ სამხედრო დასახლების იმ პირთათვის, რომლებიც ახლოს არიან სიღარიბის ზღვართან, მაგრამ სამედიცინო დაზღვევის პოლისი არა აქვთ.
3.ხონის სამხედრო დასახლებაში მომრავლდნენ მაწანწალა ძაღლები, რაც საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მათი აცრების ან იზოლაციის საკითხი.