კლუბები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 24.05.2012, 14:55
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

შეხვედრის თემა: ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირება. ადგილობრივი ბიუჯეტი და სოციალური პროგრამები.

მის განხილვაში ქალები აქტიურად ჩაერთნენ. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ადვოკატირების ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოზე.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდა -  ჯგუფმა წყალტუბოში მცხოვრები ხანდაზმული, აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგი ქალბატონების ღვაწლის აღნიშვნა გადაწყვიტა და ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა.

ადვოკატირების  ჯგუფის წევრების თქმით, საკრებულომ მათ წინადადებას მხარი დაუჭირა და ერთგვარად მივიწყებულ პედაგოგებს ერთჯერადი  200-ლარიანი დახმარება გადაეცემათ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)



კატეგორია: კლუბები | ნანახია: 31 | დაამატა: moderatori | თარიღი: 17.02.2012 | კომენტარი (0)


შეხვედრის ოცმა მონაწილემ - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა პარკირების პრობლემა წამოჭრეს. ითქვა, რომ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია)  არ არის მანქანების სადგომი, იქმნება საცობები, რაც საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეთ.

კლუბზე ქალაქის დასუფთავების საკითხიც დაისვა: „მართალია, დასუფთავების სამსახური სამუშაოს ყოველდღიურად ასრულებს, მაგრამ მცირე ზომის ნაგვის ყუთები დისკომფორტსა და ანტისანიტარიას ქმნის". შეხვედრის მონაწილეთა აზრით,  საჭიროა  უფრო დიდი ზომის ნაგვის ურნების დადგმა.

 ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტები, ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფის წევრები მოამზადებენ  საცობებისა თუ  დანაგვიანებული ტერიტორიის ამსახველ ფოტომასალას, შეაგროვებენ მოსახლეობის ხელმოწერებს და ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართვენ. პრობლემის გადაწყვეტაში  ადგილობრივი გაზეთი „ალიონიც" ჩაერთვება.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 99 | დაამატა: moderatori | თარიღი: 15.02.2012 | კომენტარი (2)

ხონის სამხედრო დასახლებაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა     წყლით მომარაგების საკითხი დასვეს: „ხონის სამხედრო დასახლების დევნილებს, მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი ფართები გაურემონტდათ და დაუკანონდათ, წყალი მხოლოდ ერთსაათიანი გრაფიკით მიეწოდებათ. ისინი წყალს ჭებიდან ეზიდებიან. უწყლობა ანტისანიტარიას იწვევს და ადამიანთა ჯანმრთელობას უქმნის პრობლემებს".

 კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა მოსახლეობის წყლით მომარაგების პრობლემა ხონის საკრებულოსა და რეგიონულ მედიაში დასვა.

 აღნიშნული პრობლემის გარშემო  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესარიონ ჭელიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: ადგილობრივი მთავრობა შეეცდება უახლოეს მომავალში მასახლეობისთვის წყლის მიწოდების გრაფიკი გააუმჯობესოს".

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 179 | დაამატა: admin | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეთა განსაკუთრებული ყურადღება ბიუჯეტის სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებმა მიიქცია: „ეს ის სფეროებია, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან მისი უდიდესი ნაწილი დაუსაქმებელია; ძნელად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა).

კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა საბავშვო ბაღებში არსებული მაღალი გადასახადის საკითხი წამოჭრა ( აღინიშნა, რომ შეღავათებით მხოლოდ დევნილები და  მრავალშვილიანი ოჯახები სარგებლობენ).

შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემის  გადაჭრისათვის ადვოკატირების ჯგუფმა ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართავს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 42 | დაამატა: admin | თარიღი: 06.02.2012 | კომენტარი (0)

 

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა „სასწავლო ცენტრში" მცხოვრებ დევნილთა პრობლემები განიხილეს:   „კომპაქტურ ჩასახლებაში ავტოფარეხების აღებამ -  ეზოს დაბინძურება, დაჭაობება გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. არის შემთხვევები, როდესაც ჭაობში ბავშვები და მოხუცები ვარდებიან, მცირე სახის ფიზიკურ დაზიანებებსაც ჰქონდა ადგილი",-ითქვა შეხვედრაზე.

კლუბის წევრებმა, აღნიშნული პრობლემის უახლოეს მომავალში გადაჭრის მიზნით, ქალაქის მერიას განცხადებით მიმართეს.

პროექტის ასისტენტმა მონაწილეებს გააცნო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებული 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე,  ცვლილება ორგანულ კანონში  („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ"): „ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის  ეყოლება სულ მცირე 2 ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით."  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, ყველა ის ცვლილება, რომელიც კანონშია ჩადებული ქალთა გააქტიურებასა და გენდერულ ბალანსზე დადებითად იმოქმედებს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 67 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2012 | კომენტარი (0)

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებულ 2012-2015  წლების სამოქმედო გეგმას. ასევე, ცვლილებას ორგანულ კანონში - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", კერძოდ, ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ ათ კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე ორი ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე 10% -ის ოდენობით დანამატს.

 ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების აზრით, ორგანულ კანონში ცვლილებები გენდერული ბალანსის სრულყოფას შეუწყობს ხელს.

 კლუბის შეხვედრაზე აქცენტი ქუთაისში, 17-18 იანვარს ჩატარებულ ტრენინგზე გაკეთდა: „ტრენინგმა თემაზე -ადვოკატირება-სამოქალაქო ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალება" -  დიდი ცოდნა შეგვძინა. შევისწავლეთ ის მეთოდები, რომლებიც პრობლემების წარმატებულად გადაჭრაში დაგვეხმარება". - აღნიშნა კლუბის წევრმა  მარი პაპიძემ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 42 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2012 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის" მიერ  ადვოკატირების თემაზე ჩატარებული ტრენინგის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს განსახლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხაზი გაესვა იმას, რომ განსახლების პროცესი უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. დევნილთა ნაწილი კმაყოფილია, ნაწილი კი  შეჩვეული გარემოს შეცვლას ძალიან განიცდის.

 განსახლების ადგილიდან, სადაც რამდენიმე ათეული ოჯახი ჩაასახლეს, დანიშნულია სამარშრუტო ტაქსი, მაგრამ გზა ავარიულია და ტრანსპორტი ხშირად გამოდის მწყობრიდან.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა განსახლების ადგილიდან ცენტრალურ გზამდე მონაკვეთის მოწესრიგებაზე გადაწყვიტა მუშობა.

შეხვედრის ბოლოს ითქვა ინიციატივაზე: განაცხადი შეიტანონ წყალტუბოს საკრებულოში ხანდაზმული პედაგოგებისათვის ქალთა დღის მილოცვის თაობაზე.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 28 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2012 | კომენტარი (0)

შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა,  ოცდაათამდე დევნილი თუ ადგილობრივი ქალი დაესწრო

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლი სამოქმედო გეგმის შესახებ.

პროექტის ასისტენტმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს გააცნო ორგანულ კანონში ( „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ) მიღებული ცვლილება, კერძოდ, ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე 2 ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10 პროცენტის ოდენობით. ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, კანონში ჩადებული ცვლილებები ქალთა აქტიურობასა და შესაბამისად გენდერულ ბალანსზე პოზიტიურად აისახება.

 დასასრულს გიმნაზიის დირექტორმა, ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერმა ქალბატონმა მანანა ნაჭყებიამ მონაწილეებს პალესტინასა და ბეთლემში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 34 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2012 | კომენტარი (0)

 

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები;

შეხვედრის მონაწილეებმა წყალმომარაგების სისტემაში არსებულ პრობლემებზე  ისაუბრეს (არის უბნები, სადაც მაღალი სართულების მცხოვრებთ წყალი არ მიეწოდებათ იძულებულნი არიან ტუმბოებით ისარგებლონ), გადასახადის გადახდა კი სრული განაკვეთით უწევთ.

 შეთანხმდნენ, პირველ რიგში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების საკითხზე იმუშავებენ. ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფთან ერთად მუშაობაში მოწვეული სტუმრებიც ჩაერთვებიან.

 ზაზა ხელაძემ ხაზი გაუსვა ქუთაისის წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებს და კლუბის ადვოკატირების ჯგუფს აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დახმარება აღუთქვა.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 29 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2012 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე დაისვა წყლით მომარაგების საკითხი. ვინაიდან მოსახლეობას წყალი დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათით მიეწოდება,  ადვოკატირების ჯგუფი თებერვალში წყალმომარაგების პრობლემაზე იმუშავებს.

შეხვედრაზე დევნილთა განსახლების საკითხებზეც გაიმართა დისკუსია.

პროექტის ასისტენტმა კლუბის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ორგანულ კანონში („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ") შეტანილ ცვლილებებზე, კერძოდ, ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ ათ კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე ორი ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე  10%-ის ოდენობით დანამატს.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სახის ცვლილებები  ქალთა პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურობის ზრდას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 25 | დაამატა: admin | თარიღი: 24.01.2012 | კომენტარი (0)

გაზეთ „ხობის მოამბის" რედაქციაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები („ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე 2 ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით") და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებული 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები აღნიშნულ ცვლილებებს მიესალმებიან, მათი თქმით, აღნიშნული ცვლილებები პოლიტიკაში ქალთა სიმრავლეს შეუწყობს ხელს.

მანანა შულაიამ, ნაირა ბერაიამ და ნინო კემულარიამ დამსწრეთ ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებული ტრენინგის შთაბეჭდილებები გაუზიარეს. ადვოკატირებისა და ლობირების თემაზე ჩატარებულმა ორდღიანმა ტრენინგმა მონაწილეთა  ცოდნა გააღრმავა. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი სწავლებები  ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების უკეთ გადაჭრაში დაეხმარებათ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 19 | დაამატა: admin | თარიღი: 24.01.2012 | კომენტარი (0)

გაზეთ „ხობის მოამბის" რედაქციაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები („ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე 2 ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით") და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებული 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები აღნიშნულ ცვლილებებს მიესალმებიან, მათი თქმით, აღნიშნული ცვლილებები პოლიტიკაში ქალთა სიმრავლეს შეუწყობს ხელს.

მანანა შულაიამ, ნაირა ბერაიამ და ნინო კემულარიამ დამსწრეთ ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებული ტრენინგის შთაბეჭდილებები გაუზიარეს. ადვოკატირებისა და ლობირების თემაზე ჩატარებულმა ორდღიანმა ტრენინგმა მონაწილეთა  ცოდნა გააღრმავა. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი სწავლებები  ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების უკეთ გადაჭრაში დაეხმარებათ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 21 | დაამატა: admin | თარიღი: 23.01.2012 | კომენტარი (0)

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ქალაქის მერიაში შედგა.

კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ  ადგილობრივ თვითმმართველობას სასმელი წყლის, სადაზღვევო პოლისებისა და ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა. მიუხედავად პრობლემების სიმწვავისა, მათი გადაჭრისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრები გაეცნენ  ინფორმაციებს - რეზოლუცია 1325 - სამოქმედო გეგმა და ცვლილება კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დოკუმენტების ფართო საზოგადოებისათვის  გაცნობა  აუცილებელია და მნიშვნელოვანი.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 47 | დაამატა: admin | თარიღი: 16.01.2012 | კომენტარი (0)


ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს - ადვოკატირების  ხუთკაციანმა ჯგუფმა კლუბზე დასმული  საკითხების ( ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის ჩართვით) გადაჭრის სტრატეგიაც შეიმუშავა.

 შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა წარმატება მიულოცეს კლუბის აქტიურ წევრს, ოლგა კიკავას, რომელმაც პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა  და მოზარდთა აღზრდისადმი შემოქმედებითი და პროფესიული მიდგომისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.

 დასასრულს, კლუბის წევრებმა ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.



კატეგორია: კლუბები | ნანახია: 35 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.12.2011 | კომენტარი (0)

შეხვედრაზე ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი ოცი ქალი შეიკრიბა. დაისვა მე-11 ბაგა-ბაღის საკითხი. „მეთერთმეტე ბაგა-ბაღს წყალი არ მიეწოდება, რაც  ანტისანიტარიას იწვევს  და მოსამსახურე პერსონალს ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის", - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 აფხაზეთიდან დევნილმა ფატიმა ლაკერბაიამ  დასუფთავების საკითხი წამოჭრა, ითქვა, რომ დევნილთათვის ახალაშენებული კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები დანაგვიანებულია.

 შეხვედრის მონაწილეებმა გაზიფიცირების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება. „სოკარჯორჯიას" წარმომადგენლის (სოფო ბილიხოძე) თქმით, ფოთში მხოლოდ ერთი ქუჩაა გაზიფიცირებული, უახლოეს მომავალში კიდევ 5 ქუჩის გაზიფიცირება იგეგმება.

აღნიშნული პრობლემები შეხვედრაზე კლუბის წევრებმა საკრებულოს წევრ დარეჯან ცხვიტარიას წარუდგინეს. ქალბატონ დარეჯანის თქმით, მოსახლეობის პრობლემებს ადგილობრივი მთავრობა ეტაპობრივად აგვარებს, ზემოთაღნიშნულზე რეაგირებაც  დროულად მოხდება.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 55 | დაამატა: admin | თარიღი: 21.12.2011 | კომენტარი (0)


შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კლუბში ადვოკატირების, საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის სამუშაო ჯგუფების შექმნა. 

კლუბზე ისევ გამახვილდა ყურადღება ქალაქში არსებულ პრობლემებზე (ტრანსპორტის განრიგის მოუწესრიგებლობა,  წყლის გადასახადების არასწორი დარიცხვა, მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესების საკითხი).

„სასიხარულოა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობა გრძელდება. ის ხელს შეუწყობს ქალთა შორის ინფორმირებულობის ზრდას, ადვოკატირების თვალსაზრისით კლუბის გააქტიურებას. ქალბატონებმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ თავიანთი ქალაქისა თუ დასახლების პრობლემების მოგვარებაში,"-აღნიშნა კლუბის შეხვედრაზე თეონა გოგიშვილმა (სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების რეგიონული კოორდინატორი).

 



კატეგორია: კლუბები | ნანახია: 35 | დაამატა: moderatori | თარიღი: 20.12.2011 | კომენტარი (0)

 30 აქტიური ქალი შეიკრიბა ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბში, რათა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები კიდევ ერთხელ განეხილათ. კლუბის წევრმა ციცი კუპრაძემ აღნიშნა, რომ  ხშირია მიგრაცია უმუშევრობის მიზეზით, მიგრანტთა უმეტესობა კი ქალია.

კლუბზე ისევ შეირჩა ორი მათგანი: წყლით მომარაგებისა (არის ქუჩები, სადაც მოსახლეობა მხოლოდ ჭის წყლით მარაგდება) და ტრანსპორტით მომსახურების საკითხი ( ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს).

 კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი აღნიშნული პრობლემების დასმას ადგილობრივ თვითმმართველობაში ისევ გეგმავს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 53 | დაამატა: admin | თარიღი: 15.12.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 ... 11 12 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 99
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0