აქციები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ოთხშაბათი, 23.05.2012, 06:00
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » აქციები

 

ზუსტად სამ საათზე ჩაერთო ხობი 16-დღიან კამპანიაში, რომლის წლევანდელი სლოგანია „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე!"

აქციის მონაწილენი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის წინ შეიკრიბნენ ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის თაოსნობით.

აქციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალთა უფლებების დაცვის გლობალური მოძრაობის მნიშვნელობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ძალადობრივი მენტალიტეტის გარდაქმნისათვის.

აქციას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელი სალომე ქაჯაია.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 51 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011 | კომენტარი (0)

 

12 საათზე ფონდმა „სოხუმმა" პრეს-ბრიფინგი გამართა.

რეგიონული თუ რესპუბლიკური მასმედიის წარმომადგენლებისათვის გასაგები იყო ფონდში შეკრების მიზეზი, რადგან ჟურნალისტებმა მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კარგად იციან, რას ნიშნავს 25 ნოემბერი და 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

შეკრებილთ გადაეცა კამპანიის ატრიბუტები და კალენდარული გეგმა. ყოველმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეობას მიიღებს და გააშუქებს მედიაში სხვადასხვა ღონისძიებას.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 95 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011 | კომენტარი (0)

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთობლივი მონდომებით ხონის ცენტრში 40-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

ხალხმრავალი აქციით გამოეხმაურნენ საერთაშორისო კამპანიას ხონში მცხოვრებნი, მათ შორის დევნილები. მათ აერთიანებთ მისწრაფება - ბოლო მოეღოს ასე გავრცელებულ ძალადობას ქალთა მიმართ.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 45 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011 | კომენტარი (0)

 

აქცია ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორგანიზატორობით ჩატარდა,  მაგრამ მან გააერთიანა ზუგდიდში მოქმედი ქალთა ორგანიზაციები: ასოციაცია „მერკური", „იმედი", სამეგრელოს გენდერული ქსელი, „სამეგრელო-მედეა".

მასში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიის თანამშრომლებმა, ჟურნალისტებმა რადიო „ათინათიდან" და TV - მაესტროდან.

აქციას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ,  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შიდსით დაავადებულთა ფონდის მხარდაჭერა, რადგან 16-დღიანი კამპანიის ერთი დღე - 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 45 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011 | კომენტარი (0)


წყალტუბოში, ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლების მიერ აქცია ყოველწლიურად ტარდება.

ამჯერად  ქალაქის ცენტრალურ პარკში  დაიწყო სამ საათზე  და ერთი საათი გაგრძელდა.

აქციის მონაწილე იყო 30 მეტი ადამიანი - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ლიდერთა სკოლის გოგონები და ის ქალბატონები, რომლებიც  ესწრებიან ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ ღონისძიებებს.

აქციაზე მობრძანდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები.

აქციის დროს დარიგებულმა საინფორმაციო მასალებმა (პოსტერი, ბუკლეტი, კალენდარი) და მოწოდებებმა - დააინტერესა არა მარტო ქალები, არამედ ახალგაზრდა მამაკაცებიც.

 


კატეგორია: აქციები | ნანახია: 42 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2011 | კომენტარი (0)


საერთაშორისო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ფოთიც აქტიურად გამოეხმაურა.

„ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია!"

„ქალს უფლება აქვს, იცხოვროს ძალადობის გარეშე!"

ამ მოწოდებებთან ერთად აქციის მონაწილე 25 ქალს ხელში ეჭირა პოსტერები ფონდი „სოხუმის" ტრადიციული სლოგანით „ძალადობა ბოროტებაა!"

აქციას შემოუერთდნენ გამვლელები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

აქციის ყველა მონაწილემ გაიზიარა კამპანიის არსი, რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ოჯახში მშვიდობის დამყარებას უკავშირდება.

 


კატეგორია: აქციები | ნანახია: 47 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2011 | კომენტარი (0)


16-დღიანი კამპანიის პირველი დღე ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიც აქციით აღინიშნა. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან ქალებმა ვერ შეძლეს გადმოსვლა, ამიტომ სოფლის ცენტრში მხოლოდ ხურჩელი ქალები შეიკრიბნენ.

თუმცა აქ ყველაზე მცირერიცხოვანი აქცია მოეწყო, მან მაინც მიაღწია მიზანს - განაგრძო ის მენტალური ცვლილებები, რომელთაც ფონდი „სოხუმის" ღონისძიებები უწყობს ხელს.

„ქალს უფლება აქვს, იცხოვროს ძალადობის გარეშე!" - ეს მოწოდება განსაკუთრებულ ძალას იძენს საზოგადოებაში, სადაც ქალი ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი. 

 


კატეგორია: აქციები | ნანახია: 37 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2011 | კომენტარი (0)

 ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ბათუმის დრამატული თეატრის წინ ჩატარებულ აქციაში მონაწილეობდნენ ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. აქციას ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეებს დაურიგდათ ფონდ „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები.

მონაწილეთა განსაკუთრებული ყურადღება  მიიპყრო აქციის მთავარმა ლოზუნგმა - „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე" და აქციის მთავარმა ატრიბუტმა - ცისფერმა შარფმა, რომელიც საჩუქრად გადაეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელ ქალბატონებს.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 52 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2011 | კომენტარი (1)


31 ოქტომბერი. მოსაღამოვდა. ქუთაისში, ფონდი „სოხუმის" სკვერში, რომელიც 25 ნოემბრის სახელს ატარებს, ქალები შეიკრიბნენ.

ყველას მწვანე ლენტი ეკეთა და ანთებული სანთელი ეჭირა. სანახაობა თითქოს რომანიტიკულს ჰგავდა, მაგრამ რომანტიკისაგან შორს იყო.  საერთაშორისო აქციის შინაარსი „არ არის ქალი - არ არის მშვიდობა!"

ერთ-ერთი მოწოდება ავღანელი ქალების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა, რადგანაც მათ, როგორც ყველა ქალს, უფლება აქვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში.

აქცია 31 ოქტომბერს - გაეროს რეზოლუცია 1325-ის მიღების დღეს გაიმართა. რეზოლუციის მიღებიდან 11 წელი გავიდა, მაგრამ ქალთა პოტენციალი კვლავაც გამოუყენებელი რჩება პოლიტიკაში, სამშვიდობო პროცესებში...

„ავამოქმედოთ რეზოლუცია 1325 - მშვიდობისა და თანასწორობისათვის" - აქციის მეორე მოწოდება მესიჯია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს უშლის ქალის ჩართვას საქვეყნო საქმეებში.

ერთსაათიანმა აქციამ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მნიშვნელოვანი იყო მისი რეზონანსი მასმედიის საშუალებით (რეპორტაჟები გადასცა ტელეკომპანია „რიონმა", პირველმა არხმა და „იმედმა", რადიო „თავისუფლებამ").  

31 ოქტომბერს აქცია ერთდროულად ჩატარდა წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ხურჩაში, სენაკში, ფოთში.

თითქმის ყველგან წვიმდა, მაგრამ ქალები ერთი საათის განმავლობაში მაინც არ დაშლილან.

ორასამდე ქალმა კიდევ ერთხელ გამოხატა ერთსულოვანი მხარდაჭერა საერთაშორისო ქალთა მოძრაობისადმი, რომლის მთავარი მიზანია მშვიდობა და  თანასწორობა.  

 


კატეგორია: აქციები | ნანახია: 309 | დაამატა: moderatori | თარიღი: 01.11.2011 | კომენტარი (1)

26 ივლისს ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ჩავიდნენ ვანის კურორტ „ამაღლებაში". მათ ხანძრის შედეგად დაზარალებული  აფხაზეთიდან დევნილი  12 ოჯახი მოინახულეს.  

დევნილებს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაეცათ ტანსაცმელი, სათამაშოები, მსუბუქი საბნები, ჰიგიენის საშუალებები( საპონი, შამპუნი და სხვა). აღნიშნული  დახმარება დევნილთათვის  არასამთავრობო ორგანიზაცია - „WORLD VISION"-მა (ქუთაისის ფილიალი - დავით ჩხობაძე) გამოყო.

სააქციო საზოგადოება „ორგტექნიკამ" დაზარალებულ 12-ივე ოჯახს საჩუქრად გაუგზავნა სხვადასხვა სახეობის „კავკასიური ელიტური ჩაი".

დევნილები მადლიერებას გამოხატავენ იმ სამთავრობო თუ არასამთავრობო  სტრუქტურების მიმართ, რომელთაც დიდი ყურადღება და სითბო გამოიჩინეს(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სოროსის ფონდი  და ფონდი „სოხუმი", WORLD VISION).

აღსანიშნავია, რომ  ჯერ კიდევ უმძიმესია ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა-ისინი დევნილ ოჯახებს აფარებენ თავს, რამდენიმე მათგანი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.

დევნილები, მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა,  ხვალინდელი დღის იმედს არ კარგავენ: მათ უკვე დაათვალიერეს ფოთში დევნილთათვის აშენებული ბინები. ვარაუდობენ, რომ მათი განსახლება ფოთში უახლოეს მომავალში-აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 105 | დაამატა: admin | თარიღი: 26.07.2011 | კომენტარი (0)

 
 

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი საერთაშორისო - საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

 მიმდინარე წელს კამპანიის 20 წლისთავი აღინიშნება. კულტურულ ჰუმნიტარული ფონდი „სოხუმი" ყოველწლიურადაქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კამპანიაში.

 კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, ზუგდიდში, ხობში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, ოზურგეთში,სენაკში გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მდუმარე აქციები სლოგანით - „ძალადობა ბოროტებაა!"

 

ქუთაისი

 ქუთაისში აქცია ზუსტად 13 საათზე დაიწყო. ფონდმა „სოხუმმა" შეფობა აიღო ქუთაისის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერზე, რომელსაც ფონდის ინიციატივით „25 ნოემბრის სკვერი ეწოდა".

 კამპანიის ფარგლებში სწორედ ამ სკვერში გაიმართა მდუმარე აქცია, სადაც შეიკრიბნენ ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები, აქტივისტები, ლიდერი ქალები, მცირე მეწარმეები...

 თეთრ მაისურებში გამოწყობილი ქალთა დუმილი სლოგანებმა გაახმოვანა: „გავერთიანდეთ  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!" „წინ აღუდგეთ ძალადობას!" დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, კამპანიის ამსახველი პოსტერები.

აქციაზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რიონის", „მეგა - TV-ს" გადამღები ჯგუფები, ბეჭდური მედიის წარმომადგენლები: გაზეთი „ PS ", „ახალი ქუთაისი" .

აქციამ მოქალაქეთა ყურადღება მალე მიიპყრო. ბევრი მათგანი კამპანიის ისტორიითაც დაინტერესდა.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 316 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2010 | კომენტარი (0)

   
 

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, 14 საათზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდი „სოხუმის" ორგანიზატორობით აქცია ჩატარდა. „ქალს უფლება აქვს იცხოვროს ძალადობის გარეშე", „ძალადობა ბოროტებაა". - თეთრ მაისურებში გამოწყობილი მდუმარე ქალების სათქმელს პლანშეტებსა და პოსტერებზე გამოსახული წარწერები ახმოვანებდნენ.

- ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ბოროტებაა და უნდა აღმოიფხვრას.

- ძალადობასთან მიმართებაში საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად! -

 მსგავსი რეპლიკები გამვლელებისგან ისმოდა.

აქციის დღეს დარიგდა კამპანიის ამსახველი საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 159 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010 | კომენტარი (0)

   
 

14 საათზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერში 50-ზე მეტი თეთრმაისურიანი ქალი შეგროვდა. დუმილის მიუხედავად საზოგადოებამ კარგად გაიგო აქციის მიზანი, რომელიც სლოგანებში გამოიხატა: „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!"

დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 176 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010 | კომენტარი (0)

   
 

მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა 30-ამდე თეთრმაისურიანმა ქალბატონმა მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მდუმარე აქციამ საზოგადოებას ამცნო ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის დაწყება. მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, ლიდერმა ქალებმა.

გამვლელებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები. აქცია გაშუქდა ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის" მიერ.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 150 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010 | კომენტარი (0)

   
 

კამპანიის ფარგლებში აქცია ჩატარდა ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მიეძღვნა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას. 

„ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!" - ფონდი „სოხუმის" აქციას შეურთდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გაზეთ „გურია ნიუსისა" და „ალიონის" ჟურნალისტებმა. აქციის მსვლელობისას დარიგდა კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები, ბუკლეტები.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 169 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010 | კომენტარი (0)

   
 

ხობის ცენტრში  - კინოთეატრ თუთარჩელას წინ „მზეჭაბუკის" მემორიალთან ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა  სლოგანით - ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!"

აქციაში 30 -მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის" აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, სხვადასხვა სკოლების პედაგოგები.  ჟურნალისტები ადგილობრივი პრესიდან „ხობის მოამბე". მონაწილეებს თეთრი  მაისურები ეცვათ წარწერით - თანაბარი უფლებები თანაბარი შესაძლებლობები!

აქციამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩაერთნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მსვლელობას აკვირდებოდა ადგილობრივი პოლიცია.

მართალია, მონაწილეებმა ბოლომდე ვერ შეძლეს დაეცვათ აქციის მთავარი პრინციპი - დუმილით გამოეხატათ პროტესტი ძალადობის მიმართ. მდუმარე აქციამ ხობში ჟრიამულით ჩაიარა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა - ძალადობა ბოროტებაა!

კატეგორია: აქციები | ნანახია: 151 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010 | კომენტარი (0)

   
 

კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის" ქევრ ქალბატონებმა  აქცია წყალტუბოშიც გამართეს. თეთრმაისურებში გამოწყობილმა ქალებმა მდუმარე აქციით მიიქციეს საზოგადოების ყურადღება.

„ძალადობა ბოროტებაა!" „წინ აღვუდგეთ ძალადობას!" -  აქციის სლოგანებმა გამვლელთა  დაინტერესება გამიწვია. ჩერდებოდნენ მანქანები, ფეხით მოსიარულეები, კითხულობდნენ აქციის მიზანს და მონაწილეებს ღია მხარდაჭერას უცხადებდნენ.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 149 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010 | კომენტარი (0)

« 1 2 3 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 98
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0