Create site free
23 თებერვალში 2010 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამშაბათი, 07.02.2012, 07:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » თებერვალი » 23

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე, კლუბის წევრთა მოთხოვნით,  მოწვეულნი იყვნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები - უფროსის მოადგილე ჯანო ზოსიაშვილი და უფროსი სპეციალისტი ნუკრი ლეთოდიანი.

სტუმრებმა ის ძირითადი პრობლემები მოისმინეს, რომელიც ხონში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ. საუბარი იყო კერძო კომპანიების მიერ გაჭიანურებულ და უხარისხოდ შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე, ფართის არასწორად განაწილებაზე.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ დევნილები მეტ ყურადღებას მოითხოვენ როგორც დევნილთა ადგილობრივი სამმართველოს, ასევე დევნილთა სამინისტროს მხრიდან, რადგან განსახლების პროგრამის ამოქმედება არ ნიშნავს პრობლემების სრულად გადაწყვეტას.

მონაწილეები შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებენ, რადგან ბევრ მათთვის საჭირო შეკითხვებზე მიიღეს პასუხი.

დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლებმა თავის მხრივ პირობა დადეს, რომ წამოჭრილ  პრობლემებზე  დროულად მოხდება რეაგირება.

დევნილთა ინტერესებიდან გამომდინარე ამომრჩეველ ქალთა კლუბი მსგავსი შეხვედრების მოწყობას მომავალშიც შეეცდება.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED).

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 321 | დაამატა: admin | თარიღი: 23.02.2010 | კომენტარი (0)

შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0