საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები, საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესი, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაშიგასაჩივრების მექანიზმები, ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და დამატებები - ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს დევნილმა ქალებმა იურისტთან შეხვედრის დროს. შეხვედრები განხორციელდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში. მოქალაქეებს მიეცათ სამართლებრივი კონსულტაციები ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
აპრილში იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან 12 ჯგუფური და 17 ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა. მასში სულ 107 -მა ქალმა მიიღო მონაწილეობა.
დევნილი ქალების უმრავლესობას აწუხებს უმუშევრობა, ფულის უკმარისობა.
„მე ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც არასოდეს გვყოფნიდა ფული, მამაჩემი და დედაჩემი თავიანთი ხედვებით პრინციპულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ბავშვობიდანვე ვგრძნობდი ფულის მაგიურ ძალას. ის ახლაც არ მყოფნის, როცა უკვე საკუთარი ოჯახი მაქვს. მტკივნეულად განვიცდი ამგვარ მდგომარეობას."
ფსიქოლოგის კომენტარებიდან: ადამიანში ფულისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა ფაქტორების ხელშეწყობით ყალიბდება, ბევრი რამეა დამოკიდებული ბავშობისდროინდელშთაბეჭდილებებზე.
დემოკრატიულ ოჯახებში, სადაც ფინანსური საკითხები ერთობლივად წყდება, ოჯახის ამ სტილს ბავშვი თავადაც იღებს. ხოლო თუ ოჯახის პოლიტიკას ძალით გახვევენ, მაშინ შეიძლება გაგიჩნდეს პროტესტი ოჯახური ტრადიციების მიმართ.
ყველა მათგანი ფონდი "სოხუმის” დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრია. მათი სახელი კარგად არის ცნობილი თანაკუთხელებისათვის ფოთში, ქუთაისში, ხობში. ცნობილია მათი პროფესიული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობაც...
ფონდი "სოხუმის” ტელეჟურნალისტთა ჯგუფმა მოამზადა ტელესიუჟეტი, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალიკანდიდატების მრავალპარტიული სპექტრი წარმოაჩინა.
რის გაკეთებას აპირებენ ისინი ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორ განსაზღვრავენ პრიორიტეტებს საკუთარ საქმიანობაში...
ამ კითხვებს თვითონკანდიდატები პასუხობენ!
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)