Create site free
13 ივლისში 2010 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამშაბათი, 07.02.2012, 06:28
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივლისი » 13

კლუბის შეხვედრა ფონდი „სოხუმის" ოფისში გაიმართა რვა დევნილი გოგონას მონაწილეობით.

შეხვედრის თემა -  „ქართველთა და აფხაზთა სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული ერთიანობა". ეს საკითხები საინტერესო, მაგრამ ამასთანავე რთულიც იყო კლუბის მონაწილეთათვის.

„შეხვედრაზე შევიტყვე ქართველთა და აფხაზთა ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ  ერთიანობაზე. ამ ერთიანობას საფუძვლად გეოგრაფიული და ეკონომიკური ერთიანი სივრცე დაედო.  ეს თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,"- თამუნა სუბელიანი.

კლუბის მორიგი შეხვედრისათვისაც საინტერესო თემაა შერჩეული.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 185 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.07.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მრავალპარტიულ შემადგენლობას კომუნისტური პარტიის წარმომადგენელიც შემოუერთდა. შორენა ბარამიძემ ამჯერად უფრო ახლოს გააცნო საკუთარი თავი დამსწრე საზოგადოებას - მისი თქმით, ამ პარტიაში გაწევრიანება სხვადასხვა ინტერესებით იყო გამოწვეული - მათ შორის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაასახელა. კლუბზე 2010 წლის არჩევნებიც მიმოვიხილეთ - კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა აუცილებელია, რადგან ქალი თავისი ბუნებით უფრო მგრძნობიარეა და ის უკეთ რეაგირებს სოციალურ, ჯანდაცვის, განათლებისა თუ კულტურის საკითხებზე.

ოზურგეთის საკრებულოში არჩევნების შედეგებით 3 ქალბატონია წარმოდგენილი.  კლუბის წევრები - ჟურნალისტები, პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ 3 ქალი ვერ შეცვლის არსებულ სურათს ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა, დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი მთელი ძალისხმევით იშრომებენ.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 215 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.07.2010 | კომენტარი (0)

შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0