ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ხონში, წყალტუბოში, ფოთში, ქუთაისში და სენაკში მორიგი შეხვედრებიშედგა რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე -
პირადი ჰიგიენა, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები, კლიმაქტერული პერიოდი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, აბორტი და მასთან დაკავშირებულიშემდგომი პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები.მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია დასავლეთ საქართველოსსხვადასხვა რეგიონში მიმდინარე სარძევე ჯირკვლის უფასო გამოკვლევებისდა მიმდინარე პაპილომავირუსის ვაქცინაციის შესახებ.
შეხვედრებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ადგილობრივი, დევნილიქალბატონები და გოგონები ესწრებოდნენ.
შეხვედრები გამოირჩეოდა მონაწილეთა დიდი ინტერესით, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული თემატიკა აქტუალურია.
22 ივლისს, რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით (FM-107.9 დიაპაზონი) ფონდი "სოხუმის" მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა თემით - ქართულ-აფხაზური დიალოგი - საზოგადოების დამოკიდებულება საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ.
გადაცემაში უარყოფითად იქნა შეფასებული ქართულ-აფხაზური დიალოგის შეწყვეტა, რესპონდენტთა აზრით, დიალოგი არის უმთავრესი ბერკეტი კონფლიქტურ მხარეებს შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, ნდობის აღსადგენად.
გადაცემაში აღინიშნა, რომ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა იძლევა ახალ და რეალურ შესაძლებლობებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მხრივ.
- თუ მთელი ძალისხმევით წარიმართება მუშაობა სტრატეგიის განხორციელებაზე და აფხაზებს აღვიქვამთ როგორც ჩვენს ხალხს, რომელსაც უნდა დავეხმაროთ, გამოსავალი იპოვონ შექმნილი მდგომარეობიდან, მაშინ ჩვენი სამშვიდობო კურსი გაიმარჯვებს, - აღნიშნა ექსპერტმა ალუ გამახარიამ.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
ასე ილუსტრირებული ჯერ არ ყოფილა ჟურნალი „ქალთა ხმა". ეს გასაგებიცაა, მასში არის წერილები ახალგაზრდების შეხვედრაზე ლიდერ ქალებთან - რა თქმა უნდა, შესაბამისი ფოტოილუსტრაციით.
აქ არის ლიდერ გოგონათა სკოლის 12 მონაწილის პორტრეტიც და კიდევ მრავალი სხვა რამ, რასაც ფოტოებიც ახლავს: შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბში „აფხაზეთი - მინდა ყველაფერი ვიცოდე", ტრენინგი ახალციხეში, ტრენინგი ბათუმში, ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა კუნძულ ბიუკადაზე, 100 ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი ქალის შეხვედრა მონტენეგროში...
ასე, რომ მკითხველს მრავალი საინტერესო ინფორმაცია ელოდება ჟურნალის ახალი ნომრიდან...
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.