მასალის არქივი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ოთხშაბათი, 23.05.2012, 06:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა გაწეული  მუშაობის შესახებ საუბარი სოფელ პირველ ხორგაში წლების განმავლობაში არსებული ხიდ-ბოგირების პრობლემით დაიწყო. ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა საკითხი შეისწავლა და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასვა, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

ადვოკატირების ჯგუფმა ისაუბრა სოფელ ბიაში  წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და გამრიცხველიანების დასრულებაზე. პრობლემის ადვოკატირებაში კლუბის აქტიური წევრები ( ნაირა ბერაია და მანანა შულაია) იყვნენ ჩართულები.

კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ადვოკატირება,სამომავლოდ, უფასო სამედიცინო გამოკვლევის საკითხს გაუწიოს.

ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი მუშაობა ფონდი „სოხუმის" ახალი პუბლიკაციის „ქალები მშვიდობის ძიებაში" ( ავტორი - ეკატერინე გამახარია) პრეზენტაციით დაასრულა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 31 | დაამატა: admin | თარიღი: 15.05.2012 | კომენტარი (0)

14 მაისს, წყალტუბოში, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" თავმჯდომარემ - ალლა გამახარიამ და  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - მამუკა საღარეიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც განისაზღვრა  ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - საინფორმაციო სივრცის ორგანიზება, ინფორმაციის გაცვლა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ქალთა ჩართულობის ხარისხისა და როლის გაზრდა, თანამშრომლობა ადვოკატირებისა და  ლობირების საკითხებსა და საზოგადოებრივი კამპანიების ჩატარებაში და ა.შ.

განისაზღვრა, ასევე, მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, მემორანდუმის  მოქმედების ვადა.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მხარდასაჭერად, მთლიანად  დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1 | დაამატა: admin | თარიღი: 15.05.2012 | კომენტარი (0)

 

· ინტერნეტით დავუმეგობრდები აფხაზ თანატოლებს

· მე შემიძლია აფხაზი გოგონა ჩამოვიყვანო შემდეგ შეხვედრაზე

· ქართველი ბავშვების გაკეთებულ სათამაშოებს და ნახატებს გავუგზავნი აფხაზ ბავშვებს

· შემიძლია აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა

· ენგურის ხიდთან მოვაწყობ სამშვიდობო აქციას

 

კიდევ სხვა მრავალი კონკრეტული წინადადება გაისმა ტრენინგის ბოლო დღეს. ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მონაწილეებმა სამშვიდობო პროცესში აქტიური ჩართვის დიდი სურვილი გამოხატეს. ყოველივე ეს განაპირობა სამდღიანმა ტრენინგმა თემაზე „კონფლიქტი და მშვიდობა", რომელიც ჩატარდა ბათუმში, სასტუმრო „დუტაში",  11-13 მაისს.

მონაწილეები დაინტერესდნენ კონფლიქტის თეორიით, ანალიზით და მისი მოგვარების გზებით. მეორე სამუშაო დღის შემდეგ ისინი დაესწრნენ ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლს „ბოლო გაჩერება". სპექტაკლში წარმოდგენილ სხვადასხვა სახის კონფლიქტს გოგონებმა ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრიზმაში შეხედეს და მესამე დღეს, რეფლექსიისას, ემოციებს ვერ ფარავდნენ საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი გულგრილობის გამო. ისინი აღიშნავდნენ: კონფლიქტს ესკალაციის საშუალება არ უნდა მივცეთ; კონფლიქტის მართვა არ არის ძნელი და ეს ყველას შეუძლია; როცა საზოგადოება ერთად დადგება და სოლიდარულია, შეძლებს კონფლიქტის დარეგულირებას; კონფლიქტის მოგვარებაზე მაშინაც უნდა ვიზრუნოთ, როცა ის პირადად არ გვეხება...

მონაწილეთა უმრავლესობა საკმაოდ კარგად ფლობდა ინფორმაციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხებზე, ამან გააადვილა საკითხის აღქმა და ნიადაგი შექმნა მესამე სამუშაო დღისათვის, რომელიც მიეძღვნა თემას „მშვიდობა და მშვიდობისმყოფელობა". აქცენტი გაკეთდა ქალთა სამშვიდობო როლზე, ფონდი „სოხუმის" პუბლიკაციაზე „ქალები მშვიდობის ძიებაში". მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები თავიანთი სამშვიდობო ინიციატივების გათვალისწინებით.

გოგონების სამშვიდობო განწყობა მოტივირებული და იმედის მომცემია... ისინი ტრენინგზე მიღებულ ცოდნას არა მარტო თვითონ გამოიყენებენ, არამედ სხვებსაც გადასცემენ -  ვორკშოპებს ჩაატარებენ ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში და შეეცდებიან ახალი სამშვიდობო ინიციატივების მოძიებას.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 106 | დაამატა: admin | თარიღი: 13.05.2012 | კომენტარი (0)

შეხვედრა  სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო:

კლუბის წევრებმა ერთ-ერთ აქტიურ წევრს ელზა კვარაცხელიას ზუგდიდის მე-3- სკოლის დირექტორად დანიშვნა მიულოცეს.

მილოცვა მიიღო კლუბის მოდერატორმა მანანა ნაჭყებიამ, რადგანაც  წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიამ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. ეს სიახლე მიულოცეს პედაგოგებსაც, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ამომრჩეველ ქალთა  კლუბთან.

ხათუნა ბეჭვაიამ დამსწრეთ ამერიკული შთაბეჭდილებები გაუზიარა - ის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ამერიკაში ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

კლუბის წევრებმა გაიგეს, რომ დადებითად გადაწყდა  ადვოკატირების ჯგუფის მიერ დასმული პრობლემა - ქალაქის ცენტრში მდებარე შენობას (ყოფილი სასტუმრო „ოდიში)", სადაც დევნილებიც არიან ჩასახლებული, არ მიეწოდებოდა წყალი. მას შემდეგ, რაც ადვოკატირების ჯგუფმა წერილობით მიმართა ქალაქის წყალმომარაგების კომპანიას, საკითხი დადებითად გადაწყდა (მრიცხველები დაიდგა და განახლდა წყლის მიწოდება).

კლუბზე ამჯერადაც დაისვა ადგილობრივი პრობლემები - ქალაქის ქუჩებში არ არის განათება, არასაკმარისია პარკირების ადგილი, მოუწესრიგებელია შიდაგზები, რეაბილიტაციას საჭიროებს ბოტანიკური ბაღი.

პრობლემების  გადაჭრის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა მოწვევა და მათთვის სპეციალურად შემუშავებელი პრობლემების პაკეტის შეთავაზება იგეგმება. კლუბის წევრები მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვაშიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

ზუგდიდის კლუბი სამშვიდობო ინიციატივებით გამოირჩევა, ამიტომაც  კლუბის წევრები ინტერესით გაეცნენ ფონდი „სოხუმის" ახალ პუბლიკაციას „ქალები მშვიდობის ძიებაში".

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 5 | დაამატა: admin | თარიღი: 12.05.2012 | კომენტარი (0)

ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩატარებული მუშაობის ანგარიში გააკეთა. ჯგუფმა ქალაქ ბათუმის (ბენზეს) ტერიტორიაზე თავმოხდილი ჭების საკითხი შეისწავლა  ( ნაგვით სავსე თავმოხდილი ჭები ანტისანიტარიას იწვევდა, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა). კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა, პრობლემის მოგვარების მიზნით, ცხელ ხაზზე დარეკა,  შემდეგ კი ქალაქის წყალმომარაგების ხელმძღვანელობას მიმართა. ამჯერად პრობლემა მოგვარებულია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მწვანე კონცხზე  ქვეწარმავლების მომრავლების საკითხი ადვოკატირების ჯგუფმა ადგილობრივ მედიაში გააჟღერა. კლუბის წევრები იმედოვნებენ. რომ მოსახლეობისათვის მტკივნეულ ამ პრობლემას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

კლუბზე გაკეთდა პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის"  პუბლიკაციისა „ქალები მშვიდობის ძიებაში" (ავტორი - ეკატერინე გამახარია). წიგნი კლუბის აქტიურ წევრებს საჩუქრად გადაეცათ. ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში გამოცმულმა წიგნმა შეხვედრის მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 0 | დაამატა: admin | თარიღი: 11.05.2012 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები  ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილს  შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი ფონდ „სოხუმსა" და ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაფართოება იყო. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის მიერ დასმული პრობლემების ადვოკატირებაში მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

 

კითხვაზე, არსებობს თუ არა პოზიტიური მექანიზმები ქალი კანდიდატების საპარლამენტო არჩევნებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური ჩართვისა, პასუხი ასეთი იყო: „ პრობლემა ის კი არ არის მაჟორიტარი დეპუტატი ქალი იქნება თუ კაცი, მთავარია იყოს თავისი საქმის პროფესიონალი და საზოგადოებისათვის მისაღები პიროვნება. რაც შეეხება ფონდ „სოხუმთან" თანამშრომლობას, ჩვენ მზად ვართ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას დავუჭიროთ მხარი, რაც ქალაქის ხელისუფლების ძალებს არ აღემატება

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 4 | დაამატა: admin | თარიღი: 08.05.2012 | კომენტარი (0)

შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი პრობლემის ადვოკატირების  მაგალითი მოიყვანეს - თაყაიშვილის ქუჩაზე  უკვე დაწყებულია ბუნებრივი აირის დამონტაჟება...

პარკირებისა და  წყლის ხარისხის საკითხი ამჯერადაც დაისვა.  აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ამჯერად წერილობით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას.

მოკლე ინფორმაცია გაკეთდა ქალაქში მიმდინარე ცვლილებებზე. აღინიშნა, რომ ოზურგეთში მიმდინარეობს შენობების ფასადების რეაბილიტაცია, იცვლება ქალაქის იერსახე.

კლუბში გაკეთდა პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის"  პუბლიკაციისა „ ქალები მშვიდობის ძიებაში" (ავტორი: ეკატერინე გამახარია). ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნი საჩუქრად გადაეცა კლუბის წევრებს. მათ აღნიშნეს, რომ ინტერესით გაეცნობიან პუბლიკაციას და თვითონაც ჩაერთვებიან მშვიდობის ძიებაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 4 | დაამატა: admin | თარიღი: 08.05.2012 | კომენტარი (0)


გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია EED-ის პარტნიორები სომხეთიდან და საქართველოდან  2012 წლის 3-6-მაისერევანში გამართულ ვორკშოპზე შეიკრიბნენ. ვორკშოპზე მიწვეულნი იყვნენ აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 ვორკშოპში მონაწილეობდნენ: კაროლინ კრუცკოუ (EED-ის წარმომადგენელი), ბრიუს ბრიტონი (ფასილიტატორი) ( სულ 23 ადამიანი, მათ შორის 19 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან) და ორგანიზატორები: აღმასრულებელი სეკრეტარიატი -YMCA ევროპა (სომხეთი) და ლევან აბაშიძე (EED-ის კონსულტანტი საქართველოში). ვორკშოპის თემა იყო - „სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო მუშაობაზე ზეგავლენა".
 შეხვედრის მიზანი: EED-ის პარტნიორთა ორგანიზაციის გაძლიერება  მშვიდობისა და შერიგების საკითხებში;  EED-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შესაძლებლობების, რესურსებისა და გამოცდილების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით ქსელის შექმნა.
 ვორკშოპში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: მერი გელაშვილმა (მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე) და ალლა გამახარიამ (კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" თავმჯდომარე).
 შეზღუდული დროის მიუხედავად, მონაწილეებმა შეძლეს გამოცდილებების გაზიარება, RPP-ს მატრიცაში გარკვევა, პარტნიორებთან დაახლოება, ფასილიტაციის უნარ-ჩვევების დაუფლება, ქსელის შექმნა და გვერდის გახსნა Facebook - ზე - https://www.facebook.com/groups/401242309915887/.
კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 91 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.05.2012 | კომენტარი (1)

 

2 მაისს ქუთაისში, დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში გაიმართა პუბლიკაციის  „ქალები მშვიდობის ძიებაში" პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის" დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. სპეციალურად ამ დღისათვის ჩამობრძანდნენ ქუთაისში სარა ლაგინდერ (Kvinna till Kvinna-ს კოორდინატორი საქართველოში) და ზურაბ მჭედლიშვილი (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი).

შეკრებილებმა მოისმინეს ინფორმაციები ქართულ-აფხაზური პროექტის მიმდინარეობისა და კვლევის პროცესის შესახებ, გაეცნენ პუბლიკაციას და აღნიშნეს, რომ „ქალები მშვიდობის ძიებაში" არის საქართველოში მცხოვრებ ქალთა სამშვიდობო პოზიციის დაფიქსირება, სერიოზული განაცხადი მშვიდობისმყოფელობაში და ასეთი შესანიშნავი მარგალიტი, რომლითაც ფონდი „სოხუმი" ანებივრებს სახალხო დიპლომატიით დაინტერესებულ ადამიანებს, მათ  სახელმძღვანელოდ უნდა გამოიყენონ. 

პრეზენტაცია სასიამოვნოდ შეერწყა ქუთაისობის ულამაზეს დღესასწაულს.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 9 | დაამატა: admin | თარიღი: 02.05.2012 | კომენტარი (0)

ფონ­დი „სოხუმის" სამ­შვი­დობო ბიბლი­ო­თე­კა კი­დევ ერ­თი პუბლი­კა­ცი­ით გამ­დიდ­რდა. პუბლი­კა­ცია „ქა­ლები მშვი­დობის ძიებაში" ერ­თობლი­ვი ქარ­თუ­ლ-აფხაზუ­რი პრო­ექ­ტის შე­მაჯამებელი დო­კუ­მენტია -  სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ქალ­თა შეხედუ­ლება მშვი­დობიან მო­მა­ვალ­ზე. პუბლიკაციის ავ­ტო­რია ეკა­ტე­რი­ნე გა­მახარი­ა, ადა­მი­ა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლებების მა­გის­ტრი, არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების და­მო­უ­კი­დებელი კონ­სულ­ტან­ტი და მწვრთნე­ლი.

პრო­ექ­ტი გა­ნახორ­ცი­ე­ლეს კულ­ტუ­რულ-ჰუმა­ნი­ტა­რულ­მა ფონ­დმა „სოხუმ­მა" და აფხაზე­თის ქალ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქალ­თა ფონ­დის Kvinna till Kvinna-ს მხარ­და­ჭე­რით.

ერ­თობლი­ვი ქარ­თულ-აფხაზუ­რი პრო­ექ­ტის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნია გენ­დე­რუ­ლი მიდ­გო­მის დამ­კვიდ­რება ქარ­თულ-აფხაზუ­რი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რებაში.

პუბლი­კა­ცია  ხუთი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გება და ის გა­მო­ი­ცა ქარ­თულ (სრუ­ლი ვერ­სია), რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებზე (შე­მოკ­ლებული ვერ­სიები).
კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 97 | დაამატა: admin | თარიღი: 02.05.2012 | კომენტარი (0)

აპრილში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა შეხვედრები იურისტებთან. შეხვედრების  თემა სხვადასხვა იყო - დევნილთა განსახლების პრობლემები და მისი თანამდევი მოვლენები; განქორწინება და ალიმენტი; სუიციდი მოზარდებში. შეხვედრების მიზანი -  დევნილებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; მძიმე ყოველდღიურობით გამოწვეული პრობლემების მოგვარება.   

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის იურისტების დახმარებით დევნილ მოსახლეობას სხვადასხვა სახის პრობლემა მოუგვარდა (წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში"  ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. იურისტის დახმარებით, პრობლემის მოგვარების პროცესში ჩაერთო სანატორიმის დირექტორი, რომელმაც სათანადო ორგანოებს მიმართა. პრობლემა გადაჭრილია).

ხურჩის ცენტრის შეხვედრაზე მოზარდებს შორის სუიციდის საკითხი დაისვა. ითქვა, რომ  აღნიშნული თემა მსჯელობის საგანი შემთხვევით არ გამხდარა. კონფლიქტის ზონაში, ასევე მახლობელ სოფლებში, მოზარდებს შორის თვითმკვლელობის ფაქტებმა იმატა, რაც ადგილობრივ მცხოვრებთა სამართლიან შეშფოთებას იწვევს.

 დევნილებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ კუთხით მოზარდების მშობლებმა და ფსიქოლოგებმა განსაკუთრებულად უნდა იმუშაონ.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2012 | კომენტარი (0)

აპრილში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგთან თითო შეხვედრა ჩატარდა.  შეხვედრებს  19-დან 58-წლამდე ასაკის ქალბატონები ესწრებოდნენ.

შეხვედრების თემა - „ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და მასთან გამკლავება".

ომგამოვლილ ადამიანებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ ფსიქორეაბილიტაციისთვის.

 ფსიქოლოგთან შეხვედრებზე ხშირად ისმის შეკითხვები იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ადამიანები ახლობლის დაკარგვით გამოწვეულ სტრესს.

„მახლობლის დაკარგვა ძალიან მტკივნეული მომენტია. ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც მომხდარზე შესაბამისი რეაგირება უჭირთ.  სამწუხაროდ, ამ ფაქტს ვერ გავექცევით. ტრაგიკული მოვლენები და მძიმე განსაცდელი ადამიანის სულში ღრმა კვალს ტოვებს. ცხოვრებისეული ცვლილებების ცნობილ ჰოლმს-რეიხისეულ შკალაში, ახლობლების დაკარგვასთან დაკავშირებულ მოვლენებს  სტრესოგენულობის ხარისხით ლიდერული პოზიცია უჭირავს. სტრესული მდგომარეობის დაძლევაში, ფსიქოლოგის კონსულტაციებთან ერთად, ჯანსაღ საოჯახო გარემოს ენიჭება დიდი მნიშვნელობა". - განმარტავს ფსიქოლოგი.    

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2012 | კომენტარი (0)

ქუთაისში, წყალტუბოში, სენაკში, ხონსა და ფოთში აპრილის თვეში გოგონებთან  ხუთი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრების საერთო თემა იყო - „რეზოლუცია 1325". შეხვედრების მიზანი -  ახალგაზრდებში ინფორმირებულობის ამაღლება.

  აღნიშნულ ქალაქებში გოგონათა შეხვედრები დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდების ინტეგრაციას  უწყობს ხელს. მათ  სიტემატურად მიეწოდებათ ინფორმაცია დოკუმენტებზე, რომლებიც ქალთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას ეხება.  

  ასეთი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დევნილთა ახალ ჩასახლებებში, სადაც მოსახლეობა, ფაქტობრივად, თავიდან  აწყობს ურთიერთობებს: „ახალგაზრდობას (და არა მარტო ახალგაზრდობას) ახალ საცხოვრებელ პირობებთან გვიხდება შეგუება. გამომდინარე აქედან,  მეტი ინფორმაცია გვჭირდება ჩვენი უფლებების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით, ახალ გარემოში დასამკვიდრებლად (დევნილების ახალი ჩასახლება ფოთში, თეა შონია).

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 4 | დაამატა: admin | თარიღი: 29.04.2012 | კომენტარი (0)

 

 ფორუმ-თეატრის სცენები აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში იქნა ნაჩვენები. მასში მონაწილეობა  ორმოცდახუთმა სტუდენტმა და სამმა პედაგოგმა მიიღო. წარმოდგენილი იყო ხუთი ეპიზოდი, რომელიც  დედა-შვილსა და ახალგაზრდა წყვილებს შორის ურთიერთობებს ასახავდა.

წარმოდგენის შემდეგ დისკუსიაში ახალგაზრდები ჩაერთნენ. მათ დასმული პრობლემების მოგვარების განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს. ყველაზე მძაფრი დისკუსია გამოიწვია  ეპიზოდმა შეყვარებულების თემაზე. ნანა გოლეთიანი (კინდღი) - „ეს პრობლემა ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის. ბევრი გოგონა დარჩა გაწბილებული პირველი სიყვარულისგან. წარმოდგენილი სცენა, ვფიქრობ, ახალგაზრდებისათვის კარგი მაგალითია მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად".

ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ურუშაძე: „ფორუმ-თეატრი არის თვალსაჩინოება, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებაში არსებული პრობლემების წარმოჩენა ისე, რომ დაგვაფიქროს".  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 6 | დაამატა: admin | თარიღი: 27.04.2012 | კომენტარი (0)

 

ჟურნალი „ქალთა ხმა" შეცვლილი სახით გამოვიდა: ახალია დიზაინი, გაზრდილია გვერდების რაოდენობა. გაფართოვდა მკითხველთა აუდიტორია, რადგან ჟურნალის ქართულ და რუსულ ვერსიას ინგლისურიც დაემატა.

ჟურნალის  სტატიებში  გაანალიზებულია ფონდის მუშაობა, წარმოდგენილია მთავარი შედეგები და ის ცვლილებები, რომელთაც ახდენს ფონდის მუშაობა ქალებზე.
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 0 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2012 | კომენტარი (0)

25 აპრილს რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით   ფონდის რადიოგადაცემა გავიდა, რომელმაც მაყურებელს საერთაშორისო ორგანიზაცია EED-ს მიერ მხარდაჭერილ  პროექტში დაწყებული მუშაობის შესახებ მოუთხრო.

პროექტის კოორდინატორი იმ საქმიანობისა და საზოგადოებაში მოსალოდნელი ცვლილებების  შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, რომელიც უნდა განხორციელდეს სამწლიანი პროექტის ფარგლებში.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი ეტაპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების   მუშაობაში, რაც მოიაზრებს მეტ ავტონომიას და  ადგილობრივი თემის მეტ ჩართულობას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში. ასევე - ორგანიზაციის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლების ადგილობრივ სტრუქტურებთან, რაც გამოიხატება მათთან მემორანდუმების გაფორმებაში. სენაკის ადგილობრივ ხელისუფლებასთან  გაფორმებული მემორანდუმი ასეთი თანამშრომლობის საუკეთესო პრეცენდენტია: „ნებისმიერი,  საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა შეიძლება, როდესაც  ჩვენს ძალისხმევას გავაერთიანებთ", - ასე აფასებს ამ თანამშრომლობას სენაკის თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ბატონი ბესიკ ნარმანია.

იმას, რომ ეს თანამშრომლობა ღირებულია, რესპონდენტთა მიერ აღწერილი შემთხვევებიც ცხადყოფს: რამდენიმე ოჯახის ხვედრი, რომელიც უკეთესობისკენ მხოლოდ საზოგადოებისა და სხვადასხვა სტრუქტურების აქტიური ჩარევის შედეგად შეიცვალა...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიო გადაცემები | ნანახია: 11 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2012 | კომენტარი (0)

ფონდ „სოხუმში" ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მოდერატორებისათვის. ტრენინგის თემა იყო „პროექტების შედგენა და ადვოკატირება".

ტრენინგს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების თერთმეტი მოდერატორი ესწრებოდა. ტრენინგის პირველი დღე დაეთმო პროექტების შემუშავებას (პროექტის ციკლი, ძირითადი ეტაპები, მისია, მიზანი, ტიპიური პროექტის სტრუქტურა და სხვა.), ხოლო მეორე - სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებას (ადვოკატირების უნარ-ჩვევების დაუფლება: პრობლემის დასმა, ინფორმაციის მოპოვება, მიზნის დასახვა, შემოწმების მექანიზმები...) და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხებს.

ტრენინგის მსვლელობისას მოსახლეობის მრავალი პრობლემა გამოიკვეთა (მაგალითად, ხურჩასა და ნაბაკევში მცხოვრებ პენსიონრებს ძალიან უჭირთ ზუგდიდში პენსიების ასაღებად გადასვლა. ისინი ხურჩაში „ლიბერთი ბანკის" ბანკომატის გახსნას ან თანხის ადგილზე მიტანას ითხოვენ.

ტრენინგზე ჩატარებულმა რეფლექსიამ აჩვენა, რომ მონაწილეთა უმრავლესობა მზადაა პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობისა და ადვოკატირების ეფექტური სტრატეგიის შესამუშავებლად.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 7 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2012 | კომენტარი (0)

1 2 3 ... 45 46 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 98
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0