მასალის არქივი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 24.05.2012, 15:04
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

ქუთაისის ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა" დიდი ინტერესი გამოხატა  ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის  მიმართ. ეს წარმოდგენის დაწყების პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა.

მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ თამაშში, ისე, როგორც ამას ფორუმ-თეატრის  სპეციფიკა მოითხოვს.

მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებები გამოხატეს კითხვარებში, რომლებიც დაურიგდათ.

ანი ასათიანი: „ძალიან მომწონს მსგავსი წარმოდგენები, რომლებიც ნათლად გამოკვეთენ ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულების  პრობლემებს."

გიორგი შავგულიძე: „საინტერესოა, უცხოა მსგავსი ფორმა და, რაც მთავარია, შემეცნებითია ჩვენს ასაკში, რადგან ფორუმ-თეატრში ყველაფერი ბუნებრივად არის წარმოსახული."

მოსწავლეების ამ შეფასებებიდან ჩანს, რომ წარმოდგენამ თავისი მისია შეასრულა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 212 | დაამატა: admin | თარიღი: 23.03.2012 | კომენტარი (1)

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები შეხვდნენ ქუთაისის ორ კოლექტიურ ცენტრში (ელექტროტექნიკური ლიცეუმი და „ანკომი") მცხოვრებ დევნილებს.

ეს იყო დასკვნითი შეხვედრა, რომელზეც შეკრებილთ მიეწოდათ ინფორმაცია განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ მიიღეს პასუხი

რამდენიმე შეკითხვაზე, რომელთა გარკვევა განსაკუთრებით აინტერესებდათ.

დევნილებმა გამოხატეს კმაყოფილება ფონდ „სოხუმთან" თანამშრომლობით და იმედი გამოთქვეს, რომ ეს საქმიანი ურთიერთობები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 28 | დაამატა: admin | თარიღი: 22.03.2012 | კომენტარი (0)


მარტში ჩატარდა სამი შეხვედრა იმერეთში მცხოვრებ გოგონებთან. მათში მონაწილეობდა 44 ახალგაზრდა. განხილული იყო საერთო თემა: „საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები ქალთა უფლებების შესახებ".

16.03.12. - ხონი. შეხვედრის 12 მონაწილიდან იმ დღეს ოთხი ახალი იყო. მათ მეგობრებისაგან მიიღეს ინფორმაცია შეხვედრების შესახებ და  გაუჩნდათ სურვილი, მათსავით აქტიურები გახდნენ. ეს აზრი გამოხატა ნინო ასლამაზიშვილმა: „ჩვენც გვინდა, ვიყოთ უფრო განათლებულები, საზოგადოებრივად აქტიურები და მეტი ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ."  

20.03.12 - ქუთაისი. 12 სტუდენტი შეიკრიბა შეხვედრაზე, მათგან შვიდი პირველად იყო.  ერთ-ერთმა მათგანმა, მარიეტა ქობალიამ ბოლოს თქვა: „არ ვიცოდი, ასეთ თემებზე არასამთავრობო ორგანიზაციებში თუ მსჯელობდნენ. ახალგაზრდებისათვის ასეთი ღონისძიებები შემეცნებითი და სასარგებლოა."

21.03.12 - წყალტუბო. შეხვედრაში მონაწილეობდა 14 გოგონა. ცხრა მათგანმა, რომელიც პირველად ესწრებოდა, თანატოლებისგან და ჟურნალ „ქალთა ხმიდან" გაიგო ამ  შეხვედრების შესახებ და ამიტომაც გადაწყვიტა ამ მუშაობაში ჩართვა. 

„არ ვიცოდი, რომ საერთაშორისო სამართალი ასე იცავდა ქალთა უფლებებს," - აღნიშნა ლიკა ბენდელიანმა.

შეხვედრების მონაწილე გოგონებისთვის საინტერესო აღმოჩნდა დასმული საკითხები და პრობლემები. მათ დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 24 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.03.2012 | კომენტარი (0)

60-მდე მოსწავლე დაესწრო ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის  წარმოდგენას სენაკის მეშვიდე საჯარო სკოლაში.

მაყურებელთა უმეტესობა ჩაება დისკუსიაში. ძირითადად, გოგონები აქტიურობდნენ. ისინი თავად ასრულებდნენ სხვადასხვა როლს და ეძებდნენ გამოსავალს შექმნილი პრობლემური სიტუაციებიდან.

ნარკომანიის თემაზე შექმნილმა მინისპექტაკლმა ვაჟებიც ააფორიაქა. ისინიც ჩაერთნენ თამაშში და დისკუსიაში.

„ეს ძალიან საინტერესო ხელოვნებაა, რომელიც ნათლად წარმოგვიდგენს თაობის პრობლემას", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტიურმა მაყურებელმა კახა გიორგობიანმა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 26 | დაამატა: admin | თარიღი: 19.03.2012 | კომენტარი (0)

თექვსმეტიდან თვრამეტი მარტის ჩათვლით  ფონდ „სოხუმში" ჩატარდა ლიდერ გოგონათა  პირველი ტრენინგი, რომლის თემა იყო: „ეფექტური ლიდერობა" („ლიდერობა და კომუნიკაცია", „ლიდერი და ჯგუფი", „ლიდერის გენდერული თავისებურებანი", „ კონფლიქტი და  კონფლიქტის მართვა").

19 ახალგაზრდა ტრენინგის სამივე დღეს მუშაობის პროცესში აქტიურად ჩაერთო.

ტრენინგის დასასრულს ფიდბეკმა აჩვენა, რომ გუნდურმა მუშაობამ ახლგაზრდებს თვითდაჯერებულობა შემატა. გოგონებს ტრენინგმა მისცა სტიმული, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, იზრუნონ საკუთარი უფლებების დასაცავად:

- ვშიშობდი, რომ გუნდში მუშაობას ვერ შევძლებდი. მწვრთნელების მიერ შექმნილმა სამუშაო გარემომ და გოგონების უშუალობამ ეს კომპლექსი დამაძლევინა.

- ვგრძნობ დადებითი ენერგიის მოზღვავებას, რაც ძალას მმატებს იმისათვის, რომ დავაფიქსირო საკუთარი აზრი, შეხედულებები და ბრმად არ დავემორჩილო სხვათა გადადწყვეტილებებს.

-ტრენინგის თითოეულმა დღემ გვიჩვენა, როგორ გავიზარდეთ, - ამბობენ გოგონები. 

 

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 34 | დაამატა: admin | თარიღი: 18.03.2012 | კომენტარი (0)

გრძელდება შეხვედრები დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის მიზნით-  პროექტის  „ამომრჩეველ ქალთა ლიგის აქტიურობის გაზრდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მოსამზადებლად" ფარგლებში. 

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქ წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს: ზაზა მეტრეველს (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) და კახა ბიბილეიშვილს (სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ ხელისუფლებასა და ფონდ „სოხუმს" შორის თანამშრომლობის გაფართოება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის ინიციატივას წყალტუბოში მცხოვრები 5 ღვაწლმოსილი პედაგოგისათვის  ერთჯერადი თანხის ( 200-200 ლარის ოდენობით) გამოყოფის შესახებ.

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა წყალტუბოს საკრებულოს თანადგომისათვის მადლობის წერილი გადასცა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარე თვლის, რომ სამოქალქო საზოგადოებასა დ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა აუცილებელია.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 28 | დაამატა: admin | თარიღი: 15.03.2012 | კომენტარი (0)

ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის შენობაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრმა ოცდახუთმა ქალბატონმა ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილ აქცია-მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა. აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანობა ქალთა უფლებების დაცვისათვის, ძალადობისა და ტრეფიკინგის  წინააღმდეგ ბრძოლაში.

 კლუბის აქტიურმა წევრებმა აქცია-მრგვალ მაგიდაზე ქალთა დღესთან დაკავშირებით მომზადებული ოთხი თემა წარმოადგინეს: „8 მარტის დაარსების ისტორია" (ირმა კახიძე), „ქალთა მოძრაობის ისტორია საქართველოში" (მანანა როყვა), „ როგორ აღნიშნავენ ქალები  8 მარტს საქართველოში" (თამილა ქათამაძე),   „ქალი" (თეო ჯაში). აღნიშნულმა თემებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 530 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2012 | კომენტარი (2)

 

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები და ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები შეიკრიბნენ,  რათა კიდევ ერთხელ გამოეხატათ თავიანთი სოლიდარობა მთელი მსოფლიოს ქალთა უფლებებისა და გენდერული სამართლიანობის დაცვის მიმართ. კლუბის აქტიური წევრები - ნატა თოდუა, ანჟელა ჩიხლაძე და გულნარა ლაკერბაია  აქციის მონაწილეებს ქალთა საერთაშორისო დღესა და საქართველოში ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებულ თემებზე ესაუბრნენ.

- ქალთა სოლიდარობის დღეს განსაკუთრებული განწყობით ვხვდები. მიმაჩნია, რომ  ყველა ქალმა უნდა იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ქალბატონებს წარმატებებს ვუსურვებ პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში! - მანანა კიკაბიძე, ამომრჩეველ ქალთა კლუბის, ასევე ქუთაისის საკრებულოს წევრი.

-ქალბატონებო! დაე, თქვენი სიცოცხლე სითბოთი, სიკეთით და სიხარულით იყოს გაჯერებული,  სიყვარულით გეცხოვროთ!- კლუბის აქტიური წევრი ნატა თოდუა.

აქცია-მრგვალი მაგიდა ადგილობრივმა ტელეკომპანია „რიონმა" გააშუქა.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 42 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2012 | კომენტარი (0)

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე - 8 მარტი ოზურგეთშიც  უჩვეულოდ აღინიშნა. ამომრჩეველ ქალთა კლუბის ოცდაშვიდმა წევრმა ქალთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების მხარდაჭერა აქცია - მრგვალი მაგიდის სახით გამოხატა. კლუბის აქტიურმა წევრებმა წიკითხეს მოხსენებები ქალთა მსოფლიო სოლიდარობისა და საქართველოში ქალთა მოძრაობის თემებზრე: „8 მარტის დაარსების ისტორია"  (ქეთევან ქადიეშვილი (თემა გამდიდრებული იყო ფოტო-მასალით), „ ქალთა მოძრაობის ისტორია საქართველოში" (ნინო ნიკოლაიშვილი), „როგორ აღნიშნავენ  ქალთა დღეს საქართველოში" -( მარინა კიპაროიძე).

კატეგორია: აქციები | ნანახია: 29 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012 | კომენტარი (0)

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს - 8 მარტს ამომრჩეველ ქალთა კლუბის ოცდახუთი  წევრი ქალთა საკითხებზე თემების განხილვით შეხვდა.

„8 მარტი - ისტორია და დღევანდელობა" (ნატო ბიგვავა );  „მსოფლიოს ლიდერი ქალბატონები" (გულნაზ ღადუა); „როგორ აღნიშნავენ ქალები 8 მარტს საქართველოში" (დოდო ღადუა). 

შეხვედრაზე აქცენტი ქალთა სოლიდარობაზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ 8  მარტს, მსოფლიოს ყველა ქალი კიდევ ერთხელ უცხადებს პროტესტს ქალთა უფლებების დარღვევასა და ქალთა მიმართ ძალადობას!

აღნიშნული ღონისძიებით ადგილობრივი პრესაც დაინტერესდა.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 30 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012 | კომენტარი (0)

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბისა და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტიურმა  წევრებმა, ფონდი „სოხუმის" მხარდაჭერით, ქალთა საერთაშორისო დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილი აქცია - მრგვალი მაგიდა ჩაატარეს. აქციის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები თემებზე: „ ქალთა მოძრაობა საქართველოში" (ნანა კოპალიანი),  „ 8 მარტი - ისტორია და დღევანდელობა"(ლაურა ჯიმშელეიშვილი), „როგორ აღნიშნავენ ქალები 8 მარტს საქართველოში" (მარიკა მამარდაშვილი).

მოხსენებების შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა ქალთა უფლებებსა და გენდერული სამართლიანობის საკითხებთან დაკავშირებით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 30 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012 | კომენტარი (0)

ზუსტად 3 საათზე ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები და ქალთა კლუბის წევრები შეუერთდნენ ფონდი „სოხუმის" მიერ   ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილ აქციას-მრგვალ მაგიდას, სადაც  ქალთა  საერთაშორისო დღისა და ქალთა მოძრაობის ისტორიასთან დაკავშირებული მოხსენებები წაიკითხეს ლელა ლომიძემ, ელისო ჯიქიამ და შუშანა მირცხულავამ. აღნიშნული დღის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

ძალიან საინტერესო იყო აქტივისტების მიერ ჩატარებული გამოკითხვის - „რას ნიშნავს 8 მარტი ქალებისათვის და როგორ აღნიშნავენ ისინი მას ?", - შედეგები.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 29 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012 | კომენტარი (0)

ქალთა სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილ ერთობლივ აქცია-მრგვალ მაგიდაში ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის  ოცდაჩვიდმეტმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. აქტიურმა ქალბატონებმა ანა კვარაცხელიამ, ნელი და დარეჯან უნგიაძეებმა მსოფლიოს (მათ შორის საქართველოს) ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებით მოხსენებები გააკეთეს. აქციაში  ჩაერთნენ  ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის გოგონები.

"სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის შეხედულებები..."

კატეგორია: აქციები | ნანახია: 35 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012 | კომენტარი (0)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ოცდაშვიდი აქტიური ქალი და ლიდერთა  სკოლის გოგონა აქცია - მრგვალ მაგიდაზე შეიკრიბა, რათა მთელი მსოფლიოს ქალების მიმართ თავიანთი მხარდაჭერა გამოეხატათ. აქციის მონაწილეებმა მოისმინეს ლალი გულუას, ნანა ნინუასა და ლია ღვამბერიას  საინტერეო საუბრები მსოფლიოში ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებით; იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ და იბრძვიან მსოფლიოს ქალები თავიანთი უფლებებისათვის,   გენდერული ბალანსის დასაცავად და მშვიდობის მშენებლობისათვის. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქალთა ერთიანობის მნიშვნელობას.  

 მრგვალ მაგიდაზე განიხილეს  ლიდერი გოგონების მიერ სენაკში  ჩატარებული გამოკითხვის - „რას ნიშნავს რვა მარტი ქართველი ქალებისათვის და როგორ აღნიშნავენ ისინი მას?" შედეგები.
კატეგორია: აქციები | ნანახია: 25 | დაამატა: admin | თარიღი: 07.03.2012 | კომენტარი (0)


სამასზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა აქციაში. წარმატებით ჩაიარა ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებულმა მრგვალმა მაგიდებმა დასავლეთ საქართველოს მასშტაბით (ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ხონი, ხობი, ფოთი, ოზურგეთი, ხურჩა) ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილი აქციის ფარგლებში.

აღნიშნული ქალაქების  ამომრჩეველ ქალთა კლუბების და ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტიურმა წევრებმა წარმოადგინეს მოხსენებები ქალთა მსოფლიო სოლიდარობის დღესა და საქართველოში ქალთა მოძრაობასთან  დაკავშირებით.

აქცია - მრგვალი მაგიდები, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი  8 მარტის, როგორც განსაკუთრებული დატვირთვის მქონე დღესასწაულს,  ადგილობრივმა მედიამაც გააშუქა.



კატეგორია: აქციები | ნანახია: 246 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.03.2012 | კომენტარი (0)


"ჩვენ ვაერთიანებთ ოცნებებსა და მიზნებს” - ამ სლოგანით  ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ქალები ფონდი "სოხუმის” მიერ ქალთა საერთაშორისო დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილ აქცია-მრგვალ მაგიდას შეუერთდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტიურმა წევრებმა გააკეთეს მოხსენებები ქალთა საერთაშორისო დღესა და ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებით.

შეკრებილმა ქალბატონებმა დიდი ინტერესით მოისმინეს წარმოდგენილი მოხსენებები. აქცია-მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა საკუთარი აზრი გამოხატეს ქალთა უფლებების დაცვისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების მიმართ.

 


კატეგორია: აქციები | ნანახია: 23 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.03.2012 | კომენტარი (0)


 

 

 დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში 8 მარტმა ახალი დატვირთვა   მიიღო  - მას  ხშირად იყენებენ ქალთა უფლებების ადვოკატირების, გენდერული სამართლიანობის საკითხის  განხილვის, მშვიდობისმშენებლობისა და ამ საკითხებში ქალთა სოლიდარობის თემებისათვის.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია -  კულტურულ - ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" ემზადება მთელს დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ხონი, ხობი, ფოთი, ოზურგეთი, ხურჩა) ქალთა სერთაშორისო სოლიდარობის დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილი აქცია - მრგვალი მაგიდების გასამართავად.

ფონდის აქტივისტები ათ დასახლებულ პუნქტში  ჩაატარებენ მრგვალ მაგიდებს, რომლებზეც ქალთა მსოფლიო სოლიდარობისა და საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიებზე მოხსენებებს მოისმენენ; ფონდის ახალგაზრდა აქტივისტები მონაწილეებს ჩატარებული გამოკითხვის  - „რას ნიშნავს 8 მარტი ქართველი  ქალებისათვის  და როგორ აღნიშნავენ ისინი მას?" - შედეგებს გააცნობენ; იგეგმება ფონდის შეკვეთით გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ქალთა მონაწილეობის საკითხებს აშუქებენ.

  ვინაიდან, დღის მთავარი სადისკუსიო საკითხი და თემა  - ქალთა სოლიდარობის თემაა, მრგვალი მაგიდების აქცია ერთიანდება ერთი სლოგანით -  „ჩვენ ვაერთიანებთ ოცნებებსა და მიზნებს".

i
კატეგორია: აქციები | ნანახია: 135 | დაამატა: moderatori | თარიღი: 05.03.2012 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 ... 45 46 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 99
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0