ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და სოციალური პროგრამები;
ამ საკითხების განხილვაში კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ. აღინიშნა, რომ პრობლემების
მოგვარებისათვის აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, ადგილობრივ თვითმმართველობასთან
მჭიდრო ურთიერთობა.
შეხვედრაზე მთავარ პრობლემადზუგდიდში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილების საკითხი
დაისვა (დაბალია დევნილთა ინფორმირებულობა განსახლებასთან დაკავშირებით). გამოიკვეთა
წყალმომარაგების პრობლემაც - „მოუწესრიგებელი
საკანალიზაციო მილები მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის",- ითქვა შეხვედრაზე.
კლუბის ახალმა წევრმა -ქალბატონმა ლია ჭურღულიამ წამოჭრა დადვანის ქუჩის საკითხი. ამ ქუჩაზე, წვიმების
დროს, პირველი სართულები მთლიანად იტბორება.
კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, აღნიშნულ საკითხს ადვოკატირება
გაუწიონ - ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართონ.
კლუბზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ბიუჯეტის განხილვისას,
განსაკუთრებული ყურადღებასოციალური პროგრამების
განხილვას დაეთმო. ითქვა, რომ მთელს დასავლეთ საქართველოში ფოთს საუკეთესო სოციალური
პაკეტი აქვს ( შეღავათებით სარგებლობენ მრავალშვილიანი ქალები, რომელთაცყოველთვიური ფულადი დახმარება ეძლევათ).
შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილების პრობლემებიც დაისვა. აღინიშნა,
რომ დევნილთა ახალი დასახლება არ არის გაზიფიცირებული, წყალი მიეწოდება მხოლოდ გრაფიკით,
დაუსაქმებელია დევნილთა 90 პროცენტი, დაბინძურებულია ის ტერიტორია, სადაც დევნილები
ცხორობენ.
აღნიშნულ პრობლემებს ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების
ხუთკაციანი ჯგუფი მედიასა თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში
დასვამს.
24 თებერვალს „რიონის" ეთერში გასულმა ფონდი „სოხუმის"ტელეგადაცემამ სამოქალაქო ადვოკატირების თვალსაჩინო მაგალითებზე მოგვითხრო.
ქუთაისისა და წყალტუბოს ქალთა კლუბების ადვოკატირების ჯგუფის წევრები მათ მიერ ჩატარებულმუშაობას შეეხნენ. მათ შორის იყო რიგ უბნებში წყლის მოუწესრიგებელი გრაფიკის, მაღალ სართულებზე წყლის გადასახადზე შეღავათის მოხსნის საკითხი. ასევე ძალიან მტკივნეული - ზოგიერთი მოქალაქის მხრიდანწყლის რესურსის მიმართ არასწორი დამოკიდებულების პრობლემა, რაც ამ რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას უწყობს ხელს.
ქუთაისის წყალმომარაგებაში არსებული სიტუაცია, ხარვეზები და მათი გამოსწორებისათვის აუცილებელი ღონისძიებები - ამ საკითხებზეადვოკატირების ჯგუფის წევრებთან ერთად შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაისაუბრეს.
ტელემაყურებლებს საშუალება ჰქონდათ, ინტერაქტიულ რეჟიმში დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. გამოვლინდა ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც, როგორც გადაცემის სტუმრებმა განმარტეს, ეტაპობრივად გადაწყდება და ამ პროცესის მაქსიმალური შედეგი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი სამსახურების, ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობით, ინფორმაციის ინტენსიური გაცვლით მიიღწევა.
საკითხზე საუბარი გადაცემით არ დამთავრებულა. ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა შემდგომი საქმიანობის კონტურები მონიშნეს. ტელევიზიამ რამდენიმე სოციალურ სიუჟეტზე მუშაობა უკვე დაიწყო.
მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები უკვე გამოეხმაურნენ მოწოდებას, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამის სტრუქტურებთან მათ უბანში სიტუაციის გამოსწორების მიზნით.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდი „სოხუმი" შეუერთდა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ინიცირებულ კამპანიას „ეს შენ გეხება".
კამპანიის ფარგლებში 23 თებერვალს, 13 00 საათზე, საქართველოს 8 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია კამპანიის მიზნებზე, საზოგადოებას გააცნეს საფრთხეები, რომელსაც შეიცავს დეკემბრის ბოლოსმიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.
აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ექსპერტების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც განსახილველად წარედგინა საქართველოს პარლამენტს.
საიას ქუთაისის ფილიალის მიერ აკაკის უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო აქციაზე ფონდის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს და შეიცავს მოთხოვნას, შეიცვალოს დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა.
შეხვედრაზე შეკრებილმა სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის ქალბატონმა ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მოსახლეობას აღელვებს წინა წლებში მოქმედი სატარიფო შეღავათების გაუქმებისა და გადასახადის ფაქტიური სულადობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით გადახდის საკითხი, წყლის მიწოდების მოუხერხებელი გრაფიკი და სხვა. კლუბის წევრების აზრით, პრობლემებს ხანგრძლივი და ჯეროვანი შესწავლა სჭირდება.
აღნიშნული საკითხი ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმასაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში უკვე დასვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები უახლოეს მომავალში მოგვარდება.
შეხვედრის დასასრულს,სადაზღვევო კომპანია „ალდაგიდან"სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა - როლანდ ბრეგვაძემ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციის
საკითხზე გაამახვილეს: „მიმდინარე სამუშაოების შედეგად გადათხრილი ქუჩები მოსახლეობას
პრობლემებს უქმნის (შეფერხებულიმოძრაობა,
მტვერი)". კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა გადაწყვიტა, აღნიშნულ პრობლემაზე ადგილობრივ
თვითმმართველობასთან ერთად იმუშაოს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბზე
მისი ერთ-ერთი აქტიური წევრის, ბათუმის ევროპული უნივერსიტეტის ლექტორის მზია რამიშვილის
საკითხი დაისვა (მან ტრავმა მიიღო და საჭიროებს
სასწრაფო ოპერაციას).
ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა დაწერეს განცხადება ქალაქ ბათუმისმერის სახელზე და კლუბის ყველა წევრმა ხელი მოაწერა.
კლუბის წევრები თხოვნით მიმართავენ ქალაქის მერიას, რომ მზია
რამიშვილს (ის შვილმკვდარი დედაა, მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს) ბიუჯეტიდან გამოუყონ დაფინანსება, ან რეკომენდაცია
გაუწიონ რომელიმე სამედიცინო კლინიკაში უფასო მკურნალობისათვის.
ადვოკატირების ჯგუფმა განცხადება უკვე მიიტანა მერიაში და კლუბი
დადებითი პასუხის მოლოდინშია.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)
2012 წლის 19-დან 26 თებერვლამდე Kvinna Till Kvinna-ს მიწვევით ალლა გამახარია
(ფონდი „სოხუმის" თავმჯდომარე) იმყოფებოდა ლიბერიაში. ვიზიტის მიზანი - ლიბერიაში ქალთა მდგომარეობის შესწავლა, განვითარების
საკითხებზე მომუშავე ქალთა ორგანიზაციებთან, დამფუძნებლებთან და სახელისუფლო სტრუქტურებთან
შეხვედრები იყო.
საოცარი ქალი-ლეგენდები, რომლებთან შეხვედრებმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა;
ქალები, რომლებმაც სამშვიდობო შეთანხმებასა და წარმატებებს წარმოუდგენელი ძალისხმევით
მიაღწიეს, დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგანან და განაგრძობენ ბრძოლას მსოფლიოსათვის, სადაც არ იქნება
ძალადობა.
ლიბერიაში შეხვედრებმა მოგვცა საშუალება,
პასუხი მიგვეღო ბევრ საკითხზე, რომელთა შორის მთავარი - ქალთა ერთ დიდ ძალად გაერთიანებაა!
შეხვედრის თემა: ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირება. ადგილობრივი ბიუჯეტი და სოციალური
პროგრამები.
მის განხილვაში ქალები აქტიურად ჩაერთნენ. ძირითადი აქცენტი
გაკეთდა ადვოკატირების ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოზე.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდა -ჯგუფმა წყალტუბოში მცხოვრები ხანდაზმული, აფხაზეთიდან
დევნილი პედაგოგი ქალბატონების ღვაწლის აღნიშვნა გადაწყვიტა და ადგილობრივ თვითმმართველობას
მიმართა.
ადვოკატირებისჯგუფის
წევრების თქმით, საკრებულომ მათ წინადადებას მხარი დაუჭირა და ერთგვარად მივიწყებულ
პედაგოგებს ერთჯერადი200-ლარიანი დახმარება
გადაეცემათ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
შეხვედრის ოცმა მონაწილემ - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა,
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა პარკირების პრობლემა წამოჭრეს.
ითქვა, რომ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია)არ არის მანქანების სადგომი, იქმნება საცობები,
რაც საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეთ.
კლუბზე ქალაქის დასუფთავების საკითხიც დაისვა: „მართალია, დასუფთავების
სამსახური სამუშაოს ყოველდღიურად ასრულებს, მაგრამ მცირე ზომის ნაგვის ყუთები დისკომფორტსა
და ანტისანიტარიას ქმნის". შეხვედრის მონაწილეთა აზრით,საჭიროაუფრო დიდი ზომის ნაგვის ურნების დადგმა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის
აქტივისტები, ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფის წევრები მოამზადებენსაცობებისა თუ დანაგვიანებული ტერიტორიის ამსახველ ფოტომასალას,
შეაგროვებენ მოსახლეობის ხელმოწერებს და ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართვენ.
პრობლემის გადაწყვეტაშიადგილობრივი გაზეთი
„ალიონიც" ჩაერთვება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)
არაერთი თვეა ფონდი „სოხუმი" ახორციელებს პროექტს „იგპ თემთა განვითარება" იმერეთში, აჭარასა და შიდა ქართლში სოციალური პრობლემების გამოვლენისა და გადაწყვეტისათვის შემდეგ ობიექტებში:
- სამტრედია, კოლექტიური ცენტრი „სამტრედია - 2002" - გაზიფიკაცია;
- ქუთაისი, კოლექტიური ცენტრი „ფიზიკა-მათემატიკური ლიცეუმი" - გაზიფიკაცია;
- ქუთაისი, კოლექტიური ცენტრი „სამხედრო ლიცეუმი" - გაზიფიკაცია - 23 ოჯახი -ეზოს რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა;
- ქობულეთი, ჩაქვი, კოლექტიური ცენტრი - ყოფილი სკოლის შენობა - გაზიფიკაცია;
- გორის რაიონი, სოფელი საქაშეთი -გაზიფიკაცია;
-გორის რაიონი, სოფელი ხიდისთავი, კოლექტიური ცენტრი - პროფტექსასწავლებელი - წყლით უზრუნველყოფა.
დღეისთვის ყველა ობიექტზე ჩატარებულია მაცხოვრებელთა და ადგილობრივ საკრებულოთა საერთო-საინფორმაციო შეკრებები, თემთა წევრების ხმის მიცემის გზით გამოვლენილია ძირითადი სოციალური პრობლემები; ყოველ კოლექტიურ ცენტრში არჩეულია კომიტეტები 7-9 კაცის შემადგენლობით, პრობლემებთან დაკავშირებული მინი-პროექტების შესამუშავებლად.
6 თემიდან -4-ში ( გარდა საქაშეთისა და ხიდისთავისა) ჩატარებულია ტრენინგები მენეჯმენტისა და მინი-პროექტების საკითხებზე. შედგენილია შერჩეული პრობლემების შესაბამისი პროექტი, რომელშიც განსაზღვრულია შესრულების რიგი და ბიუჯეტი.
პროექტი ფინანსდება, გრანტის სახით, რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკის მიერ, საქართველოს თემთა განვითარების ცენტრის მეშვეობით.
ჩვენს მუშაობას, თემების ყველაწევრთან, ასევე, ადგილობრივ საკრებულოებთან - ქუთაისის მერიას, სამტრედიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებთან - მჭიდრო თანამშრომლობითა და სრული გაგებით ვახორციელებდით.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სამტრედიის მუნიციპალიტეტს, რომელმაცკოლექტიურ ცენტრ „სამტრედია - 2002"-ს თანხა გამოუყო 550 ლარის ოდენობით და დაეხმარა გენერალური პროექტისა და აქსონომეტრიული სქემის შედგენაში კოლექტიური ცენტრის გაზიფიკაციისათვის.
ამჟამად, ობიექტებზეშემსრულებელი ორგანიზაციის გამოსავლენად, ტენდერია გამოცხადებული.
ხონის სამხედრო დასახლებაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმაწყლით მომარაგების საკითხი დასვეს: „ხონის სამხედრო დასახლების დევნილებს, მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი ფართები გაურემონტდათ და დაუკანონდათ, წყალი მხოლოდ ერთსაათიანი გრაფიკით მიეწოდებათ. ისინი წყალს ჭებიდან ეზიდებიან. უწყლობა ანტისანიტარიას იწვევს და ადამიანთა ჯანმრთელობას უქმნის პრობლემებს".
კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა მოსახლეობის წყლით მომარაგების პრობლემა ხონის საკრებულოსა და რეგიონულ მედიაში დასვა.
აღნიშნული პრობლემის გარშემო ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესარიონ ჭელიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ადგილობრივი მთავრობაშეეცდება უახლოეს მომავალში მასახლეობისთვის წყლის მიწოდების გრაფიკი გააუმჯობესოს".
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებიხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეთა განსაკუთრებული ყურადღება ბიუჯეტის სოციალურიდა ჯანდაცვის სფეროებმა მიიქცია: „ეს ის სფეროებია, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან მისი უდიდესი ნაწილი დაუსაქმებელია; ძნელად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა).
კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა საბავშვო ბაღებში არსებული მაღალი გადასახადის საკითხი წამოჭრა ( აღინიშნა, რომ შეღავათებით მხოლოდდევნილები და მრავალშვილიანი ოჯახები სარგებლობენ).
შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემის გადაჭრისათვის ადვოკატირების ჯგუფმა ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართავს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ოცდაათ იანვარს ტელეკომპანია „რიონის" სტუდიაში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა გაიმართა, რომელსაც ფონდის აქტივისტები, ექსპერტები დაესწრნენ.
გადაცემაზე საინტერესო დისკუსიები გაიმართაიმასთან დაკავშირებით, ზრდის თუ არა ქალთა შანსებს პოლიტიკაში მოსასვლელად დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესაძლებლობა, რასაც დღემდე ბევრი მათგანი ერთერთ სერიოზულ ბარიერად მიიჩნევდა;
დაფიქსირდა, რომ ბოლო არჩევნებთან შედარებითბევრი მექანიზმი გაჩნდა, რომელიც ამყარებს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობისათვის, მათ შორის - გენდერული თანასწორობის კანონი; რეზოლუცია 1325-ისა და გენდერული თანასწორობის კანონის შესრულების ნაციონალური სამოქმედო გეგმები და ა.შ.
„მივესალმებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს და ვისურვებთ, რომ მას მოყვეს რეალურინაბიჯები ქალთა მხარდაჭერისათვის, რადგან ქალთა უფრო მეტი გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, ჩვენი შვილების მომავალს", - ითქვა გადაცემაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ახალი დიზაინი, ახალი სათაური, ახალი შინაარსი - ასეთიაჟურნალი „ქალთა ხმა - ქალი და დემოკრატია", რომელიც განაგრძობს ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის პოპულარიზაციისექვსწლიან ტრადიციას.
ჟურნალის პირველი ნომრის თემაა ამომრჩეველ ქალთა ლიგის თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ჟურნალის ფურცლებზე დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის საკრებულოთა ხელმძღვანელები ქალთა აქტიურ მონაწილეობაზე ლაპარაკობენ, აშკარად იგრძნობა თანამშრომლობის სურვილი. ქალთა ლიგის წევრები კი მზად არიან, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონპრობლემების მოგვარების პროცესში სასიკეთო ცვლილებებისათვის.
უფრო კონკრეტულად -მკითხველს ჟურნალის გაცნობას ვურჩევთ.
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა „სასწავლო ცენტრში" მცხოვრებ დევნილთა პრობლემები განიხილეს: „კომპაქტურ ჩასახლებაში ავტოფარეხების აღებამ - ეზოს დაბინძურება, დაჭაობება გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. არის შემთხვევები, როდესაც ჭაობში ბავშვები და მოხუცები ვარდებიან, მცირე სახის ფიზიკურ დაზიანებებსაც ჰქონდა ადგილი",-ითქვა შეხვედრაზე.
კლუბის წევრებმა, აღნიშნული პრობლემის უახლოეს მომავალში გადაჭრის მიზნით, ქალაქის მერიას განცხადებით მიმართეს.
პროექტის ასისტენტმა მონაწილეებს გააცნო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებული 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე, ცვლილება ორგანულ კანონში („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ"): „ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორისეყოლება სულ მცირე 2 ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით."
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, ყველა ის ცვლილება, რომელიც კანონშია ჩადებული ქალთა გააქტიურებასა და გენდერულ ბალანსზე დადებითად იმოქმედებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებულ 2012-2015წლების სამოქმედო გეგმას. ასევე,ცვლილებას ორგანულ კანონში - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", კერძოდ, ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ ათ კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე ორი ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე 10% -ის ოდენობით დანამატს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების აზრით, ორგანულ კანონში ცვლილებები გენდერული ბალანსის სრულყოფას შეუწყობს ხელს.
კლუბის შეხვედრაზე აქცენტი ქუთაისში, 17-18 იანვარს ჩატარებულ ტრენინგზე გაკეთდა: „ტრენინგმა თემაზე - „ადვოკატირება-სამოქალაქო ინტერესებისდაცვის ეფექტური საშუალება" - დიდი ცოდნა შეგვძინა. შევისწავლეთ ის მეთოდები, რომლებიც პრობლემების წარმატებულად გადაჭრაში დაგვეხმარება". - აღნიშნა კლუბის წევრმა მარი პაპიძემ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის მსახიობებმა აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ექვსი სცენა აჩვენეს. თეატრის რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე ახალგაზრდებს ესაუბრა იმაზე, რომ ფორუმ-თეატრის მიზანია აღმოფხვრას ძალადობა ოჯახსა და საზოგადოებაში.
რეალური სცენების ხილვის შემდეგ ახალგაზრდებს გულღია საუბრის სურვილი გაუჩნდათ. მოზარდთა მავნე ჩვევების შესახებ (ნარკომანია, უსაქმურობა) დისკუსიაში ბიჭებიც ჩაერთნენ. ამავე სკოლის მოწავლეებმა მარიამ კარტოზიამ და ნინო ყურაშვილმა კი იმპროვიზებული სცენები გაითამაშეს.
„მსგავსი ხასიათის შეხვედრები ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება."-ითქვა შეხვედრაზე.