კლუბები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ოთხშაბათი, 23.05.2012, 06:16
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

აგვისტოში კლუბის-მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე 3 შეხვედრა ჩატარდა ფონდ „სოხუმში", სენაკსა და ხონში. მათი საერთო თემა იყო რა მოგცათ პროექტმა.

კლუბის წევრმა გოგონებმა საინტერესოდ ისაუბრეს  პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე.

- მე, როგორც ისტორიკოსის შვილს, ოჯახშიც მქონდა მიღებული გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ აფხაზეთის თემებზე კლუბში ჩატარებულმა შეხვედრებმა ინტერესი  და ცოდნა გამიღრმავა,-ამბობს სენაკის გოგონათა კლუბის აქტიური წევრი სალომე ძერია.

 ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა სენაკში, სადაც გოგონებმა დაწერეს ესსე თემაზე-რა არის ჩემთვის აფხაზეთი.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 80 | დაამატა: admin | თარიღი: 01.09.2011 | კომენტარი (0)

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე  კიდევ ერთხელ დაისვა აქტუალური საკითხი - მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს უფასო გამოკვლევების ცენტრის გახსნა.

ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურებს წერილობით მიმართა. საკითხი, თავისი სირთულიდან გამომდინარე, განხილვის პროცესშია. კლუბის წევრი ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ აღნიშნული სახის უფასო გამოკვლევები მომავალი წლისათვის შესაძლებელი გახდება.

შეხვედრაზე გარემოს დაბინძურების საკითხიც წამოიჭრა. მწვანეთა მოძრაობის კოორდინატორმა მედეა ქობალიამ ისაუბრა იმაზე, თუ რა მავნებლობა მოაქვს  პლასტმასისგან დამზადებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს ადამიანისათვის.

- კულტურულ ომს ვუცხადებთ პლასტმასს, რომლის მრავალჯერადი გამოყენებაც იწვევს კანცეროგენულ დაავადებებს! - განაცხადა მედეა ქობალიამ და კლუბის წევრებმაც მხარდაჭერა გამოხატეს. გაჩნდა ინიციატივა, ერთობლივი აქცია მოაწყონ ქალაქში.

კლუბში შეკრებილებმა შეაჯამეს თავიანთი ერთწლიანი მუშაობა, ილაპარაკეს შედეგებსა და ცვლილებებზე. მათ სამომავლოდაც ბევრი საქმე ელოდებათ.  

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 90 | დაამატა: admin | თარიღი: 26.08.2011 | კომენტარი (0)


ამომრჩეველ ქალთა კლუბის  წლიური მუშაობის ანგარიში მოისმინეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა უმრავლესობა სწორედ საკრებულოს თანამშრომელი ქალია.

კლუბის წევრებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე ისაუბრეს:-ადვოკატირების ჯგუფის მიერ დაისვა შვილად აყვანასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებისა და  ინვალიდ ბავშვთათვის სპეციალური სახლის გამოყოფის  საკითხი, რომელიც განხილვის პროცესშია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

კლუბის შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის  შეხვედრების შედეგად გაიზარდა ქალთა ინფორმირებულობა, სამართლებრივი განათლების დონე. კლუბში ჩატარებულმა მუშაობამ ქალბატონებს  სტიმული მისცა და  უკეთესი ცხოვრებისათვის ბრძოლის ძალა შეჰმატა.

კლუბის წევრი ქალები იმედოვნებენ, რომ პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება, მათი სურვილია შეხვედრების თემატიკა მიგრაციისა და ოჯახის დაგეგმარების საკითხებით შეივსოს.

აგვისტოს შეხვედრაზე კლუბში გაწევრიანების სურვილი მამაკაცებმაც გამოთქვეს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 180 | დაამატა: moderatori | თარიღი: 24.08.2011 | კომენტარი (0)

შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთწლიანი მუშაობა შეფასდა - აღინიშნა, რომ განსაკუთრებით სასარგებლო იყო ჩატარებული ვორკშოპები თემებზე - ადვოკატირება და ლობირება, გაცვლითი შეხვედრები რეგიონებში.

 - საინტერესო და სასარგებლო იყო  ერთი  წლის განმავლობაში ადვოკატირებისა და ლობირების გზით ჩატარებული მუშაობა, მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინეთ. შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი პრობლემები დევნილთა სამსახურისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონემდე მიგვეტანა, დავსვით წყლითა და ელექტოროენერგიით მომარაგების პრობლემა, რაც დადებითად გადაიჭრა, - აღნიშნეს კლუბის წევრმა ქალებმა.

ითქვა ისიც, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრობამ ქალებს მეტი სტიმული მისცა აქტიურობისათვის, თავი დააღწიეს ყოველდღიურ ერთფეროვნებას, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და ამბიციურები.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ფონდი „სოხუმის" მუშაობა ქალთა გააქტიურების თვალსაზრისით სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 90 | დაამატა: admin | თარიღი: 22.08.2011 | კომენტარი (0)

საქმიანი, ცვლილებებსა და შედეგებზე ორიენტირებული,-ასე შეაფასეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობა.

 - ლიდერი და მისი გუნდი, მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში,- აღნიშნულ თემებზე  ჩატარებულ ვორკშოპებზე შეძენილი უნარ-ჩვევების საფუძველზე  შევძელით ჩვენი საყოფაცხოვრებო, კერძოდ ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების პრობლემის  ადგილობრივ თვითმმართველობაში დასმა და გადაჭრა. მივაღწიეთ იმას, რომ შუქი და წყალი მოგვეწოდება, ხოლო დავალიანებას თანდათან ვიხდით, - თქვეს     კლუბის წევრებმა.

ხაზგასმით აღინიშნა გაცვლითი შეხვედრების მნიშვნელობა, სადაც  ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცნენ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს, ამომრჩეველ ქალთა  სხვა კლუბების საქმიანობას.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შემაჯამებელ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებიც დაისახა-მომავალი წლისათვის კლუბის წევრები არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. მათ სურვილი აქვთ საარჩევნო სიებში მეტი კანდიდატი ქალი იხილონ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 107 | დაამატა: moderatori | თარიღი: 19.08.2011 | კომენტარი (0)

ივლისში  კლუბის „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" 4 შეხვედრა ჩატარდა. მასში ორმოცდაათამდე გოგონა მონაწილეობდა. შეხვედრების თემა იყო-„გულრიფშის რაიონი და მისი გეოგრაფიული მნიშვნელობა".

 

შეხვედრები  კლუბში აღნიშნულ  თემაზე  ქუთაისში, წყალტუბოში, ფოთსა და სენაკში ჩატარდა.  კლუბის წევრი გოგონები  შეხვედრებზე გულრიფშის რაიონზე მიმოხილვითი საუბრის შემდეგ იხილავენ საშინაო დავალებას, რაც მათ ახალ ინიციატივას წარმოადგენს. ასეთი მეთოდებით ისინი დამოუკიდებელ მუშაობას ეჩვევიან და  თავიანთი მუშაობის პრეზენტაციასაც აკეთებენ.

ლიკა ხორავა: - კლუბის შეხვედრებზე, მე , როგორც ქართულის მასწავლებელმა, ბევრი რამ ვისწავლე.  თემები  აფხაზეთზე საინტერესოდ არის შერჩეული. აქ არა მხოლოდ მის  გუშინდელ დღეზეა საუბარი, არამედ-დღევანდელობაზეც, წინ არის წამოწეული  მშვიდობისმყოფელობის თემა.

 

კლუბის პირველი შეხვედრა დაემთხვა ცნობილი რუსი ფოტოჟურნალისტის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენას ქუთაისში. ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის კლუბების წევრი გოგონები აქტიურად ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში.

- აღნიშნული გამოფენა, თავისი არსით, ახლოს დგას ახალგაზრდული პროექტის მიზანთან, რადგან კულტურა დიდ გავლენას ახდენს თაობათა  სამშვიდობო სულისკვეთებით ჩამოყალიბებაში, - ითქვა შეხვედრაზე.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 142 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2011 | კომენტარი (0)

კლუბის მუშაობა გაიმართა ვორკშოპის ფორმატით თემაზე - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ". დაწვრილებითი ინფორმაცია  ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს ფონდ „სოხუმის" იურისტმა ინგა მაღლაფერიძემ მიაწოდა.

 - საარჩევნო კოდექსის დახვეწა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.  უნდა გადამოწმდეს, დაზუსტდეს სიები, კომისიის წევრთა მუშაობა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს,-მიიჩნევენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.

- ვცდილობთ ყოველი შეხვედრა ახალი ურთიერთობებისა და ცვლილებების მომტანი იყოს.  ვსაუბრობთ  ჩვენთვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე, მათი გადაჭრის გზებზე. ახლახან  ქალაქში სისუფთავის დაცვის პრობლემა დავსვით. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ მხრივ საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება. ყველა მოქალაქის ვალია, გაუფრთხილდეს გარემოს, არ დააბინძუროს ის.  შევეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მეტად რთულ, მაგრამ აუცილებელ საქმეში, -ამბობენ კლუბის წევრები. 

შეხვედრის დასასრულს, კლუბის წევრებმა რუსი ფოტოხელოვანის ვიქტორია ივლევას ფოტო-გამოფენის მნივშვნელობაზე ისაუბრეს.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 137 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2011 | კომენტარი (0)

ყოველთვიური შეხვედრების შედეგად გაიზარდა ქალთა კლუბის წევრების ინფორმირებულობის დონე , პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია.- გავხდით უფრო მიზანსწრაფულები და აქტიურები, მივიჩნევთ რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობა ნაყოფიერია,- აცხადებენ ისინი.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში  კიდევ ერთ სიახლეს - საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებს (ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, კომისიის წევრთა გადამზადება თუ სხვა ) გაეცნენ.

ფონდი „სოხუმის" იურისტის ინგა მაღლაფერიძის მიერ ჩატარებულმა  ერთსაათიანმა ვორკშოპმა   მონაწილეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ემხრობიან საკანონმდებლო ცვლილებებს, მიესალმებიან ახალ საარჩევნო კოდექსში გენდერული ასპექტის გათვალისწინებას.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერმა, წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის დირექტორმა მანანა ნაჭყებიამ, ისაუბრა გიმნაზიის პედაგოგების საკვალიფიკაციო და მოსწავლეთა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაზე. აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის პედაგოგთა დიდი ნაწილი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა.

შეხვედრის დასასრულს, ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეთ მიაწოდა ინფორმაცია რუსი ფოტოხელოვანის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენის შესახებ-დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 100 | დაამატა: admin | თარიღი: 22.07.2011 | კომენტარი (0)

-  ჩვენ უკვე ვიცით პრობლემის გადასაჭრელად თუ ვის, სად და როგორ უნდა მივმართოთ, ჩატარებული ვორკშოპებით ვიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს,-აცხადებენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.

-  ვეცნობით  კანონით მინიჭებულ  უფლებებს, საკანონმდელო ცვლილებებს, სიახლეებს სხვადასხვა სფეროში.

 ფონდი „სოხუმის" იურისტმა ინგა მაღლაფერიძემ საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებზე ერთსაათიანი ვორკშოპი ჩაატარა.

კლუბის წევრების აზრით, კარგი იქნება, თუ  საარჩევნო კოდექსი დაიხვეწება. უნდა გადამოწმდეს სიები, გადამზადდნენ კომისიის წევრები, გაიზარდოს საერთაშორისო დამკვირვებელთა ფუნქცია-მოვალეობები.

კლუბის წევრთათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია  რუსი ფოტოხელოვანის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენის შესახებ.

 -ვიქტორია ივლევას  ომის ამსახველმა 43-მა  შავ-თეთრმა ფოტომ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნულმა გამოფენამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ომის საშინელებას, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა მშვიდობის არსსა და მნიშვნელობაზე.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 94 | დაამატა: admin | თარიღი: 15.07.2011 | კომენტარი (0)

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ვორკშოპს თემაზე - მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს  საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების განხილვაში. წამოაყენეს თავიანთი წინადადებებიც - გადამოწმდეს (დაზუსტდეს) ამომრჩეველთა სიები, გამკაცრდეს კონტროლი საერთაშორისო მეთვალყურეთა მხრიდან.

აქცენტი გაკეთდა კლუბის მუშაობის შედეგად მიღწეულ  ცვლილებებზეც:

- ქალები აქტიურად ვართ  ჩართული პრობლემების გადაჭრაში. ამ მიზნით  ხშირად მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას, სხვადასხვა სტრუქტურას...

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივი, გასვლითი  შეხვედრების მნიშვნელობაზე.

კლუბის წევრებმა ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ბოლოდროინდელ აქტიურ მუშაობაზეც  (მასწავლებლების შეხვედრა ერევანში და მოსკოველი ფოტორეპორტიორის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენა ქუთაისში).

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა - რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა-  შეკრებილთ გაუზიარეს ერევანში ჩატარებული ერთკვირიანი სემინარის შთაბეჭდილებები. მათ აღნიშნეს, რომ ნაყოფიერი იყო  შეხვედრა რუსეთიდან ჩამოსულ პედაგოგებთან:

 - ჩვენთვის, როგორც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია  სამშვიდობო პროცესებში  მონაწილეობა. ჩვენ რუს ხალხთან გვაკავშირებს რელიგია, კულტურა. ამ ქვეყანასთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და  მომავალი თაობებიც ამ განწყობით უნდა აღვზარდოთ.

ითქვა რუსი ფოტოხელოვანის ვიქტორია ივლევას გამოფენის მნიშვნელობაზეც:

- მიუხედავად იმისა, რომ არ იყო წარმოდგენილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების კადრები, გამოფენამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ რა სისატიკეა ომი.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 104 | დაამატა: admin | თარიღი: 14.07.2011 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ნანა კოპალიანმა და მზია მუშკუდიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანში მიღებული შთაბეჭდილებები  შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს. მათ აღნიშნეს, რომ ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრები ძალიან  მნიშვნელოვანი იყო  ინფორმაციებისა და გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით.

- გავეცანით ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას, სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებს გენდერული ასპექტის გათვალისწინებით. - ნანა კოპალიანი.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო ვორკ-შოპს თემაზე - მოსალოდნელი ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში.  აღინიშნა, რომ აუცილებელია გადამოწმდეს და დაზუსტდეს სიები. უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიის წევრთა გადამზადება და სერტიფიცირება. მონაწილეთა უმრავლესობა თვლის, რომ პარტიული სიების დაკომპლექტებისას მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის დაცვა.

შეხვედრა რუსი ფოტოგრაფის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენაზე საუბრით დასრულდა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 122 | დაამატა: admin | თარიღი: 11.07.2011 | კომენტარი (0)

ფოთის  ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების განხილვაში  აქტიური მონაწილეობა მიიღეს. მათ აღნიშნეს, რომ აუცილებელია სიების ხელეხალი გადამოწმება და დაზუსტება, კომისიის წევრთა  გადამზადება.

-ფონდი „სოხუმის" იურისტის მიერ ჩატარებულმა ვორკშოპმა მოგვცა შესაძლებლობა გავცნობოდით საარჩევნო კანონმდებლობასა  და  ცვლილებებს მასში,-ითქვა შეხვედრაზე.  სასურველია , მსგავსი შეხვედრები ხშირად ჩატარდეს, რადგან მხოლოდ მედიასაშუალებებით მიღებული ინფორმაცია არ არის საკმარისი მოსახლეობისათვის.

 ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ  ქუთაისში გაიხსნა ცნობილი ფოტოჟურნალისტის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენა - „ომის აპოთეოზი", რომლის ორგანიზატორთა შორის  არიან ფონდი „სოხუმი" და კავშირი "დონის ქალები (რუსეთი).

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 106 | დაამატა: admin | თარიღი: 08.07.2011 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბში რუსი ფოტოჟურნალისტის ვიქტორია ივლევას ფოტონამუშევრების ჩვენება (სლაიდ-შოუ) და განხილვა მოეწყო.

  კლუბის წევრებმა ვიქტორიას ივლევას 42  ფოტონამუშევარი დაათვალიერეს. მათ აღნიშნეს, რომ ფოტოები ძლიერ  ემოციასა და ომის მიმართ პროტესტის განცდას იწვევს.

- მადლობა გამოფენის ორგანიზატორებს, მივესალმებით მსგავს პროექტებს. ხელოვნება არის ის სფერო, რომელიც  უფრო აახლოებს  სხვადასხვა ეროვნების ადამიანს,-ითქვა შეხვედრაზე.

 შეხვედრის მონაწილეთა დიდი ინტერესი  გამოიწვია ფონდი „სოხუმის" იურისტის მიერ ჩატარებულმა  ვორკ-შოპმა თემაზე-მოსალოდნელი ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში.  ქალთა კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხით ინფორმირება  დროულია. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  ვორკ-შოპზე მიღებულ ინფორმაციას  ქალთა კლუბის წევრები სხვებსაც გაუზიარებენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 106 | დაამატა: admin | თარიღი: 07.07.2011 | კომენტარი (0)

საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები -  აღნიშნულ თემაზე ფონდი „სოხუმის" იურისტმა ერსაათიანი ვორკ-შოპი ჩაატარა.

შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში,  აღნიშნეს, რომ ამ საკითხში მოსახლეობის გარკვევა  დროული და აუცილებელია.

- მივიჩნევ, რომ საარჩევნო კოდექსი დახვეწას საჭიროებს, უნდა გადამოწმდეს და დაზუსტდეს სიები, უნდა გაიზარდოს კომისიის წევრთა ფუნქცია-მოვალეობები. - ნანა კობახიძე.

- მსგავსი შეხვედრები სასურველია არა მხოლოდ ამომრჩეველ ქალთა კლუბებში, არამედ იმ ადგილებშიც, სადაც საზოგადოების სამართლებრივი განათლების დონე დაბალია,-ითქვა შეხვედრაზე.

კლუბის წევრებს მიეწოდათ  ინფორმაცია რუსი ფოტოჟურნალისტის ვიქტორია ივლევას საქართველოში ვიზიტისა და მისი ფოტონამუშევრების - „ომის აპოთეოზი" ქუთაისში  გამოფენის შესახებ.

 შეხვედრაზე ითქვა, რომ მსგავსი პროექტები ქართველ  და რუს ხალხებს შორის კეთილგანწყობის ამაღლებასა და მშვიდობის სურვილს აღვივებს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 115 | დაამატა: admin | თარიღი: 06.07.2011 | კომენტარი (0)

 ამ პროექტის ფარგლებში  ფონდ „სოხუმში" (03.06.2011; 29.06.2011), წყალტუბოსა (13.06.2011) და  ხონში (28.06.2011) ჩატარდა ოთხი შეხვედრა თემაზე: „ოჩამჩირე და მისი ისტორიული მნიშვნელობა".

შეხვედრების მონაწილე გოგონები გაეცნენ საინტერესო ისტორიულ ფაქტებს აფხაზეთის ერთ-ერთი ზღვისპირა ქალაქის  ოჩამჩირის შესახებ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო  მოწვეული სტუმრების-ოჩამჩირის მკვიდრი უფროსი თაობის წარმომადგენლების ცოცხალი მაგალითებით გაჯერებული საუბრები.

-თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს მშობლიურ კუთხეში დაბრუნების იმედით.ორივე მხარემ უნდა ვეძებოთ გზები მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად;

- ბევრმა ახალგაზრდამ  მამა-პაპათა კუთხე მხოლოდ უფროსების გადმოცემით იცის. მსგავსი ხასიათის საუბრები, ვფიქრობთ, ახალგაზრდობას გაუღვივებს  ინტერესს აფხაზეთისადმი, - ითქვა შეხვედრებზე.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 68 | დაამატა: admin | თარიღი: 29.06.2011 | კომენტარი (0)



ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ქობულეთის გამგეობაში  უსინათლოთა კავშირის შენობის დახურვის საკითხი  დასვა. ქალთა აქტიურობით პრობლემა დადებითად გადაწყდა-უსინათლოთა კავშირის წევრებს ქობულეთის გამგეობამ შენობის  პირველი სართული მისცა .

ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი გამოვიდა კიდევ ერთი ახალი  ინიციატივით, ქალებს (დედის დღეს-3 მარტს)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტიდან  გარკვეული თანხა გამოეყოთ საჩუქრად.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრას ესწრებოდა  თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დეპუტატი, სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი დარეჯან ცხვიტარია, რომელმაც ბელგიასა და ესტონეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა მსმენელთ. მან აღნიშნა:„ გულხელდაკრეფილი ჯდომა არ გვიშველის, ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში." 

კლუბის წევრებს დაურიგდათ საინფორმაციო  ფურცლები მსოფლიოში უკონტროლო შეიარაღების აღკვეთის საერთაშორისო  კამპანიასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდა აჭარის პროფკავშირების გაერთიანების გამოცემის „თქვენი გაზეთის"  რედაქტორი დალი ინაიშვილი. რომლის თქმით, ინფორმაციას კლუბის მუშაობის შესახებ სულ მალე ამ  გაზეთის მკითხველიც იხილავს.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 119 | დაამატა: moderatori | თარიღი: 17.06.2011 | კომენტარი (0)

IANSA-სას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კამპანიაში „გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ" ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებიც ჩაერთნენ. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები.

ქალებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკონტროლო შეიარაღებას დიდი მსხვერპლი მოსდევს და ამ ფაქტის წინააღმდეგ ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა.

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეფასდა. ითქვა, რომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ერთნაირად ეკისრება როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას.

ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა მუშაობის მოკლე ანგარიში წარმოადგინა. მათ  საკრებულოში ტრანპორტთან დაკავშირებული საკითხები დასვეს (არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობს ტრანსპორტი. ასევე არ არსებობს შეღავათები სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის).  ოზურგეთელი ქალბატონები იმედოვნებენ, რომ ქალაქში ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები  სექტემბრიდან მოგვარდება.

ოზურგეთის ახალგაზრდულ რესურს-ცენტრში შეკრებილმა კლუბის წევრებმა ახალგაზრდა შემოქმედთა ნამუშევრებიც ( სამკაულები, თიხის ჭურჭელი და სხვა) დაათვალიერეს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 108 | დაამატა: admin | თარიღი: 14.06.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 11 12 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 98
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0