მასალის არქივი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 24.05.2012, 15:05
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი
 

„ეს არ არის მხატვრული ჟანრის წიგნი, არც სახელმძღვანელოა, არც საინფორმაციო გამოცემა,

თუმცა ამ ხასიათის წიგნების ელემენეტებსაც იპოვის მასში მკითხველი, ეს ოციოდე ქალის საუბარია, მათ მიერ განცდილი ომი და მშვიდობაა, მათი რწმენისა და იმედის გამოხატულებაა. ყველაზე მთავარი, რაც სტრიქონებს შორის იკითხება, არის ქალის მშვიდობისმოსურნეობის საოცარი ძალა, რომელიც ყოველთვის მეტია, ვიდრე მტრობა, სიძულვილი და ყოველთვის სიკეთისაკენ, სიყვარულისაკენ და სიცოცხლის მარადიულობისაკენ არის მიმართული"...

 

ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული წიგნს „მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი".

ფონდი „სოხუმის" ეს ახალი გამოცემა დაიბეჭდა საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელ ქალთა კონფერენციის მასალების მიხედვით (ქართულ და რუსულ ენებზე).

წიგნი სტენოგრაფიულ ჩანაწერებზეა აგებული და სრულად გამოხატავს კონფერენციის მონაწილე ქალების ხედვას. იგრძნობა მათი განსაკუთრებული სამშვიდობო განწყობა, მათი ოპტიმიზმი და მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთონ მშვიდობისათვის. ეს აისახა კიდეც მშვიდობისმყოფელ ქალთა მომავალი საქმიანობის გეგმაში.

რაც მთავარია, წიგნიდან ჩანს, რომ თბილისის კონფერენცია დიალოგის დასაწყისია მხოლოდ.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: პუბლიკლაციები | ნანახია: 424 | დაამატა: admin | თარიღი: 25.03.2010 | კომენტარი (0)

 

24 მარტს ტელეკომპანია "რიონის” ეთერით გამართულ ტელეგადაცემაში საერთაშორისო ორგანიზაცია  INTERNATIONAL ALERT-ის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს შესახებ გაიმართა საუბარი. გადაცემას ფონდი "სოხუმის” მესვეურნი, ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტები, შეხვედრების მონაწილეები ესწრებოდნენ.

ტელესიუჟეტმა გადაცემის  დასაწყისში მოგვითხრო  პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრების სერიაზე დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი, ანასეული, ხურჩა, სენაკი), სადაც ფონდის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა საზოგადოების სხვადასხვა სპექტრს (ინტელიგენცია, სტუდენტები, დევნილები, ჟურნალისტები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის შედეგები წარუდგინეს  ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებისა და უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ. შეეცადნენ, დაეფიქსირებინათ საზოგადოებრივი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.

გადაცემაზე გაჯღერდა ის შეხედულებები,  რომლებიც ყველაზე ხშირად იყო დაფიქსირებული შეხვედრებზე.

"საზოგადოება ერთიანია იმაში, რომ ომი არ გვინდა. როდესაც ხელშეკრულების მიღებაზე მიდგება საქმე, საზოგადოების პოზიცია ორად იყოფა”.

"ცალსახად საკითხზე, რომ ხელშეკრულება საჭიროა, არავინ დაობს. ზოგადად, უნდა დაიწყოს დისკუსიები იმაზე, რა გზა იქნეს არჩეული საამისოდ”.

"რაღაც ფორმით, აფხაზებთან უნდა შევთანხმდეთ, ოღონდ მათი დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის გარეშე”.

 "ხელისუფლებაშიც არ არის ართგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი".

"უსაფრთხოების გარანტიები ჩვენ უფრო რუსეთთან ურთიერთობისთვის გვჭირდება, მაგრამ აფხაზეთთან ამ საბაზისო დოკუმენტის არსებობა ნდობის აღდგენის უპირველესი მომენტია. თან სასურველია, ეს საქართველოს ინიციატივით მოხდეს და არა ევრო - ან სხვა - სტრუქტურების რეკომენდაციით”.

გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ფონდის მესვეურთა პოზიცია, რომლის მიხედვითად აუცილებლად გაგრძელდება საზოგადოების საკითხისადმი დამოკიდებულების შესწავლა, გაგრძელდება დისკუსიები, რაც მკვლევარებს საშუალებას მისცემს, გაკეთდეს საზოგადოებრივი პოზიციების ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი.
 
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 301 | დაამატა: admin | თარიღი: 24.03.2010 | კომენტარი (0)

ქალაქ ფოთში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები არიან შეკრებილები.

რა ცვლილებები განიცადა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმა, როგორია  საარჩევნო პროცედურები, რას გულისხმობს ამომრჩევლის უფლებები, რა ვადებში უნდა მოხდეს გასაჩივრება - ამ და სხვა საკითხებზე მოისმინეს ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებმა.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შეხვედრების ჩატარება აუცილებელია საზოგადოებასთან მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით.

საკრებულოს წევრი დარეჯან ცხვიტარია უკვე გეგმავს თავის ამომრჩევლებთან შეხვედრას.წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში მას ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები აქტიურად დაეხმარებიან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 277 | დაამატა: admin | თარიღი: 23.03.2010 | კომენტარი (0)

ფონდი "სოხუმის" ინიციატივით ბათუმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ბათუმიდან, ოზურგეთიდან, წყალტუბოდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, ხონიდან, ხობიდან, ფოთიდან (თითო კლუბიდან ორ-ორი წარმომადგენელი).

ტრენინგის თემა იყო „ქალების მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად".

რა არის ის განსაკუთრებული თვისებები, რითაც გამოირჩევიან ქალი-ლიდერები მამაკაცი ლიდერებისგან, რა ქმნის ქალთა სოლიდარობის დეფიციტს, რატომ არ ირჩევენ ქალ- კანდიდატებს?   -  სამუშაო დღე ამ საკითხების განხილვით დაიწყო და მის განხილვაში მთელი ჯგუფი აქტიურად ჩაერთო.

მომდევნო დღე მთლიანად დაეთმო საარჩევნო კანონმდებლობის განხილვას და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის გარჩევას.  

ბოლო დღეს კი მონაწილეებმა ვორკშოპის მოდულზე იმუშავეს.

მონაწილეებმა სამდღიან მუშაობას პროდუქტიული უწოდეს:

-  საინტერესო მუშაობა გამოგვივიდა,ქალთა ლიდერობის თემას სხვადასხვა კუთხით შევხედეთ და ბევრი რამ ხელახლა გავაცნობიერეთ.

 - საარჩევნო კანონში ბევრი საინტერესო ცვლილებაა შესული,  კანონების ცოდნა დაგვეხმარება  ნებისმიერ საკითხში კვალიფიციურები ვიყოთ, აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესებში.

პროექტის მიხედვით მონაწილეები ვორკ-შოპებს  საკუთარ ქალაქებში ჩაატარებენ. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან იმუშავებენ და გააცნობენ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED).
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 348 | დაამატა: admin | თარიღი: 21.03.2010 | კომენტარი (0)

19-20 მარტს ფოთში, ქალთა მხარდჭერის ცენტრში ფონდი „სოხუმმა" შესარჩევი ტრენინგი  ჩატარდა თემაზე: ეფექტური ურთიერთობა და კონფლიქტის მართვა.

ტრენინგს ესწრებოდა 15 დევნილი გოგონა.

მონაწილეებმა დასაწყისშივე აღნიშნეს, რომ ინტერესით ელოდებიან აღნიშნული თემის განხილვას. მუშაობის პროცესში გამოავლინეს ლიდერული უნარ-ჩვევები და სურვილი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო საქმიანობაში.

-   ტრენინგმა მოგვცა საშუალება რეალიზება გაგვეკეთვებინა ჩვენი შესაძლებლობებისთვის, ხმამაღლა გამოგვეთქვა მოსაზრებები თითოეული საკითხის ირგვლივ.- ასე შეაფასეს სამდღიანი მუშაობა ტრენინგის მონაწილეებმა.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 293 | დაამატა: moderatori | თარიღი: 20.03.2010 | კომენტარი (0)

ჟურნალის მეორე ნომრის გამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ამიტომაც განსაკუთრებულ შინაარსს იძენს ამ საინფორმაციო გამოცემის მთავარი მიზანი -  ქალთა პოლიტიკური აქტივობის პროპაგანდა.

ჟურნალში თავმოყრილია სტატიები, რომლებიც საინტერესო თემებზე მოუთხრობს მკითხველს - გენდერული თანასწორობის შესახებ კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები; ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობა; ლიდერი ქალების პორტრეტები; გენდერული საკითხი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკაში; ქალთა ელექტორატის ხედვა თანასწორობათან დაკავშირებით.

ჟურნალის ქართულ ვერსიას გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველ ქალთა  კლუბებისა და პოლიტიკური პარტიების წევრები, ხოლო რუსული ვერსია ელექტრონული სახით გაიგზავნა ყველა ქსელში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 261 | დაამატა: admin | თარიღი: 20.03.2010 | კომენტარი (0)

მარტის თვეში საუბრები რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე  ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ჩატარდა. ქალებისათვის და ახალგაზრდა გოგონებისათვის საინტერესო იყო როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები.

შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმაქტერიული პერიოდი, კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები, ფეხმძიმობა, ორსულთა მოვლა, ჰიგიენა.

ჯგუფური შეხვედრების შემდეგ მონაწილეები გინეკოლოგისგან ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც იღებდნენ.

ახალგაზრდა ქალები კმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან საშუალება აქვთ მიიღონ კონსულტაციები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 295 | დაამატა: admin | თარიღი: 19.03.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" იურისტმა ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს  საარჩევნო კანონში შესული ცვლილებები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ იურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო დროული და სასარგებლო, რადგან არჩევნები მოახლოებულია და კანონში შესულილი ცვლილებების გაცნობა მნიშვნელოვანია.

წინასაარჩევნო განწყობა ოპტიმისტურია, კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეტ ქალბატონს იხილავენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 337 | დაამატა: admin | თარიღი: 18.03.2010 | კომენტარი (0)

17 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  "ფოკუს-ჯგუფის” ფორმატით გამართულმა შეხვედრამ ახალი საინტერესო მასალა მისცა ფონდი "სოხუმის” მიერ განხორციელებული კვლევის მონაწილეებს.

შეხვედრაზე საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა თავისი პოზიცია გამოხატეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საქართველოში ქალი პოლიტიკოსი უფრო  ნაკლები, ვიდრე მამაკაცი პოლიტიკოსი, რატომ არ ჩანან ქალები საარჩევნო სიის თავში, რას შეცვლიდა პოლიტიკაში ქალთა მეტი ჩართულობა, საჭიროა თუ არა გარკვეული ღონისძიებების გატარება ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად.

"თვითონ ქალი უნდა გავააქტიუროთ, მისი მოტივაცია მოვახერხოთ, ლიდერული უნარ-ჩვევები განუვითაროთ”;

"გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, მამაკაცები ღებულობენ, ჩვენ მათ მითითებებს ვასრულებთ”, - ქალების ამ განმარტებაში აშკარად ჟღერს უკმაყოფილების ნოტები.

"ჩვენი აქტიურობა ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილია. ხელშეწყობის, მხარდაჭერის დეფიციტს ნამდვილად ვგრძნობთ”;

"პოლიტიკოს ქალს დამაჯერებლობა აკლია”. "მაშინ როგორღა უგებს მაჟორიტარულ არჩევნებს მამაკაცებს?” - ეს უკვე დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებია.

"მასმედია ქალი პოლიტიკოსების ჩვენებისასა შოუს ელემენტებს ეძებს”, - ეს შეხედულება ძალიან არ გაუპროტესტებიათ.

საერთო იყო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალთა მეტი წარმომადგენლობა პოლიტიკაში აუცილებლად დაეტყობა სოციალურ პრიორიტეტებს, განათლებას, ჯანდაცვას, თუმცა სპეციალურ ღონისძიებებს მათი რაოდენობის გასაზრდელად    უმეტესობა, მათ შორის ქალებიც, არასასურველად მიიჩნევს. მხოლოდ ერთეულები თვლიან, რომ "ეს დამატებითი სტიმული იქნება ქალებისათვის, კანონით გამყარებული მხარდაჭერა მეტ მოტივაციას მისცემთ”.

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 461 | დაამატა: admin | თარიღი: 17.03.2010 | კომენტარი (0)

ქუთაისში, უნივერსიტეტში ლამპარი" საზოგადოებრივი დებატები გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პედაგოგები. შეხვედრის თემა იყო: „განქორწინება ოჯახური ძალადობის კონტექსში - მდგომარეობიდან გამოსავალი თუ ახალი პრობლემის დასაწყისი".

დებატები განსხვავებული ფორმატით წარიმართა, მონაწილეები „ოთხ კაფეში" გადანაწილდნენ და პრობლემას ოთხ სხვადასხვა პოზიციიდან შეხედეს: მამაკაცები, ქალები, ბავშვები, საზოგადოება.  

პრეზენტაციისას გამოიკვეთა თითოეული ჯგუფის დამოკიდებულება პრობლემისადმი.  მათ ნამუშევრებში გამოჩნდა, რომ განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგაც ნეგატიური შედეგები ძირითადად ქალზე ვრცელდება. სამივე ჯგუფის პოზიციაში გამოჩნდა, რომ განქორწინება ძალიან ხშირად ქალისთვის ახალი  პრობლემების დასაწყისია, რადგან საზოგადოება არ თანაუგრძნობს მას და ოჯახის დანგრევის მიზეზად მიიჩნევს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადო დებატები | ნანახია: 278 | დაამატა: admin | თარიღი: 16.03.2010 | კომენტარი (0)

ხობში ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ფონდი „სოხუმის" იურისტმა ინგა მაღლაფერიძემ მონაწილეებთან ჩაატარა ვორკ-შოპი, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ  კანონში შეტანილ ცვლილებებს.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობს არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებას. რაც შეეხება ქალთა რიცხვის გაზრდას ადგილობრივ თვითმმართველობაში, საკრებულოს წევრი წევრი მანანა შულაია თვლის, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა (ექვსი ქალი), მაგრამ იმედოვნებს, რომ მომავალი თვითმმარველობის არჩევნებში ქალთა კლუბის მუშაობა ამ მაჩვენებელზე დადებითად იმოქმებს და საკრებულო ქალთა ახალი სახეებით შეივსება.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 356 | დაამატა: admin | თარიღი: 16.03.2010 | კომენტარი (0)

15 მარტს ხობში ადგილობრივი საკრებულოსა და გამგეობის წევრებთან შედგა შეხვედრა "ფოკუს ჯგუფის” ფორმატით, რომელიც მონაწილეთა პოზიციებს განსაზღვრავდა ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმება  საკანონმდებლო  ორგანოებში ქალთა  წარმომადგენლობის ზრდას, ბევრი მათგანისათვის (აქ შედის მამაკაცთა უმრავლესობა და ქალების ნაწილი) არ მიიჩნევს მიზანშეწონილად "მექანიკურ” ღონისძიებებს ქალთა მხარდაჭერისათვის. მათი პოზიციით, თუ ქალს გაჩნია ის თვისებები, რაც პოლიტიკაში წარმატებისთვის არის საჭირო - შეუზღუდავი დრო,   მაღალი პროფესიონალიზმი, მიზანდასახულობა, მტკიცე და მებრძოლი ხასიათი, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს და არაფერში დასჭირდება "დროებითი ღონისძიებები”. ხოლო საკითხი, რომ აუცილებელია, ქალი წარმოდგენილი იყოს პოლიტიკაში და მას იქ საკუთარი ადგილი აქვს - ხობის საკრებულო, მათი აზრით, ამის დემონსტრირების საშუალებას იძლევა.

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 275 | დაამატა: admin | თარიღი: 15.03.2010 | კომენტარი (0)

გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე", ორი შეხვედრა ჩაატარა ქუთაისში(ფონდი „სოხუმი", 5.03.10) და სენაკში (აფხაზეთის მე-7 სკოლა, 15.03.10).

მონაწილეები გაეცნენ აფხაზეთის ტოპონიმიკას, ლეგენდებს, რომელიც ცხუმსა და დიოსკურიას უკავშირდება.

 ქუთაისში გამართულ კლუბის შეხვედრას ხონის კლუბის წევრებიც ესწრებოდნენ. ინფორმაციის გაცვლა საინტერესოდ წარიმართა. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები რა იციან აფხაზეთზე, რა უნდათ გაიგონ. შეხვედრას  ესწრებოდა კვინას კოორდინატორი საქართველოში -ანიკა კარლსონი.

ქუთაისის კლუბის წევრები სენაკში ჩავიდნენ და თანატოლებს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია უჩვენეს. სლაიდ-შოუ ახლანდელი აფხაზეთის სინამდვილეს ასახავდა, რამაც მონაწილეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 281 | დაამატა: admin | თარიღი: 15.03.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმი" აგრძელებს  ლიდერ გოგონათა სკოლისათვის შესარჩევ ტრენინგებს. მორიგი სამდღიანი ტრენინგი სენაკში, ქალთა მხარდაჭერის  ცენტრში ჩატარდა.

ახალგაზრდა ქალები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროგრამაში, რომელიც სხვადასხვა თემებს მოიცავდა: ქალთა ლიდერობა, კონფლიქტის არსი და მისი ანალიზი, კომუნიკაცია.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სამი დღის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ თავისი მოსაზრება გამოეთქვათ და აქტიურად ჩართულიყვნენ თითოეული საკითხის გარჩევაში.

- განსაკუთრებით მომეწონა კონფლიქტის ანალიზი, პრველად დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი, ეფექტური კომუნიკაცია კონფლიქტის დარეგულირებისას,

- მილანა ფუტკარაძე.

-  ტრენინგზე ყველანაირი კომპლექსები მომეხსნა, საკუთარი აზრის თამამად გამოთქმის საშუალება მომეცა. ლიდერობის ამბიცია გამიჩნდა, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია - ფიქრია ჭილაია.

როგორც ტრენერები აღნიშნავენ, იმდენად საინტერესო ჯგუფი შეიკრიბა, რომ მათ შორის ლიდერთა სკოლისთვის ოთხი საუკეთესოს შერჩევა ცოტა რთული იქნება. მაგრამ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და გოგონებს საშუალება ექნებათ ფონდი „სოხუმის"  მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 365 | დაამატა: admin | თარიღი: 14.03.2010 | კომენტარი (0)

ტელერადიოკომპანია "რიონის” ეთერით ფონდის "სოხუმის” მიერ პროექტის "მართვა და გამჭვირვალობა” (შერიგების რესურსების მხარდაჭერით) ფარგლებში მომზადებული ტელესიუჟეტი გავიდა.

 სიუჟეტში გაშუქებულია საქმიანობა, რომელსაც ფონდი სოხუმი ეწევა სანატორიუმ "მედეაში” მცხოვრები დევნილებისათვის. ნაჩვენებია სიტუაცია, რომელიც არის ობიექტებში, სადაც უკვე განხორციელდა  ან მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, 2010 წლიდან იწყება ახალი ეტაპი, რომელიც შეეხება ქუთაისის დარჩენილი კოლექტიური ცენტრებში, წყალტუბოში ორგანიზებულად ჩასახლებულ,, ასევე ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების  გარკვეულ კატეგორიას. სიუჟეტში საუბარია, ასევე, განსახლების კონკრეტულ ვადებზე, პირობებზე.

 წყალტუბოს საკრებულოს ხელმძღვანელის,  მამუკა საღარეიშვილის განცხადებით,  უყურადღებოდ არ დარჩებიან ის ცენტრები, სადაც ბინათმშენებლობის დამთავრებამდე  მოუწევთ დევნილებს ცხოვრება და რომლებშიც სადღეისოდ გაუსაძლისი მდგომარეობაა.

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 408 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010 | კომენტარი (0)

რა სახის ცვლილებებია შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კანონში; როგორ უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო სიები; რა უფლებები აქვთ ამომრჩევლებს, რას გულისხმობს საარჩევნო აგიტაცია, როგორ ინიშნება მერი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო თვალთვაძემ  ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებთან.

- არჩევნები საკმაოდ გრძელვადიანი, ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ჩვენი საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული  - აღნიშნა მან.

საარჩევნო კანონის განხილვის შემდეგ მონაწილეებმა განსახლების საკითხებთან დაკავშირებით იურისტისგან კომპეტენტური კონსულტაციებიც მიიღეს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 310 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010 | კომენტარი (0)

ფონდი "სოხუმის” მიერ დაგეგმილი კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა შეხვედრამ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ბატონ გიორგი შავგულიძესთან  საკმაოდ საინტერესო სურათი დახატა იმის თაობაზე, რა სიტუაციაა პარტიებში, საზოგადოებაში ქალის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით.

"მე შევსწრებივარ სიტუაციას პარლამენტის მისაღებში, სადაც მოქალაქეები ეწერებიან მიღებაზე პარლამენტარებთან, რეკავენ მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ყველაზე მეტად ქალებთან რეკავენ. მათი იმედი უფრო აქვთ”...

"ადამიანის თვალს, ფსიქიკას ყველაზე უფრო ერთფეროვნება ღლის. ერთფეროვნება პოლიტიკაში გენდერული სურათის თვალსაზრისით ასევე მომაბეზრებელია...”

"ქალთა წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკაში მამაკაცებზე ბევრად არის დამოკიდებული. პირველ რიგში მათ უნდა გააცნობიერონ ამის აუცილებლობა. აუცილებლობა იმისა რომ ეს ქვეყანას სჭირდება...” ქრისტიან დემოკრატები ამას საქმით ამტკიცებენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურა ინგა გრიგოლიაა.
 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 276 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 39 40 41 42 43 ... 45 46 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 99
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0