მასალის არქივი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ოთხშაბათი, 23.05.2012, 06:16
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 270 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010 | კომენტარი (0)

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 207 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010 | კომენტარი (0)

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 235 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010 | კომენტარი (0)

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 228 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010 | კომენტარი (0)

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 222 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010 | კომენტარი (0)

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 231 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010 | კომენტარი (0)

ანონიმური რადიომონოლოგების ციკლი რადიო "ძველი ქალაქის” ეთერით მორიგი მძიმე ისტორიებით გაგრძელდა.

I მონოლოგი დილემის წინაშე აღმოჩენილი  ქალის ამბავს გვიყვება:

...მისი გადაწყვეტილება, გაეჩინა შვილი, მეუღლის სახლიდან წასვლის მიზეზი გახდა. შვიდი წელი მის შესახებ არაფერი იცოდა, შემდეგ კი ქმარი გამოჩნდა და შერიგება სთხოვა. მარტოობით დაღლილი  ქალი უარზე არ არის, მაგრამ ბავშვს გაგონებაც კი არ უნდა მამის სახელისა...

 I I  მონოლოგი კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ  ოჯახში, რომელიც ქალის სურვილის გარეშე იქმნება, ჰარმონია არასოდეს დაისადგურებს.

...მთელი ცხოვრება გაყვა ის ტრავმა.  უსასოობის, დამცირების, შეურაცხყოფის შეგრძნება. მის ფსიქიკას საშინელი დაღი დაასვა ეგრეთ წოდებული"მეუღლის” გაუგონარმა თავხედობამაც, მშობლების უსულგულობამაც, რომელთაც გული ვერ გაულღო მისმა ცრემლებმა და მუდარამ - ‘’აქ ნუ დამტოვებთ!” სული გაუცივდა!

 ფონდის სოციალური კლიპები კიდევ ერთხელ ახსენებენ მაყურებელს ოჯახში ძალადობის პრობლემის სიმწვავეს...  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: რადიო გადაცემები | ნანახია: 374 | დაამატა: admin | თარიღი: 11.03.2010 | კომენტარი (0)

რატომ არის ქალი - პოლიტიკოსი რიცხობრივად ნაკლები მამაკაც პოლიტიკოსზე; რატომ ანიჭებენ უპირატესობას ამომრჩევლები მამაკაც კანდიდატს, რა მდგომარეობაა პარტიებში   გენდერული თანასწორობის კუთხით; როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ ქალთა მეტი რაოდენობა იქნება ჩართული პოლიტიკაში; რა მექანიზმები უნდა იქნეს გამოყენებული ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშესაწყობად...

კვლევის ფარგლებში, რომელიც გენდერული თანასწორობის პრობლემის  გარშემო წარმოებს,  გრძელდება შეხვედრები პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

9 მარტს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ნატო ქათამაძესთან  "ჩაღრმავებული ინტერვიუ” შედგა.    

რესპონდენტი მიესალმება ქალთა  წარმომადგენლობის გაზრდას  პოლიტიკაში. მისი პოზიციით - "ქალები, როგორც კანდიდატები, იშვიათად ცრუობენ, ისინი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ ამომრჩევლის წინაშე, უფრო გულწრფელები არიან”. ..

"სამწუხაროდ, საზოგადოება ქალების მიმართ ყოველთვის უფრო კრიტიკულად არის განწყობილი”...

"მართალია, ხელოვნური ზომების მომხრე არა ვარ, მაგრამ გენდერული დისბალანსის შეცვლას  აუცილებლად მივიჩნევ. ამ საკითხში კი გამოსავალი სოციალური და კულთურული ურთიერთობების სფეროში ღრმა და მიზანმიმართული გენდერული განათლება მგონია” .

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 550 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2010 | კომენტარი (0)

 ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში" გაიმართა სამოქალაქო ფორუმი  თემაზე : „ ქალთა სოლიდარობა გენდერული ძალადობის წინაღმდეგ".

ფორუმზე სარვამარტო განწყობა შეინიშნებოდა. სხვა ფორუმებისგან განსხვავებით, ძირითადად ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები შეიკრიბნენ, მათ შორის კლუბების მოდერატორები და მოხალისეები ოზურგეთიდან, ბათუმიდან. ხობიდან, წყალტუბოდან, ხონიდან, ფოთიდან.

მუშაობის სტილი არატრადიციული გამოვიდა. შეკრებილები ექვს საერთაშორისო კაფეში განაწილდნენ(არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ახალგაზრდები, ქართველი ქალი, ქართველი კაცი, ქალთა მოძრაობის გამოცდილება) და იქაური პოზიციიდან განიხილავდნენ აღნიშნულ თემას. კაფეებში ქალთა სოლიდარობის პრობლემა ძირითადად სამი კუთხით განიხილეს: რა უნდა გაკეთდეს ქალთა სოლიდარობის მისაღწევად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ,შერიგების პროცესში და  პოლიტიკაში.

პრეზენტაციებზე კარგად გამოიკვეთა ჯგუფების პოზიციები და ჩამოყალიბდა ერთგვარი რეკონდაციები: სოლიდარობის მისაღწევად აუცილებელია ქალთა მეტი აქტიურობა, ბრძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ, სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური ჩართვა, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სხვა.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 721 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2010 | კომენტარი (0)

მოახლებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადება უკვე დაეტყო  ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბს.

საიას- ქუთაისის ფილიალის დირექტორმა ნინო თვალთვაძემ, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა, შეხვედრის მონაწილეებთან ვორკშოპი ჩატარა თემაზე: „საარჩევნო კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები".

დისკუსიისას ბევრი შეკითხვა გაჩნდა არჩევნებთან დაკავშირებით: რამდენი წევრით იქნება დაკომპლექტებული საკრებულო, რამდენად სანდოა საარჩევნო სიები,  როგორ მიდის მუშაობა პარტიებში ქალი  კანდიდატების გამოსავლენად.

კლუბის წევრები შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებენ და თვლიან, რომ საარჩევნო კანონის ცოდნა მისცემს მათ საშულებას იმუშაონ ამომრჩევლებთან, რათა მათი ცნობიერების დონე ამაღლდეს და ხელი შეუწყონ ქალთა რიცხვის გაზრდას ადგილობრივ თვითმმართველობაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 342 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2010 | კომენტარი (0)

 

ხუთ მარტს თბილისში, სასტუმრო „ძველ თბილისში"  ჩატარდა  კონფერენცია თემაზე: „დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე".

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია", საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია.

გამომსვლელთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლებმა. 

 

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 355 | დაამატა: admin | თარიღი: 05.03.2010 | კომენტარი (0)

იმ ფონზე, როცა საქართველოში ოფიციალურ დონეზე თითქმის შეწყვეტილია დიალოგი ქართულ -აფხაზურ, ქართულ- ოსურ საზოგადოებებს შორის, როცა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ახალი სამშვიდობო გზების ძიება და სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა აქტიური მონაწილეობა, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქალები ერთიანდებიან  და აქტიურ მუშაობას იწყებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, ნდობის აღდგენისათვის.

4 მარტს ქუთაისში, ფონდი „სოხუმის" ოფისში მრგვალი მაგიდა მოეწყო თემაზე „ქალის როლის ამაღლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში". შეხვედრის ორგანიზატორი იყო „საქართველოს ინვალიდ-მეომართა  და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი" და კულტურულ- ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი".

- ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს, ერთი სატკივარი გვაწუხებს, მხოლოდ  ერთობლივად, ერთად დგომით  უნდა მოვნახოთ გზა აფხაზებთან და ოსებთან  შესარიგებლად. მხოლოდ სოლიდარობით მიიღწევა მშვიდობა და უსაფრთხოება, -  ითქვა შეხვედრაზე.

მრგვალი მაგიდის დასასრულს, შეიქმნა მემორანდუმი, რომელზე ხელის მოწერითაც  აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა ქალებმა ცალსახად გამოხატეს მზადყოფნა შეურთდნენ საზოგადოებრივ მოძრაობასქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის".
 
მემორანდუმი

 ჩვენ,  ქალები, იძულებით გადადგილებული პირები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, 2010 წლის 4 მარტს ქუთაისში,  „საქართველოს ინვალიდ-მეომართა  და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირისა" და კულტურულ- ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" ინიციატივით ჩატარებული მრგვალი  მაგიდის,  „ქალის როლის ამაღლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში" მონაწილეები  ვაცნობიერებთ, რა ქალთა მონაწილეობის უცილებლობას საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში;

მიგვაჩნია, რა, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოზიტიურად იმოქმედებს საზოგადოების შემდგომ განვითარებაზე;

ვაცნობიერებთ და ვადასტურებთ, რა ქალების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის უსაფრთხოების, ნდობის აღდგენის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, პრევენციისა და მშვიდობისმშენებლობის საქმეში;

ხაზს ვუსვამთ, რა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ხელშეწყობისაკენ მიმართულ ძალისხმევაში ქალების თანასწორ მონაწილეობას და მათი როლის გაზრდის აუცილებლობას კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მოგვარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში;

 ვადასტურებთ , რა ქალთა რესურსის ინტეგრაციის აუცილებლობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე

ვაფუძნებთ  ქალთა მოძრაობას „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, რომლის მიზანია ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების და ნდობის აღდგენის პროცესებში ქალების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა

და გამოვთქვამთ სურვილს, შევუერთდეთ ქალთა მოძრაობას „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" და ჩვენი გამოცდილება, ცოდნა და უნარი მოვახმაროთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობისმშენებლობას.

ქალთა მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" ეფუძნება თანასწორუფლებიანობის პრინციპებს და ამ მოძრაობას შეუძლია ნებისმიერი ქალი, რომელსაც სურვილი აქვს, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამშვიდობო პროცესებში და ხედავს ამ მიმართულებით ქალთა რესურსების ინტეგრაციის აუცილებლობას.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 532 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2010 | კომენტარი (0)

თბილისში CTC- ს ს ოფისში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონფერენცია, რომლის ორგანიზტორები იყვნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები  BfdW და EED.

მონაწილებდა 34 ეროვნული ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან: სომხეთი აზერბაიჯანი, საქართველო.

 კონფერენციის თემა იყო: ორი ორგანიზაციის BfdW-სა და EED-ს შერწყმა და მასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები.

 კონფერენციაზე გადახედეს აგრეთვე  ორგანიზაციის პერსპექტივებსა და ხედვებს 2010 წლამდე.

მუშაობა წარიმართა როგორც ლექციური, ასევე ინტერაქტიული მეთოდებით.

მონაწილეებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, ასევე გაარკვიეს მომავალი მუშაობის პერსპექტივები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის" თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ და მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა.
 
 
კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 475 | დაამატა: admin | თარიღი: 03.03.2010 | კომენტარი (0)

 

ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ლიდერთა სკოლისათვის შესარჩევი მორიგი ტრენინგი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგზე გოგონებს საშუალება ჰქონდათ გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები. პრაქტიკული სავარჯიშოების, როლური თამაშებისას კარგად გამოიკვეთა მათი ლიდერული უნარ-ჩვევები.

-  ბუნებრივია, ლიდერთა სკოლაში ყველა ვერ მოხვდება, მაგრამ თვითონ ტრენინგი კარგი სკოლაა იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები მოვსინჯოთ, გავაანალიზოთ რისი გაკეთება შეგვიძლია -აღნიშნავდნენ მონაწილეები.

ტრენინგი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერთა სკოლისათვის ახალი სახეები შეირჩევა, რომლებიც მომავალში აქტიურ სამშვიდობო საქმიანობას გაშლიან ახალგაზრდებთან.    
 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 343 | დაამატა: admin | თარიღი: 01.03.2010 | კომენტარი (0)

დასავლეთ საქართველოს შვიდ  ქალაქში მოქმედ ამომრჩეველ ქალთა კლუბს კიდევ ერთი დაემატა: პირველ მარტს წყალტუბოში ახალი კლუბი დაფუძნდა.

პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდისოხუმის" საქმიანობაზე, პროექტის ძირითად მიზნებზე, ამოცანებზე, კლუბის სამომავლო გეგმებზე.

გაცნობისას გამოიკვეთა მონაწილეთა პოზიცია. შეკრებილებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ აუცილებელია ქალთა გააქტიურება და მათი აქტიური ჩართვა პოლიტიკაში.

- მივესალმები კლუბის დაფუძნებას წყალტუბოში, ამ ქალაქში ქალთა არაჩვეულებრივი რესურსია თავმოყრილი. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, წინ წამოვწიოთ ის პრობლემები, რომელიც წყალტუბოს მოსახლეობას აწუხებს და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მათ გადაჭრაში, - აღინიშნა შეხვედრაზე.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 299 | დაამატა: admin | თარიღი: 01.03.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის"ფორუმ-თეატრი თებერვლის თვიდან განახლებული სცენებით იწყებს მოგზაურობას: ოჯახში, და-ძმას შორის არსებული დაძაბულობა, რომელიც ჩაცმასა და მაკიაჟს ეხება; ძალადობა სკოლაში, როცა ერთ-ერთ მოსწავლეს აიძულებენ სიგარეტი მოსწიოს. ფსიქოლოგიური ზეწოლა სათვალეებიან გოგონაზე, რომელსაც თანაკლასელები აბუჩად იგდებენ.

გაახლებული სცენარით წარმოდგენა ჩატარდა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში და ხობის №1 საჯარო სკოლაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

წარმოდგენამ სერიოზულად დააფიქრა მონაწილეები. მათი აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 345 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2010 | კომენტარი (1)

ფონდი „სოხუმის" მიერ თებერვლის თვეში მოეწყო სამი შეხვედრა ქუთაისის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები.
იურისტის მიერ გაცემულ იქნა კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. კერძოდ, როგორ ხდება დაჩქარებული წესით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომსახურება დაზღვევის სავალდებულო და ნებაყოფლობით ფორმებზე.

გაიცა კონსულტაცია, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი დევნილთა იძულებით გამოსახლება  მათ მიერ დაკავებული ობიექტიდან და ვინ არის გამოსახლების განმახორციელებელი ორგანო.

 იურისტისგან მოსწავლეებმა მიიღეს კონსულტაცია მშობელთა უფლებებზე და მოვალეობებზე. ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სპეციფიკურ ღონისძიებებზე.

შეხვედრებზე ასევე ძირითადი ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 510 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2010 | კომენტარი (2)

« 1 2 ... 40 41 42 43 44 45 46 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 98
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0