Create site free
მასალის არქივი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამშაბათი, 07.02.2012, 06:21
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

ფონდი  „სოხუმის" ახალგაზრდულმა თეატრმა, უკვე მეორედ, ქალაქ ქუთაისის ოცდამეათე და ოცდამეთერთმეტე სკოლების თვითმმართველობის მიწვევით  თავისი მორიგი წარმოდგენები ჩაატარა.

 ფორუმ-თეატრის მსახიობებს აღნიშნულ სკოლებში უფროსკლასელებით გადაჭედილი აუდიტორია ელოდათ. მოსწავლეები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ძალადობის ამსახველ სცენებს, წარმოდგენების დასასრულს კი აქტიურად მონაწილეობდნენ განხილვაში.

„ფორუმ-თეატრის ღრმა შინაარსით დატვირთული წარმოდგენები  ჩვენი საერთო განვითარების დონეს ამაღლებს, გვასწავლის ძალადობის ფორმებისადმი პროტესტის გამოხატვასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას; გვეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული, მათ შორის ძალადობის პრობლემის დაძლევაში,"-აღნიშნეს მოსწავლეებმა.

 

 

 


კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 24 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.10.2011 | კომენტარი (0)

„ამას ჩვენ არ გვასწავლიან მშობლები, არც სკოლა, არც ქუჩა, კარგია, რომ  ცხოვრების ასეთ გაკვეთილებს შეხვედრებზე ვიღებთ."

- ჩვენ იშვიათად ვუფიქრდებით, რომ სხვასთან კონტაქტში, იმ მეორე მხარესაც აქვს თავისი კონკრეტული მიზანი. სხვა ადამიანი შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს მოლოდინს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მეორე მხარეს აქვს უფლება გულწრფელობას გულწრფელობითვე არ უპასუხოს; არ იყოს კეთილი, გულისხმიერი, გამგები. ჩვენი პრეტენზიები საკმაოდ გულუბრყვილო გამოჩნდება. ჩვენი სხვებთან ურთიერთობა  ეფექტური იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ შევიგნებთ, რომ იმ მეორესაც აქვს უფლებები, - განმარტავს ფსიქოლოგი.

ქალაქ ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ფსიქოლოგთან 8 შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრებს  19-დან 63-წლამდე ასაკის 67 ქალი ესწრებოდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 22 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2011 | კომენტარი (0)

„გამჯდარი სტერეოტიპებისაგან განდგომისას, ვგრძნობთ დისკომფორტს, წინააღმდეგობას და ხშირად უკან ვბრუნდებით, რისი გაკეთებაც კატეგორიულად მიუღებელია.

პიროვნული უფლებებისადმი უპატივცემლობა ჩვენს ცხოვრებას ათეული წლების განმავლობაში მსჭვალავდა. ამიტომაც, ჩვენ არა მარტო არ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, არამედ, გაუცნობიერებლად, საწინააღმდეგო დებულებებით ვხელმძღვანელობთ, რომლებიც ბავშვობიდან გვაქვს შესისხლხორცებული.

უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს პირადი უფლებებისა და  სივრცის დაცვის უფლება", - გვირჩევს ფსიქოლოგი.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში( ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი და ხურჩა) ფსიქოლოგთან ჩატარებულ კონსულტაციებს 18-დან 58 წლამდე  ასაკის 109 ქალი ესწრებოდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 17 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2011 | კომენტარი (0)

შეხვედრების მიზანი იყო, დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება-მათივე უფლებების უკეთ დაცვის მიზნით. დაისვა შეკითხვები სხვადასხვა  საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ: დევნილმა   პრივატიზაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად რა ზომებს უნდა მიმართოს? საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას, თვალისწინდება თუ არა დევნილთა განსაკუთრებული საჭიროებანი? შესაძლებელია თუ არა შეღავათებით სარგებლობა არასრულწლოვანის გადაუდებელი ოპერაციის დროს? კონსულტაცია ანდერძის გაუქმების წესთან დაკავშირებით და სხვა.

ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ფოთი, სენაკი და ხურჩა) ექვსი შეხვედრა ჩატარდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 18 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2011 | კომენტარი (0)

„არასწორ გენდერულ ღირებულებებს,  ფუნქციებისა და მოვალეობების არასწორ გადანაწილებას, უსამართლო დამოკიდებულებას, დაპირისპირებებს ოჯახში პირდაპირ მივყავართ ძალადობამდე”, - ეს მოსაზრება დაფიქსირდა  ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ დებატებზე („გენდერული ღირებულებები, ქალისა და მამაკაცის ფუნქციური როლები (ოჯახში ძალადობის კონტექსტში)”, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფსიქოლოგი, იურისტები, პედაგოგები, უფროსკლასელები, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ საზოგადოებაში გენდერული ღირებულებების  ჩამოყალიბება   მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებასთან.  დიდი როლი ეკისრება კულტურის განვითარებას, იმას, თუ რა ფასეულობებზე ხდება მოზარდი თაობის აღზრდა.  დაფიქსირდა ფსიქოლოგის ინსტიტუტისა და  სხვადასხვა სტრუქტურის  ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზის მნიშვნელობა. მაგალითად, შს სამინისტროს დავალებით იქმნება საოჯახო კონფლიქტების ბარათები, რომელშიც  ოჯახებში  მომხდარი კონფლიქტები ფიქსირდება და რისკ-ფაქტორის მქონე ოჯახები იკვეთება. თუმცა  ხდება ამ ინფორმაციის აკუმულირება, არადა ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურებისათვის და ამ ოჯახებთან მუშაობა. გამოიკვეთა თავშესაფრების აუცილებლობის საკითხი, სამართალდამცავები იძულებულნი არინ, შემოიფარგლონ ხელწერილით, რაც, როგორც მათ აღნიშნეს,  იურიდიული ძალის არმქონეა.

 შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, რომ ძალადობის ფაქტის გაშუქება უნდა მოხდეს ისე, რომ ეს ახალ პრეცენდენტად არ იქცეს სხვა მოძალადისათვის. მედიას, მსგავ თემებზე საუბრისას,  ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება.  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 18 | დაამატა: admin | თარიღი: 27.10.2011 | კომენტარი (0)

ჟურნალის პირველი პუბლიკაცია ეძღვნება ორ ტრენინგს, რომლებიც ფონდის ინსტიტუციონალური განვითარებისათვის ჩატარდა ბორჯომსა და ქუთაისში.

ჟურნალში მოთხრობილია მობილიზატორთა მუშაობაზე დასავლეთ საქართველოს ექვს მხარდაჭერის ცენტრში, არის სტატიები ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით ჩატარებულ აქტივობებზე.

ჟურნალისტები მკითხველს სხვებისაგან გამორჩეულ ქალთა პორტრეტებსაც სთავაზობენ. ასე, რომ ჟურნალის მეხუთე ნომერში ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მათთვის, ვინც ფონდი „სოხუმის"  საქმიანობას  ადევნებს თვალყურს.
 
Donwload_GEo>>>

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 17 | დაამატა: admin | თარიღი: 26.10.2011 | კომენტარი (0)

შეხვედრებს ექიმ-რეპროდუქტოლოგებთან  სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის დევნილი ქალბატონები და გოგონები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა შემდეგ თემებზე: ძუძუთი კვება და მელოგინე ქალის ჰიგიენა მშობიარობის შემდეგ; ფიბრომა; ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა.

რეპროდუქტოლოგებთან შეხვედრების აუცილებლობას ადასტურებს ის  ფაქტიც,რომ მორიგი კონსულტაციის შემდეგ, წყალტუბოს კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილ ქალბატონს მკერდის დროული გამოკვლევა ჩაუტარდა.

 ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ცენტრებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე ექვსი შეხვედრა ჩატარდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 24 | დაამატა: admin | თარიღი: 26.10.2011 | კომენტარი (1)

ფონდი `სოხუმი~ უერთდება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას "არ არის ქალი არ არის მშვიდობა”, რომელიც ინიცირებულია 2010 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ქსელის "გენდერული თანასწორობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” მიერ.
31 ოქტომბერს, 18-დან 19 საათამდე, დასავლეთ საქართველოს  ქალაქებსა და რაიონებში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხობი, ზუგდიდი, ხურჩა, ოზურგეთი, ბათუმი -  ფონდი `სოხუმის~ ორგანიზებით ჩატარდება ქალთა მშვიდობიანი აქციები.
აქცია ტარდება ქალთა მსოფლიო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში და ემთხვევა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების, 1325, მე-11 წლისთავს, რომელიც ქალთა სამშვიდობო პროცესებში ჩართვის, პოლიტიკური მონაწილეობის, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის  ვალდებულებებს აკისრებს წევრ ქვეყნებს.

ქალთა მოძრაობებს მთელ მსოფლიოში  აერთიანებთ სულისკვეთება, რომ რეზოლუცია 1325-ის პრინციპები უნდა სრულდებოდეს, ის უნდა გახდეს უძლიერესი ინსტრუმენტი ქალთა უფლებების დაცვის, მათი დემოკრატიულ პროცესებში შეუფერხებელი მონაწილეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისათვის.

კამპანიის ორგანიზატორების ფოკუსი არის სოლიდარობა ავღანელი ქალების მიმართ, რომლებიც ურთულეს პირობებში ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სახელმწიფოებრივი შენების პროცესში.
 

ფონდი "სოხუმის" მიერ დასავლეთ საქართველოში ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობას მიიღებს 300-მდე ქალი.

აქციის ატრიბუტიკა და სიმბოლოებია ანათებული სანთლები და მწვანე შარფები

 

აქციის მონაწილეებს აქვთ გზავნილი:

ქალთა უფლებების დაცვა კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პირობებში, მათი მონაწილეობის  უზრუნველყოფა მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რეზოლუცია 1325-ის სრული ამოქმედება არის გზა მშვიდობისა და თანასწორობისაკენ !

  შემოუერთდით აქციას,

           გახდით საერთაშორისო კამპანიის თანამონაწილე!

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი `სოხუმი~

ქუთაისი, მგალობლიშვილის 6

ტელ.: +995 431 27 29 02

ელ-ფოსტა: women@fundsokhumi.ge

ვებ-საიტი: www.fundsokhumi.ge

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 422 | დაამატა: admin | თარიღი: 25.10.2011 | კომენტარი (0)


გოგონებთან ჩატარებული შეხვედრების თემა იყო: „კომუნიკაცია და კომუნიკაბელური ურთიერთობანი ადამიანებს შორის".

შეხვედრებზე გამართულმა გულახდილმა საუბრებმა ცხადყო, რომ აღნიშნული თემა გოგონებისათვის ძალიან საინტერესოა.  თამუნა ფაცაცია (ხურჩა) თვლის: „თაობა, რომლისთვისაც ურთიერთობა ადამიანებს შორის არის ინტერნეტი, სოციალური ქსელები, მესიჯები, მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები აუცილებელია, რათა მეტი სითბო გამოვავლინოთ ერთმანეთისადმი."

 „საკუთარ თავს ყოველთვის კომუნიკაბელურ ადამიანად მივიჩნევდი, მაგრამ ზოგჯერ უხეშობა გამომდიოდა. ტრენინგებისა და ვორკშოპების შემდეგ მივხვდი, რომ კომუნიკაბელურობასა და თავხედობას შორის დიდი განსხვავებაა. ახლა ურთიერთობებში უფრო მშვიდი და დაკვირვებული ვარ,"-ირინა ფუტკარაძე (წყალტუბო).

პროექტის ფარგლებში ოქტომბერში  ოთხი შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონსა და ხურჩაში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სამოცდასამმა გოგონამ.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 17 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.10.2011 | კომენტარი (0)

ფონდ „სოხუმთან" თანამშრომლობის პროდუქტად აღიარეს წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა - სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში გამოიყოს სპეციალისტი, რომელიც სპეციალურად  ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევის კუთხით მომზადდება, ითანამშრომლებს სახელმწიფო რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან, ამ საკითხის გადაწყვეტით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

24 ოქტომბერს, ქალაქ წყალტუბოში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა ჩატარდა  თემაზე - „ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმები - პრინციპები და შესაძლებლობები". შეხვედრას ესწრებოდა დევნილი საზოგადოება, პედაგოგები, უფროსკლასელები, ჟურნალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შექმნისა და დანერგვის  გარეშე.  აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება, რათა ადამიანებმა  სახელმწიფოს მიერ გამართული მექანიზმები პრაქტიკულად გამოიყენონ.

გამოიკვეთა სოციალური დაცვის ახალი შესაძლებლობები, სოციალური მუშაკების ინსტიტუტის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის ტენდენცია, დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივებიც.     

  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 31 | დაამატა: admin | თარიღი: 24.10.2011 | კომენტარი (0)

„ლიდერთა სკოლაში ვიღებთ ცოდნას, რომელიც ჩვენთვის სხვაგან ხელმისაწვდომი არ არის  და ძალიან მნიშვნელოვანია"; „ტრენინგზე ყველაზე უფრო ჯგუფური სამუშაოები დამამახსოვრდა", „ძალიან მომეწონა საქმიან ეტიკეტს და ლიდერი ქალის იმიჯზე მუშაობა"; „მოუთმენლად ველოდებით ტრენინგების ახალ ეტაპს"; „დროული და მნიშვნელოვანი იყო ეფექტური კომუნიკაციის თემა, რადგან წინ ბევრი სამუშაო გველის",- ეს ფრაზები ტრენინგის შეჯამების დროს ისმოდა, როდესაც სამი დღის დაძაბული მუშაობა ფინალს მიუახლოვდა და მომავალი კამპანიისა და საშინაო დავალებების  კონტურებიც შემოიხაზა.

ტრენერების შეფასებით, სატრენინგო თემატიკა ოპტიმალურად იყო შერჩეული და ჯგუფის საჭიროებებს მორგებული, ტრენინგ-სემინარი  მხოლოდ დასაბამს აძლევს ლიდერთა სკოლაში მისაღებ განათლებას და დანარჩენი  გოგონებმა თავისი მონდომებით, დაძაბული შრომით უნდა მოიპოვონ. რაც მთავარია, ჯგუფი მოტივირებული და  ცოდნაზე ორიენტირებულია, ეს კი წარმატების საწინდარია. ტრენინგზე დაბადებული მრავალი კრეატიული იდეა კი დახვეწას და გოგონების საქმიანობაში ხორცშესხმას ელოდება!

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 42 | დაამატა: admin | თარიღი: 23.10.2011 | კომენტარი (0)


 ფონდი „სოხუმის"  ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ( ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი და სოფელი ხურჩა (ზუგდიდის რაიონი) მობილიზატორები სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციას „ქალები განვითარებისათვის" და  სამ სასოფლო თემს ეწვივნენ.

ვიზიტის მიზანი იყო აღნიშნული არასამთავრობო ორგანზაციისა და სასოფლო თემთა მუშაობის გამოცდილების შესწავლა. მობილიზატორები გაეცნენ ორგანიზაციის მუშაობის მიმართულებებს: მშვიდობის შესწავლა, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება; თემთა ჯანდაცვა და განვითარება.

პირველი შეხვედრა  არასამთავრობო ორგანიზაციის „ ქალები განვითარებისათვის" ოფისში შედგა. მობილიზატორებმა დაათვალიერეს სოფლების-გოგოვითის, ტოროსგიუხისა და ცოგომარგის სათემო ცენტრები. საინტერესო იყო ორგანიზაციის  ახალგაზრდებთან, კონკრეტულად გოგონებისა და ბიჭების  ჯგუფებთან ცალ-ცალკე ჩატარებული მუშაობის გამოცდილება; ასევე სასოფლო თემების ინიციატივები.

ფონდ „სოხუმის" მობილიზატორები მზად არიან, შეხვედრებისას მიღებული გამოცდილებები თავიანთი ცენტრების მუშაობაში დანერგონ. 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

 


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 183 | დაამატა: moderatori | თარიღი: 15.10.2011 | კომენტარი (0)

თბილისში, საკონფერენციო დარბაზ "ჯაზუში" საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე „ქალები დემოკრატიული არჩევნებისათვის". შეხვედრის ორგანიზატორმა - მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ქალბატონმა მარიამ ცაცანაშვილმა მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის თანახმად, ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი არჩევნებში დაბალია,  მაღალმთიან რეგიონებში ის 5-10 პროცენტს არ აღემატება.

შეხვედრის მონაწილეები ქალთა პასიურობას საარჩევნო პროცესებში სხვადასხვა მიზეზით ხსნიან - ოჯახური მდგომარეობა, საარჩევნო უბნამდე გადაადგილების პრობლემა, სტერეოტიპი - რა უნდა ქალს არჩევნებზე და სხვა.

შეხვედრას სტუდენტები და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - ფონდი „სოხუმი", „უნივერსიტეტელი", ქალთა საინფორმაციო ცენტრი, „ბაზალეთი", „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ესწრებოდნენ.

მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი სამომავლოდაც აპირებს.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 168 | დაამატა: admin | თარიღი: 11.10.2011 | კომენტარი (0)

ჟურნალმა „ქალთა ხმა პოლიტიკაში" გამოცემის კიდევ ერთი ციკლი დაასრულა.  საპროექტო წელიწადის დამთავრებასთან ერთად  ჟურნალის ბოლო, მეოთხე ნომერიც გამოვიდა. სწორედ ამიტომ ჟურნალის რედკოლეგია ცდილობს, შეაჯამოს განვლილი მუშაობა, დაანახოს მკითხველს ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობის თავისებურებები, შედეგები და ცვლილებები, რომლებიც ერთწლიანმა საქმიანობამ მოუტანა  დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მცხოვრებ ქალებს.

ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ქალთა ჩანაწერებში კარგად ჩანს ჟურნალის მისიაც და ფონდის საქმიანობის შედეგიანობაც:

მარინე ჩოხელი: კლუბთან თა­ნამ­შრომ­ლობა იმე­დით გვავ­სებს, საქ­მის კე­თების სტი­მულს გვაძლევს. მე ხელს შე­ვუწ­ყობ იმას, რომ  ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის მრა­ვალ­შვი­ლი­ან­მა ოჯახებმა სტაბილუ­რად მი­ი­ღონ ფი­ნან­სუ­რი დახმა­რება.

ნატო ლომაია: ძალი­ან მომ­წონს ჟურ­ნა­ლი „ქალ­თა ხმა პო­ლი­ტი­კა­ში", რო­მე­ლიც ჩვენ­თან, ხობის კლუბში მო­აქვთ. ჩანს, რომ ით­ვა­ლის­წი­ნებენ ჩვენს წი­ნა­და­დებებსა და შე­ნიშ­ვნებს.

ქეთევან ქადიეშვილი: ჩვენ­თა­ნ, ოზუ­რ­გეთ­შიც, ძალი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ტრან­სპორ­ტის მოძრაობის სა­კითხი. სტუ­დენ­ტებისათვის ტრან­სპორ­ტით შე­­ღა­­ვა­თი­ა­ნი მგზავ­რობის თაობაზე პა­სუხს სექ­ტემბრი­დან ვე­ლო­დებით. ეს ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი­რების ჯგუ­ფის მუ­შაობის შე­დე­გია.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 218 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2011 | კომენტარი (0)

ვინაიდან სექტემბერი სკოლასთან და მოსწავლეებთან ასოცირდება, ქალებისაგან წამოვიდა შეკითხვები შვილების აღზრდასთან დაკავშირებით.

ფსიქოლოგის აზრით, მშობელთა ნაწილი თვლის, რომ შვილი მათი საკუთრებაა, ხოლო ფიზიკური დასჯა- აღზრდის ადეკვატური საშუალება. მშობელს რომ შეეძლოს წარმოიდგინოს, თუ როგორ იძაბება ბავშვის შინაგანი ორგანოები ფიზიკური დასჯისას, ამას არასდროს იზამდა. როცა მშობელს არ ყოფნის ძალა, არა აქვს საკმარისი შინაგანი სიახლოვე ბავშვთან, ისადგურებს  „პედაგოგიური უძლურება", რომელიც გადადის ძალადობაში.

 ფსიქოლოგმა ქალებს შეახსენა, რომ დასჯა ერთგვარი გაკვეთილია:„ თუ დასჯა სასტიკია, შეიძლება ბავშვმა შემდეგი დასკვნა გამოიტანოს:„ არ ვუყვარვართ".

მშობლის ვალია, შვილს ასწავლოს და თუ  მოთმინება, გულმოწყალება ბავშვებისადმი მათ ხშირად არ ყოფნით,  საზოგადოებისაგან რას უნდა ველოდოთ?"
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა)  ჩატარდა ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები ფსიქოლოგთან,  რომლებსაც ესწრებოდა   17-დან 55-წლამდე ასაკის 113 ქალი.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 53 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2011 | კომენტარი (0)

მობილიზატორთა შეხვედრებმა ქალები უფრო გახსნილები გახადა, მოიხსნა უნდობლობა  (მობილიზატორთა დიდი ძალისხმევითა და საკრებულოს თავმჯდომარის აქტიური მხარდაჭერით  სენაკში გადაიჭრა წყლით მომარაგების, დასუფთავების საკითხი; ასევე, მოგვარდა მუზეუმის შენობაში ჩასახლებულ დევნილთა მეზობლური კონფლიქტი).

მობილიზატორთა ყოველ შეხვედრაზე ქალებს ეძლევათ ინფორმაცია კონკრეტული ქალაქების ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩასატარებელი კონსულტაციებისა და სხვა სახის ღონისძიებათა შესახებ.

 სექტემბერში  ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის  ცენტრებში მობილიზატორთა 56 შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ სხვადასხვა სახის საინფორმაციო ლიტერატურა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 43 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2011 | კომენტარი (0)

29 სექტემბერს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: "ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმების პრინციპები და შესაძლებლობები”. შეხვედრას  ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოსა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, პედაგოგები, მოქმედი ადვოკატები, ახალგაზრდები და დევნილი ქალბატონები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა არჩეული თემის  აქტუალობა. როგორც მრგვალ მაგიდაზე აღინიშნა,  ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია სახელმწიფოს მიერ პრობლემის გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შექმნის, დანერგვისა და შესაბამისი ინფორმირების   გარეშე.

საზოგადოებისა და პრობლემის მოგვარებით დაკავებული სტრუქტურების თანამშრომლობის,| ინფორმაციის გაცვლის  აუცილებლობა; სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის რესურსების მაქსიმალური გამოყენება; კვალიფიციური ტრენინგები პოლიციელთათვის; სამოქალაქო განათლების პროგრამაში რეფერალური მექანიზმების შესახებ ინფორმაციის შეტანა; სოციალური მუშაკების ინსტიტუტის პროპაგანდა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ წინადადებებისა, რომლებიც მრგვალ მაგიდაზე გაჟღერდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 55 | დაამატა: admin | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 40 41 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0