მასალის არქივი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 24.05.2012, 15:06
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შედგა შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრას ესწრებოდა 17-დან 60-წლამდე ასაკის 18 ქალი. მონაწილეებმა მიიღეს  ინფორმაცია კამპანიასთან დაკავშირებით. შემდეგ ერთმა მონაწილემ შემოგვთავაზა მისი პირადი პრობლემის განხილვა, რაც მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტს ეხებოდა. საუბარმა იმდენად საინტერესო ხასიათი მიიღო, რომ შეხვედრის მონაწილეები წასვლას არ ჩქარობდნენ.  

შეკითხვაზე, რას აძლევთ მათ ფსიქოლოგთან შეხვედრები, პასუხი  ერთმნიშვნელოვანი იყო - ჩვენ დავიღალეთ ერთფეროვნებისაგან, თქვენთან ცოდნასაც ვიძენთ და განტვირთვასაც ვახერხებთ.



კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 50 | დაამატა: moderatori | თარიღი: 08.12.2011 | კომენტარი (0)


ლიდერთა სკოლის მოსწავლე ლიკა ბარამიამ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში  სანატორიუმ „მედეას" საფეხბურთო მოედანზე ჩაატარა კონკურსი ასფალტზე ხატვაში. კონკურსის თემა იყო „სახლში მშვიდობიდან მსოფლიოში მშვიდობამდე", მასში  10-დან 18-წლამდე 14 მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსის სამ გამარჯვებულს სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცა.

 



კატეგორია: კონკურსები | ნანახია: 46 | დაამატა: moderatori | თარიღი: 08.12.2011 | კომენტარი (0)



ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ელექტროტექნიკური ლიცეუმისა და „ანკომის" კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლას, დემოგრაფიული მაჩვენებლების დადგენასა და აქტიური ჯგუფების შერჩევას ითვალისწინებდა.

„შეხვედრების მიზანია, დახმარება გაეწიოთ დევნილებს თავიანთი პრობლემების ადვოკატირების მეთოდებისა და შესაძლებლობების შესწავლაში. კოლექტიური ცენტრების დევნილებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ყველა იმ სამართლებლივი საკითხის გარშემო, რომელიც ეხება საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციას ან ჩასახლებას," - ითქვა შეხვედრაზე.

დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია განსახლების საკითხთან დაკავშირებით.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოდან მიღებული ინფორმაციით, „ანკომს" ჰყავს კერძო მესაკუთრე, ამ ეტაპზე განსახლების ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი. რაც შეეხება ელექტროტექნიკურ ლიცეუმს, გარემონტდება და დევნილებს გადაეცემა.

დასასრულს დევნილებმა დასვეს შეკითხვები, რომელთა უმრავლესობასაც ადგილზე გაეცა პასუხი.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 179 | დაამატა: moderatori | თარიღი: 08.12.2011 | კომენტარი (1)

კიდევ ერთხელ გაკეთდა ინფორმაცია  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის შესახებ. კლუბის წევრებმა აღნიშნეს: „ ოცდახუთ  ნოემბერს ჩავერთეთ მასობრივ აქციაში და ამ გზით უარი ვუთხარით ძალადობას!"

 კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემები დაასახელა. მთავარი პრობლემა საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მაღალი გადასახადია. ასევე დაისვა გაზიფიცირებისა და ამბულატორიის გახსნის საკითხი. შეხვედრის მონაწილე დევნილი ქალები აცხადებენ,რომ ამ უკანასკნელი პრობლემის ადვოკატირება არაერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ.  

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს,რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების საარჩევნო კომისიის წევრებად თუ დამკვირვებლებად ჩართვას ისურვებდნენ.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 48 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2011 | კომენტარი (0)

ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ლუქსემბურგის ქუჩაზე (ყოფილი საბავშვო ბაღი №30)  აფხაზეთიდან დევნილებით ჩასახლებულ კოლექტიურ ცენტრში ფსიქოლოგთან შეხვედრას 21-დნ 47-წლამდე ასაკის ცხრა ქალი ესწრებოდა. მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის შესახებ, შემდეგ კი გაიმართა მსჯელობა თემაზე: „რატომ უნდა უყვარდეს ქალს საკუთარი თავი".

ფსიქოლოგის რჩევა: „ძვირფასო, ქალებო, უპირველესად - ვიყოთ ბუნებრივები, არ დავფაროთ ჩვენი ძლიერი თუ სუსტი მხარეები. თუ საჭიროა, მოუყევით მამაკაცს თქვენს ღელვაზე, შფოთვასა და შიშზე. რატომღაც ძლიერი ქალები ხშირად ამის უფლებას თავს არ აძლევენ და სრულიად ტყუილუბრალოდ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 37 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2011 | კომენტარი (0)

კოკის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანა ხასიამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ოცდახუთი დევნილი თუ ადგილობრივი ახალგაზრდა. მონაწილეებს მიეწოდათ ფონდი „სოხუმის" პრეს - რელიზი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ. დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები, კალენდრები, პოსტერები, წიგნები.

შეხვედრაზე 16-დღიან კამპანიასთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები. გაიმართა დისკუსია, იმაზე თუ როგორ  აღმოიფხვრას საზოგადოებაში ძალადობა, როგორ  დავიცვათ თავი ძალადობისაგან.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მათ ცნობიერებას დადებითად ცვლის.  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 51 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2011 | კომენტარი (0)


 

ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის მეხუთე სკოლაში ასფალტზე ხატვის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მეოთხე - მეათე კლასების 15 მოსწავლე მონაწილეობდა. ჟიურის წევრები უფროსკლასელებისაგან შეირჩნენ.

ძალადობის მიმართ  პროტესტის თემაზე შესრულებული ნახატების ძირითადი მესიჯები იყო: - ძალადობა ბოროტებაა, ახალგაზრდები ვირჩევთ მშვიდობიან - არაძალადობრივ გარემოს; რწმენით, სიყვარულით ვძლიოთ ძალადობას;

კონკურსის ბოლოს ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.


კატეგორია: კონკურსები | ნანახია: 80 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.12.2011 | კომენტარი (0)


10 მონაწილე ერთი საათის განმავლობაში წერდა თხზულებებს. მათ იცოდნენ, რომ კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას ეძღვნებოდა.

კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეექვსე საჯარო სკოლაში  ჩატარდა, შემდეგ კი ფონდ „სოხუმში" ჟიურიმ შეაფასა მონაწილეთა ნამუშევრები და გამარჯვებულები გამოავლინა.

პირველი ადგილი კონკურსში მონაწილე ერთადერთ ვაჟს, ლევან ბარათელს ერგო, მეორე - მარიამ არჯევანიძეს, მესამე - ლონდა კვანტალიანს.

მეორე დღეს გამარჯვებულებს წიგნები გადასცეს, ყველა მონაწილემ მცირე სამახსოვრო საჩუქარი მიიღო.

- კონკურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, - თქვა ფონდი „სოხუმის" ტელეჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მარიამ არჯევანიძემ. - ძალადობას არავინ არ უნდა შეეგუოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მისაღწევად შინ და გარეთ.

 


კატეგორია: კონკურსები | ნანახია: 51 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.12.2011 | კომენტარი (0)

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიის ისტორია,  ფონდი „სოხუმის" მრავალწლიანი მონაწილეობა კამპანიაში, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიერ კამპანიის აქტუალობის შეფასება  - ამ საკითხებს ეხმიანებოდა  ფონდი „სოხუმის"  მიერ „ძველი ქალაქის ეთერში" ორგანიზებული რადიოგადაცემა.  

„გვინდა,  კამპანიის განწყობა  კამპანიის შემდეგაც გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას უნდა გააჩნდეს შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის ყოველი გამოვლინების მიმართ", - ასეთი განწყობა გამოხატეს ფონდის ლიდერთა სკოლის გოგონებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კამპანიაში და არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ.

„ეს კამპანია ძალიან ახლობელი გახდა ჩვენთვის, რადგან მისი სლოგანი - „სახლში მშვიდობიდან -  მსოფლიოში მშვიდობამდე" - ზუსტად ეხმიანება ჩვენს ყოველდღიურობას და აერთიანებს ოჯახში მშვიდობისა და მსოფლიო მშვიდობის თემას ", - ასე გამოეხმაურნენ საერთაშორისო კამპანიის პათოსს კოფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ქალბატონები.   „დღემუდამ ემოცია, შიში, დაუცველობის განცდა თავის კვალს ტოვებს ადამიანების ფსიქიკაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ამიტომ არის ასე ღირებული და ახლობელი კამპანიის თემა საზოგადოებისათვის", - ასე მიიჩნევენ ფსიქოლოგები.

გადაცემაში საუბარი შეეხო, ასევე, ძალადობის პრევენციის საკითხს, რაშიც სპეციალისტები დიდ მნიშვნელობას  ანიჭებენ პიროვნებათშორის ურთიერთობების საკითხს.

კატეგორია: რადიო გადაცემები | ნანახია: 55 | დაამატა: admin | თარიღი: 06.12.2011 | კომენტარი (0)

16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ლიდერთა სკოლის მოსწავლე ნინო ფუტკარაძემ წყალტუბოს მეორე საბავშვო ბაღში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრას ბაგა-ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელთა მშობლები ესწრებოდნენ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 43 | დაამატა: admin | თარიღი: 06.12.2011 | კომენტარი (0)

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრას ესწრებოდა 22-დან 58-წლამდე  ასაკის აფხაზეთიდან დევნილი  19 ქალი.

თემა „ოჯახის არსი, მისი ფასეულობები და პრიორიტეტები" შეხვედრაში მონაწილე ქალებისათვის ახლობელი აღმოჩნდა  და საინტერესო დისკუსიაც გამოიწვია.

„თუ ერთმანეთი არ გვეყვარება, არ ვიცი, რატომ უნდა გავთხოვდე. მეუღლეები ერთმანეთს  ინტუიტიურად, უსიტყვოდ უნდა უგებდნენ - მაშინ იქნება ჰარმონია და ბავშვებიც ბედნიერები იქნებიან",- თქვა შეხვედრის ერთ - ერთმა მონაწილემ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 43 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2011 | კომენტარი (0)


ქუთაისის პროფესიულ კოლეჯიბერიაში" 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ  შეხვედრას  სტუდენტები დაესწრნენ.

მათ მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანიის შესახებ. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ  ქალების მიმართ  გამოჩენილი ძალადობა ადამიანის უფლებათა  უხეში დარღვევაა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს დაურიგდათ ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები, პოსტერები და ბროშურები.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 97 | დაამატა: moderatori | თარიღი: 05.12.2011 | კომენტარი (0)

ქუთაისში ცენტრალურ მოედანსა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლიდერთა სკოლის პირველკურსელებმა და აქტივისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში აქცია ჩაატარეს.

აქტივისტები ორ ჯგუფად დაიყვნენ, ბუკლეტებსა და ცისფერ ბუშტებს  არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსა და ბავშვებსაც ურიგებდნენ.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 95 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2011 | კომენტარი (0)

 ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ფსიქოლოგი შეხვდა ტოლბუხინის ქუჩაზე №1 კოტეჯში ჩასახლებულ დევნილებს. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთიდან დევნილი ცხრა ქალი.

შეხვედრის თემა იყო შიდსი და მისი პრევენცია. თემის გარშემო ინფორმაციის მიღების შემდეგ, ქალებმა ისაუბრეს სოციალურ, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე.

„ დღეს ერთმანეთის მიმართ ძალიან აგრესიულად ვიყავით განწყობილნი, ვინაიდან  კოტეჯში კანალიზაცია მოიშალა. თქვენთან შეხვედრამ და საუბარმა კი   აგრესიულობა მოგვიხსნა, ერთმანეთთან  შეგვარიგა, პრობლემებიც უფრო მსუბუქი მოგვეჩვენა. რა კარგია, რომ ეს პროგრამა არსებობს ",- აღნიშნეს შეხვედრის მონაწილე ქალებმა.                        

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 58 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2011 | კომენტარი (1)

კლუბის შეხვედრაზე აქცენტი  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიაზე გაკეთდა.

შეხვედრის მონაწილე ქალბატონებმა ადგილობრივ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ყველაზე აქტუალური მაინც ოჯახში ძალადობის პრობლემაა. ქალბატონმა მანანა შულაიამ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და  განათლების დაბალი დონე იწვევს, ქალთა უმრავლესობა საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს.

აღნიშნული პრობლემების გადაჭრას ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მედიასა  თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით აპირებს.

 დასასრულს ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა მირანდა გვანცელაძემ ლიდერი ქალების მონაცემთა ბაზის შექმნაზე ისაუბრა.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 34 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2011 | კომენტარი (0)


ლიდერთა სკოლის მოსწავლე ანა ყურაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში  წყალტუბოს შვიდ სანატორიუმში („მედეა", „საქართველო", „თბილისი",    „ინტურისტი", „მეგობრობა", „აია", „კოლხეთი") ჩაატარა შეხვედრები.

მონაწილეებს დაურიგდათ პოსტერები და ბუკლეტები.



კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 51 | დაამატა: moderatori | თარიღი: 02.12.2011 | კომენტარი (0)


ნიკეას დევნილთა სკოლის მოსწავლეები 16-დღიან საერთაშორისო კამპანიაში ფონდ „სოხუმის" ფორუმ-თეატრის მინი-სცენებით ჩაერთნენ. მოსწავლეები ფორუმ -თეატრის წარმოდგენებით იმდენად დაინტერესდნენ, რომ ცდილობდნენ თავიანთი სიტყვა ეთქვათ, სცენის მსვლელობაზე, ან სულაც ფინალზე, გავლენა მოეხდინათ. მსჯელობდნენ იმაზე,  თუ როგორ შეძლებდნენ მსგავსი დაძაბული სიტუაციების განმუხტვას,  ძალადობისაგან თავის დაღწევას.  

„ასეთი სცენების ხილვა ხელს უწყობს ჩვენს სწრაფვას მშვიდობიანი - არაძალადობრივი ურთიერთობებისაკენ. თუ ოჯახებში არ იქნება ძალადობა, ვფიქრობთ, ჩვენი მომავალიც დაცული იქნება",- ასეთია მოსწავლეების აზრი.


კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 50 | დაამატა: moderatori | თარიღი: 02.12.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 45 46 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 99
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0