კლუბები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ოთხშაბათი, 23.05.2012, 06:17
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

 

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცნენ სახელმწიფო სტრატეგიას -  ჩართულობა თანამშრომლობის გზით.

აღნიშნულმა დოკუმენტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ სტრატეგია იქნება საფუძველი ნდობის აღსადგენად, მიიჩნევენ, რომ დიდია სახალხო დიპლომატიის როლი, ნათესაური კავშირების გამოყენება,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა - ასევე შაოსანი,  დედების ჩართვა მოლაპარაკებებში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 228 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.07.2010 | კომენტარი (0)

- არასამთარარობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებმა, თუნდაც ჩვენმა კლუბმა მეტი ინიციატივები უნდა გამოიჩინოს ქართველი და აფხაზი ხალხის დასაახლოებლად! ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთის მტრები, ქართველებსა და აფხაზებს შორის განხეთქილება მესამე ძალამ გამოიწვია! - ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ამჯერად სტრატეგიის - შერიგება ჩართულობის გზით განხილვა მოეწყო, აღნიშნულმა დოკუმენტმა დამსწრე საზოგადოების დიდი დაიტერესება გამოიწვია - გაიმართა დისკუსია თემაზე - ქართულ-აფხაზური ურთიერთობები.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ნდობის აღდგენაში განსაკუთრებით დიდი სახალხო დიპლომატიის მისია - ნათესაური კავშირების, შერეული ოჯახების, ქალთა როლი.

უფრო მეტიც ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გამოხატავენ სურვილს ითანამშრომლონ აფხაზეთში მცხოვრებ ქალებთან - რაშიც მათ პირადი კონტაქტები დაეხმარებათ - მათი სურვილია სასკოლოდ ენგრუსიქეთ მცხოვრებ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება სასწავლო ინვენტარის გადაცემით მიულოცონ, კლუბის წევრები აცხადებენ, რომ მხარდაჭერისათვის თავად  საქართველოს პრეზიდენტსაც კი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის" ხელმძღვანელობას მიმართვენ.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 233 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.07.2010 | კომენტარი (0)

21 ივლისს ფონდი "სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ - მოწვეულები იყვნენ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაციები ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრას  ქუთაისის საკრებულოს ერთადერთი წევრი ქალი მანანა კიკაბიძე ესწრებოდა. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა მისი მოსვლა პოლიტიკაში, რომელი სფეროები იქნება მისთვის პრიორიტეტული და რა მიმართულებით აპირებს ის თავის შემდგომ საქმიანობას.

ორსაათიან შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა გარკვეული დრო დევნილთა პრობლემების განხილვასაც დაუთმეს.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 205 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.07.2010 | კომენტარი (0)

კლუბის შეხვედრა ფონდი „სოხუმის" ოფისში გაიმართა რვა დევნილი გოგონას მონაწილეობით.

შეხვედრის თემა -  „ქართველთა და აფხაზთა სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული ერთიანობა". ეს საკითხები საინტერესო, მაგრამ ამასთანავე რთულიც იყო კლუბის მონაწილეთათვის.

„შეხვედრაზე შევიტყვე ქართველთა და აფხაზთა ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ  ერთიანობაზე. ამ ერთიანობას საფუძვლად გეოგრაფიული და ეკონომიკური ერთიანი სივრცე დაედო.  ეს თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,"- თამუნა სუბელიანი.

კლუბის მორიგი შეხვედრისათვისაც საინტერესო თემაა შერჩეული.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 198 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.07.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მრავალპარტიულ შემადგენლობას კომუნისტური პარტიის წარმომადგენელიც შემოუერთდა. შორენა ბარამიძემ ამჯერად უფრო ახლოს გააცნო საკუთარი თავი დამსწრე საზოგადოებას - მისი თქმით, ამ პარტიაში გაწევრიანება სხვადასხვა ინტერესებით იყო გამოწვეული - მათ შორის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაასახელა. კლუბზე 2010 წლის არჩევნებიც მიმოვიხილეთ - კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა აუცილებელია, რადგან ქალი თავისი ბუნებით უფრო მგრძნობიარეა და ის უკეთ რეაგირებს სოციალურ, ჯანდაცვის, განათლებისა თუ კულტურის საკითხებზე.

ოზურგეთის საკრებულოში არჩევნების შედეგებით 3 ქალბატონია წარმოდგენილი.  კლუბის წევრები - ჟურნალისტები, პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ 3 ქალი ვერ შეცვლის არსებულ სურათს ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა, დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი მთელი ძალისხმევით იშრომებენ.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 232 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.07.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ხონის სამხედრო დასახლებაში შედგა.

ფონდი "სოხუმის" წარმომადგენელმა აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გააცნო არჩევნების შედეგები, რომლის ირგვლივაც დისკუსია გაიმართა, ქალებმა აღნიშნეს, რომ ხონის საკრებულოში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი, რაც ცუდ შედეგზე მიუთითებს.

კლუბის წევრებმა  სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრეს - კიდევ ერთხელ დასვეს განსახლების საკითხი - რომ დევნილთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს არასაკმარისი ფართის და უხარისხოდ შესრულებული  სარემონტო სამუშაოების გამო.

ქალებმა ყურადღება თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზეც გაამახვილეს - აღნიშნეს, რომ დევნილი ქალების ცხოვრება ერთფეროვანია, მსგავსი შეხვედრები კი ახალი ინფორმაციის მიღების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 211 | დაამატა: admin | თარიღი: 07.07.2010 | კომენტარი (0)

„ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები" - ასეთი იყო თემა გოგონათა კლუბისა  „აფხაზეთი - მინდა ყველაფერი ვიცოდე" , რომელიც ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა.

კლუბის მონაწილეთათვის თემა მახლობელი აღმოჩნდა. მათ ბევრი მაგალითი მოიყვანეს შერეული ოჯახების ცხოვრებიდან.

„ახლახან ჩემმა ბიძამ აფხაზი ქალი შეირთო. ძალიან ბედნიერები არიან. ასეთი მაგალითი ბევრია ჩვენს ირგვლივ, ეს ჩვენი ხალხების მშვიდობიანი მომავლის იმედს იძლევა," - აღნიშნა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა.

  

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 202 | დაამატა: moderatori | თარიღი: 05.07.2010 | კომენტარი (0)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მედიის როლის მნიშვნელობაზე  აქტიური დისკუსიები გაიმართა ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე წყალტუბოში.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ადგილობრივი გაზეთ "წყალტუბოს” რედაქტორის მოადგილე - ეთერ დევიძე. მან ამომწურავი პასუხები გასცა შეკითხვებს  და თავის მხრივ რეკომენდაციებითაც მიმართა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რათა ქალს უფრო მეტი შესაძლებლობა მისცენ საკუთარი თავის რეალიზებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რედაქციის მხრიდან იყო დიდი სურვილი მკითხველისთვის გაეცნო წყალტუბოში ყველა ქალი კანდიდატი, მათ მხოლოდ ერთმა ქალბატონმა მიმართა მხარდაჭერისთვის.  

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აუცილებელია მუშაობის გააქტიურება წყალტუბოში ინფორმაციული ვაკუუმის აღმოსაფხვრელად, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად არ არის განებივრებული ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთებით.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 272 | დაამატა: admin | თარიღი: 05.07.2010 | კომენტარი (0)

გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" ქუთაისსა და წყალტუბოში გამართა შეხვედრები.

ერთ-ერთ შეხვედრას დაესწრო შვედი მოხალისე ტერეზა სვედბერგი. რომელმაც ინტერესით მოისმინა დევნილი გოგონების მონათხრობი აფხაზეთის კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოზე.

მონაწილეები კმაყოფილები აღნიშნავენ, რომ კლუბი „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მნიშვნელოვანია. რადგან ბევრ საინტერესო ინფორმაციებს იგებენ აფხაზეთზე. ყოველი შეხვედრა ერთმანეთისაგან განსხვავებულია, რაც მუშაობას საინტერესოს ხდის.   

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 253 | დაამატა: admin | თარიღი: 29.06.2010 | კომენტარი (0)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებას და ახლად არჩეულ საკრებულოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივას დაეთმო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ხონში.

არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ ხონში ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 61,09% (ცესკოს მონაცემებით).

მიუხედავად იმისა, რომ არჩეული საკრებულოს წევრებს შორის ვერცერთი ქალი ვერ მოხვდა, კლუბის წევრები გეგმავენ ადგილობრივ მთავრობაში მოსული მამაკაცების  წინაშე მეტი აქტიურობით დააყენონ  სოციალური და სხვა სახის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია ხონში მცხოვრები დევნილებისა და ასევე ადგილობრივებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 254 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.06.2010 | კომენტარი (0)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა წყალტუბოში სასიამოვნო ამბით დაიწყო - წყალტუბოს საკრებულოში ერთი ქალი იქნა არჩეული. ხათუნა წერეთელი, სოფ. მექვენას მაჟორიტარი კანდიდატი "თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან”.

კლუბის წევრები ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებაში გენდერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდებოდნენ და ამის უმთავრეს მიზეზად დაასახელეს პარტიების მხრიდან სიებში ქალთა ნაკლები ჩართულობა. 

არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ქალთა აქტიურობა, როგორც ყოველთვის, მაღალი იყო. კლუბის თითქმის ყველა წევრი უშუალოდ მონაწილეობდა საარჩევნო პროცესებში  საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად, მდივნებად ან კომისიის წევრებად.  

კლუბის წევრებმა სურვილი გამოთქვეს,  ითანამშრომლონ წყალტუბოს საკრებულოს წევრ ერთადერთ ქალბატონთან. დაიგეგმა მისი მოწვევა კლუბის მომდევნო შეხვედრაზე.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 217 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.06.2010 | კომენტარი (0)

 

- 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ოზურგეთის საკრებულოში სამი ქალი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ძველი და აქტიური წევრი  ირინა საჯაიაა -  ამ სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო კლუბის შეხვედრა ოზურგეთში.

აღინიშნა, რომ ირინა საჯაია საკრებულოში მუშაობის პერიოდში გამოირჩეოდა ინიციატივებითა და აქტიურობით. სასიხარულოა, რომ მას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი გააგრძელოს წინა წლებში დაწყებული მუშაობა. კლუბის წევრები მისგან  სიახლეებს ელოდებიან სხვადასხვა სფეროებში.

კლუბის შეხვედრაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაანალიზეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები.  მიიჩნევენ, რომ საზოგადოება გენდერული თვალსაზრისით უფრო აქტიური გახდა, რაც მათი აზრით, წინასაარჩევნოდ გაწეული აქტიური მუშაობის შედეგია.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 255 | დაამატა: admin | თარიღი: 16.06.2010 | კომენტარი (0)

 

ხალისიანი განწყობით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში. შეხვედრის მონაწილეებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრს, პროფესიით ჟურნალისტ  ქალბატონ ნაზიბროლა ქობულაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. აღსანიშნავიას, რომ ქალბატონი ნაზიბროლა ერთი წელია ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გენდერული თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება.  ბათუმში წინა მოწვევის საკრებულოში  არც ერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი, წელს კი სამი ქალი იქნება.

- ჩემი საზრუნავი ბათუმის საკრებულოში იქნება ის, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და განათლება იყოს უზრუნველყოფილი.  სახელმწიფოსთვის უმთავრესი განათლებული და ჯანსაღი მომავალი უნდა იყოს - აღნიშნა ნაზიბროლა ქობულაძემ.

ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესწრებოდა შვედი მოხალისე სტუდენტი - ტერეზ სვედბერგი (ის ფონდ „სოხუმში" სტაჟირებაზე იმყოფება), რომელმაც დამსწრე საზოგადოებას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.  შვედეთში როგორ მიაღწიეს ქალებმა  პოლიტიკურ წარმატებებს, რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ქალთა რიცხვი გაიზარდა მმართველობით თუ თვითმმართველობით ორგანოებში.

მონაწილეთა აზრით, შვედი ქალების გამოცდილება ქართულ პოლიტიკას მართლაც წაადგება. გედერული თვალსაზრისით საქართველო 120-ე ადგილზეა, შვედეთი კი მეორე ადგილს იკავებს!

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 241 | დაამატა: admin | თარიღი: 12.06.2010 | კომენტარი (0)

 

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი დარეჯან ცხვიტარია, უკვე მეორედ გახდა ფოთის საკრებულოს წევრი. მას წარმატება მიულოცეს კლუბის წევრებმა - მისმა თანაქალაქელებმა, თანამოაზრეებმა, მეგობრებმა.

- ჩემთვის პრიორიტეტი ადამიანებთან ურთიერთობაა. ყველაფერს გავაკეთებ მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სამომავალოდ უფრო დიდი განაცხადის გაკეთებას პოლიტიკაში, მისი  პასუხი ასეთია:

 -  ჯერჯერობით ამაზე ფიქრი ნაადრევია. თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ.  როგორ შეიძლება ჯარისკაცი იყო და გენერლობაზე არ ფიქრობდე.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ მისი აქტიურობა ადგილობრივ თვითმმართველობაში გადამდები და სტიმულის მიმცემი იქნება კლუბის დანარჩენი წევრებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 251 | დაამატა: admin | თარიღი: 10.06.2010 | კომენტარი (0)

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა სოფელ ბიაში გაიმართა.

კლუბის ლიდერმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა  ქალბატონმა მანანა შულაიამ. რომელიც ამავე სოფელში იყრის კენჭს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს, სოფლის მკვიდრ ქალბატონებს, საკუთარ სახლში უმასპინძლა.

-საკუთარ სახლში მოგიწვიეთ, რათა გაჩვენოთ, რომ მეც თქვენნაირი ქალი ვარ, იგივე პროლემები მაწუხებს, რაც თქვენს ოჯახებს. ჩვენ დღეს არ ვისაუბრებთ ზოგად საკითხებზე,  იმ კონკრეტულ პრობლემებზე შევჩერდებით, რომელიც ჩვენი სოფლის მოსახლეობას აწუხებს და დროულ გადაწყვეტას საჭიროებს.

შეხვედრაზე მანანა შულაიამ დამსწრეთ თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში  პრიორიტეტი დასაქმება იქნება. რადგან როგორც დანარჩენ საქართველოში, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფელ ბიაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 276 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2010 | კომენტარი (0)

წინასაარჩევნო ეიფორია ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბზეც აისახა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა,  ქალთა კლუბის ლიდერმა ქალბატონმა, დარეჯან ცხვიტარიამ კლუბის წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

 ადამიანების დასაქმება, სოციალური საკითხების უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა , - დარეჯან ცხვიტარიას პროგრამაში  პრიორიტეტეული საკითხებია. კანდიდატი მიიჩნევს, რომ საკრებულოში მუშაობისას უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და მომავლში, გამარჯვების შემთხვევაში, უფრო ეფექტურად გააგრძელებს მუშაობას აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.

- ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედით ეგებებიან მოახლოებულ არჩევნებს. მიიჩნევენ, რომ ქალების რიცხვი საკრებულოში გაიზრდება და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 250 | დაამატა: admin | თარიღი: 19.05.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" ოფისში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წინასაარჩევნო შეხვედრა შედგა.  კანდიდატებმა - ნატო ქათამაძე („ალიანსი საქართველოსთვის") და ლია გვენეტაძე („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"), რომლებიც ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბსაც წარმოადგენენ, თავიანთი საარჩევნო პროგრამებით წარსდგნენ კლუბის წევრების წინაშე.

პროგრამების წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატი ქალბატონებისათვის პრიორიტეტულია სოციალური სფერო, ჯანდაცვა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ბიუჯეტის სწორად განაწილებას.

გარკვეული საკითხების მიმართ შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა პოზიციები აღმოაჩნდათ, რაც ცხარე დისკუსიების საბაბი გახდა.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის დონე გაიზარდა, როგორც საარჩევნო კანონმდებლობასთან, ასევე გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, რაც, მათი აზრით, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება და წინა წლებთან შედარებით საკრებულოში ქალების რაოდენობა გაიზრდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 405 | დაამატა: admin | თარიღი: 18.05.2010 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 7 8 9 10 11 12 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 98
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0