Create site free
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში - 11 ივნისში 2010 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 09.02.2012, 18:29
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 11 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში
00:27
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში

 

ხალისიანი განწყობით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში. შეხვედრის მონაწილეებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრს, პროფესიით ჟურნალისტ  ქალბატონ ნაზიბროლა ქობულაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. აღსანიშნავიას, რომ ქალბატონი ნაზიბროლა ერთი წელია ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გენდერული თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება.  ბათუმში წინა მოწვევის საკრებულოში  არც ერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი, წელს კი სამი ქალი იქნება.

- ჩემი საზრუნავი ბათუმის საკრებულოში იქნება ის, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და განათლება იყოს უზრუნველყოფილი.  სახელმწიფოსთვის უმთავრესი განათლებული და ჯანსაღი მომავალი უნდა იყოს - აღნიშნა ნაზიბროლა ქობულაძემ.

ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესწრებოდა შვედი მოხალისე სტუდენტი - ტერეზ სვედბერგი (ის ფონდ „სოხუმში" სტაჟირებაზე იმყოფება), რომელმაც დამსწრე საზოგადოებას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.  შვედეთში როგორ მიაღწიეს ქალებმა  პოლიტიკურ წარმატებებს, რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ქალთა რიცხვი გაიზარდა მმართველობით თუ თვითმმართველობით ორგანოებში.

მონაწილეთა აზრით, შვედი ქალების გამოცდილება ქართულ პოლიტიკას მართლაც წაადგება. გედერული თვალსაზრისით საქართველო 120-ე ადგილზეა, შვედეთი კი მეორე ადგილს იკავებს!

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 226 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0