Create site free
კამპანიები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამშაბათი, 07.02.2012, 06:43
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კამპანიები

„ 16 დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" არის საერთაშორისო კამპანია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1991 წელს. საქართველო კამპანიას 2001 წლიდან შეუერთდა. კამპანიის მთავარი სლოგანია: „სახლში მშვიდობიდან მსოფლიოში მშვიდობამდე: დავგმოთ მილიტარიზმი და ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას! "

ფონდი „სოხუმი" 16-დღიან კამპანიაში ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს.

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება.

 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ>>>

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 161 | დაამატა: admin | თარიღი: 11.11.2011 | კომენტარი (0)

სტარტი აიღო საერთაშორისო კამპანიამ „გლობალური კვირა შეირაღებული ძალადობის წინააღმდეგ".
11 საათი. ფონდი „სოხუმის" ოფისში შეიკრიბნენ ორგანიზაციის თანამშრომლები, რომელთაც მოისმინეს ინფორმაცია კამპანიის შესახებ.
ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორემა მიიღეს საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები და რჩევები საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების თაობაზე.
12 საათი. გაიმართა პრესბრიფინგი რეგიონული და რესპუბლიკური საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისათვის. მონაწილეობა მიიღო 15-მა ჟურნალისტმა.
ჟურნალისტები გაეცნენ კამპანიის არსს, ისტორიას, მიზანს და ფონდი „სოხუმის" ჩართულობის მნიშვნელობას.
მათ ჩაიწერეს ინტერვიუ ფონდის წარმომადგენლებთან.
საღამოს პრესბრიფინგი და საერთაშორისო კამპანიის დაწყება გააშუქეს რეგიონულმა ტელეკომპანიებმა „რიონი", „მეგა-ტვ" (გადაცემას უძურა დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა) და პირველმა არხმა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს.
კამპანიის შესახებ ინფორმაცია მოისმინა რადიო „ძველი ქალაქისა" და რადიო „იმედის" ასი ათასობით მსმენელმა. 
დღესვე სამ-სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქუთაისისა და წყალტუბოს კოლექტიურ ცენტრებში.
ამ ექვს შეხვედრაში 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ყოველმა მათგანმა თავად იწვნია ომის საშინელება და ამიტომაც ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საერთაშორისო კამპანიას.

   

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 129 | დაამატა: admin | თარიღი: 13.06.2011 | კომენტარი (0)

13-19 ივ­ნი­სს ფონდი „სოხუმი" უერთდება საერთაშორისო კამპანიას „გლობალური კვირა შეირაღებული ძალადობის წინააღმდეგ".

კამპანია  მსოფ­ლი­ოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ტარ­დება საერთაშორისო ქსე­ლ IANSA–ს ორ­გა­ნი­ზებით, რათა კა­ცობრიობამ ყუ­რად­ღება მი­აპ­ყროს  უკონ­ტრო­ლო შე­ი­ა­რა­ღების საფრთხეს.

კამპანიის პირველ დღეს, 13 ივნისს, 11 საათზე ფონდ „სოხუმში" ჩატარდება ფონდის თანამშრომელთა, სადაც შეკრებილები გაეცნობიან კამპანიის არსს, მიზანსა და ჩატარების გრაფიკს.

12 საათზე გაიმართება პრესბრიფინგი, რათა რეგიონული და რესპუბლიკური საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა გააშუქონ კამპანიის დაწყება და აქტიურად ჩაერთონ მის მსვლელობაში.

კამპანიის დღეებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთსა და ხურჩაში.

კამპანიის დროს გავრცელდება ფონდი „სოხუმის" მომზადებული პოსტერი და 1000 მეტი საინფორმაციო ფურცლები.

კამპანიის მსვლელობა და მისი გავლენა მასში მონაწილე ადამიანებზე გაშუქდება ფონდი „სოხუმის" რადიოგადაცემაში, რომელიც ამ დღეებში მომზადდება და რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით გავა კამპანიის ბოლო დღეს - 19 ივნისს.

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 97 | დაამატა: admin | თარიღი: 11.06.2011 | კომენტარი (0)

      
ფონდმა „სოხუმმა" დაასრულა მსოფლიო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ნაციონალური კამპანია, რომელმაც თითქმის მთელი  საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოში.

 შეგახსენებთ, რომ კამპანია მიდიოდა სლოგანით - „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას".

კამპანიის მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს აქტიური საზოგადოებრივი დისკუსიები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის გარშემო, საინფორმაციო შეხვედრები, საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგები, აქციები, მედიაკომპონენტის აქტიური ჩართვა - სოციალური კლიპები, ვიდეო ფილმები, ტელე და რადიო გადაცემები.

პოზიციამ, რომ ძალადობა ბოროტებაა, მის წინააღმდეგ კეთილი ნების ყველა ადამიანი უნდა გაერთიანდეს, საზოგადოების დიდი ნაწილი კიდევ ერთხელ გაამთლიანა.

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 237 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2010 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის"ლიდერ-გოგონათა სკოლის მოსწავლემ - მარი კვანჭიანმა(სენაკი), მის მიერ მომზადებული მინი- სპექტაკლი „კენჭები"  ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში წარმოადგინა. ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები. წარმოდგენა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზეა, მან განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია მაყურებლებში.

 სპექტაკლის დასასრულს წამყვანებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ წარმოდგენა ტარდება ძალადობის წინააღმდეგ მიმართული  16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში. აღნიშნული ღონისძიებით ისინი პროტესტს უცხადებენ კონფლიქტებს,ომებს, რადგან კონფლიქტი ყველაზე დიდი ძალადობაა ადამიანებზე.

  

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 271 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.12.2010 | კომენტარი (1)

ფონდი „სოხუმის" 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამოირჩევა ტელე-მედიაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის, სოციალური რეკლამების ინტენსიურობით.

 

25 ნოემბერს- „რიონის" პირდაპირ ეთერში გავიდა სატელევიზიო „თოქ-შოუ".

10 დეკემბერს, როგორც კამპანიის ბოლო აკორდი, ასევე იგეგმება ტელედისკუსია.

25 ნოემბრის აქციების შესახებ სიუჟეტები გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, რეგიონალური ტელეკომპანიების- „რიონის", „მეგა TV"-ს, ფოთის „ფაზისის" ეთერში.

27 ნოემბერი - ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის შესახებ გაკეთებული ფილმი „რიონის" ეთერით.

28 ნოემბერი - ფილმი „ერთ ჩვეულებრივ დღეს" „რიონის" ეთერით.

5 დეკემბერი -ფილმი  „ფორუმ- თეატრი" ფოთის "ფაზისის" ეთერით.

 

მთელი კამპანიის განმავლობაში იტრიალებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ფონდის მიერ გადაღებული სოციალური სატელევიზიო რგოლი.

არაძალადობრივი ცნობიერების პროპაგანდის მიზნით სოციალური რეკლამები  მთელი წლის განმავლობაში ტრიალებს „რიონის", „მეგა TV"-ს ეთერში.

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 138 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010 | კომენტარი (0)

„16 დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" არის საერთაშორისო კამპანია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1991 წელს. მასში უკვე ჩართულია 150-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი ორგანიზაცია. საქართველო კამპანიას 2001 წლიდან შეუერთდა. კამპანიის მთავარი ლოზუნგია „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას". რომელიც ყოველწლიურად სპეციფიკური თემებით აღინიშნება.

მიმდინარე წელს  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის 20 წლისთავია. კამპანიის საერთაშორისო თემაა „მილიტარიზმსა და ძალადობას შორის კავშირის განსაზღვრა."

ფონდი „სოხუმი"  ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს 16-დღიან კამპანიაში.

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა  ღონისძიებები.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ>>>

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 327 | დაამატა: admin | თარიღი: 24.11.2010 | კომენტარი (0)

შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0