„გამჯდარი სტერეოტიპებისაგან განდგომისას, ვგრძნობთ დისკომფორტს, წინააღმდეგობას და ხშირად უკან ვბრუნდებით, რისი გაკეთებაც კატეგორიულად მიუღებელია.
პიროვნული უფლებებისადმი უპატივცემლობა ჩვენს ცხოვრებას ათეული წლების განმავლობაში მსჭვალავდა. ამიტომაც, ჩვენ არა მარტო არ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, არამედ, გაუცნობიერებლად, საწინააღმდეგო დებულებებით ვხელმძღვანელობთ, რომლებიც ბავშვობიდან გვაქვს შესისხლხორცებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს პირადი უფლებებისა დასივრცის დაცვის უფლება", - გვირჩევს ფსიქოლოგი.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში( ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი და ხურჩა) ფსიქოლოგთან ჩატარებულ კონსულტაციებს 18-დან 58 წლამდე ასაკის 109 ქალი ესწრებოდა.
შეხვედრების მიზანი იყო, დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება-მათივე უფლებების უკეთ დაცვის მიზნით. დაისვა შეკითხვები სხვადასხვასაკითხთან დაკავშირებით, კერძოდ: დევნილმა პრივატიზაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად რა ზომებს უნდა მიმართოს? საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას, თვალისწინდება თუ არა დევნილთა განსაკუთრებული საჭიროებანი? შესაძლებელია თუ არა შეღავათებით სარგებლობა არასრულწლოვანის გადაუდებელი ოპერაციის დროს? კონსულტაცია ანდერძის გაუქმების წესთან დაკავშირებით და სხვა.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ფოთი, სენაკი და ხურჩა) ექვსი შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრებს ექიმ-რეპროდუქტოლოგებთანსხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის დევნილი ქალბატონები და გოგონები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა შემდეგ თემებზე: ძუძუთი კვება და მელოგინე ქალის ჰიგიენა მშობიარობის შემდეგ; ფიბრომა; ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა.
რეპროდუქტოლოგებთან შეხვედრების აუცილებლობას ადასტურებს ისფაქტიც,რომ მორიგი კონსულტაციის შემდეგ, წყალტუბოს კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილ ქალბატონს მკერდის დროული გამოკვლევა ჩაუტარდა.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ცენტრებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე ექვსი შეხვედრა ჩატარდა.
ფონდი „სოხუმის" იურისტების მიერ ჩატარებულ იურიდიულ კონსულტაციებში მონაწილეთა რიცხვი იზრდება, ჭარბობენ ახალგაზრდები.
შეხვედრებზე განიხილეს პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის დაჩქარებული წესით აღებასთან დაკავშირებულ საკითხები.
მონაწილეებმა კითხვებზე-რა დოკუმენტები უნდა დაერთოსერთჯერადი სამედიცინო დახმარების მსურველი დევნილის განცხადებას;რა საბუთები უნდა წარადგინოს დევნილმა ქორწინების მოწმობის ხელმეორედ აღებისას-დამაჯერებელი პასუხები მიიღეს.
საუბარი იყო, ასევე, ოჯახური ძალადობის ფაქტებზე. ქალებმა მიიღეს ინფორმაციები დამცავ და შემაკავებელ ორდერზე, მისი გაცემის წესებზე.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი,ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი და ხურჩა) იურიდიული კონსულტაციები გრძელდება. შეხვედრების მონაწილეთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. სხვადასხვა იურიდიული საკითხებით დაინტერესებულთა შორის არიან არა მარტო ქალბატონები, არამედ მამაკაცებიც.
აგვისტოს თვეში ჩატარებული იურიდიული კონსულტაციები განსახლების, განქორწინების, მემკვიდრეობისა და სოციალური სუბსიდიების თემებს მოიცავდა.
ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდაფსიქოლოგის ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები, სადაც 17-დან 57-წლამდე ასაკის 109 ქალი ესწრებოდა.
-ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენით მანიპულირებენ. რატომ ხდება ეს? რატომ არის შესაძლებელი ადამიანებით მანიპულირება? იმიტომ, რომ ადამიანებს აქვთ სუსტი წერტილები, თავისებური ღილაკები- ეს ღილაკები ჩვენი სტერეოტიპები, სიძულვილი, შიშები, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები და გამოუყენებელი შესაძლებლობანია. და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ადამიანს უნიკალურ პიროვნებად აყალიბებს,-ხსნის ფსიქოლოგი.
ივლისში „საზოგადოებრივ მისაღებს" ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩასახლებულმადევნილმა ვ. ჩიქოვანმა მიმართა, რომლის ოჯახიცმეათე (ბოლო) სართულზე ცხოვრობს. ძლიერმა ქარმა და წვიმებმა სახურავი( და მთლიანად ბინა) იმდენად დააზიანა, რომ ოჯახი, დროებით, იმავე ბინის მერვე სართულზე შეასახლეს. ამჟამად ბინის ოფიციალური მფლობელი ითხოვს მის დაცლას. დაზარალებული ოჯახი კი- საცხოვრებლად უვარგისი ბინის გარემონტებას.
დევნილი მოქალაქის ვ.ჩიქოვანის თხოვნით, შედგენილ იქნა განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანიგპ-თა, ლტოლვილთა და განსახლების რეგიონული სამმართველოს უფროსის დ.აფციაურის სახელზე.
„საზოგადოებრივი მისაღების" იურისტები ელოდებიან რეგიონული სამმართველოს ოფიციალურ პასუხს, შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისათვის.
შეხვედრებზე აქტუალურია კითხვა: ადგილობრივ მოქალაქეებზე დაქორწინებული დევნილი ქალბატონების შვილებს, რომელთაც აქვთ დევნილის სტატუსი, გამოეყოფათთუ არა საცხოვრებელი ფართი?
რეგიონულმა სამმართველომ, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, დევნილებს განუმარტა: რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან მხოლოდ დევნილი ქალბატონები და არ მათი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ დევნილის სტატუსი.
ფონდი "სოხუმის” იურისტებთან შეხვედრების შედეგად, დევნილი მოქალაქეებიბევრ საჭირბოროტო ყოფით საკითხს დადებითად აგვარებენ.
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (აშშ) რეკომენდაციით, ფონდ „სოხუმის" წარმომადგენელი მონაწილეობდა დემოკრატიის საზოგადოებრიობის მაღალი დონის შეხვედრაში „ახალგაზრდა ლიდერები დემოკრატიის მხარდასაჭერად: გამოწვევები და შესაძლებლობანი". შეხვედრა ორგანიზებული იყო29-30 ივნისს ვილნიუსში (ლიტვაში), ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ლიდერები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: უკრაინა, საქართველო, აშშ, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ვენესუელა, ბელორუსია. მოლდავეთი, ალბანეთი, ინდოეთი და სხვა. შეხვედრის ფარგლებში დემოკრატიის გაძლიერების თემაზე ოთხი სესია ჩატარდა: როგორ უზრუნველვყოთ ახალგაზრდობის მონაწილეობადემოკრატიის ფორმირებაში; ახალგაზრდასამართალდამცავთა უფლებების დაცვა დახურულ საზოგადოებებში; ელექტრონული დემოკრატია: მესიჯის შემუშავება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით; დემოკრატიული დიპლომატია: ინსტრუმენტები დემოკრატებისათვის, ახალგაზრდა აქტივისტების მხარდასაჭერად. პანელისტებმა ძალიან საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს, მონაწილეებს ჰქონდათთავიანთი აზრების გამოთქმისშესაძლებლობა დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს ახალგაზრდა ლიდერთა დემოკრატიის ხაზით მოქმედების გეგმა, ასევე გიმართა ვილნიუსის დეკლარციის ხელმოწერის ცერემონია.
1 ივლისს შეხვედრის ყველა მონაწილე მიიწვიეს დემოკრატიის საზოგადოებრიობისმინისტრთა მეექვსე კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო ვილნიუსის საგამოფენო ცენტრ ლიტეკსპოში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, ლიტვისპრეზიდენტი ქალბატონი დალიგრიბაუსკაიტე, აშშ სახელმწიფო მდივანიჰილორი კლინტონი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუსაჟუბალისი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისაგარეო საქმეებში კეტრინ ეშტონი და სხვა.
კონფერენციაზე მიღებულ იქნა ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ხაზს უსვამს დემოკრატიული საზოგადოებრიობის მოღვაწეობის გაძლიერებისაუცილებლობასდა მიესალმება დემოკრატიაზეგადასვლის პროცესში მყოფი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის ინიციატივას. დოკუმენტში ხაზგასმულია ქვეყნების განზრახვადემოკრატიული საზოგადოებრიობის მოღვაწეობისგანმტკიცებაზეადვოკატირებისა და დემოკრატიულფასეულობათა დაცვისათვის ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის საფრთხეს აწყდებიან;პოლიტიკის კოორდინაცია და მოქმედებები დემოკრატიული მმართველობის ეფექტურობის ზრდისათვის.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმააუდრონიუს აჟუბალისმათავმჯდომარეობა გადასცა მონღოლეთის საზოგადოებრიობას და თქვა, რომ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობის ორი წლის მანძილზე, ლიტვამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოებრიობის მიზნების განსახორციელებლადდაყველა ქვეყანას, რომლებიც ლიტვას მხარს უჭერდნენ, მადლობა გადაუხადა.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ქუთაისში, ფოთსა და ხურჩაში
ჩატარდა 6 ჯგუფურიდა 2 ინდივიდუალური
შეხვედრა ფსიქოლოგთან. ფსიქო-რეაბილიტაცია გაიარა 21-დან 56 წლამდე ასაკის 117
ქალმა.
შეხვედრებში მონაწილე დევნილი ქალები
სულ უფრო აქტიურნი ხდებიან.
მონაწილეთაგანერთ-ერთმა თავის შინაგან სულიერ ცვლილებებზე
ასე ისაუბრა: - როცა ჩვენ გაცნობიერებულად, წინასწარგანზრახულად გამოვიმუშავებთ
ახალ- უკეთეს ჩვევებს, ჩვენი საკუთარი „მე", იშორებს ძველს და ირგებს ახალს. ფსიქოლოგთან რამდენიმე შეხვედრის
შემდეგ, შევეცადე,მომეხსნა „მანტია,"
რომყველა წარუმატებლობის მიზეზი მე ვარ. დღეს მე ვაქებ საკუთარ თავს, მაშინაც კი, როცა
ვამზადებ საჭმელს და ჩვენი საოჯახო საქმეები უკეთესობისაკენ წავიდა.
ივნისში ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენტრში ჩატარდა შეხვედრები იურისტებთან. დევნილიქალბატონებისათვის იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები ისევ აქტუალურია. შესაბამისად, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურისტებთანშეხვედრებზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. დევნილები ითხოვენ კონსულტაციებს შემდეგ თემებთან დაკავშირებით: კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ-დამცავი და შემაკავებელი ორდერი; განსახლებისა და განქორწინების საკითხები; ბავშვთა უფლებების დაცვა და სხვა.
შეხვედრებზე გამოითქვა აზრი, რომ იურისტთა კონსულტაციები ერთგვარი გზამკვლევის როლს თამაშობს დევნილ მოსახლეობაში.
დევნილ ქალებს სულში ისევ აქვთ წყენა იმის გამო,
რომ არ შეუძლიათ შინ დაბრუნება. მათ ხშირად იპყრობთ მშობლიური კარ-მიდამოსსევდა.
ფსიქოლოგის კონსულტაციებიქალთა მხარდაჭერის ექვს ცენტრში შეკრებილ
ქალებს ამ სევდის დაძლევაში ეხმარებათ.
შეხვედრების შემდეგ მათში პოზიტივი მეტია:
„მივხვდი, რომ წყენა ადამიანის შინაგან სამყაროს
იპყრობს და დიდი ხნით რჩება იქ. ამის გამო ადამიანი უძლური ხდება, სამყარო არსებული სახით აღიქვას".
"ადამიანებს სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გვეძლევა და
აუცილებელია ის თანხმობასა და სიყვარულში
გავატაროთ. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ და შევეცადოთ არ მივუბრუნდეთ მტკივნეულ წარსულს".
მაისში ფსიქოლოგმა 6 კონსულტაცია ჩაატარა 17-დან
65 წლამდე ქალებთან.
- სიახლეები, რომელიც ეხება დაბადების მოწმობების, ქორწინება-განქორწინების, გარდაცვალების, პასპორტის გაცემის საკითხებს. - ამ საკითხებზე მოითხოვეს კონსულტაცია იურისტისგან, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე.
შეხვედრებში მონაწილეთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. დაინტერესებულ პირებს შორის ახალგაზრდები ჭარბობენ.
- უფასო იურიდიულ კონსულტაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ხშირად არ იცის ხალხმა, ვის უნდა მიმართოს, ან როგორ მოიქცეს ამა თუ იმ საკითხის სამართლებრივად გადასაჭრელად - ასეთია მონაწილეთა მოსაზრება.
„საზოგადოებრივი მისაღები"აქტიურად აგრძელებს იურიდიული კონსულტაციების გაცემას იგპ ქალებისათვის. შეხვედრებზე განსაკუთრებით აქტუალური იყო განსახლების პრობლემა, განქორწინების იურიდიული პროცედურები, გაშვილების საკითხები.
კონსულტაცია მიეცა იგპ ქალბატონს, რომელსაც აინტერესებდა განქორწინების შემთხვევაში ქონების გაყოფასთან და არასრულწლოვანი შვილების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საკითხები.
კონსულტაციების გაცემა მომდევნო თვეშიც გაგრძელდება.
პროექტიხორციელდებაგერმანიის ორგანიზაცია Filia die frauenstiftung-ის მიერ.
ფსიქოლოგმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 6 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა, რაშიც 63-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა 19-დან 60 წლამდე.
ქალების უმრავლესობამ აქცენტი გააკეთა მამებისა და შვილების დამოკიდებულებაზე.
მამებისაგან შვილები მემკვიდრეობით იღებენ შეგონებას, რომ ისინი ნიჭიერები არიან. ეს ზემოქმედებას ახდენს მათ თვიდაჯერებულობაზე, ჰმატებს მათსითამამეს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოუვათ. სწორედ მამისგან უნდა ესმოდეს შვილს, - ვამაყობიმით, რომ შენ ასეთი ძლიერი და ნიჭიერი ხარ.
კრიტიკული, გულგრილი მამა არ ცნობს შვილის უნარსა და ნიჭიერებას. ასეთი ბავშვი მთელი ცხოვრება დაიტანჯება არასრულფასოვნების შეგრძნებით.
„ორი შვილის დედა ვარ. ჩვენს ოჯახში ყველაფერი
ნორმალურად იყო მანამ, სანამ მუშაობას დავიწყებდი. მეუღლემ უკვე მომაბეზრა თავი
ზედმეტი ყურადღებით. დავიღალე, მსგავსი საქციელი ძალიან მაღიზიანებს, არ ვიცი რა
ვქნა, სამუშაოს დაკარგვაც არ მინდა."
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგს ხშირად
მიმართავენ მსგავსი „საჩივრებით". ასეთ შემთხვევაში შემდეგ რჩევას იღებენ: „იფიქრეთ,
რატომ შეიცვალა ქმარი სამუშაოზე თქვენი გასვლის შემდეგ? - დარწმუნებული ვარ,
ყურადღება შეასუსტეთ მის მიმართ. ახალი სამუშაო ახალ პრობლემებს წარმოშობს, სახლში
კიდევ მისი ზედმეტი ყურადღება და... ამ ყველაფერმა ძალიან დაგაფრთხოთ. ნუ ცდილობთ
სიტუაციის დრამატიზირებას. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. დაუთმეთ მას მეტი
ყურადღება, თქვენს ოჯახში ისევ დაისადგურებს სიმშვიდე."
ფონდი „სოხუმი" მუშაობს ახალ პროექტზე „საზოგადოებრივი მისაღები". რომლის მთავარი მიზანია იურიდიული კონსულტაციების გაწევა ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში მცხოვრები დევნილი ქალებისათვის.
თვეში ორჯერ, დევნილ ქალებსსაშუალება აქვთ მიაკითხონ „საზოგადოებრივ მისაღებს"და მიიღონ იურიდიული კონსულტაციები.
პირველიშეხვედრებიუკვეჩატარდა. იგპქალებმასხვადასხვააქტუალური საკითხები დასვესიურისტებთან. ელექტროენერგიისსაფასურისგადახდასთანდაკავშირებულიპრობლემები, რა შემთხვევაში იხდიან ალიმენტს, როგორ ხდება ინდ.მეწარმედ რეგისტრაცია და სხვა.
„საზოგადოებრივი მისაღები" მომდევნო თვეებშიც მზად არის კონულტაციების გასაცემად.
პროექტი ხორციელდება გერმანული ორგანიზაცია Filia die frauenstiftung-ის მიერ