Create site free
კვლევები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამშაბათი, 07.02.2012, 06:38
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კვლევები

- სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით" წინგადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის დაწყებას აფხაზურ მხარესთან, - აღინიშნა ზუგდიდში გამართულ ფოკუს-ჯგუფის შეხვედრაზე. ჯგუფი შედგებოდა ფსიქოლოგის, ექიმების, პედაგოგების, პროფესორების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან.

 მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ ყველა სფეროში,ყველა მიმართულებით უნდა ჩაიდოს ქალთა აქტივობა, რადგან სამშვიდობო მოძრაობაში ქალთა ჩართულობა პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: კვლევები | ნანახია: 218 | დაამატა: admin | თარიღი: 28.06.2010 | კომენტარი (0)

- მისასალმებელია, რომ ამდენი წლის შემდეგ გაჩნდა სახელმწიფო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შესაძლებლი ხდება აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის დაწყება, - აღნიშნეს კვლევის მონაწილეებმა წყალტუბოში, რომელიც აქტიური დევნილი ქალებისაგან შედგებოდა.

ჯგუფი ძირითად რვა შეკითხვის გარშემო იყო ფოკუსირებული. კვლევა მიზნად ისახავდა ქალთა ხედვის, კონკრეტული წინადადებების დაფიქსირებას  სახელმწიფო სამშვიდობო სტრატეგიისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ. მათი პასუხებიდან აშკარად გამოიკვეთა, რომ აუცილებელია არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის კოორდინირებული მუშაობა, სამშვიდობო პროპაგანდის გაძლიერება, რათა საზოგადოებაში არ შესუსტდეს სამშვიდობო განწყობა.

 

 პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 311 | დაამატა: admin | თარიღი: 24.06.2010 | კომენტარი (0)

რვა შეკითხვის გარშემო მიმდინარეობდა თვისობრივი კვლევა სენაკის ქალთა მხარდაჭერის  ცენტრში, რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.

 ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა წინგადადგმული ნაბიჯი უწოდეს ხელისუფლების მიერ შექმნილ სტრატეგიას „ჩართულობა თანამშრომლობის გზით".

თუმცა, ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ სტრატეგიაში საერთოდ არ ჩანს ქალთა ხედვა. მათი აზრით კარგი იქნებოდა სამოქმედო გეგმაში ქალის, როგორც მშვიდობისმყოფელის რესურსი ყველა სფეროში იქნეს გამოყენებული.

  

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 263 | დაამატა: admin | თარიღი: 22.06.2010 | კომენტარი (0)

 

კვლევის ფარგლებში  კიდევ ერთი ფოკუს-ჯგუფი ბათმში შეიკრიბა. მონაწილეები: მედიის, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, იგპ ქალები თავის პოზიციებს აფიქსირებდნენ იმაზე - რა რესურსები იქნა გამოყენებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რა შეიძლება დაედოს საფუძვლად თანამშრომლობის გაღრმავებას, მიაჩნიათ თუ არა, რომ  სახელმწიფო სტრატეგიით "ჩართულობა თანამშრომლობის გზით” ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყება.

საერთო განწყობით, არსებობს კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი ყველაზე უპერსპექტივო გზა - ომი. რაც შეეხება რესურსებს, გაჟღერდა , რომ ყველაზე ეფექტური რესურსი სწორი სახელმწიფო პოლიტიკაა, შემდეგ კი სახალხო დიპლომატიის მაქსიმალური გამოყენება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 332 | დაამატა: admin | თარიღი: 21.06.2010 | კომენტარი (0)

 

ფოთი. ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცხრა ქალბატონი, რომელიც გაეცნო სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ „ჩართულობა თანამშრომლობის გზით". და ფასილიტატორი - ფოკუს-ჯგუფისათვის მომზადებული რვა შეკითხვით.

მართალია, ისინი არასოდეს ყოფილან ამგვარი სოციოლოგიური კვლევის მონაწილენი, მაგრამ თავიდანვე შეიგრძნეს, რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეულის აზრი და ამიტომაც იყვნენ განსაკუთრებით გულახდილები და აქტიურები.

ჯანდაცვისა და განათლების სფეროს მუშაკები, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ეკონომისტი, იურისტი - მრავალფეროვანი იყო შეკრებილ ქალთა საქმიანობის მიმართულება და ამან ხელი შეუწყო საკითხის განხილვას სხვადასხვა რაკურსით: ქალთა როლი კონფლიქტის მოგვარებაში, შერიგების რესურსები, თანამშრომლობის პრიორიტეტები, ქალთა საჭიროებები და სტრატეგიის განხორციელებაში მათი აქტიური ჩართვის სფეროები.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები თვლიან, რომ მათი აზრის გათვალისწინება კიდევ უფრო რეალურს გახდის სტრატეგიას.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: კვლევები | ნანახია: 258 | დაამატა: admin | თარიღი: 17.06.2010 | კომენტარი (0)

15 მარტს ხობში ადგილობრივი საკრებულოსა და გამგეობის წევრებთან შედგა შეხვედრა "ფოკუს ჯგუფის” ფორმატით, რომელიც მონაწილეთა პოზიციებს განსაზღვრავდა ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმება  საკანონმდებლო  ორგანოებში ქალთა  წარმომადგენლობის ზრდას, ბევრი მათგანისათვის (აქ შედის მამაკაცთა უმრავლესობა და ქალების ნაწილი) არ მიიჩნევს მიზანშეწონილად "მექანიკურ” ღონისძიებებს ქალთა მხარდაჭერისათვის. მათი პოზიციით, თუ ქალს გაჩნია ის თვისებები, რაც პოლიტიკაში წარმატებისთვის არის საჭირო - შეუზღუდავი დრო,   მაღალი პროფესიონალიზმი, მიზანდასახულობა, მტკიცე და მებრძოლი ხასიათი, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს და არაფერში დასჭირდება "დროებითი ღონისძიებები”. ხოლო საკითხი, რომ აუცილებელია, ქალი წარმოდგენილი იყოს პოლიტიკაში და მას იქ საკუთარი ადგილი აქვს - ხობის საკრებულო, მათი აზრით, ამის დემონსტრირების საშუალებას იძლევა.

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 256 | დაამატა: admin | თარიღი: 15.03.2010 | კომენტარი (0)

ფონდი "სოხუმის” მიერ დაგეგმილი კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა შეხვედრამ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ბატონ გიორგი შავგულიძესთან  საკმაოდ საინტერესო სურათი დახატა იმის თაობაზე, რა სიტუაციაა პარტიებში, საზოგადოებაში ქალის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით.

"მე შევსწრებივარ სიტუაციას პარლამენტის მისაღებში, სადაც მოქალაქეები ეწერებიან მიღებაზე პარლამენტარებთან, რეკავენ მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ყველაზე მეტად ქალებთან რეკავენ. მათი იმედი უფრო აქვთ”...

"ადამიანის თვალს, ფსიქიკას ყველაზე უფრო ერთფეროვნება ღლის. ერთფეროვნება პოლიტიკაში გენდერული სურათის თვალსაზრისით ასევე მომაბეზრებელია...”

"ქალთა წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკაში მამაკაცებზე ბევრად არის დამოკიდებული. პირველ რიგში მათ უნდა გააცნობიერონ ამის აუცილებლობა. აუცილებლობა იმისა რომ ეს ქვეყანას სჭირდება...” ქრისტიან დემოკრატები ამას საქმით ამტკიცებენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურა ინგა გრიგოლიაა.
 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 256 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010 | კომენტარი (0)

რატომ არის ქალი - პოლიტიკოსი რიცხობრივად ნაკლები მამაკაც პოლიტიკოსზე; რატომ ანიჭებენ უპირატესობას ამომრჩევლები მამაკაც კანდიდატს, რა მდგომარეობაა პარტიებში   გენდერული თანასწორობის კუთხით; როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ ქალთა მეტი რაოდენობა იქნება ჩართული პოლიტიკაში; რა მექანიზმები უნდა იქნეს გამოყენებული ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშესაწყობად...

კვლევის ფარგლებში, რომელიც გენდერული თანასწორობის პრობლემის  გარშემო წარმოებს,  გრძელდება შეხვედრები პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

9 მარტს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ნატო ქათამაძესთან  "ჩაღრმავებული ინტერვიუ” შედგა.    

რესპონდენტი მიესალმება ქალთა  წარმომადგენლობის გაზრდას  პოლიტიკაში. მისი პოზიციით - "ქალები, როგორც კანდიდატები, იშვიათად ცრუობენ, ისინი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ ამომრჩევლის წინაშე, უფრო გულწრფელები არიან”. ..

"სამწუხაროდ, საზოგადოება ქალების მიმართ ყოველთვის უფრო კრიტიკულად არის განწყობილი”...

"მართალია, ხელოვნური ზომების მომხრე არა ვარ, მაგრამ გენდერული დისბალანსის შეცვლას  აუცილებლად მივიჩნევ. ამ საკითხში კი გამოსავალი სოციალური და კულთურული ურთიერთობების სფეროში ღრმა და მიზანმიმართული გენდერული განათლება მგონია” .

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 524 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2010 | კომენტარი (0)

 

თებერვალს, ქ. ბათუმში, ფონდის მიერ გენდერული თანასწორობის პრობლემის კვლევის ფარგლებში, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან  ჩაღრმავებული ინტერვიუ შედგა. ინტერვიუს მიზანი რესპონდენტის პოზიციის გარკვევა იყო  ქალთა პოლიტიკური აქტივობის საკითხთან დაკავშირებით.

დასმული თოთხმეტი შეკითხვა  ინტერვიუერის მოსაზრებებს აფიქსირებდა  საკითხებზე, რატომ არის ქალი - პოლიტიკოსი რიცხობრივად ნაკლები მამაკაც პოლიტიკოსზე; რატომ უჭერენ ამომრჩევლები მამაკაც კანდიდატს  მხარს უფრო, ვიდრე ქალ კანდიდატს; არიან თუ არა პოლიტიკური პარტიები დაინტერესებული გენდერული თანასწორობით; როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ ქალთა მეტი რაოდენობა იქნება ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; რა მექანიზმებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშესაწყობად  და ა. შ.

რესპონდენტის აზრით, ქალთა წარმომადგენლობის გაფართოება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენაა, რომლის ხელშეწყობა სხვადასხვა სტრუქტურათა თანამშრომლობით უნდა იქნეს მიღწეული.

ყურადღება გამახვილდა არასამთავრობო სექტორის როლზე: "მათ თავისი რესურსებით სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლიათ პარტიებისათვის. მთავარია, სწორად ჩამოყალიბდეს და გაჟღერდეს პრობლემა”. 
 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 409 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2010 | კომენტარი (0)

შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 1
admin