Create site free
ქსელური შეხვედრა - 20 ივლისში 2010 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 09.02.2012, 16:44
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივლისი » 20 » ქსელური შეხვედრა
15:26
ქსელური შეხვედრა

20 ივლისს, ქუთაისში, ფონდი "სოხუმის" ოფისში ჩატარდა იმერეთის რეგიონის მე-4 ქსელური შეხვედრა SIDA - ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მიერ დაფინანსებული პროექტის "გრძელვადიანი გადაწყვეტილებები - გამოსავალი საქართველოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ლტოლვილთა დანიის საბჭო - იმერეთში მოქმედ პარტნიორებთან ერთად (ფონდი "სოხუმი" და "მომავლის განვითარების სახლი").

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  იძულებით გადაადგილებულმა პირებმა იმერეთის რეგიონის (ქუთაისი, ხონი და წყალტუბო) 21 კოლექტიური ცენტრიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსმა დავით აფციაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იმერეთში ზაზა ჩაჩავამ, სამსახურის უფროსმა ბესიკ ჭანტურიამ, ხონის მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა  ფრიდონ ჩიხლაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის განვითარების სახლის" ხელმძღვანელმა ავთანდილ კოხრეიძემ.

პროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დამთავრების შემდეგ  დავით აფციაურმა უპასუხა დევნილების მიერ დასმულ შეკითხებს.

 

პროექტი ხორცილდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA)- და დანიის ლტოლვილთა საბჭოს(DRC) მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 255 | დაამატა: moderatori | ტეგები: DRC | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0