Create site free
მასტერ-კლასები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამშაბათი, 07.02.2012, 06:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასტერ-კლასები

მასტერ-კლასის ჩატარება დევნილ ქალთა და გოგონათა მობილიზაციის, დაახლოების, გააქტიურების და რეაბილიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა, რის შემდეგაც მათ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი უჩნდებათ.

 

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა და გოგონებმა ნამცხვრის მომზადება ისწავლეს.

 

მასტერ-კლასის დროს მონაწილეები ნამცხვრის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებს გაეცნენ. მიიღეს რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა გამოაცხონ ნამცხვარი ისე, რომ  ფაფუკი და გემრიელი გამოვიდეს.

მომზადების პროცესში მონაწილეებიც აქტიურად ჩაერთნენ და ბოლოს ნამცხვარიც ერთად დააგემოვნეს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 31 | დაამატა: admin | თარიღი: 26.08.2011 | კომენტარი (1)

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მასტერ-კლასი კულინარიაში.

მონაწილეთა თვალწინ მომზადა ხორცის სალათი. ქალები თვლიან, რომ მასტერ კლასებზე ბევრი რამ ისწავლეს. იაფად, მარტივად მომზადებული გემრიელი სალათები თუ ნამცხვრები მასტერ კლასების შემდეგ მათ სამზარეულოში ჩნდება, რადგან ქალებს სურვილი უჩნდებათ აქ ნასწავლი კერძები ოჯახის წევრებსაც გააცნონ. 

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე, დაურიგდათ პოსტერები, საინფორმაციო ფურცლები.

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 214 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.12.2010 | კომენტარი (0)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში დანიშნულ დღეს, დანიშნულ დროს, ქალები და ახალგაზრდა გოგონები ყოველთვე იკრიბებიან იმისათვის, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება კულინარიის ხელოვნებაში.

ოქტომბერში მასტერ-კლასი ჩატარდა წყალტუბოში(12.10.10.), ხონში (14.10.10), სენაკში (22.10.10.) და ფოთში (20.10.10.). ქალებმა თავიანთი ხელოვნება წარმოადგინეს კულინარიაში, მოამზადეს სალათები, პიცები, ტორტი - „რაფაელო".

მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ქალები არა მხოლოდ სწავლობენ, ერთვებიან კერძების მომზადების პროცესში, არამედ აქვთ საშუალება ერთმანეთთან ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 155 | დაამატა: admin | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარი (0)

  მასტერ-კლასის ჩატარება - დევნილ ქალთა და გოგონათა დაახლოების, გააქტიურების, მობილიზაციისა და რეაბილიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა.
 სექტემბრის თვეში ფოთში, სენაკში, წყალტუბოში, ხონში,  სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ფუნქციონირებს, ჩატარდა მასტერ კლასი კულინარიაში.   
 თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ, ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა ნამცხვრები, სალათები, ხაჭაპურები და ღვეზელები რომლებიც შემდგომში მონაწილეების მიერ იქნა დაგემოვნებული.
 
  პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 168 | დაამატა: admin | თარიღი: 22.09.2010 | კომენტარი (0)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ეს არის ადგილი ქალებისათვის, სადაც მათ საშუალება აქვთ მიიღონ ცოდნა სხვადასხვა საკითხებში, არამედ ერთმანეთს გაუზიარონ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში შეითვისეს.

  აგვისტოს თვეში 6-ივე ქალაქში, სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ფუნქციონირებს, ჩატარდა მასტერ კლასი კულინარიაში.  თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ, ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა ნამცხვრები, სალათები და ღვეზელები რომლებიც შემდგომში მონაწილეების მიერ იქნა დაგემოვნებული.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 232 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.08.2010 | კომენტარი (0)

მასტერ-კლასის ჩატარება - დევნილ ქალთა და გოგონათა დაახლოების, გააქტიურების, მობილიზაციისა და რეაბილიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა. მათ უჩნდებათ ორგანიზაციის ცხვა ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი, უნდათ მეტი გაიგონ თავიანთ უფლებებზე და მიიღონ სასარგებლო რჩევები.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ( ხონი, წყალტუბო, ფოთი, სენაკი და ხურჩა) შეკრებილებმა - დევნილმა და ადგილობრივმა ქალბატონებმა და გოგონებმა  ნამცხვრის და ტკბილი ღვეზელების მომზადება ისწავლეს.

მასტერ კლასის დროს მონაწილეებმა ისწავლეს, რა ინგრედიენტებია საჭირო მათ მოსამზადებლად - მიიღეს რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა დავაცხოთ ნამცხვარი, უფრო ფაფუკი და გემრიელი რომ გამოვიდეს. მომზადების პროცესში მონაწილეებიც აქტიურად ჩაერთნენ და ბოლოს, ნამცხვარიც დააგემოვნეს.
 
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 196 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.07.2010 | კომენტარი (0)

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა იურისტის კონსულტაციები მოისმინეს,რომელიც სხვადასხვა საკითხებს უკავშირდებოდა: განქორწინება, იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები,  ბავშვის ინტერესების დაცვა საოჯახო ურთიერთობებში და სხვა.

შეხვედრის მეორე ნაწილში ჩატარდა მასტერ-კლასი კულინარიაში, რომელსაც უძღვებოდა - ნათელა ლიპარტელიანი. მან მონაწილეებს ნამცხვრის მომზადება ასწავლა.

როგორ მზადდება ნამცხვარი „იდეალი", რა ინგრედიენტებია საჭირო მის მოსამზადებლად - თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ. ერთი საათის შემდეგ ყველა მონაწილემ დააგემოვნა ერთობლივად მომზადებული ნამცხვარი.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს მასტერ-კლასი და აღნიშნეს: „ძალიან კარგია, როცა გვაქვს საშუალება ერთმანეთს შევხვდეთ და გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მოვუწყოთ ჩვენს თავს თუნდაც ერთდღიანი დღესასწაული, განვიტვირთოთ ყოველდღიური პრობლემებისაგან."

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 211 | დაამატა: admin | თარიღი: 31.05.2010 | კომენტარი (0)

შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0