Create site free
მდუმარე აქცია ხობში - 27 მაისში 2010 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 09.02.2012, 16:59
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მაისი » 27 » მდუმარე აქცია ხობში
14:27
მდუმარე აქცია ხობში

 

ხობის ცენტრში ადრიანად  დაიწყეს შეკრება ქალებმა. აქციას შეუერთდნენ სენაკიდან ჩასული დევნილი ახალგაზრდებიც. მონაწილეთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.

ისინი თავდაპირველად კინოთეატრთან  შეიკრიბნენ, შემდეგ კი მემორიალ „მზეჭაბუკისკენ" გადაინაცვლეს და შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი - ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლო.

აქციაში ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა. ისინი დაინტერესდნენ იმით, რაც ხდებოდა და თავისებური სოლიდარობა გამოხატეს  - პლაკატები დაიჭირეს ხელში. აქციის მონაწილეთა შორის საოცარი ერთსულოვნება იგრძნობოდა.

დიდი ინტერესი გამოიჩინეს მამაკაცებმა, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მიზანს.  აქციის მიმართ საზოგადოებამ, ძირითადად, პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა.

აქციაში მონაწილეობა მიიღო ორმა სტუდენტმა შვედეთიდან. ქვეყნიდან, სადაც თანასწორობა რეალურადაა მიღწეული და ეს კარგად აისახება სოციალურ პოლიტიკაზე.

აქციით დაინტერესდნენ და ინტერვიუები ჩაიწერეს ხობის გამგეობის პრესსამსახურის და ფოთის ტელევიზია „მეცხრე ტალღის" წარმომადგენლებმა.

 
პროექტი ხორციელდება სწრაფი რეაგირების ფონდის (UAF) მხარდაჭერით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 258 | დაამატა: admin | ტეგები: UAF | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0