ფონდი „სოხუმი" უერთდება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას
16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
„სახლში მშვიდობიდან–მსოფლიოში მშვიდობამდე"
ფონდი „სოხუმი" 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ტრადიციულადერთვება ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
მთელ დასავლეთ საქართველოში ფონდის წევრები, მოხალისეები, ახალგაზრდა ლიდერები, პარტნიორები და ბენეფიციარები გეგმავენ აქციებს, შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მრგვალ მაგიდებს, ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს, სატელევიზიო და რადიოგადაცემებს, ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს; გავრცელდება კამპანიისთვის საგანგებოდ შექმნილი საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები, ბუკლეტები.
„2011 წლის კამპანია არის საშუალება, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და განვიხილოთ, რა შეუძლია ქალთა უფლებების დაცვის გლობალურ მოძრაობას იმ სისტემების შესაცვლელად, რომელთა წყალობითაც გრძელდება ქალთა მიმართ ძალადობა ყველა დონეზე – ადგილობრივიდან გლობალურამდე", - ნათქვამია საერთაშორისო კამპანიის მასალებში.
კამპანიის საერთო თემა ემსახურება ჩვენი ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რომ საჭიროა მუშაობა ძალადობრივი დამილიტარისტული მენტალიტეტის გარდაქმნისათვის და მეტი პარტნიორის ჩასართავად სამართლიანი და მშვიდობიანიმსოფლიოს შენების პროცესში.
„სახლში მშვიდობა" ეხმიანება და უკავშირდება „მსოფლიოში მშვიდობას", ამიტომაც აერთიანებს მსოფლიოს კეთილი ნების ყველა ადამიანს კამპანიის სლოგანი
ფონდი "სოხუმის" მიერ დასავლეთ საქართველოში ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობას მიიღებს 300-მდე ქალი.
აქციის ატრიბუტიკა და სიმბოლოებია ანათებული სანთლები და მწვანე შარფები
აქციის მონაწილეებს აქვთ გზავნილი:
ქალთა უფლებების დაცვა კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პირობებში, მათი მონაწილეობისუზრუნველყოფა მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რეზოლუცია 1325-ის სრული ამოქმედება არის გზა მშვიდობისა და თანასწორობისაკენ !
როზა ლუქსემბურგის ფონდის ფილიალი რუსეთის ფედერაციაში
რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი)
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო)
პრეს-რელიზი
რუსეთისა და საქართველოს
რუსული ენის მასწავლებლების დიალოგი
2011 წლის 7-9 სექტემბერი
2011 წლის 7-დან 9 სექტემბრამდე ქობულეთში (საქართველო) რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის მასწავლებლებისათვის ჩატარდება სემინარი "შერიგების სასკოლო სამსახურები".
ღონისძიება იმართება პროექტის „ცხოვრება მშვიდობით - მშვიდობიან გარემოში" ფარგლებში, რომელიც მიმართულია ურთიერთთანხმობის დაბრუნებისა და პოსტკონფლიქტური შერიგებისაკენ მრავალმხრივი დიალოგის ინიცირებით რუსეთისა და საქართველოსწარმომადგენლებს შორის.
პროექტი ხორციელდება ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პარტნიორობით: რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი) და არასამთავრობო ორგანიზაცია - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო). პროექტი არის ლოგიკური გაგრძელებასაქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის მონაწილეთა დიალოგისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2009 წლის დეკემბერში.
მიზანი სემინარისა, რომელიც უკვე მეორეა ჩაფიქრებული ციკლიდან - არის რუსული ენის მასწავლებლების ცოდნის არეალის გაფართოება აღდგენითი სამართლის- კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ახალი ხერხის - პრინციპებისა და ტექნოლოგიების დარგში.
სემინარის მონაწილენი იმსჯელებენ რუსული ენის როლზე მოზარდი თაობის სწავლასა და აღზრდაში, გაეცნობიან აღდგენითი მედიაციის პრინციპებსა და ღირებულებებს, წარმოდგენა შეექმნებათ შერიგების სასკოლო სამსახურზე.
სემინარს ჩაატარებს რუსტემ მაკსუდოვი, პრეზიდენტი საზოგადოებრივი ცენტრისა „სასამართლო-სამართლებრივი რეფორმა" (ქ. მოსკოვი).
სემინარის ჩატარების ადგილი: საქართველო, ქობულეთი, სასტუმრო „მწვანე სახლი", თამარ მეფის №8
დილით აქ ფონდი „სოხუმის" ხელმძღვანელობა ჩავიდა, დღის
მეორე ნახევარში კი უკვე სურსათი ჩავიტანეთ.
დამთრგუნველი სიტუაცია დაგხვდა: დამწვარი სახლის
ნარჩენები ისევ ხრჩოლავდა. სურათს კიდევ უფრო ამძიმებდასახლის საძირკველში დაგრეხილი საწოლების
რკინები...
-ყველაფერი დავკარგეთ და მერამდენედ, მაგრამ კეთილი
ადამიანების იმედი გვაქვს. - ცრემლებს ვერ იკავებენ დევნილი ქალები.
21 ივლისსგამთენიისას ვანის კურორტ „ამაღლებაში" ხანძრის შედეგად განადგურებულსაცხოვრებელ კოტეჯში მცხოვრები აფხაზეთიდან
დევნილი 12 ოჯახიელემენტარული
საცხოვრებელი პირობების გარეშე - ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩა.
გუშინ დაზარალებულებთან ჩავიდნენ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
გია ბარამია და მთავრობის წარმომადგენლები. აფხაზეთის მთავრობამ ხანძრის შედეგად
უსახლკაროდ დარჩენილ თორმეტივე ოჯახს პირველადი დახმარების სახით გამოუყო
ათას-ათასი ლარი.
ვანში ჩავიდნენ ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც განსახლების სხვადასხვა ვარიანტი
შესთავაზეს დევნილებს.
სამინისტროს იმერეთის განყოფილებაში გაიხსნა დევნილთა
დახმარების საკოორდინაციო შტაბი.
გაეროს წარმომადგენლებმა დევნილებს ჩაუტანეს გასაშლელი
საწოლები და პირველადი მოხმარებისნივთები.
ჩვენ ყველა ქსელში გავაგზავნეთ ინფორმაცია ამ
ტრაგედიის შესახებ და ყველას მოვუწოდეთ, დახმარებოდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ
ადამიანებს.
უამრავი გამოხმაურება მივიღეთ, რისთვისაც ყველას
მადლობას ვუხდით.
ფონდი „სოხუმის" ოფისში გროვდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული და სხვა აუცილებელი
ნივთები, რომელთაც ფონდის წარმომადგენლები პერიოდულად ჩაუტანენ ამაღლებაში
მცხოვრებ დევნილებს.
რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის მასწავლებლების დიალოგი
2011 წლის 2-დან 7 ივლისამდე ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა) ჩატარდება სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო სემინარი რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის მასწავლებლებისათვის.
ღონისძიება იმართება პროექტის „ცხოვრება სამყაროში - ცხოვრება მშვიდობიანად" ფარგლებში, რომელიც მიმართულია ურთიერთთანხმობის დაბრუნებისა და პოსტკონფლიქტური შერიგებისაკენ მრავალმხრივი დიალოგის ინიცირებით რუსეთისა და საქართველოსწარმომადგენლებს შორის.
პროექტი ხორციელდება ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პარტნიორობით: რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი) და არასამთავრობო ორგანიზაცია - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო). პროექტი არის ლოგიკური გაგრძელებასაქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის მონაწილეთა დიალოგისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2009 წლის დეკემბერში.
სემინარში მონაწილეობს 12 ქალი თითოეული ქვეყნიდან. პროექტში მონაწილეობის უფლება მათ მოიპოვეს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს შორის გამართული სპეციალური კონკურსის შედეგად, რომელიც ერთდროულად ჩატარდა რუსეთსა და საქართველოში.
პროექტის მიმდინარეობისას პედაგოგები შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს სემინარ-ტრენინგის ციკლში, მონაწილეობას მიიღებენ მრავალწახნაგოვან დიალოგში ახალი ტექნოლოგიების შესახებ ჩვენს შემდგომი თაობის აღზრდაში მშვიდობისა და არაძალადობრივი კულტურის სულისკვეთებით, შეძლებენ, შეიმუშავონ პარტნიორული პროქტები მოსწავლეებში ტოლერანტული მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის.
ერევნის სემინარის (ჩაფიქრებული ციკლის პირველი სემინარის) მიზანია, ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს მონაწილეებს, რაც მიმართულია პროფესიული „გადაწვის" პროფილაქტიკისაკენ, პიროვნული რესურსების გაძლიერებისაკენ, ურთიერთნდობის გარემოს შექმნისა და გუნდის განმტკიცებისაკენ.
სემინარის წამყვანები იქნებიან ფსიქოლოგები რუსეთის სამხრეთ ფედერალურიოლქიდან, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება პოსტტრავმული სტრესული დარღვევების მქონე ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარების გასაწევად.
სემინარის ჩატარების ადგილი
"Armenian Royal Palace",
სომხეთის რესპუბლიკა, ქ. ერევანი, სილიკიანის რაიონი
ფონდმა "სოხუმმა” 2009 წელს ჩამოაყალიბა ახალგაზრდული ფორუმ თეატრი, რომლის მთავარი მიზანია ძალადობის პრობლემის წინ წამოწევა და მისი შემდგომი პრევენცია. ფორუმ-თეატრის ყოველთვიურ შეხვედრებზე ხდება ძალადობის ამსახველი სცენების ჩვენება, შემდგომ კი განხილვა და გადაჭრის გზების ძიება.
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია - ფონდი „სოხუმი" 2011 წლიდან შეუერთდა IANSA–სქსელს.
ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა ტკივილი მოაქვს უკონტროლო იარაღს, შეიარაღებულ ძალადობას, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისათვის.
ჩვენი საზოგადოება, ათეული წელია, ცხოვრობს ორი მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში. კონფლიქტის ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დღესაც გრძელდება შეიარაღებული ძალადობა მშვიდობიან მოსახლეობაზე.
კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა ქალმა თქვა ნიშანდობლივი რამ:
კამპანიის დღეებში, მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად, ფონდი „სოხუმი" ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთსა და კონფლიქტისპირა სოფელ ხურჩაში.
კამპანიის ბოლო დღეს, 19 ივნისს, რადიო „ძველი ქალაქის" ეთერში გავა ფონდი „სოხუმის" მომზადებული რადიოგადაცემა.
ჩვენ ვიზიარებთ კამპანიის სულისკვეთებას და მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანების მხარდამხარ, ჩვენს მრავალრიცხოვან ბენეფიციართან ერთად ვუერთდებით მას, რათა
გამოვხატოთ შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ,
ჩვენ, მშვიდობისმყოფელ ქალთაალიანსი მივმართავთ თითოეულ ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია მშვიდობა და განვითარება. მივმართავთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შეგვიძლია სამოქალაქო საზოგადოება ვუწოდოთ.
ჩვენ გვინდა ყოველივე თქვენგანს გავუზიაროთ ჩვენი მისწრაფება: დავიბრუნოთ, შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს შორის. მშვიდობის ფასეულობის ფილოსოფია საფუძველს იღებს იმ მომენტებიდან, რომლებიც გვაერთიანებს. ჩვენ ვერ შევცვლით გეოგრაფიულ მდებარეობას და ვრჩებით მეზობლებად. ჩვენ ჯერ კიდევ შენარჩუნებული გვაქვს სულიერი და კულტურული კავშირები, გაგვაჩნია რელიგიური ერთობა, გვყავს ბევრი შერეული ოჯახი და მრავალრიცხოვანი დიასპორა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის მოთხოვნა ეკონომიკური აუცილებლობაა.
ჩვენ გაგვაჩნია მყარი მორალური საფუძველი და მოგმართავთ მხარდაჭერისთვის: მიუხედავად პროპაგანდისა, ქართველები არ გახდნენმტრები რუსეთისათვის, ვერც ნებისმიერი რუსის - როგორც მტრის, სტერეოტიპიჩამოყალიბდა საქართველოში. ჩვენი საერთო წარსული უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვის რუსულ-ქართული კონფლიქტის გაღვივებაში. მაგრამ ჩვენ ცოტაოდენი დრო დაგვრჩა, თუკი ახლავე არ შევუდგებით ცვლილებებს.
ამას კი უნდა მივაღწიოთ შემდეგი მიმართულებებით:
·დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა
·ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა
·კულტურული ერთობის განმტკიცება და განვითარება
ცოტაცდა ჩვენხელიდან გავუშვებთ ისტორიულ შესაძლებლობას და გაუცხოება დაგვეუფლება.
პირველ რიგში, ჩვენ ვახდენთ აპელირებას ქალთა დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებზე - მათ არ სჭირდებათ მშვიდობის უპირატესობის მტკიცება, ჰუმანიტარული საკითხები მათი საქმიანობის არსია.
მოგიწოდებთ გამოვიყენოთ საერთაშორისო ინსტრუმენტები და მექანიზმები, რაც საიმედო ბაზას წარმოადგენს მშვიდობისმყოფელთათვის: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, რომელიცქალებს აქტიურ და ეფექტურ მონაწილეებად მიიჩნევს სამშვიდობო პროცესში. ამ დღეებში აღინიშნება მისი 10 წლის იუბილე, ეს შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც მისი აქტუალიზების კარგი მიზეზი.საჭიროა დოკუმენტის შემოქმედებითად და საფუძვლიანად გამოყენება, რათა მივაღწიოთ სასურველ ცვლილებებს - მოვითხოვოთ ქალთა ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში, შევცვალოთ მისი ფორმატი და მონაწილეთა სტატუსი - ვეძებოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა ორივე მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღონ მშვიდობის დამყარებით დაინტერესებულმა ადამიანებმა.
ჩვენ აპელირებას ვახდენთ მედიაზე, როგორც ინსტიტუტზე, რომლის მუშაობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხებში. ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებენ მედიას კონფლიქტის ესკალაციისათვის. ხშირად ეს ინსტრუმენტი უკეთურთა ხელშია. ჩვენ ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია მის მიმართ, ისევე როგორც სახელმწიფო მოწყობის რეალობის მიმართ,თუმცა ჩვენ მივმართავთ მედიას, როგორც იმ ადამიანთა ერთობას, რომელთაც თავად შეუძლიათ სამუშაო ადგილის, სტილის და მისაღები თუ მიუღებელი დიაპაზონისარჩევა. გვჯერა, რომ ამ ეტაპზეც კი შეგვიძლია ბევრი რამ ავიცილოთ თავიდან, თუკი გამოვიყენებთ გამძლეობასა და თავდაჭერილობას, თავს შევიკავებთ ნაჩქარევი და სენსაციური გადაწყვეტილებისაგან, არ ავყვებით პროვოკაციას, ვიხელმძღვანელებთ ზოგადადამიანური ღირებულებებით და ფოკუსს გავაკეთებთ არა იმაზე, რაც გვაშორიშორებს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებ
25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ფონდი "სოხუმი”,ტრადიციულად, ერთვება ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
მიმდინარე წელს აღინიშნებაკამპანიის 20 წლისთავი.
წლევანდელი კამპანია აქციის ორგანიზატორებმა დაუკავშირეს მილიტარიზმსა და ქალთა მიმართ ძალადობას შორის კავშირს. ჩვენც ვემხრობით მოსაზრებას, რომ მილიტარისტული ცნობიერება არის სამყაროს აღქმის განსხვავებული გზა.
მილიტარიზმის მხარდაჭერა ნიშნავს პრობლემის ძალადობრივი გზით გადაწყვეტის უპირატესობის აღიარებას და გააჩნია განუზომელი მოქმედება ქალზე. მას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ განათლება, ჯანდაცვა, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური უსაფრთხოება!
ამიტომაც აერთიანებს მსოფლიოს კეთილი ნების ყველა ადამიანს კამპანიის სლოგანი
"ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!”
ფონდის წევრები, მოხალისეები, პარტნიორები და ბენეფიციარები მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კამპანიის მიმდინარეობის დროს გეგმავენ აქციებს, შეხვედრებს საზოგადოებასთან, მრგვალ მაგიდებს, ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს, სატელევიზიო და რადიოგადაცემებს, ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს; გაავრცელებენ კამპანიისთვის საგანგებოდ დაბეჭდილ პოსტერს, კალენდარს, ბუკლეტს.
2010 წ. ოქტომბრიდან (2011 წ. ოქტომბრამდე) ფონდი "სოხუმი"მუშაობას იწყებს ახალ პროექტზე "იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში მათი ჩართვის გზით". პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია – იგპ ქალთა მობილიზაცია და მათი ადგილობრივ თემში ინტეგრაცია იმერეთის რეგიონშიადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკის მონიტორინგის გზით.
მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ საზოგადოებაში დევნილთა ინტეგრაციის ხარისხი არასაკმარისია და ისინი ჯერ კიდევ გარკვეულ იზოლაციაში არიან. თუმცა ის მუშაობა, რომელიც მათი განსახლების კუთხით ხორციელდება, აჩვენებს, რომ ინტეგრაციის პროცესი უფრო და უფრო იკრებს ძალას. ამ პროცესში კი ქალები მეტ აქტიურობას ავლენენ, მონაწილეობენ სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური საკითხის განხილვაში. ამავე დროს ისინი, პრაქტიკულად, ვერ ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგანაც თითქმის არ არიან წარმოდგენილნი ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში და, ამდენად, მოკლებულნი არიან საშუალებას, აქტიურად იმოქმედონ საზოგადოებრივ პროცესებზე.
პროექტის ფარგლებში ჩვენ გვსურს, ვასწავლოთ ქალებს, გამოავლინონ და გამოიყენონ საკუთარი აქტივობა, მოახდინონ გავლენა გენდერული კომპონენტების დანერგვაზე ადგილობრივი ხელისუფლების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პოლიტიკაში. ამ კუთხით ჩვენ ვგეგმავთ, მივცეთ საშუალება ყველაზე აქტიურ ლიდერ ქალბატონებს, დაეუფლონ იმ პროგრამების მონიტორინგის ჩატარებას, რომლებიც უკვე მუშაობს ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობები:
1. ჩატარდება 3 ტრენინგი ლიდერ ქალებთან აქტივიზმის, ეფექტური კომუნიკაციის და ლიდერობის თემაზე იმერეთის რეგიონის 3 ქალაქში, სადაც დევნილთა მეტი ნაწილია განთავსებული (ქუთაისი – 12191, წყალტუბო – 6281, ხონი – 2500 დევნილი). ტრენინგის შემდეგ მოხდება იმ მონაწილეთა შერჩევა, რომლებიც გაივლიან ტრენინგების II ციკლს და შეიძენენ უნარ-ჩვევებს მონიტორინგისა და შედეგების ადვოკატირების კუთხით შემდგომი მუშაობისათვის.
2.ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი (იგპ) ქალებისათვის მონიტორინგის უნარ-ჩვევების დასაუფლებლად – ჩატარდება1 ტრენინგი მონიტორინგსა და ადვოკატირებაში. ტრენინგის თემატიკაში შეტანილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის სპეციფიკის, მონიტორინგის განხორციელებისა და ადვოკატირების საკითხები.
3.სამოქალაქო საზოგადოებისა და საკრებულოს წარმომადგენელი ქალების შეხვედრა. იმერეთის რეგიონის ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი) სულ ჩატარდება 12 შეხვედრა.
4.მონიტორინგის მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება და გამოშვება – მომზადდება და გამოიცემა მეთოდური სახელმძღვანელო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი სფეროების მონიტორინგისათვის.
5. გაცვლითი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში.თემა –კონფლიქტები, დემოკრატიის განვითარება, ქალთა სიმცირე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გამოცდილების გაზიარება წარმატებული გენდერული პოლიტიკის განხორციელების კუთხით, ახალი მიდგომებისა და საერთო სტრატეგიის შემუშავება.
6. მონიტორინგის ჩატარება და შედეგების მიხედვით ანგარიშის მომზადება – მონიტორინგის თემა: რამდენადააგათვალისწინებული გენდერული მიდგომები ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად სფეროებში. მომზადდება ანალიზი საკრებულოს სოციალურ, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა პროგრამებში გენდერული კომპონენტების კუთხით.
7. მრგვალი მაგიდების ჩატარება – საზოგადოებრიობის ფართო წრეების, მასმედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვით იმერეთის რეგიონის ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი) ჩატარდება 3 მრგვალი მაგიდა, სადაც წარმოდგენილი იქნება ანგარიშები მონიტორინგის შედეგების შესახებ.
8. საინფორმაციო შეხვედრები იგპ ადგილობრივ თემებთან მონიტორინგის შედეგების გაცნობის მიზნით3 ქალაქში (5 შეხვედრა ყოველ ქალაქში). ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების გაზრდას იგპ-თა პრობლემების მიმართ, მათ გააქტიურებას და ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში.
ვიმედოვნებთ, რომ საგანმანათლებლო ტრენინგების და მონიტორინგის მეთოდური სახელმძღვანელოს გაცნობის შემდეგ იგპ ქალები მიიღებენ გარკვეულ უნარ-ჩვევებს, გააძლიერებენ თავიანთ პოზიციას და დაჩქარდება მათი ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებაში.
მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია განიხილება იგპ თემში და სახელისუფლებო სტრუქტურებში. ეს მუშაობა შესაძლებლობას მოგვცემს, დავაახლოვოთ იგპ ქალები ადგილობრივ საზოგადოებასთან, მივაპყროთ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება გენდერულ ასპექტებსა და ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას. ეს კი ერთ-ერთი გზაა ქვეყნის შიგნით გადადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და გენდერული სამოქალაქო საზოგადოების შენებისათვის ჩვენს ქვეყანაში.
3 სექტემბერს, სასტუმრო "იმპერიალის” საკონფერენციო დარბაზში(ქუთაისი, მჭედლიძის №28), ფონდი "სოხუმი” დემოკრატიის ეროვნული ფონდის მხარდაჭერით მართავს შეხვედრას, რომელზეციმერეთის რეგიონის საკრებულოს წევრი ქალები და საზოგადოების წარმომადგენლებიშეიკრიბებიან.