ხუთშაბათი, 24.05.2012, 16:14
მოგესალმები სტუმარი
...
მთავარი » პუბლიკლაციები
ფონდი „სოხუმის" სამშვიდობო ბიბლიოთეკა კიდევ ერთი პუბლიკაციით გამდიდრდა. პუბლიკაცია „ ქალები მშვიდობის ძიებაში" ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის შემაჯამებელი დოკუმენტია - საქართველოში მცხოვრებ ქალთა შეხედულება მშვიდობიან მომავალზე. პუბლიკაციის ავტორია ეკატერინე გამახარია, ადამიანის საერთაშორისო უფლებების მაგისტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებელი კონსულტანტი და მწვრთნელი.
პროექტი განახორციელეს კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმმა" და აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ შვედეთის საერთაშორისო ქალთა ფონდის Kvinna till Kvinna - ს მხარდაჭერით.
ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის გრძელვადიანი მიზანია გენდერული მიდგომის დამკვიდრება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში.
პუბლიკაცია ხუთი ნაწილისაგან შედგება და ის გამოიცა ქართულ (სრული ვერსია), რუსულ და ინგლისურ ენებზე (შემოკლებული ვერსიები).
კიდევ ერთი საინტერესო წიგნით შეივსო ფონდი „სოხუმის" ბიბლიოთეკა. წიგნის ავტორია ეკატერინე გამახარია - დამოუკიდებელი ექსპერტი, საერთაშორისო მაგისტრი ადამიანთა უფლებების საკითხებში.
ეს არის დამხმარე სახელმძღვანელო „ადგილობრივი ხელისუფლება და გენდერი".
სახელმძღვა ნე ლო მომ ზად და ფონ დი „სოხუმ ი ს " პრო ექ ტის „იგპ ქა ლების ად გილობრივ სა ზო გა დოებაში ინ ტეგ რა ცი ის ხელ შეწ ყობა მა თი ად გი ლობრი ვი ხელი სუფ ლების საქ მი ა ნობის მო ნი ტო რინ გში ჩარ თვით" ფარ გლებში, სა ქარ თვე ლო ში ამე რი კის შე ერ თებული შტა ტების სა ელ ჩოს მხარ და ჭე რით .
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.
ფონდმა „სოხუმმა" გამოსცა წიგნი „გენდერი და პოლიტიკური პარტი ები". მისი ავტორი, დამოუკიდებელი ექსპერტი ეკატერინე გამა ხარია მიმოიხილავს საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და აჯამებს ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.
მო ცე მუ ლი კვლე ვა მიზ ნად ისახავს სა ქარ თვე ლოს პო ლი ტი კუ რი პარ ტიების ში და სტრუქ ტუ რების გენ დე რუ ლი მიდ გო მების შეს წავ ლას და გენ დე რუ ლი კომ პო ნენ ტების ანა ლიზს მათ პო ლი ტი კურ პროგ რა მებში. აგ რეთ ვე, პარ ტიების მი მართ კონ კრე ტუ ლი წი ნა და დებების შე მუ შა ვებას, რო მელ თა გა მო ყე ნებაც ხელს შე უწ ყობს გენ დე რუ ლი ბალან სის მიღ წე ვას და გენ დე რუ ლი მიდ გო მების ეფექ ტურ და ნერ გვას პროგ რა მულ დო კუ მენ ტებსა და პო ლი ტი კუ რი პარ ტიების საქმიანობაში.
პროექტი ხორციელდება „ საერთაშორისო განგაშის " (International Alert, დიდი ბრიტანეთი ) მხარდაჭერით .
კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, კანონის მიზანი, ძალადობის სახეები, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერი, ძალადობის მსხვერპლის დროებითი საცხოვრებელი, მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები - ამ და სხვა საკითხებზე იძლევა პასუხებს ფონდი „სოხუმის" იურისტთა ჯგუფის მიერ მომზადებული ბროშურა „ოჯახში ძალადობის პრევენცია".
ეს ბროშურის მეორე, შევსებული გამოცემაა, რომელიც უფასოდ დაურიგდება ახალგაზრდებს.
პროექტი ხორციელდება : გერმანიის ორგანიზაცია EED- ს , ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით .
ეს არის საოცარი წიგნი ომსა და მშვიდობაზე, მტრობასა და სიყვარულზე, ქალებზე, ბავშვებზე, სიცოცხლეზე, იმედზე...
წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი, რომელიც ფონდ „სოხუმში" ითარგმნა ქართულ ენაზე!
ელვირა გორიუხინა - პროფესორი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ეთნოკონფლიქტოლოგი, ჟურნალისტი...
ელვირა გორიუხინა - მასწავლებელი ნოვოსიბირსკიდან - ასე გვეცნაურება თავად.
საოცარი ქალბატონი, რომელიც ათი უსაშველოდ გრძელი წელიწადი დადიოდა ომის ბილიკებზე აფხაზეთში, ყარაბაღში, სუმგაითში, ცხინვალში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში...
დადიოდა და ომის საშინელებას უადვილებდა ადამიანებს, რადგან მიაჩნია, რომ „უბედურება მარტოობაში ორმაგდება".
დადიოდა, რომ გადაერჩინა სიკეთის მარცვალი, ეთხოვა პატიება, ეჩუქებინა სიყვარული და იმედი...
„მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში" - ასეთი მოკრძალებული სათაური აქვს წიგნს.
ეს - უდიდესი ჰუმანისტი ქალის პოეტური აღსარებაა. უდიდესი მშვიდობისმყოფელი ქალის პროტესტია ყოველგვარი ომის წინააღმდეგ.
წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი და კიდევ ერთხელ მიხვდებით, რატომ არ შეიძლება ომი!
„ეს არ არის მხატვრული ჟანრის წიგნი, არც სახელმძღვანელოა, არც საინფორმაციო გამოცემა,
თუმცა ამ ხასიათის წიგნების ელემენეტებსაც იპოვის მასში მკითხველი, ეს ოციოდე ქალის საუბარია, მათ მიერ განცდილი ომი და მშვიდობაა, მათი რწმენისა და იმედის გამოხატულებაა. ყველაზე მთავარი, რაც სტრიქონებს შორის იკითხება, არის ქალის მშვიდობისმოსურნეობის საოცარი ძალა, რომელიც ყოველთვის მეტია, ვიდრე მტრობა, სიძულვილი და ყოველთვის სიკეთისაკენ, სიყვარულისაკენ და სიცოცხლის მარადიულობისაკენ არის მიმართული"...
ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული წიგნს „მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი".
ფონდი „სოხუმის" ეს ახალი გამოცემა დაიბეჭდა საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელ ქალთა კონფერენციის მასალების მიხედვით (ქართულ და რუსულ ენებზე).
წიგნი სტენოგრაფიულ ჩანაწერებზეა აგებული და სრულად გამოხატავს კონფერენციის მონაწილე ქალების ხედვას. იგრძნობა მათი განსაკუთრებული სამშვიდობო განწყობა, მათი ოპტიმიზმი და მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთონ მშვიდობისათვის. ეს აისახა კიდეც მშვიდობისმყოფელ ქალთა მომავალი საქმიანობის გეგმაში.
რაც მთავარია, წიგნიდან ჩანს, რომ თბილისის კონფერენცია დიალოგის დასაწყისია მხოლოდ.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ ქალები ქალებისათვის " (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით .
საქართველოსა და აზერბაიჯანის დევნილი ქალების წვლილი სამშვიდობო საქმეში "- ასეთი სახელწოდებით გამოვიდაორი ქალთა ორგანიზაციის , კულტურულ - ჰუმანიტარული ფონდი „ სოხუმისა "( საქართველო , ქუთაისი ) და საზოგადოებრივი გაერთიანება „ ქალთა სოლიდარობის " ( აზერბაიჯანი , ბაქო ) ერთობლივი გამოცემა . ბროშურა გამოიცა ფონდი „ სოროსის " მხარდაჭერით პროგრამის ფარგლებში „ აღმოსავლეთი აღმოსავლეთი ".
ბროშურის პრეზენტაციით დასრულდა პროექტი „ გამოცდილების გაზიარება მშვიდობისმყოფელობისა და სახალხო დიპლომატიაში აფხაზეთიდან და ყარაბახიდან დევნილი ქალების ჩართვით ".
გამოცემაში მოცემულია ინფორმაცია ორი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ , აგრეთვე საუბარია ერთობლივად ჩატარებულ ტრენინგებზე , შეხვედრებზე , მრგვალ მაგიდებზე , რომელიც ქუთაისში , წყალტუბოში , ბაქოსა და განჯაში ჩატარდა .
ჩატარებული შეხვედრები და ტრენინგები , იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქალთა ურთიერთობა , რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის და მასში გენდერული კომპონენტების შეტანისათვის , მეტად მნიშვნელოვანია და უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ქალებს ამ პროცესში ჩართვისათვის .
„ ქალთა ლიდერობის ფენომენი " - ასე ჰქვია ფონდი „ სოხუმის " გამოცემულ სახელმძღვანელოს , ავტორი - შემდგენელი - დამოუკიდებელი ექსპერტი ეკატერინე გამახარია . სახელმძღვანელო შედგება 11 თავისაგან . ახსნილია ცნება „ ლიდერის " არსი , მოთხრობილია ლიდერობის ფენომენისა და სტილის ძირითად მიდგომებზე , კონცეფციებზე . ნაჩვენებია ლიდერული თვისებების განვითარების გზა - საწყისი საფეხურის თორმეტი სავარჯიშო და ლიდერობის 21 აუცილებელი პირობა . ძალზე მნიშვნელოვანია ლიდერობის გენდერული თავისებურებები , განსხვავება მამაკაცი ლიდერებისა და ქალი ლიდერების მიდგომებში , ლიდერი ქალის პლიუსები და მინუსები , მოცემულია სასარგებლო რჩევები ლიდერი ქალის პროფესიული იმიჯის შექნის თაობაზე , ფსიქოლოგიური ტესტები . „ ქალის ლიდერულ პოზიციაზე გასაყვანად , პირველ რიგში , ძალიან მნიშვნელოვანია მისი თანაბარი უფლებების , მისი , როგორც ლიდერის თანაბარი შესაძლებლობების და უნარ - ჩვევების აღიარება ," - ნათქვამია სახელმძღვანელოს დასკვნაში . სახელმძღვანელო გამოიცა ქართულ და რუსულ ენებზე . ის გავრცელდება ფონდი „ სოხუმის " ბენეფიციართა შორის და ხელს შეუწყობს ლიდერის თვისებების განვითარებას , თვითშეფასების გაზრდას და ლიდერობის გზაზე საკუთარი სტრატეგიის გამომუშავებას .
სტატისტიკა სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0