ფორუმ-თეატრის სცენები აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში იქნა ნაჩვენები. მასში მონაწილეობაორმოცდახუთმა სტუდენტმა და სამმა პედაგოგმა მიიღო. წარმოდგენილი იყო ხუთი ეპიზოდი, რომელიცდედა-შვილსა და ახალგაზრდა წყვილებსშორის ურთიერთობებს ასახავდა.
წარმოდგენის შემდეგ დისკუსიაში ახალგაზრდები ჩაერთნენ. მათ დასმული პრობლემების მოგვარების განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს. ყველაზე მძაფრი დისკუსია გამოიწვიაეპიზოდმა შეყვარებულების თემაზე. ნანა გოლეთიანი (კინდღი) - „ეს პრობლემა ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის. ბევრი გოგონა დარჩა გაწბილებული პირველი სიყვარულისგან. წარმოდგენილისცენა, ვფიქრობ, ახალგაზრდებისათვის კარგი მაგალითია მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად".
ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ურუშაძე: „ფორუმ-თეატრი არის თვალსაჩინოება, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებაში არსებული პრობლემების წარმოჩენა ისე, რომ დაგვაფიქროს".
ფორუმ-თეატრმა სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლაში ხუთი სცენა აჩვენა.
მაყურებელმა ახალგაზრდული თეატრის მიერ წარმოდგენილი სცენები ინტერესით მიიღო.
დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც
მიიღეს მონაწილეობა აღნიშნული სკოლის მოსწავლეეებმა,
მასწავლებლებმა და დირექტორმა.
ნინო ჩერქეზიშვილი (
სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე): „წარმოდგენილი სცენები ძალიან
საინტერესოა და, რაც მთავარია, საშუალებას გვაძლევს, საკუთარ ქცევებზე დავფიქრდეთ.
ამ პრობლემების გარშემო დისკუსიები კი სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც ახალგაზრდებს
გვეხმარება ვიყოთ უფროყურადღებიანები, თავაზიანები
უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობაში."
ფორუმ-თეატრის წარმოდგენასმეთერთმეტე
და მეთორმეტე კლასის ოცდათხუთმეტი მოსწავლე ესწრებოდა.
ქუთაისის ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა" დიდი ინტერესი გამოხატაფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრისმიმართ. ეს წარმოდგენის დაწყების პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა.
მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ თამაშში, ისე, როგორც ამას ფორუმ-თეატრისსპეციფიკა მოითხოვს.
მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებები გამოხატეს კითხვარებში, რომლებიც დაურიგდათ.
ანი ასათიანი: „ძალიან მომწონს მსგავსი წარმოდგენები, რომლებიც ნათლად გამოკვეთენ ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულებისპრობლემებს."
გიორგი შავგულიძე: „საინტერესოა, უცხოა მსგავსი ფორმა და, რაც მთავარია, შემეცნებითია ჩვენს ასაკში, რადგან ფორუმ-თეატრში ყველაფერი ბუნებრივად არის წარმოსახული."
მოსწავლეების ამ შეფასებებიდან ჩანს, რომ წარმოდგენამ თავისი მისია შეასრულა.
60-მდე მოსწავლე დაესწრო ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრისწარმოდგენას სენაკის მეშვიდე საჯარო სკოლაში.
მაყურებელთა უმეტესობა ჩაება დისკუსიაში. ძირითადად, გოგონები აქტიურობდნენ. ისინი თავად ასრულებდნენ სხვადასხვა როლს და ეძებდნენ გამოსავალს შექმნილი პრობლემური სიტუაციებიდან.
ნარკომანიის თემაზე შექმნილმა მინისპექტაკლმა ვაჟებიც ააფორიაქა. ისინიც ჩაერთნენ თამაშში და დისკუსიაში.
„ეს ძალიან საინტერესო ხელოვნებაა, რომელიც ნათლად წარმოგვიდგენს თაობის პრობლემას", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტიურმა მაყურებელმა კახა გიორგობიანმა.
ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის მსახიობებმა აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ექვსი სცენა აჩვენეს. თეატრის რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე ახალგაზრდებს ესაუბრა იმაზე, რომ ფორუმ-თეატრის მიზანია აღმოფხვრას ძალადობა ოჯახსა და საზოგადოებაში.
რეალური სცენების ხილვის შემდეგ ახალგაზრდებს გულღია საუბრის სურვილი გაუჩნდათ. მოზარდთა მავნე ჩვევების შესახებ (ნარკომანია, უსაქმურობა) დისკუსიაში ბიჭებიც ჩაერთნენ. ამავე სკოლის მოწავლეებმა მარიამ კარტოზიამ და ნინო ყურაშვილმა კი იმპროვიზებული სცენები გაითამაშეს.
„მსგავსი ხასიათის შეხვედრები ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება."-ითქვა შეხვედრაზე.
ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გრძელდება. ამჯერად ფორუმ - თეატრმა თავისი მინი - სპექტაკლებიქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და შპს „ ქუთაისის ავტოქარხნის" თანამშრომლებს წარუდგინა
ფორუმ - თეატრს ყველგან ინტერესით ელიან და წარმოდგენების შემდეგ მაყურებელი მსახიობებთან ერთად ცდილობს ძალადობის სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას. დისკუსიების ყველა მონაწილე თანხმდება იმ აზრზე, რომ ძალადობას, როგორც ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ.
ნიკეას დევნილთა სკოლის მოსწავლეები 16-დღიან
საერთაშორისო კამპანიაში ფონდ „სოხუმის" ფორუმ-თეატრის მინი-სცენებით ჩაერთნენ. მოსწავლეები
ფორუმ -თეატრის წარმოდგენებით იმდენად დაინტერესდნენ, რომ ცდილობდნენ თავიანთი სიტყვა
ეთქვათ, სცენის მსვლელობაზე, ან სულაც ფინალზე, გავლენა მოეხდინათ. მსჯელობდნენ
იმაზე,თუ როგორ შეძლებდნენ მსგავსი დაძაბული
სიტუაციების განმუხტვას,ძალადობისაგან
თავის დაღწევას.
„ასეთი სცენების ხილვა ხელს უწყობს ჩვენს სწრაფვას
მშვიდობიანი - არაძალადობრივი ურთიერთობებისაკენ. თუ ოჯახებში არ იქნება ძალადობა,
ვფიქრობთ, ჩვენი მომავალიც დაცული იქნება",- ასეთია მოსწავლეების აზრი.
ფორუმ-თეატრის
დატვირთული გრაფიკის ეს დღე ქუთაისურ წარმოდგენას დაეთმო. სატრაქტორო ქარხნის
შენობაში ჩასახლებული დევნილები ინტერესით ადევნებდნენ თვალს ახალგაზრდების მიერ
დადგმულ სცენებს.
სამწუხაროდ, ასეთი
სცენები მათთვისაც ნაცნობია, რადგან ოჯახური ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობის
ნაწილად იქცა.
მაყურებელი ჩაერთო
რამდენიმე სცენაში და ფორუმ-თეატრის რეჟისორს იდეები შესთავაზა მომავალი
წარმოდგენისათვის.
თანატოლების წინაშე გამოსვლა ყოველთვის საინტერესო და საპასუხისმგებლოა,
ამიტომაც განსაკუთრებით ღელავდნენ ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის მსახიობები. ამჯარად
მათ უმასპინძლა ქუთაისის №41 საჯარო სკოლამ. დარბაზში მოსწავლეებთან ერთად ისხდნენ
პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები.
დასაწყისში მათ მიიღეს ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ და მის ფარგლებში
დაგეგმილ ათობით ღონისძიებაზე.
მაყურებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა თითოეული სცენა. ბავშვები აქტიურად
ჩაერთნენ ფორუმ-თეატრის პროცესში.
ამგვარი ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრეს პედაგოგებმა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა შეიტყვეს 10 დეკემბერს ველოსიპედისტთა აქციასთან
დაკავშირებით და მასში ჩართვის სურვილი გამოხატეს.
ფონდი„სოხუმის" ახალგაზრდულმა თეატრმა, უკვე მეორედ, ქალაქ ქუთაისის ოცდამეათე და ოცდამეთერთმეტე სკოლების თვითმმართველობის მიწვევითთავისი მორიგი წარმოდგენები ჩაატარა.
ფორუმ-თეატრის მსახიობებს აღნიშნულ სკოლებში უფროსკლასელებით გადაჭედილი აუდიტორია ელოდათ. მოსწავლეები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ძალადობის ამსახველ სცენებს, წარმოდგენების დასასრულს კი აქტიურად მონაწილეობდნენ განხილვაში.
„ფორუმ-თეატრის ღრმა შინაარსით დატვირთული წარმოდგენებიჩვენი საერთო განვითარების დონეს ამაღლებს, გვასწავლის ძალადობის ფორმებისადმი პროტესტის გამოხატვასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას; გვეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული, მათ შორის ძალადობის პრობლემის დაძლევაში,"-აღნიშნეს მოსწავლეებმა.
ფონდი„სოხუმის" ახალგაზრდულმა თეატრმა, უკვე მეორედ,
ქალაქ ქუთაისის ოცდამეათე და ოცდამეთერთმეტე სკოლების თვითმმართველობის მიწვევითთავისი მორიგი წარმოდგენები ჩაატარა.
ფორუმ-თეატრის მსახიობებს აღნიშნულ სკოლებში უფროსკლასელებით
გადაჭედილი აუდიტორია ელოდათ. მოსწავლეები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ძალადობის
ამსახველ სცენებს, წარმოდგენების დასასრულს კი აქტიურად მონაწილეობდნენ განხილვაში.
„ფორუმ-თეატრის ღრმა შინაარსით
დატვირთული წარმოდგენებიჩვენი საერთო განვითარების
დონეს ამაღლებს, გვასწავლის ძალადობის ფორმებისადმი პროტესტის გამოხატვასა და მის წინააღმდეგ
ბრძოლას; გვეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული, მათ შორის ძალადობის პრობლემის დაძლევაში,"-აღნიშნეს
მოსწავლეებმა.
ფორუმ-თეატრმა ქუთაისის მეთოთხმეტე და სენაკის მეორე საჯარო სკოლებში ორი წარმოდგენა გამართა. მოსწავლეები განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნენ იმ სცენებს, რომლებიც ოჯახში, სკოლასა და მოხუცებისადმი ძალადობის თემას ეხებოდა: „ ფორუმ თეატრის მსახიობები დამაჯერებლად უტევენ მოძალადე პერსონაჟს და სინანულამდეც კი მიჰყავთ ის,-"მსჯელობენ წარმოდგენების ირგვლივ ახალგაზრდები.
„ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული პრობლემის გადაჭრას. ამ სცენებმა, ჩემი აზრით, ბევრი ახალგაზრდა დააფიქრა", - ლიკა ხორავა (სენაკის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე).
მოზარდებმა, წარმოდგენების დასასრულს, გამოთქვეს აზრი, რომ ძალადობის
ფორმების აღმოფხვრის მიზნით საზოგადოების გააქტიურება აუცილებელია.
ივნისის თვეში ფორუმ-თეატრმა გამართა ოთხი წარმოდგენა-ქუთაისის №14 საჯარო სკოლაში, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, ხურჩასა და კოკში.
თეატრი საზოგადოებისათვის პრობლემურ მრავალ თემას ეხება: ძალადობა ოჯახში, ძალადობა ახალგაზრდებს შორის. სწორედ თეატრის სპეციფიკა განაპირობებს წარმოდგენებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს.
ფორუმ-თეატრის ყოველი წარმოდგენის შემდეგ იმართება განხილვა, რომელშიც მაყურებლებიც მონაწილეობენ. განხილვებისას ახალგაზრდებმა გამოთქვეს აზრი, რომ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ხელს უწყობს მათი ინფორმაციულობისადა აქტიურობის ზრდას და ეხმარება ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში.
მაისშიფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა: ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ სკვერში და გორაზე - ბავშვთა და მოზარდთა დასასვენებელ პარკში.
წარმოდგენებს ბევრი მაყურებელი დაესწრო. ის ფორუმ-თეატრის მიერ გათამაშებულ სცენებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს.საყურადღებოა ისიც, რომ წარმოდგენებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები ესწრებოდნენ. მაყურებელმა ადვილად აუღოალღოფორუმ-თეატრის სათქმელს დათითოეულისცენის განხილვაშიაქტიურადჩაერთო. მონაწილეებიერთხმადაღნიშნავდნენ, რომძალადობისწინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების მეტი აქტიურობაა საჭირო.
თებერვალში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა - ქუთაისის მე-4 და 35-ე საჯარო სკოლაში.
წარმოდგენილი სცენები აქტუალური აღმოჩნდა ორივე სკოლის მოსწავლეებისთვის. მოზარდები განსაკუკთრებულ აქტივობას იჩენდნენ ძალადობის სცენების განხილვისას, რომელიც ეხებოდა ძალადობას ოჯახში, სკოლაში, მოხუცებულზე განხორციელებული ძალადობა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები.
მოზარდების აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ.
კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა წარმოდგენა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში გამართა.
მაყურებელი გაინსაკუთრებით დაინტერსდა სცენით, სადაც და-ძმას შორის კონფლიქტური სიტუაციაა. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ სცენარში და გამოსავლის პოვნასაც შეეცადნენ. ალტერნატიულ ვარიანტებში გამოჩნდა მოლაპარაკება, დათმობა დის მხრიდან, მშობლის ჩარევა.
ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლის გოგონების ინიციატივით ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის წარმოდგენა მოეწყო ქუთაისის ცენტრალურ სკვერში.
წარმოდგენამ მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს პენსიონრებმა. არანაკლებ აქტიურობდნენ ახალგაზრდებიც. მაყურებელთა აზრით, მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად უნდა იმართებოდეს, რათა საზოგადოება უფრო ფხიზლად იყოს ძალადობასთან მიმრთებაში.
წარმოდგენას ევროკავშირის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
იურგენ სპეიდელის(დამკვირვებელი) აზრით, ფორუმ-თეატრის სფეციფიკა იმდენად საინტერესოა, რომ საზოგადოებას აძლევს საშუალებას იფიქროს ძალადობისგან თავის დაღწევის მექანიზმებზე, რაც, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია.