Create site free
ფორუმები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამშაბათი, 07.02.2012, 06:37
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმები
 

„ოჯახური ძალადობის პრევენცია - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა"- ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდი  ერთობლივი სამოქალაქო ფორუმი ქალთა საერთაშორისო დღის მეასე წლისთავს მიეძღვნა. ფორუმი ცხრა მარტს გაიმართა ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფების" საკონფერენციო დარბაზში.

ორივე ფონდის წარმომადგენლებმა ძალადობის პრევენციის მიზნით წარმართული საქმიანობა გააცნეს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს.

ექსპერტმა ილიკო ნაცვალაძემ საქართველოში ოჯახში ძალადობის სიტუაციური ანალიზი გააკეთა.

მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ ფორუმი ჯგუფურ მუშაობაზე გადავიდა.

„ოჯახური ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალებზე" -  ამ პრობლემას განიხილავდა ხუთი ჯგუფი: სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, იურისტები და ფსიქოლოგები, მასმედია, მეწარმე ქალები, სამოქალაქო საზოგადოება.

მუშაობის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ მზად იყო ხუთივე  ჯგუფის „იდეის ფარდაგი", რომლებზეც ფორუმის მონაწილეებმა  პრობლემის დაძლევის პრევენციული მექანიზმები ჩამოაყალიბეს.

მობილურმა  ჯგუფმა ამ ნამუშევრების მიხედვით  ოჯახური ძალადობის პრევენციის სტრატეგია  და ერთიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

მონაწილეებმა ფორუმს მაღალი შეფასება მისცეს. ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა განსაკუთრებით გულთან ახლოს მიიტანეს სახელმწიფო სტრუქტურებისა და მასმედიის წარმომადგენელმა მამაკაცებმა და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს.

ფორუმი გაშუქდა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხით, რეგიონული ტელეკომპანიებით "რიონი”, მეგა-ტვ”, რადიო "ძველი ქალაქი”.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 237 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2011 | კომენტარი (0)

ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა წარმოდგენა გამართა  ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში. წარმოდგენას დაახლოებით 45 ახალგაზრდა დაესწრო. ისინი აქტიურად ჩაერთნენ თითოეული სცენარის განხილვაში. დასახელდა ძალადობისაგან თავის არიდების სხვადასხვა ვარიანტები. მათი აზრით, როცა ოჯახში კონფლიქტური სიტუაციაა, საუკეთესო გამოსავალია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცალკე ცხოვრობდეს, რადგან რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრება ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციებისა და ძალადობის წარმოქმნას. 

31 იანვარს ფორუმ-თეატრი მე-15 საჯარო სკოლას სტუმრობდა. აშკარა გახდა, რომ მსგავსი წარმოდგენა მათთვის ახალი იყო. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია აქტიურობისათვის. სულ მალე მაყურებელმა მსახიობები შეცვალეს და პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტები შემოგვთავაზეს. 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 176 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.01.2011 | კომენტარი (0)

 ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში" გაიმართა სამოქალაქო ფორუმი  თემაზე : „ ქალთა სოლიდარობა გენდერული ძალადობის წინაღმდეგ".

ფორუმზე სარვამარტო განწყობა შეინიშნებოდა. სხვა ფორუმებისგან განსხვავებით, ძირითადად ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები შეიკრიბნენ, მათ შორის კლუბების მოდერატორები და მოხალისეები ოზურგეთიდან, ბათუმიდან. ხობიდან, წყალტუბოდან, ხონიდან, ფოთიდან.

მუშაობის სტილი არატრადიციული გამოვიდა. შეკრებილები ექვს საერთაშორისო კაფეში განაწილდნენ(არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ახალგაზრდები, ქართველი ქალი, ქართველი კაცი, ქალთა მოძრაობის გამოცდილება) და იქაური პოზიციიდან განიხილავდნენ აღნიშნულ თემას. კაფეებში ქალთა სოლიდარობის პრობლემა ძირითადად სამი კუთხით განიხილეს: რა უნდა გაკეთდეს ქალთა სოლიდარობის მისაღწევად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ,შერიგების პროცესში და  პოლიტიკაში.

პრეზენტაციებზე კარგად გამოიკვეთა ჯგუფების პოზიციები და ჩამოყალიბდა ერთგვარი რეკონდაციები: სოლიდარობის მისაღწევად აუცილებელია ქალთა მეტი აქტიურობა, ბრძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ, სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური ჩართვა, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სხვა.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 686 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2010 | კომენტარი (0)

შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 1
admin