25 აპრილს რადიო "ძველი ქალაქის" ეთერითფონდის რადიოგადაცემა გავიდა, რომელმაც მაყურებელს საერთაშორისო ორგანიზაცია EED-ს მიერ მხარდაჭერილპროექტში დაწყებული მუშაობის შესახებ მოუთხრო.
პროექტის კოორდინატორი იმ საქმიანობისა და საზოგადოებაში მოსალოდნელი ცვლილებებისშესახებ გვაძლევს ინფორმაციას, რომელიც უნდა განხორციელდეს სამწლიანი პროექტის ფარგლებში.
პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი ეტაპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისმუშაობაში, რაც მოიაზრებს მეტ ავტონომიას დაადგილობრივი თემის მეტ ჩართულობას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში. ასევე - ორგანიზაციის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლების ადგილობრივ სტრუქტურებთან, რაც გამოიხატება მათთან მემორანდუმების გაფორმებაში. სენაკის ადგილობრივ ხელისუფლებასთანგაფორმებული მემორანდუმი ასეთი თანამშრომლობის საუკეთესო პრეცენდენტია: „ნებისმიერი,საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა შეიძლება, როდესაცჩვენს ძალისხმევას გავაერთიანებთ", - ასე აფასებს ამ თანამშრომლობას სენაკის თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ბატონი ბესიკ ნარმანია.
იმას, რომ ეს თანამშრომლობა ღირებულია, რესპონდენტთა მიერ აღწერილი შემთხვევებიც ცხადყოფს: რამდენიმე ოჯახის ხვედრი, რომელიც უკეთესობისკენ მხოლოდ საზოგადოებისა და სხვადასხვა სტრუქტურების აქტიური ჩარევის შედეგად შეიცვალა...
20 აპრილსრადიო „ძველ ქალაქში" გასულმა რადიოგადაცემამ მაყურებელს ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბების ადვოკატირების ჯგუფების მუშაობის შესახებ მოუთხრო.
ქუთაისისა და წყალტუბოს ადვოკატირების ჯგუფების საქმიანობის შესახებ კლუბების მოდერატორიგვიყვება.
წყალტუბოში - ამაგდარი დევნილი პედაგოგებისათვისთვითმმართველობისგან ერთჯერადი დახმარების გამოყოფა, სატელევიზიო სიუჟეტი, რომელმაც საზოგადოებას ეს ადამიანები წარმოუდგინა და ამით პატივი მიაგო ზოგადად ამ სფეროს მოღვაწეთა შრომას;
ქუთაისში ცალკეული უბნების წყალმომარაგების საკითხი და მისი ადვოკატირებისათვის გაწეული ძალისხმევა, რომელმაც ყველა ადგილობრივი სტრუქტურა მოიცვა და დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია;
„ვორქშოფები" რეგიონალურ კლუბებში, სადაც განისაზღვრა საკითხები,რომლებიც კლუბებმა ადვოკატირებისათვის აირჩიეს და დასახეს საჭირო სტრატეგია;
ადვოკატირების შემთხვევები, რომლებიც განიხილეს, როგორც მაგალითიდა ერთად გააანალიზეს მისი სტრატეგიის სისწორე - ამ საკითხებს გადაცემის ძირითადი ნაწილი დაეთმო.
რუბრიკაში „აქტიური ქალი" გადაცემის ავტორი ჟურნალისტის, პუბლიცისტისა და ასევე ადვოკატირების ჯგუფის წევრის - ლია გვენეტაძის შესახებ მოგვითხრობს...
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებულ რადიოგადაცემაში ძირითადი ყურადღება გამახვილდა ქალთა აქტიურობაზე საზოგადოებრივ საქმიანობასა და პოლიტიკაში.
ფონდი „სოხუმის" თანათავმჯდომარემ, პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა აღნიშნა: „ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ქალთა აქტიურობა შესამჩნევია, ხოლო სახელისუფლო უწყებებსა და პარტიულ ორგანოებში ისინი სათანადოდ წარმოდგენილნი არ არიან."
მზია კიკალიშვილმა (საქართველოს დემოკრატიული პარტიის წყალტუბოს ორგანიზაციის ლიდერი) თქვა: „ ყოველთვის ვეცდები, დავარწმუნო ქალები- გააქტიურდნენ. მამაკაცები, განსაკუთრებით ქართველი მამაკაცები, პარტიის მმართველ რგოლში ქალს ძნელად ეგუებიან."
„სამი ქალბატონი დეპუტატი გვყავს საკრებულოში, აპარატშიც ბალანსი დაცულია, სამი განყოფილებიდან ორს ქალი ხელმძღვანელობს. ქალების გააქტიურება უდაოდ საჭიროა,"- ალეკო მამეშვილი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე).
პროექტის ასისტენტი გულნარა ლაკერბაია: „ამომრჩეველ ქალთა კლუბებში აქტივობები გრძელდება, ავირჩიეთ ადვოკატირებისა დასაზოგადოების ინფორმირებულობაზე მომუშავე ჯგუფები. ვფიქრობ, პროექტი ქალთა გააქტიურებას კვლავაც შეუწყობს ხელს და ჯანსაღი კონკურენციაც იქნება."
10 დეკემბერს - კამპანიის ბოლო დღეს - რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით პროექტის ფარგლებში მომზადებული ბოლო რადიოგადაცემა გავიდა.
გადაცემის პირველი ბლოკი პროექტის კოორდინატორს დაეთმო, რომელმაც მოკლედ შეაჯამა სამწლიანი მუშაობის შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცვლილებებს, რომლებიც მოიტანა განხორციელებულმა საქმიანობამ ფონდის მიერ შექმნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ისაუბრა ფართოდ გაშლილი საზოგადოებრივი დისკუსიების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად წამოსული ინიციატივების, ინსტიტუციონალური თანამშრომლობის სრულიად ახალი საფეხურის შესახებ, რომლის შედეგია თანამშრომლობის სერიოზული პერსპექტივები ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
გადაცემის მეორე ბლოკში საინფორმაციო კამპანია და მასში საზოგადოების ფართე მასების მონაწილეობის მომენტები გაშუქდა. რესპონდენტთა საუბარში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საზოგადოების მხრიდან ძალადობის პრობლემის სწორი აღქმის აუცილებლობა და დაცვის ეფექტური მექანიზმების საჭიროება.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიის ისტორია,ფონდი „სოხუმის" მრავალწლიანი მონაწილეობა კამპანიაში, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიერ კამპანიის აქტუალობის შეფასება - ამ საკითხებს ეხმიანებოდა ფონდი „სოხუმის"მიერ „ძველი ქალაქის ეთერში" ორგანიზებული რადიოგადაცემა.
„გვინდა,კამპანიის განწყობა კამპანიის შემდეგაც გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას უნდა გააჩნდეს შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის ყოველი გამოვლინების მიმართ", - ასეთი განწყობა გამოხატეს ფონდის ლიდერთა სკოლის გოგონებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კამპანიაში და არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ.
„ეს კამპანია ძალიან ახლობელი გახდა ჩვენთვის, რადგან მისი სლოგანი - „სახლში მშვიდობიდან -მსოფლიოში მშვიდობამდე" - ზუსტად ეხმიანება ჩვენს ყოველდღიურობას და აერთიანებს ოჯახში მშვიდობისა და მსოფლიო მშვიდობის თემას ", - ასე გამოეხმაურნენ საერთაშორისო კამპანიის პათოსს კოფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ქალბატონები. „დღემუდამ ემოცია, შიში, დაუცველობის განცდა თავის კვალს ტოვებს ადამიანების ფსიქიკაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ამიტომ არის ასე ღირებული და ახლობელი კამპანიის თემა საზოგადოებისათვის", - ასე მიიჩნევენ ფსიქოლოგები.
გადაცემაში საუბარი შეეხო, ასევე, ძალადობის პრევენციის საკითხს, რაშიც სპეციალისტები დიდ მნიშვნელობასანიჭებენ პიროვნებათშორის ურთიერთობების საკითხს.
რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით გასულმა ბოლო გადაცემამ ციკლიდან „ქალი და პოლიტიკა"- მსმენელებს საშუალება მისცა, მოესმინათ ამომრჩეველ ქალთა კლუბების წევრების,საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება და შეხედულებები სამომავლო სტრატეგიების თაობაზე.
ფონდ „ სოხუმის" თანათავმჯდომარემ, პროექტის კოორდინატორმამერი გელაშვილმა ისაუბრა ქალთა პოლიტიკური აქტივობის მიზნით გაწეულ მუშაობაზე, მიღწეულ შედეგებზე, აღნიშნა ხარვეზებიც. გამოითქვა მზადყოფნა, რომ ქალთა კლუბები და მათი მხარდამჭერები სათანადო ენთუზიაზმით განაგრძობენ მუშაობას ახალ პროექტში, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნებია, რომელმაც აუცილებლად უნდა შეცვალოსქალთა მონაწილეობის კუთხით სადღეისოდ არსებული მდგომარეობა.
კლუბების ლიდერებმა ქალთა პრობლემების ადვოკატირების კონკრეტული შედეგები დაასახელეს და აღნიშნეს, რომ მიღებული პრაქტიკაშემდგომში მეტი პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას მისცემთ, რაც განუხრელად ზრდის მათი რეგიონის ქალთა ნდობას კლუბების საქმიანობისადმი.
„ერთადერთი ქალბატონი ჩვენს საკრებულოში - უკვე ქმნის სათანადო ამინდს. რაც შეეხება ქალთა მონაწილეობის გაზრდას - მე ვეთანხმები ამ აზრს, რომ ქალს შესაბამისი პასუხისმგებლობის უნარი და შესაძლებლობა გააჩნია, ამიტომ მივესალმები მათ მოსვლას პოლიტიკაში", - ასეთი პოზიცია გამოხატა ქუთაისის საკრებულოს წევრმა მერაბ მეშველიანმა.
27 ივლისს ფონდი „სოხუმის"მიერ მომზადებულ გადაცემაში ფონდის ბოლო პერიოდშიჩატარებული ღონისძიებები გაშუქდა.
გადაცემაში საუბარი მრგვალ მაგიდაზე, სადაც შეკრებილმა სპეციალისტებმა განიხილეს ფონდის მიერ შემუშავებულისაკანონმდებლო ინიციატივა.. ფონდის იურისტის განმარტებით,შემუშავებული იყო ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ, მოძალადის 200 ლარით დაჯარიმების თაობაზე, რომლის ირგვლივ თავისი პოზიცია გამოხატეს პრაქტიკოსმა იურისტებმა .
შეხვედრის მონაწილეების აზრით,„ოჯახური ძალადობა დღითიდღე იმატებს, ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მოძალადემ თავი შეაკავოს ძალადობის განხორციელებისგან”, „ჯარიმა კარგი საშუალებაა მსხვერპლის დასაცავად, მაგრამ მის ეფექტურობას პრაქტიკა გვაჩვენებს".
გადაცემაში გაშუქდა ფონდი "სოხუმის” გასვლითი შეხვედრები ხურჩაში. ფონდის გინეკოლოგი და ფსიქოლოგი იქ მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ფსიქოლოგი შეხვედრის მონაწილეებს სექსუალურ კულტურაზე ესაუბრა.”ძალიან აქტუალური თემაა,უკეთესია, ბავშვმა არა ქუჩიდან მიიღოს ინფორმაცია, არამედ ოჯახიდან”.
ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი სოფელ კოკს სტუმრობდა. მაყურებელი აქტიურად ჩაერთო სცენებში და სიტუაციის განხილვაში. ცოცხალი სცენები მაყურებლის მონაწილეობით გადაცემაშიც გაჟღერდა.
სიუჟეტში აისახა საინფორმაციო შეხვედრები გოგონებთან, რომელიც გენდერულ თანასწორობის თემასეხებოდა.
გადაცემა ოჯახური ძალადობის საკითხებში მასმედიის როლსაც შეეხო.”ეს თემა მედიაში საკმარისად არ შუქდება, უკეთესია,თუჟურნალისტები უფრო შესაფერის ფორმას შეარჩევენ, მარტო პრობლემის წარმოჩენა არ არის საკმარისი. მედიას შეუძლია ამ კუთხით გარკვეული როლის შესრულება".
ფონდის მორიგი რადიოგადაცემა პროექტის ფარგლებში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას აშუქებს.
გადაცემაში გაჟღერდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარომადგენლის, მარტა ბერტის ინტერვიუ. მან აღნიშნა, რომ NED საქართველოში მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. ის მიესალმება ქალთა აქტიურობას საქართველოში, მაგრამ თვლის, რომ ჯერ კიდევ საკმაო სამუშაოა გასაწევი.
ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტები საუბრობენ იმაზე, რომ ქალთა საზოგადოებამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს სახელისუფლებო რგოლთან და გააჟღეროსაქტუალური პრობლემები, ორიენტირებული იყოს მათ გადაწყვეტაზე.
გადაცემაში გაშუქდა ფონდის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე დემოკრატიის კურსს გადის. „ჩვენ როგორ თაობასაც გავზრდით, ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ. ხვალ ისინი მოვლენ ქვეყნის სამართავად", - აღნიშნა ქუთაისის საკრებულოში გოგონებთან გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა.
ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის დამფუძნებელილიკა ნადარაია, რომელიც გოგონებთან მუშაობდა, აღნიშნავს: „საქართველო არასოდეს არ იყო ისეთი პრომამაკაცური, როგორიც ახლაა და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ახალი თაობა ბევრად უფრო გახსნილი და თავისუფალია და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის".
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
"არა - ძალადობას, არა - შეიარაღებას!" - ეს იყო მთავარი მესიჯი ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებულირადიოგადაცემისა, რომელიც რადიო „ძველიქალაქის " ეთერით გადაიცა. მასში გაშუქდა საერთაშორისო კამპანია "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინაღმდეგ", კამპანიის ფარგლებში ფონდის მიერ ქუთაისში, წყალტუბოში,ხონში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთსა და ხურჩაში ჩატარებული ღონისძიებების მონაწილე დევნილთა სულისკვეთება, პოზიცია.
რესპონდენტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რაოდენ დიდი ტკივილი მოაქვს ბოროტად გამოყენებულ იარაღს, უკონტროლო შეიარაღებას, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისათვის.
-ომში და პოსტკონფლიქტურ პერიოდში ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები, ამიტომაც ჩვენ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგნი ვართ,- ამბობენ რესპონდენტები.
გადაცემამ წარმოაჩინა უსაფრთხოების საკითხის აქტუალობა და გადაცემის მონაწილეთა საერთო მოსაზრება: შეიარაღებული ძალადობამხოლოდ უკონტროლო შეიარაღების აღკვეთით შეიძლება ავიცილოთ თავიდან.
რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა.
ანონიმური რადიომონოლოგების ფორმატისაშუალებას იძლევა, იდენტიფიცირების გარეშე მოვისმინოთ ქალების დრამატული ისტორია, რომელთაც მთელი ცხოვრება ისე გაატარეს, რომ არც დაფიქრებულან, ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი, მოძალადე ქმართან ცხოვრებისა და მუდმივი განწირულობის განცდის ნაცვლად სხვა გამოსავალი ეძებნათ.
არასრულფასოვნების განცდა, არშემდგარი კარიერა და პირადი ცხოვრება, დანგრეული ჯანმრთელობა - ეს არის საზღაური იმ მოთმინებისათვის, რაც მათზე განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობის ციკლს ახლდა.
ეს ისტორიები იმით განსხვავდება წინა ისტორიებისაგან, რომ მათზე ამ ქალების ახლობლები ჰყვებიან და არა თვითონ. თავისი მდგომარეობის მთელი დრამატიზმი მათ ჯერაც არა აქვთ გაცნობიერებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად უჭირთ მათ ანალიზი, რეალობის ადეკვატური აღქმა.
რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის მორიგი რადიოგადაცემა გავიდა. როგორ მუშაობენ კლუბები ქალთა პრობლემების ადვოკატირების კუთხით. როგორ ხდება თანამშრომლობა საკრებულოსთან, როგორია საკრებულოების სოციალური პაკეტები, რამდენად ითვალისწინებს ქალთა საჭიროებებს - რადიოჟურნალისტი ცდილობს ამ და სხვა საკითხების ირგვლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია.
"ვთვლი, რომ ყოველი საკრებულოს მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე და ის უნდა ცდილობდეს, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს მოქალაქეებთან. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ გავაღრმავოთ კლუბთან თანამშრომლობა, გავააქტიუროთ ქალები, რათა მათ წარმოადგინონ სხვადასხვა პროექტები", „მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის უნდა იყოს ინტეგრაცია ", „ვცდილობთ, მაქსიმალურად იყოს ინფორმირებულიკლუბი ჩვენი სოციალური პაკეტების შესახებ"- ასე მიჩნევენ საკრებულოსწარმომადგენელი ქალბატონები, რომლებიც თავის მხრივ აქტიურად თანამშრომლობენ კლუბებთან.
კლუბების აქტივისტები იმ საკითხებზე საუბრობენ, რომელთა ადვოკატირებაც წარმოებს. ბათუმში - სოციალურად დაუცველების სახელმწიფო პროგრამებში მოხვედრის საკითხი, ზუგდიდში - კერძო სკოლების მასწავლებლების ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხი.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
„ძველი ქალაქის" ეთერით მორიგი ანონიმური რადიომონოლოგები გაჟღერდა.
„15 წლის მომიტაცეს. 18 წლისა დავქვრივდი, მარტო გავზარდე ორი შვილი. ხელახლა არ გავთხოვილვარ, თუმცა თაყვანისმცემლები არ მაკლდა და მიფიქრია, რომ, შეიძლება, ბედნიერიც ვყოფილვიყავი"...
-ასეთი ისტორიები ერთეული არაა. ერთი მხრივ - რწმენა, რომ ყოველ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება, მეორე მხრივ - ხარკის მოხდა საზოგადოებრივი სტერეოტიპებისთვის, რომ ქვრივებს ეს უფლება არ ეხებათ. რადიოისტორია ფიქრისა და განსჯის მასალას იძლევა.
მეორე ისტორიაც მოტაცებული ქალის ბედს ეხება.
ბევრს ეცადა დედა, მაგრამ მკაცრ ბიძებთან ვერაფერი გააწყო - მათ გოგონას მობრუნება სირცხვილად ჩათვალეს. წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვა კი ვერ მოახერხეს.ქომაგად ისევ დედა გამოუჩნდა: ახლა ქალი ნაქირავებ ბინაშია და ცდილობს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს...
23 მარტს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერში მორიგი გადაცემა გავიდა ციკლიდან -„ქალი და პოლიტიკა".
გადაცემაში გაშუქდა ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივის (600 ლარიანი დახმარება ყველა მშობიარე ქალისათვის) ლობირების კუთხით დაწყებული საქმიანობა. აქტიური საზოგადოებრივი განხილვები ცხადყოფს საკითხის მიმართ მოქალაქეების ცალსახად პოზიტიურ დამოკიდებულებას. „ეს ალბათ ძალიან მინიმალურია, მაგრამ თუ რეალისტები ვიქნებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს ალბათ მეტს ვერ მოვთხოვთ". „ბევრი შეჭირვებული ოჯახისთვის ეს სტიმული იქნება, რომ კიდევ ერთი შვილი გააჩინოს".
გადაცემაში ადვოკატირების და ლობირების მეთოდოლოგიის გაცნობის კუთხით ფონდი „სოხუმის" მიერ ამომრჩეველ ქალთა კლუბებში ჩატარებულ მუშაობაზე გამახვილდა ყურადღება.
ინიციატივის ლობირების მიზნით პოლიტიკურ პარტიებთან დაწყებული მუშაობის შედეგები აჩვენებს, რომ ისინი მიესალმებიან ფონდის ინიციატივას და მზად არიანდაუჭირონ მხარი სხვადასხვა დონეზე.
გადაცემა ამომრჩეველ ქალთა კლუბებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. რა ინიციატივებს აყენებენ ქალები და როგორ ხდება მათი მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე? ფოთის, ხობის, ოზურგეთის მაგალითებზე ცხადი ხდებაამ თანამშრომლობის აუცილებლობა და სარგებელი საზოგადოებისათვის. გაჟღერდა ინფორმაცია საგრანტო პროგრამის შესახებ, რომელიც საკრებულოს წევრი ქალების ინიციატივით მიიღო ოზურგეთის საკრებულომ.
რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით რადიომონოლოგების მორიგი სერია გავიდა. საკუთარ ისტორიას ის ქალები ყვებიან, რომელთაც თავის დროზე უსიყვარულოდ შექმნეს ოჯახი და ამას დღემდე ნანობენ. მათ ოჯახში ხშირია კონფლიქტი და აყალმაყალი.
„...მორიგი ჩხუბის შემდეგ სახლში მხოლოდ შვილების გამო ვბრუნდები. თან ვიცი, სხვა შემთხვევაში ხალხიც მე გამამტყუნებს. იმისათვის, რომ შვილებს მამა ჰყავდეთ, ვიტან ამ არანორმალურ ყოფას".
მეორე მონოლოგიც მსგავს ისტორიას შეიცავს.
„... მშობლებთან გადავწყვიტე დაბრუნება, მაგრამ ნათესავები ჩაერივნენ და დამიშალეს. ორი შვილი მყავს და ვთამაშობ მოწესრიგებული ქალის როლს. არ დავუშვებ, რომ ქალიშვილმა ჩემი ბედი გაიზიაროს, ვეცდები, სიყვარულით შექმნას ოჯახი და ბედნიერი იყოს".
რადიომონოლოგებსფონდისსოციალურიაუდიოკლიპიუქმნის ფონს. მსმენელს კი საკმაო ინფორმაცია რჩება განსჯისთვის.
31 იანვარს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული გადაცემა გავიდა.
გადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია პროექტის ახალ ეტაპზე, რომელშიც გარდა წინა წელს განხორციელებული აქტივობებისა, გაჩნდა ახალი ვექტორები. მათ შორის ქალთა მობილიზაციის გააქტიურება ფონდი „სოხუმის" მიერ დაარსებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში; ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მეტი თანამშრომლობა.
ფონდის ექსპერტ-იურისტებმა ისაუბრეს ახალ ცვლილებებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ითვალისწინებს ჯარიმას მოძალადისათვის 500-დან 1000 ლარამდე. საუბარი შეეხო კონკრეტულ დახმარებას, რომელიც ექსპერტ იურისტთა ჯგუფის მიერ იქნა გაწეული ბენეფიციარებისათვის.
„მე ვიბრძოლებ ჩემი ხვალინდელი დღისთვის" - ეს სიტყვები ფსიქოლოგის შეხვედრის მონაწილე გოგონას ინტერვიუდანაა. რესპონდენტები ერთხმად აღნიშნავენ ფსიქოლოგიური სამსახურის აუცილებლობას.
გადაცემაშიფონდის ახალგაზრდული „ფორუმ-თეატრის" რეჟისორი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. იგეგმება მაყურებლის მიერ ინიცირებული სცენარების წარმოდგენა და დისკუსიების ახალი ფორმატის დანერგვა.
ჟურნალისტები - რესპონდენტების როლში - ძალადობის თემისადმი მედიის დამოკიდებულებას ეხებიან და თემისადმი უფრო ფაქიზი, პროფესიონალური დამოკიდებულების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
რადიო „ძველი ქალაქის" ეთერში გასული რადიოგადაცემა კამპანიის ბოლოს -ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დაემთხვა.
გადაცემამ მოგვითხრო ფონდის ინიციატივაზე, რომლის შედეგად ქუთაისში ახალი სკვერის პრეზენტაცია მოხდა. სკვერი კამპანიის დაწყების დღეს, ფონდის მიერ მთელ დასავლეთ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის ფარგლებში გაიხსნა და მას, შესაბამისად, „25 ნოემბრის სახელობის სკვერი" ეწოდა. გაჟღერდა აქციაზე მოსული ადამიანების სოლიდარობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ქუთაისში ფონდის ეგიდით გამართული საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგის მონაწილეებმა ისაუბრეს დისკუსიებზე საერთოკავსასიურ ფორმატში, რომლებიცსაკითხის გარშემო გაიმართა.
გადაცემა შეეხო ფონდის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრში განხორციელებულ საქმიანობას. რესპონდენტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეკრებები, რადგან სუბარი ამ მეტად სპეციფიკური რეგიონის ქალებისთვის მეტად საჭირბოროტო საკითხებს ეხება.
გადაცემაში გაშუქდა კამპანიის ფარგლებში განხორციელებულისხვა არაერთი საინტერესო ღონისძიება და მისი რეზონანსი. კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოება აცნობიერებს ძალადობას, როგორც პრობლემას, ეძებს გზებს მისი დაძლევისათვის.
22 ნოემბერს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით მორიგი რადიომონოლოგები გავიდა.
ერთი ისტორია დევნილი ოჯახის პოსტკონფლიქტურ ყოფას, შეცვლილი სოციალური რეალობების შედეგად შერყეულ ოჯახურ ჰარმონიას ეხება...
მეორე ისტორია ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს: „ადამიანი, რომელიც მიყვარდა, მასაც ვუყვარდი, ნარკომანი აღმოჩნდა...
მიყვარს და ხელს ვერ ვკრავ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიბრძოლებ მისი გამოჯანმრთელებისთვის". - თუმცა სიუჟეტის გმირს გაცნობიერებული აქვს საკუთარი მდგომარეობის სირთულე...
გადაცემის დროს გაჟღერდა ინფორმაციები 16-დღიანი კამპანიის, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ.