რადიოგადაცემა - 21 ივნისში 2010 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 24.05.2012, 16:32
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 21 » რადიოგადაცემა
17:21
რადიოგადაცემა

რადიო "ძველი ქალაქის”  ეთერით მორიგი რადიოგადაცემა გავიდა ციკლიდან "ქალი და რაძალადობრივი საზოგადოება”.    

გადაცემის თემა იყო გენდერი და ოჯახური ძალადობა და, ძირითადად,   საზოგადოებაში ფონდის მუშაობის შედეგად გამოვლენილ მდგომარეობას ასახავდა.

ვორკშოპები ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის, რომელიც ფონდის ეგიდით ჩატარდა, მისი ორგანიზატორების აზრით, "ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს თემები მედიისათვის არც ისე პოპულარულია. კონკურსიც ასევე დიდი სტიმული იყო მათთვის ".

სენაკში გამართულ მრგვალ მაგიდაზე  რეგიონისთვის სპეციფიური არაერთი თემა გამოიკვეთა. რესპონდენტებმა  მათ შორის გამოყვეს საკითხები, რომელიც ქალის დაბალ უფლებრივ  მდგომარეობას განაპირობებს ოჯახში. "ქალი არ ფლობს კერძო საკუთრებას, მაგ. მშობლები მაშინაც კი, როცა ოჯახს საამისო საშუალება აქვს, არ ზრუნავენ ამაზე”.

გადაცემამ ვრცლად ასახა ფონდში გამართული მრგვალი მაგიდა, სადაც გამოიკვეთა ინტერესი ოჯახში ძალადობის მარეგულირებელი კანონის მექანიზმებისადმი. ინტერვიუებში საუბარი იყო კანონის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ხარვეზებზე, რომლებიც უშლის ხელს კანონის ეფექტურ ამოქმედებას.        

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიო გადაცემები | ნანახია: 249 | დაამატა: moderatori | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 99
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0