რადიოგადაცემა „ძველი ქალაქის“ ეთერით. - 26 ივლისში 2011 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ოთხშაბათი, 23.05.2012, 07:34
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 26 » რადიოგადაცემა „ძველი ქალაქის“ ეთერით.
15:57
რადიოგადაცემა „ძველი ქალაქის“ ეთერით.

ფონდის მორიგი რადიოგადაცემა პროექტის ფარგლებში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას აშუქებს.  

გადაცემაში გაჟღერდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარომადგენლის, მარტა ბერტის ინტერვიუ. მან აღნიშნა, რომ NED საქართველოში მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. ის მიესალმება ქალთა აქტიურობას საქართველოში, მაგრამ თვლის, რომ ჯერ კიდევ საკმაო სამუშაოა გასაწევი.

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტები საუბრობენ იმაზე, რომ ქალთა საზოგადოებამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს სახელისუფლებო რგოლთან და გააჟღეროს  აქტუალური პრობლემები, ორიენტირებული იყოს მათ გადაწყვეტაზე.

გადაცემაში გაშუქდა ფონდის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე დემოკრატიის კურსს გადის. „ჩვენ როგორ თაობასაც გავზრდით, ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ. ხვალ ისინი მოვლენ ქვეყნის სამართავად", - აღნიშნა  ქუთაისის საკრებულოში გოგონებთან გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა.

   ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის დამფუძნებელი  ლიკა ნადარაია, რომელიც გოგონებთან მუშაობდა, აღნიშნავს: „საქართველო არასოდეს არ იყო ისეთი  პრომამაკაცური, როგორიც ახლაა და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ახალი თაობა ბევრად უფრო გახსნილი და თავისუფალია და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის".
 
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: რადიო გადაცემები | ნანახია: 86 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 98
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0