საერთაშორისო კამპანიისადმი მიძღვნილი რადიოგადაცემა - 19 ივნისში 2011 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ოთხშაბათი, 23.05.2012, 07:37
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 19 » საერთაშორისო კამპანიისადმი მიძღვნილი რადიოგადაცემა
01:33
საერთაშორისო კამპანიისადმი მიძღვნილი რადიოგადაცემა

"არა - ძალადობას, არა - შეიარაღებას!" - ეს იყო მთავარი მესიჯი ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული  რადიოგადაცემისა, რომელიც რადიო „ძველი  ქალაქის " ეთერით გადაიცა. მასში გაშუქდა საერთაშორისო კამპანია "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინაღმდეგ", კამპანიის ფარგლებში ფონდის მიერ ქუთაისში, წყალტუბოში,ხონში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთსა და ხურჩაში ჩატარებული ღონისძიებების მონაწილე დევნილთა სულისკვეთება, პოზიცია.

რესპონდენტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რაოდენ დიდი ტკივილი მოაქვს ბოროტად გამოყენებულ იარაღს, უკონტროლო შეიარაღებას, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისათვის.

-ომში და პოსტკონფლიქტურ პერიოდში ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები, ამიტომაც ჩვენ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგნი ვართ,- ამბობენ რესპონდენტები.

გადაცემამ წარმოაჩინა უსაფრთხოების საკითხის აქტუალობა და გადაცემის მონაწილეთა საერთო მოსაზრება: შეიარაღებული ძალადობა  მხოლოდ უკონტროლო შეიარაღების აღკვეთით შეიძლება ავიცილოთ თავიდან.

კატეგორია: რადიო გადაცემები | ნანახია: 159 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 98
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0