Create site free
საინფორმაციო ბიულეტენი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამშაბათი, 07.02.2012, 06:52
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საინფორმაციო ბიულეტენი

ახალი დიზაინი, ახალი სათაური, ახალი შინაარსი - ასეთია  ჟურნალი „ქალთა ხმა - ქალი და დემოკრატია", რომელიც განაგრძობს ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის პოპულარიზაციის  ექვსწლიან ტრადიციას.

ჟურნალის პირველი ნომრის თემაა ამომრჩეველ ქალთა ლიგის თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ჟურნალის ფურცლებზე დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის საკრებულოთა ხელმძღვანელები ქალთა აქტიურ მონაწილეობაზე ლაპარაკობენ, აშკარად იგრძნობა თანამშრომლობის სურვილი. ქალთა ლიგის წევრები კი მზად არიან, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ  პრობლემების მოგვარების პროცესში  სასიკეთო ცვლილებებისათვის.

უფრო კონკრეტულად -  მკითხველს ჟურნალის გაცნობას ვურჩევთ.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 0 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2012 | კომენტარი (0)

მეექვსე ნომრის გამოშვებით დამთავრდა 2011 წელს ფონდი „სოხუმის" საინფორმაციო მუშაობა ძალადობის პრევენციის საკითხებზე.

ჟურნალის ბოლო ნომერმა შეაჯამა წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა. მკითხველს დაანახა ფონდის აქტიური ძალისხმევის  შედეგები და, რაც მთავარია - მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 0 | დაამატა: admin | თარიღი: 28.12.2011 | კომენტარი (0)

წელს გამოვიდა ჟურნალ „ქალთა ხმის" (რუბრიკით „ქალი და მშვიდობა") ორი ნომერი.  მათში, ფორმატის სიმცირის მიუხედავად, აისახა ფონდის სამშვიდობო საქმიანობა.

მეორე ნომერში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ინფორმაციას ლიდერთა სკოლის მეორე კურსელების შესახებ.

ახალგაზრდა ლიდერთა პორტრეტებში ნათლად გამოჩნდა ფონდის საქმიანობის შედეგები, ის ცვლილებები, რაც გოგონათა ცხოვრებაში მოხდა. ეს სტატიები ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს აქტიურობისა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენისათვის.
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 24 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2011 | კომენტარი (0)

ჟურნალის პირველი პუბლიკაცია ეძღვნება ორ ტრენინგს, რომლებიც ფონდის ინსტიტუციონალური განვითარებისათვის ჩატარდა ბორჯომსა და ქუთაისში.

ჟურნალში მოთხრობილია მობილიზატორთა მუშაობაზე დასავლეთ საქართველოს ექვს მხარდაჭერის ცენტრში, არის სტატიები ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით ჩატარებულ აქტივობებზე.

ჟურნალისტები მკითხველს სხვებისაგან გამორჩეულ ქალთა პორტრეტებსაც სთავაზობენ. ასე, რომ ჟურნალის მეხუთე ნომერში ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მათთვის, ვინც ფონდი „სოხუმის"  საქმიანობას  ადევნებს თვალყურს.
 
Donwload_GEo>>>

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 17 | დაამატა: admin | თარიღი: 26.10.2011 | კომენტარი (0)

ჟურნალმა „ქალთა ხმა პოლიტიკაში" გამოცემის კიდევ ერთი ციკლი დაასრულა.  საპროექტო წელიწადის დამთავრებასთან ერთად  ჟურნალის ბოლო, მეოთხე ნომერიც გამოვიდა. სწორედ ამიტომ ჟურნალის რედკოლეგია ცდილობს, შეაჯამოს განვლილი მუშაობა, დაანახოს მკითხველს ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობის თავისებურებები, შედეგები და ცვლილებები, რომლებიც ერთწლიანმა საქმიანობამ მოუტანა  დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მცხოვრებ ქალებს.

ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ქალთა ჩანაწერებში კარგად ჩანს ჟურნალის მისიაც და ფონდის საქმიანობის შედეგიანობაც:

მარინე ჩოხელი: კლუბთან თა­ნამ­შრომ­ლობა იმე­დით გვავ­სებს, საქ­მის კე­თების სტი­მულს გვაძლევს. მე ხელს შე­ვუწ­ყობ იმას, რომ  ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის მრა­ვალ­შვი­ლი­ან­მა ოჯახებმა სტაბილუ­რად მი­ი­ღონ ფი­ნან­სუ­რი დახმა­რება.

ნატო ლომაია: ძალი­ან მომ­წონს ჟურ­ნა­ლი „ქალ­თა ხმა პო­ლი­ტი­კა­ში", რო­მე­ლიც ჩვენ­თან, ხობის კლუბში მო­აქვთ. ჩანს, რომ ით­ვა­ლის­წი­ნებენ ჩვენს წი­ნა­და­დებებსა და შე­ნიშ­ვნებს.

ქეთევან ქადიეშვილი: ჩვენ­თა­ნ, ოზუ­რ­გეთ­შიც, ძალი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ტრან­სპორ­ტის მოძრაობის სა­კითხი. სტუ­დენ­ტებისათვის ტრან­სპორ­ტით შე­­ღა­­ვა­თი­ა­ნი მგზავ­რობის თაობაზე პა­სუხს სექ­ტემბრი­დან ვე­ლო­დებით. ეს ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი­რების ჯგუ­ფის მუ­შაობის შე­დე­გია.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 218 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2011 | კომენტარი (0)

ტრადიციისამებრ, თვის ბოლოს დაიბეჭდა ჟურნალი „ქალთა ხმა", რიგით მეოთხე ნომერი.

ჟურნალში ასახულია ფონდი „სოხუმის" საქმიანობა და ამ საქმიანობის გავლენა დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქალებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ ღონისძიებებში.

განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ფსიქოლოგის მუშაობას, რადგან ეს ფონდის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ბლოკია და, როგორც სტატიებიდანაც ჩანს, იზრდება ნდობა ფსიქოლოგის მიმართ. აქვე დაბეჭდილია ფსიქოლოგის რჩევა „როგორ გავთავისუფლდეთ კომპლექსებისაგან", რამაც დაბეჭდვის პროცესშივე მიიპყრო მკითხველთა  ყურადღება.

მთლიანობაში ჟურნალი აღწევს მიზანს - აჩვენოს მკითხველს ის ცვლილებები, რაც უკვე ხდება ქალთა ცხოვრებაში და გაზარდოს მოტივაცია ახალი აქტიურობისა და ცვლილებებისათვის.  
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 47 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (0)

„თქვენი მუშაობა მეტად შთამბეჭდავია. თქვენ საკმაოდ გაძლიერდით, თანამშრომლობთ ადგილობრივ მთავრობასათან და პოლიტიკურ პარტიებთან. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა ბევრად გააუმჯობესებს იმ ადამიანების ცხოვრებას, ვისთვისაც თქვენ მუშაობთ." - მარ­ტა ბერ­ტის (დე­მოკ­რა­ტი­ის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დის ( NED) კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სამხრეთ კავ­კა­სი­­ში) ამ შეფასებით იწყება ჟურნალის ახალი ნომერი.

ცალკეული მასალა კონკრეტულ საქმეებზე უამბობს მკითხველს: რვა ქალაქში არსებული ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტიურობაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების ადვოკატირებაზე, ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივაზე. წარმოაჩენს იმ ქალთა პორტრეტებს, რომელთა ცხოვრებაშიც ფონდი „სოხუმის" დახმარებით სასიკეთო ცვლილებები მოხდა ბოლო წლების მანძილზე.

ჟურნალი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უხვადაა ილუსტრირებული -  ფოტორკორესპონდენტ მანანა ლეშკაშელის ფოტოები კიდეც უფრო აძლიერებს ჟურნალის სათქმელს... 
 

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 136 | დაამატა: admin | თარიღი: 29.07.2011 | კომენტარი (0)

ჟურნალის ამ ნომერში ფონდი „სოხუმის" საქმიანობის რამდენიმე შეფასება დაიბეჭდა:

„ოჯახში ძალადობა არის პრობლემა, რომელზეც ჩვენ კარგა ხანია ფონდ „სოხუმთან" ერთად ვმუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რა ცვლილებების მოხდენა შეგვიძლია ადამიანის ცხოვრებაში", - ილონკა ბოლტზე (ორგანიზაცია EED-ის კოორდინატორი ბალკანეთსა და კავკასიაში).

"ბევრია გაკეთებული, თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ და აკეთებთ ქალებისათვის", - მაიკლ კრონენბერგი (ორგანიზაცია EED-ის ფინანსური დირექტორი).

„ჩემთვის პრესტიჟული იყო ათი დღის განმავლობაში ფონდი „სოხუმის" პერსონალთან მუშაობა", - ჯონ ბიუკლერკი (საერთაშორისო შემფასებელი დიდი ბრიტანეთიდან).

ჟურნალი კიდევ ერთი დასტურია „ბევრი გაკეთებულის" - სტატიებში წარმოდგენილია ფონდის მუშაობა ოჯახსა და საზოგადოებაში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ანუ ცვლილებები ქალთა ცხოვრებაში, გავლენა კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული აქტივობებით: ტრენინგი თუ იურისტის კონსულტაცია, გინეკოლოგთან შეხვედრა თუ ცენტრალურ პარკში ჩატარებული ფორუმ-თეატრი, ჟურნალისტების მონაწილეობით გამართული ტელეგადაცემა თუ დებატები ნაადრევი ქორწინების თემაზე, დევნილთა განსახლების კუთხით წარმართული მუშაობა თუ რადიოგადაცემებში ასახული პრობლემები, ლეჩხუმში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა თუ საერთაშორისო კამპანია „გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ".

 

როგორც ყველა გამოცემაში, ამ ნომერშიც დაიბეჭდა ძალადობის მსხვერპლ ქალთა გულისტკივილი და, რა თქმა უნდა, აისახა ქალთა სიმამაცე, სიძლიერე და თანადგომა.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 33 | დაამატა: admin | თარიღი: 29.06.2011 | კომენტარი (0)

ახალგაზრდული  ნომერი - ასე შეიძლება ეწოდოს ჟურნალ „ქალთა ხმას".  ფონდი „სოხუმის" სამშვიდობო საქმიანობა ახალგაზრდული გახდა და ახალგაზრდული სული იგრძნობა ჟურნალის ფურცლებზეც - სტატიები ლიდერთა სკოლის წინა გამოშვების კურსდამთავრებულებზე, ცვლილებებზე მათ ცხოვრებაში, ახალი ნაკადის შესარჩევ ტრენინგებზე... ფოტოსურათებიდანაც ლამაზი, სიცოცხლით სავსე თვალები იმზირებიან...

ჟურნალის რამდენიმე გვერდი ეთმობა უფროსი თაობის გამოცდილებასაც, რაც მეტად მნიშვნელოვანია გოგონებისათვის.

განსაკუთრებით საინტერესოა ბოსნია და ჰერცეგოვინაში დაწერილი დღიური, რომლის ავტორია ფონდის „სოხუმის" თავმჯდომარე, გამოცდილი მშვიდობისმყოფელი ალლა გამახარია...

ჟურნალის პირველ ნომერს მკითხველი ინტერესით გაეცნობა. წლის ბოლომდე კიდევ ერთი ნომერი გამოვა...
 

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 83 | დაამატა: admin | თარიღი: 26.05.2011 | კომენტარი (0)


სტამბიდან გამოვიდა და ვრცელდება ჟურნალ „ქალთა ხმის" მეორე ნომერი. მისი მთავარი თემაა ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის ერთობლივი ფორუმი „ოჯახში ძალადობის პრევენცია - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა".
 რაკი ფორუმი 8 მარტის  მეასე წლისთავს მიეძღვნა, ჟურნალის პირველი სტატია სწორედ ამ დღესასწაულზე უამბობს მკითხველს (თარიღს საფუძველი დაუდო 1875 წლის ქალთა დემონსტრაციამ - იმ ქალთა საპროტესტო გამოსვლამ, რომლებიც 16 საათს მუშაობდნენ და მამაკაცებზე ნაკლებ გასამრჯელოს იღებდნენ. 1911 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.)
 100 წლის შემდეგაც უწევთ ქალებს საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა და განსაკუთრებით - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა.  ეს პროტესტი  ჟურნალ „ქალთა ხმის" ყველა გვერდზე იგრძნობა.
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 139 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.04.2011 | კომენტარი (0)

ყოველთვიურ შეხვედრებზე ამომრჩეველ ქალთა კლუბებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი) განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იგრძნობა თანაქალაქელების წინაშე, რადგან კლუბის წევრებს შეუძლიათ პრობლემების ადვოკატირება და ლობირება.

საკრებულოს წევრი ქალბატონები კლუბებშიც არიან გაწევრიანებულნი და ეს ბევრად უფრო აადვილებს თანამშრომლობას საკრებულოებთან.

ჟურნალის ამ ნომერში სწორედ ამ თანამშრომლობაზე გიამბობთ.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 166 | დაამატა: admin | თარიღი: 24.03.2011 | კომენტარი (0)

 
 

ახალი წლიდან კვლავ გაგრძელდა ჟურნალ "ქალთა ხმის" გამოცემა.

გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი, რომელმაც შეაჯამა გასულ წელს ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით წარმართული კომ­პლექ­სუ­რი მუშაობა - ტრე­ნინ­გები, შეხვედ­რები, ფსი­ქო­ლო­გის და იუ­რისტის კონ­სულ­ტა­ციები, ფო­რუმ-თე­ატ­რი, გი­ნე­კო­ლო­გის მუ­შაობა, ექ­სპერ­ტთა ჯგუ­ფის მუ­შაობა, საინფორმაციო მუშაობა, ან­კე­ტი­რება ძალა­დობის პრობლე­მის მი­მართ სა­ზო­გა­დოების და­მო­კი­დებულების გა­მო­სავ­ლე­ნად.

ეს ყველაფერი და მათ შორის ჟურნალის გამოცემაც საიმისოდაა, რომ ქალები უფრო აქტიურები და ძლიერები გახდნენ, ოჯახებში კი ჰარმონიამ დაისადგუროს...

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 156 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2011 | კომენტარი (0)

„ქალთა ხმა პოლიტიკაში" - ჟურნალის პირველი ნომერი ახალი პროექტის ფარგლებში გამოდის.

მასში მოთხრობილია ამომრჩეველ ქალთა კლუბებზე, რომლებიც დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქში მოქმედებს. ქალებზე, რომლებიც კლუბების აქტიური წევრები არიან...

ჟურნალი გააგრძელებს ჩვეულ ტრადიციას - შეეცდება, დაუმტკიცოს მკითხველს  ქალთა პოლიტიკური აქტიურობის აუცილებლობა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 115 | დაამატა: admin | თარიღი: 29.12.2010 | კომენტარი (0)

გამოვიდა ჟურნალ „ქალთა ხმის" ბოლო, მეექვსე ნომერი. მან ერთგვარად შეაჯამა წლის მანძილზე ძალადობის პრევენციის მიზნით ჩატარებული მუშაობა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის დროს განხორციელებულ აქტივობებზე.

ჟურნალი უხვადაა ილუსტრირებული - ყოველი ფოტოსურათი სწორედ ამ აქტიური მუშაობის ასახვაა.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 196 | დაამატა: admin | თარიღი: 29.12.2010 | კომენტარი (0)

წლის ბოლოს გამოვიდა „ქალთა ხმის" მეოთხე ნომერი.

ის იწყება შვედეთის ქალთა ფონდის Kvinna till Kvinnas-ს გენერალური დირექტორის ლენა იაგის მოხსენებით, რომელიც მან გააკეთა ბაქოში. მოხსენება ეძღვნება  გაეროს 1325 რეზოლუციის მეათე წლისთავს, მასში წარმოდგენილია ქალთა სამშვიდობო საქმიანობის ანალიზი.

ჟურნალის ახალი ნომერი  კვლავინდებურად  მშვიდობისმყოფელ ქალებსა და ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მონაწილეებს ეძღვნება.
 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 148 | დაამატა: admin | თარიღი: 21.12.2010 | კომენტარი (0)

ძალადობის პრევენცია - კვლავინდებურად ეს არის ჟურნალ „ქალთა ხმის"  სტატიების ძირითადი არსი.

ჟურნალი ასახავს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქტიურ მუშაობას, რომელსაც ფონდი „სოხუმი" წარმართავს  ქალთა მხარდაჭერის ექვს ცენტრში.

მკითხველი ინტერესით გაეცნობა იურიდიულ კონსულტაციას, ფსიქოლოგის რჩევებს, ქალთა პორტრეტებს. 

 Download>>>

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 161 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2010 | კომენტარი (0)

ჟურნალ „ქალთა ხმის" ახალი, მესამე ნომრის ძირითადი თემა კვლავ ახალგაზრდობაა. სამშვიდობო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ლიდერთა სკოლაა. ჟურნალის ახალ ნომერში გრძელდება წინა ნომერში დაწყებული საუბარი  სკოლის მონაწილეებზე. დაბეჭდილია სტატიები  მათთვის ქუთაისში ჩატარებულ ორ ტრენინგზე და ვორკშოპებზე, რომელთაც ახალგაზრდები დამოუკიდებლად ატარებენ სხვადასხვა ქალაქში.

არანაკლებ საინტერესოა მასალები  საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგის შესახებ, რომელიც მოსკოვში გაიმართა.

ჟურნალი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასაც სთავაზობს მკითხველს - ქართულ-აფხაზური დიალოგი სტამბულში, შვედეთის ქალთა ფონდი Kvinna till Kvinna -ს ქსელური შეხვედრა და სხვა.

 Donwload_GEO>>>

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 182 | დაამატა: admin | თარიღი: 20.10.2010 | კომენტარი (0)

1 2 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0