საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისში - 7 მაისში 2010 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 24.05.2012, 16:45
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მაისი » 7 » საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისში
12:05
საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისში

ფონდი „სოხუმი"  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების " მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში".  შეხვედრების მიზანია საქართველოში და მთელს მსოფლიოში გენდერული თვალსაზრისით არსებული სიტუაციის გაცნობა, საარჩევნო კანონდებლობაში და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე იგპ ქალთა ინფორმირულობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 18 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში.

შეხვედრები შვიდ მაისს ქუთაისში დაიწყო. დევნილთა მე-5 სკოლაში  ორი შეხვედრა მოეწყო პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან. მონაწილებმა მიიღეს ინფორმაციები საარჩევნო კანონმდებლობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე და ფუნქციებზე. დისკუსიების დროს გამოიკვეთა რატომ არის აუცილებელი ქალთა რიცხვის გაზრდა პოლიტიკაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ანალოგიური შეხვედრები ჩატარდა 11-13 მაისს ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ინფორმაციული თვალსაზრისით  ეს შეხვედრები მათთვის სტიმულის მიმცემი იქნება, აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში და მხარი დაუჭირონ ქალ კანდიდატებს.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) (CR) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 249 | დაამატა: admin | ტეგები: cr | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 99
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0