Create site free
სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბი - 29 აპრილში 2010 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
პარასკევი, 10.02.2012, 04:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბი
02:07
სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბი

29 აპრილს ქუთაისში, ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ  სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბზე. კლუბის წამყვანია ანია ვესტბერგი შვედეთიდან, რომელიც ფონდ „სოხუმში" მარტიდან ივნისამდე სტაჟირებაზე იმყოფება.

სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბი - ეს ის ადგილია, სადაც გოგონები სწავლობენ ენას, მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში იღებენ პრაქტიკას. ეს არ არის სასწავლო კლასი, არამედ ადგილია არაფორმალური დისკუსიისათვის.

კლუბის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ  ინგლისურად ილაპაროკონ მათთან, ვისაც ენდობიან და ვისთანაც თავს მხიარულად გრძნობენ. კლუბზე განსახილველ მასალებს თავად მონაწილეები ირჩევენ. მათი ინტერესებიდან გამომდინარე სვამენ შეკითხვებს გენდერულ თანასწორობაზე, კულტურაზე, ყვებიან აგრეთვე პირად გამოცდილებაზე და ინტერესებზე.

კლუბის შეხვედრები გაიმართება 17 ივნისამდე.  ყოველ ხუთშაბათს, 15: 00 სთ-ზე ფონდი „სოხუმის"  ოფისში.  ნებისმიერი ასაკის ქალებს, ნებისმიერ დროს  შეუძლიათ შემოგვიერთდნენ.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 509 | დაამატა: admin | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0