მთავარი »
2011 »
დეკემბერი »
7 » შეხვედრა კოკის საჯარო სკოლაში
16:27 შეხვედრა კოკის საჯარო სკოლაში |
 |
კოკის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანა ხასიამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ოცდახუთი დევნილი თუ ადგილობრივი ახალგაზრდა. მონაწილეებს მიეწოდათ ფონდი „სოხუმის" პრეს - რელიზი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ. დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები, კალენდრები, პოსტერები, წიგნები.
შეხვედრაზე 16-დღიან კამპანიასთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები. გაიმართა დისკუსია, იმაზე თუ როგორ აღმოიფხვრას საზოგადოებაში ძალადობა, როგორ დავიცვათ თავი ძალადობისაგან.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მათ ცნობიერებას დადებითად ცვლის. |
|
|
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 51 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |