შეხვედრები კოლექტიურ ცენტრებში - 8 დეკემბერში 2011 - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ხუთშაბათი, 23.02.2012, 12:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 8 » შეხვედრები კოლექტიურ ცენტრებში
01:39
შეხვედრები კოლექტიურ ცენტრებში



ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ელექტროტექნიკური ლიცეუმისა და „ანკომის" კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლას, დემოგრაფიული მაჩვენებლების დადგენასა და აქტიური ჯგუფების შერჩევას ითვალისწინებდა.

„შეხვედრების მიზანია, დახმარება გაეწიოთ დევნილებს თავიანთი პრობლემების ადვოკატირების მეთოდებისა და შესაძლებლობების შესწავლაში. კოლექტიური ცენტრების დევნილებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ყველა იმ სამართლებლივი საკითხის გარშემო, რომელიც ეხება საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციას ან ჩასახლებას," - ითქვა შეხვედრაზე.

დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია განსახლების საკითხთან დაკავშირებით.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოდან მიღებული ინფორმაციით, „ანკომს" ჰყავს კერძო მესაკუთრე, ამ ეტაპზე განსახლების ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი. რაც შეეხება ელექტროტექნიკურ ლიცეუმს, გარემონტდება და დევნილებს გადაეცემა.

დასასრულს დევნილებმა დასვეს შეკითხვები, რომელთა უმრავლესობასაც ადგილზე გაეცა პასუხი.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 141 | დაამატა: moderatori | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 NatashaDaf   (23.01.2012 19:03)
როგორ ჩამოტვირთვა უფასო xrumer 7.0.10 Elite?
გამომიგზავნეთ URL გთხოვთ!!!

სახელი *:
Email:
კოდი *:
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 93
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0