Create site free
TV გადაცემები - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამშაბათი, 07.02.2012, 06:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » TV გადაცემები

ოცდაათ იანვარს ტელეკომპანია „რიონის" სტუდიაში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა გაიმართა, რომელსაც ფონდის აქტივისტები, ექსპერტები დაესწრნენ.

გადაცემაზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა  იმასთან დაკავშირებით, ზრდის თუ არა ქალთა შანსებს პოლიტიკაში მოსასვლელად დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესაძლებლობა, რასაც დღემდე ბევრი მათგანი ერთერთ სერიოზულ ბარიერად მიიჩნევდა;

დაფიქსირდა, რომ ბოლო არჩევნებთან შედარებით  ბევრი მექანიზმი გაჩნდა, რომელიც ამყარებს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობისათვის, მათ შორის - გენდერული თანასწორობის კანონი; რეზოლუცია 1325-ისა და გენდერული თანასწორობის კანონის შესრულების ნაციონალური სამოქმედო გეგმები და ა.შ.

„მივესალმებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს და ვისურვებთ, რომ მას მოყვეს რეალური  ნაბიჯები ქალთა მხარდაჭერისათვის, რადგან ქალთა უფრო მეტი გავლენა  პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, ჩვენი შვილების მომავალს", - ითქვა გადაცემაზე.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 8 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2012 | კომენტარი (0)

 

ტელეკომპანია „რიონის" ეთერით გასულმა ტელეგადაცემამ მაყურებელს დასავლეთ საქართველოში ფონდი „სოხუმის" ინიცირებით ჩატარებული საზოგადოებრივი კამპანიის შედეგებზე მოუთხრო.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე  ყოველწლიურად ტარდება და, როგორც ფონდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ხელშესახებია ცვლილებები, რაც საზოგადოების ცნობიერებაში ხდება.

„შეუდარებლად იზრდება საზოგადოების ჩართულობა კამპანიაში, მედია სულ უფრო სოლიდარული ხდება, სახეზეა არა ფაქტების კონსტატაცია, არამედ ანალიზიც: რაში მდგომარეობს პრობლემის არსი, რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსწორებისათვის". „მადლიერებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ცენტრალური და რეგიონული ტელე-რადიოსაშუალებები აშუქებდნენ კამპანიას, გადიოდა ჩვენი სოციალური რეკლამები".

კამპანიის უშუალო მონაწილეები მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ საუბრობდნენ. თავისი პოზიცია გამოხატეს გადაცემის სტუმრებმა - საზოგადოების წარმომადგენლებმა. მათ კამპანიის საზოგადოებრივ რეზონანსზე გაამახვილეს ყურადღება: „ნორჩი მსახიობების მიერ გათამაშებულმა სცენებმა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი მოიცვა. დისკუსიები მათ მიერ ინიცირებულ საკითხებზე დღემდე გრძელდება. ჩვენი ქარხნის მრავალრიცხოვანი კოლექტივის სახელით მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ".

„რესპუბლიკური ტელევიზიების მეტი ყურადღება ძალადობის პრობლემის მიმართ მეტ  საზოგადოებრივ პროტესტს, საკითხის  მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულების დაუდებს სათავეს".

„მსგავსი ფაქტები ყოველდღე ხდება ჩვენს ირგვლივ, მაგრამ არ ვაკეთებთ მათ ანალიზს".  

-  გადაცემის განმავლობაში უწყვეტად ისმოდა ზარები, რაც საკითხის აქტუალობას კიდევ ერთხელ ცხადყოფდა.

ვუერთდებით პათოსს, რომელიც ერთ-ერთ ღონისძიებაზე მყოფმა ახალგაზრდებმა გამოხატეს: „გვინდა, კამპანიის განწყობა და საზოგადოების ერთიანობა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიასთან ერთად არ  დამთავრდეს. გვინდა, ეს იყოს საზოგადოების ბუნებრივი მდგომარეობა ყველა ჩვეულებრივ დღეს".

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 48 | დაამატა: admin | თარიღი: 13.12.2011 | კომენტარი (0)

 

24 ნოემბერს ტელეკომპანია „რიონის" ეთერით ტელეგადაცემა გავიდა, რომელიც საზოგადოებას აუწყებდა ფონდი „სოხუმის" საინფორმაციო კამპანიის შესახებ.

ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით,  25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე,  16 დღიანი საერთაშორისო კამპანია   ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიურად იმართება  და მისი რეზონანსულობის ქვაკუთხედი სწორედ მედიასაშუალებების მხარდაჭერაა. ამიტომ გაუკეთდა ორგანიზება რეგიონალური და ცენტრალური მედიასაშუალებებით ფონდის მიერ მომზადებული სოციალური რგოლების ტრანსლირებას, იგეგმება ტელე და რადიოგადაცემები. 

გადაცემაში მონაწილეობდნენ ფონდის აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, ფონდის ფორუმ-თეატრის მსახიობები. საინტერესო დისკუსიებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ოჯახში ძალადობის  პრობლემის მთელი სიმწვავე, აქტუალობა. საზოგადოების, სხვადასხვა სახელმწიფო და სოციალური ინსტიტუტების  გაერთიანების აუცილებლობა - პრობლემის გადაჭრისათვის.

„სახლში მშვიდობიდან  - მსოფლიოში მშვიდობამდე!" - საერთაშორისო კამპანიის  წლევანდელმა სლოგანმა დიდ გამოძახილი ჰპოვა საზოგადოებაში, რაც ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების აქტიურ მხარდაჭერაში გამოიხატა.

 „ოჯახში ძალადობა უფრო დიდი კვალს ტოვებს ადამიანების ფსიქიკაზე, ვიდრე ომები, სოციალური კატაკლიზმები, იმიტომ, რომ ის ყველაზე ფაქიზს, ადამიანური ურთიერთობების სფეროს ეხება. ამიტომ მიგვაჩნია ფონდი „სოხუმის" მუშაობა ამ კუთხით ასე მნიშვნელოვანი, ღირებული, ამიტომ  უჭერს მას  ასე აქტიურად მხარს საზოგადოება", - ითქვა გადაცემაზე.

მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ინფორმაცია მიეღო იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ფონდის მიერ კამპანიის ფარგლებში იგეგმება მთელ დასავლეთ საქართველოში. სტუდიაშივე დარიგდა კამპანიის სიმბოლიკა -კალენდრები, პოსტერები და ლურჯი შარფები, რომელსაც კამპანიასთან სოლიდარობის ნიშნად ტელევიზიების ჟურნალისტები და გადაცემების წამყვანები კამპანიის განმავლობაში ატარებენ.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 26 | დაამატა: admin | თარიღი: 24.11.2011 | კომენტარი (0)

 

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს გადაცემაში დარეკა და თავისი პოზიცია გამოხატა. ეს პირდაპირი გამოხატულებაა იმისა, რომ საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა ამომრჩეველ ქალთა ლიგას და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში", - ითქვა „რიონის" სტუდიაში გამართული გადაცემის ბოლოს, რომელზეც ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტივისტები, პროექტის მონაწილეები საუბრობდნენ  მიღწეულ შედეგებზე, სირთულეებზე, ზოგადად ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერის კუთხით არსებულ სიტუაციაზე.

საუბარი, ასევე, შეეხო  სამომავლო გეგმებს, ახალი პროექტით განსაზღვრულ აქტივობებს, რომელშიც ძირითადი დატვირთვა ენიჭება პოლიტიკაში გენდერული ბალანსის შეცვლის მიზნით მომავალი  საპარლამენტო არჩევნებისათვის  ელექტორატის გააქტიურებას და ქალ-კანდიდატთა ირგვლივ მობილიზებას.

ზარების გარკვეულ ნაწილში მოსახლეობისათვის მტკივნეული საკითხების ადვოკატირების დაკვეთა გაისმა, რასაც კლუბების ადვოკატირების ჯგუფთან ერთად ტელეკომპანიაც გამოეხმაურა - მომზადდა ტელესიუჟეტები გადაცემისათვის „7 დღე",  ეს კი პრობლემების სამომავლო გადაწყვეტის წინაპირობაა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 31 | დაამატა: admin | თარიღი: 28.09.2011 | კომენტარი (0)

16 სექტემბერს, ფონდი „სოხუმის"  მიერ ორგანიზებულ, ტელეკომპანია „რიონის" ეთერით გასულ ტელეგადაცემაში მაყურებელთა ინტენსიური ზარები მოწმობდა, რომ თემა საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების ნუსხიდანაა.

გადაცემამ ოჯახში ძალადობის პრობლემის გადაწყვეტის საკითხში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი კიდევ ერთხელ გამოკვეთა და ამ თემაზე დაწყებული საზოგადოებრივი დისკუსიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საკმაოდ კონსტრუქციული თანამშრომლობისა და  სამომავლო პერსპექტივებზე გათვლილი საქმიანობის ერთგვარ გაგრძელებად იქცა.

რას მოიაზრებ ძალადობათან ბრძოლის ეროვნული რეფერალური მექანიზი, როგორია მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის რეაბილიტაციის საკითხის მიმართ კანონი და მის პარალელურად არსებული პრაქტიკა, ხედავს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება თავის ქმედით როლ ამ პრობლემის გადაწყვეტაში - ამ საკითხებზე საუბარი  მაყურებლის ინტერაქტიური ჩართვების ფონზე მიმდინარეობდა.

ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტიდან დასავლეთ  საქართველოს სხვადასხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციები დაფიქსირდა, სადაც ისინი ფონდთან თანამშრომლობის პოზიტიურ გამოცდილებასა და ოჯახში ძალადობის საკითხის გადაწყვეტის, ძალადობის პრევენციის მიმართ თვითმმართველი ერთეულების ჩართვის საჭიროებაზე, ადგილობრივ ბიუჯეტში ამ კუთხით გარკვეული თანხების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„სახელმწფოს მიერ მიღებული 2011-2012 წლების სამომედო გეგმის ძირითადი პუნქტები ეროვნული რეფერალური ექანიზმების დახვეწას, ამ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ გავრცელებას ითვალისწინებს. შეიძლება ითქვას, რომ ფონდი „სოხუმი"   ორივე მიმართულებით საკმაოდ სერიოზულად მუშაობს და ამ საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალიან სერიუზული მხარდაჭერა დავინახეთ".  - ითქვა გადაცემაზე.

საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება ტელეეთერის  მომდევნო დღეებშიც გრძელდება.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 44 | დაამატა: admin | თარიღი: 16.09.2011 | კომენტარი (0)

 

ფონდი „სოხუმის" მიერ ინიცირებული „თოქ-შოუს" თემა აქტიური ქალების მიმართ მედიის დამოკიდებულებას ეხებოდა. 

როგორია მედიის გენდერული ვექტორი საქართველოში - პრესის, რადიოს, ტელევიზიის, სოციალური ქსელების თვალსაზრისით; აღიქვამენ თუ არა მედიას მოკავშირედ აქტიური ქალები და განსაკუთრებით ისინი, ვინც პოლიტიკაში არიან; რამდენად დგას მედიის დღის წესრიგში ქალთა თემატიკა და როგორია სარედაქციო პოლიტიკა ამ კუთხით.

რა გამოცდილება აქვს ფონდ „სოხუმს" ამ მიმართულებით და რამდენად შეიძლება მისი განზოგადება -  მაყურებელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა ფონდი „სოხუმის" წევრების, ჟურნალისტების, საზოგადოების წარმომადგენლების, აქტიური ქალების დისკუსიები ამ საკითხებზე.

გადაცემაზე ცენტრალური და რეგიონალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა, რომელთაც თავისი საქმიანობით კარგა ხანია გააკეთეს პიროვნული და პროფესიული განაცხადი სხვადასხვა სფეროში, თავისი დამოკიდებულება გამოხატეს ფონდის მიერ ინიცირებული სადისკუსიო თემების მიმართ. გაკეთდა  მედიის გენდერული პოლიტიკის  ანალიზი, მიმოხილული იყო თემები, რომლების ქალებთან მიმართებაში ყველაზე მოთხოვნადია, მედიის  კოსტრუქციულობის საკითხი მათთან მიმართებაში.

საინტერესო განხილვა მოეწყო იმასთან დაკავშჲრებით, თუ როგორ აშუქებენ ქართული მედიასაშუალებები  ქალის თემას. ითქვა,  რომ სასურველი იქნება, თუკი ქართული ტელესივრცე უფრო მეტ დროს და ადგილს დაუთმობს ქალთა თემატიკას.

ეკა ფხაკაძემ ისაუბრა ფონდი „სოხუმის" დაკვეთით დამზადებულ ფილმზე - „რთული არჩევანი - ქალი პოლიტიკაში".  შეეხო ფილმის ორ პერსონაჟს, რომლებიც ნიჭიერი, წარმატებული ქალების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროფესიონალების  პოპულარიზაციით შეიძლება ბევრი ახალგაზრდა  ლიდერი ქალის  მოტივირება.

ფონდი "სოხუმის” საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა აღნიშნა, არამარტო ქუთაისში, არამედ თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში არ დარჩენილა აქტიური, საზოგადოების მიერ დაფასებული ქალბატონი, რომელიც სხვადასხვა დროს ფონდის საინფორმაციო მუშაობის თვალსაწიერში არ მოხვდა. ეს იყო არა მარტო მათი პოპულარიზაცია, საზოგადოებისათვის მათი საქმიანობის გაცნობა, არამედ სხვა ქალების მოტივაციაც აქტიური სამოქალაქო და პოლიტიკური საქმიანობისათვის.   

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 43 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2011 | კომენტარი (0)

 

„მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა, ფონდი „სოხუმი" საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, აქტიურ პოლიტიკაში მყოფ ქალბატონებთან თანამშრომლობით ცდილობს, შექმნას წინაპირობა, რათა ხელი შეუწყოს  ქვეყნის მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში ქალების რაოდენობის გაზრდას".

ტელეკომპანია „რიონის" სტუდიაში  არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრი ქალები შეიკრიბნენ.

 

ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი რეგიონალური ამომრჩეველ ქალთა კლუბებისა და საკრებულოს წევრი ქალების ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითების  შესახებ მოუთხრობს ტელემაყურებელს.

ძალიან საინტერესო შეხვედრების შესახებ ყვებიან ბრიუსელში,   „ნატოს" შტაბ-ბინაში მიწვეული საკრებულოს წევრი ქალბატონები, რომელთაც რეკომენდაცია ფონდმა გაუწია.

ფონდის მონიტორ ქალთა ჯგუფის წევრებმა საკრებულოს სოციალური პროგრამების მონიტორინგის კუთხით გაწეულ მუშაობაზე მოგვითხრეს. მათი თქმით, ძალიან დაეხმარათ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით აზერბაიჯანში და სომხეთში გასვლითი შეხვედრები.

როგორია ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალის როლი, რამდენად კარგად ახერხებენ ისინი თანაკუთხელთა ინტერესების დაცვას, რა საკითხებია მათთვის პრიორიტეტული და რა ინიციატივები აქვთ - სტუდიაში მყოფი სტუმრები, დეპუტატი ქალები ამ საკითხების ირგვლივ საუბრობდნენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს უამრავი პრობლემა აქვთ და, ხშირად, ისინი ჩვენზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვცდილობთ, არ გავამტყუნოთ მათი იმედები". -ასეთი იყო მათი პოზიცია.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 49 | დაამატა: admin | თარიღი: 28.06.2011 | კომენტარი (0)

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ფონდი "სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა, რომელსაც დევნილი მოზარდები, პედაგოგები, უფლებადამცავი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოეტები და მსახიობები დაესწრნენ.

გადაცემის მსვლელობისას პასუხი გაეცა კითხვებს: როგორია გარემო, რომელშიც ჩვენი შვილები ცხოვრობენ; აქვთ თუ არა მათ ოპტიმალური პირობები ჯანსაღი და სრულფასოვანი განვითარებისათვის ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში.

იყო საუბარი იმაზე, რომ ბავშვებს აქვთ უფლება, გაიზარდონ არაძალადობრივ გარემოში. მათი ჯანმრთელობა, სულიერი და  გონებრივი განვითარება საყოველთაო ზრუნვის საგანი უნდა იყოს - პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან.

ტელედისკუსიისას აქტიურობდნენ მოზარდები დევნილი ოჯახებიდან. მათ თავიანთი ოცნებებიც გააჟღერეს, ბავშვური ხედვაც დააფიქსირეს იმაზე, რაც მათ ირგვლივ ხდება და ყველა თანატოლს მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი უსურვეს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 59 | დაამატა: admin | თარიღი: 01.06.2011 | კომენტარი (0)

 

ტელეკომპანია „რიონის" ეთერით ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემა ლობის ინსტიტუტსა და მის პრაქტიკულ გამოყენებაზე მოუთხრობდა მსმენელებს. საინტერესო პარალელები საერთაშორისო გამოცდილების კუთხით, საქართველოში ამ ინსტიტუტის ნაკლები პოპულარობის მიზეზები, მეთოდოლოგია,  ლობირების კამპანიის ეტაპები და ეფექტურობა - გადაცემის მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ სპეციალისტების ინფორმაციები, გაცნობოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირველ მცდელობებს სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისა და ლობირების კუთხით.

 „მე დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სახით ჩემს თანამოქალაქეს „თავისი კაცი" ეგულებოდეს საკრებულოში, რომლისგანაც ელოდება გამოხმაურებას ყველა საჭირბოროტო და მტკივნეულ საკითხზე". - ასეთი პოზიცია დააფიქსირა საკრებულოს ერთერთმა წევრმა.

„სამწუხაროდ, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მხოლოდ დონორების მოსაზიდად ირჩევს ამ მიმართულებას.  ამის ფონზე მივესალმებით ფონდი „სოხუმის" ძალიან დიდ ძალისხმევას, რომელიც ყველა დონეზე ეწევა ამ მიმართულებით მუშაობას. ის, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, „ხელშესახები შედეგები ჯერ არა აქვთ", ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ არსებობს პრეცენდენტი, კარგი მაგალითი სხვებისთვის, პირველ რიგში ქალთა ჯგუფებისთვის, რომელთაც უნდა გაუწიონ ადვოკატირება და შემდგომ ლობირება საკუთარ და არა მარტო საკუთარ პრობლემებს". - ითქვა გადაცემაზე.   

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 87 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2011 | კომენტარი (0)

 

ტელეკომპანია „რიონის" ეთერში მორიგი ტელეგადაცემა გავიდა ციკლიდან - „ქალი და პოლიტიკა".

გადაცემის დასაწყისში გასულ სიუჟეტში  საუბარი იყო ქალთა პრობლემების ადვოკატირების კუთხით ამომრჩეველ ქალთა კლუბებში დაწყებულ მუშაობაზე. პრობლემების იდენტიფიცირება, შეხვედრები საკრებულოს წევრებთან, სოციალური პაკეტების გაცნობა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის კუთხით  თანამშრომლობა, ადვოკატირების ჯგუფების შექმნა და სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრა. - ამ კუთხით დაწყებულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის კლუბების გაცვლითი შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება.

ტელედისკუსიაზე მოწვეულმა სტუმრებმა - წყალტუბოს და ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბების წევრებმა, პროექტის ასისტენტებმა, მსგავსი საქმიანობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, რას ნიშნავს სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირება, ვის შეუძლია ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, როგორ მუშაობენ კლუბები პრობლემების შერჩევაზე, როგორ აპირებენ მუშაობას ადვოკატირებისა და ლობირების კუთხით.

საუბარი შეეხო ქუთაისსა და წყალტუბოში გამოყოფილ პრობლემებს: შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე  გარკვეული კატეგორიისათვის, ღამის საათებში ტრანსპორტის მუშაობის საკითხი, პანდუსები - უნარშეზღუდულებისა და საბავშვო ეტლების  შეუფერხებელი გადაადგილებისათვის, სველი წერტილების არარსებობა ქალაქის ცენტრში.

განსაკუთრებული გულისტკივილი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ცენტრში სასმელი  წყლის პრობლემაა და მას არ წყვეტს გაურკვეველი შემადგენლობის გაზიანი ტკბილი წყლის წერტილები, სადაც ელემენტარული სანიტარული ნორმები არ არის დაცული.

„ჩვენი მიზანი არ არის პრობლემების ძებნა კონფრონტაციისათვის. ჩვენ გვსურს თანამშრომლობა ყველასთან ამ და სხვა სასიცოცხლო საკითხების გადასაწყვეტად".

„ვეცდებით, ხშირად შევახსენოთ ეს საკითხები მათ, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება".

„ჩვენ გვექნება საშუალება, ვისაუბროთ იმაზე, რისი მიღწევა შევძელით - საზოგადოებასთან ერთად".

ფონდის თანამშრომლებმა მოკლედ ისაუბრეს იმაზე, როგორ მიდის ადვოკატირების კამპანიები სხვა კლუბებში, რა საკითხების გადაჭრა მოხერხდა ამის შედეგად.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 95 | დაამატა: admin | თარიღი: 29.04.2011 | კომენტარი (0)


როგორ უნდა შუქდებოდეს ოჯახში ძალადობის თემა მედიაში? რას მოიცავს სოციალური ჟურნალისტიკის ცნება და რა პასუხისმგებლობა ენიჭება ჟურნალისტს ამ თემასთან შეხებისას...
 ფონდი „სოხუმის" მიერ ინიცირებულ ტელედისკუსიაზე ფონდის ჟურნალისტები, იმერეთში არსებული მედიასაშუალებების, ცენტრალური ტელე და რადიომაუწყებლობის რეგიონალური ბიუროების ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები  შეიკრიბნენ.
 „...უნდა შუქდებოდეს ძალიან ფაქიზად. ჟურნალისტები ძალიან ხშირად ცაიტნოტში ვართ, მხოლოდ ფაქტის დაფიქსირებას ვახერხებთ, ვერ ვასწრებთ, ვეძებოთ მიზეზები, ეს უფრო ანალიტიკური გადაცემის თემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი იგნორირებული უნდა იყოს ჩვენს მიერ. თავი ავარიდოთ იმიტომ, რომ „უხერხული" თემაა". 
  „რაც უფრო მეტს, უფრო სწორად ვისაუბრებთ ამ თემაზე, ჩვენს შვილებთან, გაზეთში, რადიოთი, ტერლევიზიით, მით უფრო ნაკლები შანსი ექნება მოძალადეს, რომ დაუსჯელად იპარპაშოს".
 „მთავარია, საზოგადოებამ ჩვენი დახმარებით გააცნობიეროს, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები, მთავარია, ახალგაზრდები აღიზარდონ სწორი ფასეულობებით, გააკეთოს ანალიზი, რა არის კარგი, რა არის ცუდი..."
 „ეს არ უნდა იყოს სკანდალის თემა, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ არის ასეთი დაკვეთაც. მაგრამ -  ძალადობის მსხვერპლის დაცვა ჩვენი აზრით, ყველაზე დიდი სიკეთეა..."
  -ასეთი იყო ჟურნალისტების პოზიცია.
 გადაცემის რეზონანსმა აჩვენა, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხების ირგვლივ საუბარი.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 117 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.04.2011 | კომენტარი (0)

 

13 აპრილს ტელეკომპანია „რიონის" ეთერით მორიგი ტელეგადაცემა გავიდა.

გადაცემის სტუმრები ფონდის ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულები, წარმატებული ახალგაზრდა ქალები, ფონდის ასისტენტები იყვნენ.

როგორ დაიბადა „ლიდერთა სკოლის" იდეა, რას მოიაზრებს სასწავლო კურსი, რა მოლოდინები იყო ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან; თუ გაამართლა სკოლამ და  რას გეგმავს   ორგანიზაცია შემდეგისთვის;  როგორ აპირებენ  გოგონები  მიღებული უნარების გამოყენებას, რას აპირებენ სამომავლოდ. ამ კითხვებს პასუხი გადაცემის განმავლობაში გაეცა. მანამდე კი მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ეხილა   ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი ლიდერთა სკოლის შესახებ.

ფონდის ასისტენტებმა ისაუბრეს, როგორ ხდებოდა შერჩევა, რა პრინციპით მუშაობდა სკოლა.

 თვითონ გოგონების აღნიშვნით, ინტერაქტიული სწავლება, როცა ერთმანეთს ენაცვლებოდა თეორია და  პრაქტიკა, ძალიან დაეხმარათ შესაბამისი უნარების მიღებაში. „ჩვენ ძალიან აქტიურად ჩაგვრთო ფონდმა თავის საქმიანობაში, საშუალება მოგვცა,  დამოუკიდებლად ჩაგვეტარებინა მრგვალი მაგიდები,  ვორკ-შოპები, შეხვედრები, გვემუშავა პროექტებზე, აქტიურად ჩავერთეთ საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში”...

„ფონდმა დიდი ნდობა გამომიცხადა. მე ახლა ერთერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში ვარ ჩართული"...

„ჩემი მეგობარი იყო ამ სკოლაში და კეთილი შურით ვუმზერდი მის წინსვლას. ახლა მეც გავიარე შესარჩევი ტრენინგი"...

„აღფრთოვანებული ვარ გოგონებით, მიხარია, რომ ფონდი „სოხუმი" აძლევს მათ ამ შესაძლებლობას. დარწუნებული ვარ, ასეთი გოგონების სიმრავლე ძალიან შეუწყობს ხელს არსებული გენდერული სურათის უკეთესობისკენ შეცვლას", - ეს კომენტარი ადგილობრივი ხელისუფლების ახალგაზრდა წარმომადგენელმა გააკეთა, რომელმაც ამასთანავე საკუთარ გამოცდილებაზე, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ისაუბრა.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 110 | დაამატა: admin | თარიღი: 13.04.2011 | კომენტარი (0)

24 თებერვალს ტელერადიოკომპანია „რიონის" ეთერით ტელეგადაცემა გავიდა, რომელშიც  პროექტის მონაწილეები და ფონდის მიერ მოწვეული სტუმრები  მონაწილეობდნენ.

გადაცემის თემა იყო ოჯახში ძალადობის სამართლებრივი და საზოგადოებრივი მექანიზმები, რომლის ირგვლივ ისაუბრეს გადაცემის სტუმრებმა და უპასუხეს მაყურებელთა მიერ პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვებს.

 გადაცემის მსვლელობისას მიდიოდა ინტერ-აქტივი, რომლიც მიხედვითაც თვალსაჩინო გახდა   მაყურებელთა პოზიცია - მიიჩნევენ თუ არა საჭიროდ ფულადი ჯარიმების დაწესებას მოძალადისათვის. შემოსული ხმების მიხედვით 88 % ემხრობოდა მოძალადეებისათვის ჯარიმების დაწესებას, ხოლო 12 % წინააღმდეგი იყო.

„რა თქმა უნდა, საჯარიმო სანქციებით შეუძლებელია ძალადობის აღმოფხვრა, მაგრამ თუ დასჯა, ზოგადად, იწვევს ქცევის შეკავებას, ის შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ერთერთი შემაკავებელი ბერკეტი მოძალადისათვის", - ასე მიიჩნევენ ფსიქოლოგები.

„სანამ ტელესივრცე ასეთი უკონტროლოა და ხდება ძალადობის აშკარა პროპაგანდა მედიაპროდუქტში, საზოგადოება უძლურია მის წინააღმდეგ", - მაყურებლის ეს რეპლიკა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის განწყობას გამოხატავს, რომელიც შეშფოთებულია მზარდი აგრესიით საზოგადოებაში.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 164 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2011 | კომენტარი (0)

11 თებერვალს ტელეკომპანია „რიონის" ეთერით მორიგი ტელეგადაცემა გავიდა.

გადაცემაში მონაწილეობდნენ ფონდის თანათავმჯდომარე, პროექტების ასისტენტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტივისტები და ფონდის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის საკრებულოების სოციალური პროგრამების მონიტორინგს ახორციელებენ.

  გადაცემა ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული  ტელესიუჟეტით დაიწყო, რის შემდეგაც ტელემაყურებელს მიეწოდა ინფორმაცია - რა ეტაპზეა საერთაშორისო ორგანიზაცია NED -ის  მიერ დაფინანსებული პროექტით განსაზღვრული მუშაობა; რა სტრატეგიით მუშაობენ ამომრჩეველ ქალთა კლუბები; რომელ საკითხებში იგეგმება თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან;  რა სტადიაშია ფონდის საკანონმდებლო ინიციატივის (600 ლარიანი სახელმწიფო დახმარება ყველა მშობიარე ქალზე) ადვოკატირებისა  და ლობირების საკითხი.

გადაცემაში გაჟღერდა საინტერესო ინფორმაციები ქალთა საკითხების ლობირების საერთაშორისო გამოცდილების ირგვლივ.

როგორც გადაცემაზე ითქვა, ამომრჩეველ ქალთა კლუბებსა  და საკრებულოებს შორის ინფორმაციების სისტემატიური გაცვლა  მათ თანამშრომლობას მეტ პროდუქტიულობას ანიჭებს. ამის კარგი მაგალითები უკვე არსებობს ოზურგეთში, ხობში, როდესაც საკრებულოების მხრიდან ხდება კლუბის წევრების ინიციატივების წახალისება.

ფონდის მუშაობის საინტერესო ეტაპია ამერიკის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც აქტიურ დევნილ ქალებს საშუალებას აძლევს, ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკისა და პროგრამების ანალიზი განახორციელოს. „დასამალი არ არის, რომ დევნილები ხშირად საერთო სოციალური კონტექსტიდან ამოვარდნილი ვართ. ამიტომ ეს პროექტი ორმაგად საინტერესოა ჩვენთვის. უპირველესად ჩვენი სოციალური ღირებულების განცდა დაგვიბრუნდა", - ეს სიტყვები პროექტის მონაწილე ქალბატონებს ეკუთვნით.

გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ გაცხადდა ფონდის პოლიტიკა - ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან პარტიებში ქალთა პოზიციების მხარდაჭერის მიზნით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 258 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2011 | კომენტარი (0)

23 დეკემბერს ტელეკომპანია  „რიონის" ეთერით ფონდის მიერ ორგანიზებული მორიგი ტელეგადაცემა გავიდა. სტუდიაში  ამომრჩეველ ქალთა კლუბების  აქტივისტები, იურისტები, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, მოქალაქეები შეიკრიბნენ.

 საუბარი შეეხო ქალთა ირგვლივ არსებულ იმ პრობლემებს, რომლებიც  ორგანიზაციის მიერ რეგიონებში წარმოებული მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს ფონდ „სოხუმში" გამართული მრგვალი მაგიდა-ფორუმის მონაწილეების მიერ არსებულ პრობლემათა ნუსხიდან  გამოყოფილი საკითხების ირგვლივ. ეს არის უფასო მშობიარობისა და ერთწლიანი ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების საკითხი, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ქალთა საზოგადოების დაკვეთაა და მიუხედავად მისი გადაწყვეტის სირთულისა, ოჯახების სოციალური დაცვის, სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებისათვის უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ.

გადაცემაში საინტერესო დისკუსიების გარდა გაჟღერდა არაერთი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ქალთა სოციალური დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციას, ასევე დღეისათვის  არსებულ სახელმწიფო პროგრამებს, რომლის ირგვლივაც შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. იმედი გამოითქვა, რომ აღდგენილი იქნება ვაუჩერების პროგრამა მშობიარეთათვის, რადგანაც მას  უამრავი ოჯახისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

გაჟღერდა სინანული იმის გამო, რომ არსებობს ქალების კატეგორია, რომლების არცერთი პროგრამის ბენეფიციარად არ მოიაზრებიან და ისინი არიან სწორედ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში.

სტუდიაში იყო მაყურებელთა ზარები, რომელთაც კიდევ ერთხელ ცხადყვეს გადაცემის თემის აქტუალობა.   

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 192 | დაამატა: admin | თარიღი: 23.12.2010 | კომენტარი (0)

10 დეკემბერს ტელეკომპანია „რიონის ეთერით" ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა გავიდა.

გადაცემას ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი უძღოდა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ფონდი „სოხუმის" მიერ  25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ჩატარებულ მუშაობას ასახავდა.

სტუდიაში ფონდის იურისტ-ექსპერტები, ჟურნალისტთა სადისკუსიო კლუბის წევრები, ფორუმ თეატრის მსახიობები, ფონდის ლიდერთა სკოლის სტუდენტები, საზოგადოების სამი თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

როგორია ძალადობის მასშტაბები, სად ვეძებოთ მისი მიზეზები, რა შეიძლება, დავუპირისპიროთ მას, არის თუ არა საზოგადოება შეურიგებელი ძალადობის მიმართ და როგორ შეიძლება არსებული დამოკიდებულების შეცვლა.

საინტერესო პოზიცია გამოავლინეს ახალგაზრდებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ძალადობას აქვს სოციალური შინაარსი. ის არ არის კერძო მოვლენა და არ მთავრდება ოჯახში, არამედ იწყებს გავრცელებას საზოგადოებაში. ამას ამყარებდა რეგიონში მომხდარი სამწუხარო შემთხვევა, რომელიც ტრაგედიით დამთავრდა.

საუბარი შეხო კანონს. ითქვა, რომ ის უნდა იცავდეს მსხვერპლს.

გადაცემის განმავლობაში სტუდიაში ისმოდა ზარები, რომლის დროსაც საზოგადოების საკითხისადმი ინტერესი დაფიქსირდა.  

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 215 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2010 | კომენტარი (0)

კამპანიის პირველი დღის დამამთავრებელი აკორდი „რიონის" ეთერით გასული ტელეგადაცემა აღმოჩნდა.

გადაცემის არატრადიციულმა ფორმატმა - ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის ჩართვა საზოგადოებრივი დისკუსიების სტიმულირებისათვის - გადაცემის რეზონანსულობა განსაზღვრა.

თემები - ძალადობა ქალზე, მოხუცებზე, მოხუცებზე,აგრესიის მაღალი ხარისხი ახალგაზრდებში, გაუცხოება,ღირებულებების საკითხი,- მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა:

 „ასეთი გადაცემები ძალიან აქტუალურია"

„მადლობა იმისათვის, რომ მსგავსი თემები წამოსწიეთ"

„ამ სცენებმა ჩემი ცხოვრება დამიყენა თვალწინ"

„მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რათა საზოგადოება უფრო ჯანსაღი იყოს"

- ეს რეპლიკები მაყურებელთა უწყვეტი ზარების დროს ისმოდა. ფონდი „სოხუმი" კვლავაც გააგრძელებს ამ საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიებს.   

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 144 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2010 | კომენტარი (0)

1 2 »
შემოგვიერთდით
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 91
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0