 
  
  
  
  
 
		25 ნოემბერი პირველი დღეა კამპანიისა - 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ახალგაზრდები - ყველა გააერთიანა ქუთაისში მერიის გვერდით გამართულმა აქციამ.
	
		გამვლელთა ყურადღება მიიპყრო მოწოდებებმა: „ძალადობა - ბოროტებაა!“, „ქალს აქვს ბედნიერების უფლება!“, „იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!“
	
		პარალელურად მიმდინარეობდა აქცია ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ - მისი მონაწილენი შემოუერთდნენ ფონდის აქციას, რადგან ნაადრევი ქორწინებაც  ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. 
	
		აქცია გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებით.
	
		აქციები ერთდროულად გაიმართა წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში.
	
		პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
	
		Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)